განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001765613
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე 3ბ/2270-18 28 ივნისი 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები - მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი
აპელანტი: სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
მოწინააღმდეგე მხარეები: შ--–-- გ-----–--ე, მ------ კ-------;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
მესამე პირები: სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გასაჩივრებულ ნაწილში;
საქმის განხილვის ფორმა : ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ--–-- გ----–--ისა და მ------ კ-------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალა, შ--–-- გ----–--ისა და მ------ კ-------ს მიერ N-------------- საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით შედგენილი დეკლარაციები დააკორექტიროს შემოსავლის სახით გრანტის თანხის მითითებით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 5 მაისს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, როგორც გრანტის გამცემსა, და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (წამყვანი ორგანიზაცია), შ--–-- გ----–----ა („ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) და მ------ კ-------ს, როგორც გრანტის მიმღებს (გრანტის მიმღებ პირებად განისაზღვრნენ ყველა ერთად - წამყვანი ორგანიზაცია, პროექტის ხელმძღვანელი და ფიზიკური პირი მ------ კ-------) შორის გაფორმდა №F------------- ხელშეკრულება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2014 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ს----------------–------–-------------------------------–------------------------–--------------------“ საგრანტო დაფინანსებისა და გრანტის მიმღების მიერ პროექტით (დანართი N1) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელების თაობაზე (მუხლი 1). დასახელებული ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღებს განკარგვისათვის გადაეცემოდა საგრანტო დაფინანსება 141 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 63 000 ლარი წარმოადგენდა პროექტში მონაწილე ძირითადი პერსონალის - შ--–-- გ----–--ისა და მ------ კ-------ს შრომის ასანაზღაურებლად გადასახდელ თანხას.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2015 წლის 3 ივნისის N5----- ბრძანების მიხედვით, სსიპ შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 29 აპრილის N36 ბრძანებისა და სსიპ შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის N9 სხდომის ოქმის საფუძველზე სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტში „ს----------------–------–-------------------------------–------------------------–--------------------“ 2015 წლის 5 მაისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ძირითად პერსონალად გაფორმდა შ--–-- გ----–--ე და მ------ კ------- შემდეგი თვიური ანაზღაურებით: შ--–-- გ----–--ე - 1250 ლარი, მ------ კ------- - 500 ლარი.
№F------------- ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტის თანხას სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით შ--–-- გ----–----ა და მ------ კ-------ზე გასცემდა ხელფასის სახით შ--–-- გ----–--ეზე თვეში 1250 ლარის ოდენობით, ხოლო მ------ კ-------ზე - თვეში 500 ლარის ოდენობით. მითითებული თანხები იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს „გრანტების შესახებ“ საქართველო კანონი განსაზღვრავს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (მე-7 მუხლი).
საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „რ “ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილებით ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება დამტკიცდა, რომლითაც კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესის განისაზღვრა. აღნიშნული დებულების მიხედვით, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზნად ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი განისაზღვრა. დებულებით აღინიშნა, რომ დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვებოდა უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მას უნდა წარმოედგინა სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველი.
დასახელებული დებულების მიხედვით, გრანტის მიმღებს წარმოადგენს კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი (მე-2 მუხლის“ბ“ პუნქტი), ხოლო პროექტის ხელმძღვანელი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე (ამავე მუხლის „ნ“ პუნქტი). ამავე დებულების მიხედვით, წამყვანი ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს (მე-2 მუხლის „ღ“ პუნქტი).
ამავე დადგენილების მიხედვით, პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება; დ) საქონელი და მომსახურება; ე) ძირითადი აქტივები; ვ) ზედნადები ხარჯები.
საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს.
დასახელებული კოდექსის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები (მუხლი 48), ხოლო გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება (მუხლი 20). ფიზიკურ პირს გააჩნია შემოსავლის 20%-ის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (79-ე-81-ე მუხლები). ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას უზრუნველყოფს მისი გამცემი იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი - საგადასახადო აგენტი (მუხლი 154). საგადასახადო აგენტი ვალდებულია, ??????????? ???????? ????????? ???? ???????? ? ?????? ?? ?????? ? აგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით (154-ე მუხლის მე-4 ნაწილი). საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ (მუხლი 67). თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება (მუხლი 69). იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას (69-ე მუხლი მე-3 ნაწილი).
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირის მიერ გრანტის სახით მიღებული შემოსავალი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ №F------------- საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე გრანტის სახით მიღებული თანხა სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2015 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით ხელფასის სახით გასცა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ გრანტის მიმღებ პირებზე - შ--–-- გ----–----ა და მ------ კ-------ზე და შესაბამისად, უზრუნველყო გაცემული თანხის, როგორც ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. ამდენად, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ №F------------- საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე შ--–-- გ----–----ა და მ------ კ-------ზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განაპირობა ამ თანხების ხელფასად ჩათვლამ, რაც, №F------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, განხორციელდა არასწორად. შესაბამისად, უნივერსიტეტს გააჩნია ვალდებულება, გაასწოროს შ--–-- გ----–--ისა და მ------ კ-------ს მიერ N-------------- საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით მიღებულ შემოსავალთან და მის დაბეგვრასთან დაკავშირებით შედგენილი დეკლარაციები შემოსავლის სახით გრანტის თანხის მითითებით, რაც წარმოადგენს შ--–-- გ----–--ისა და მ------ კ-------სათვის უსაფუძვლოდ გადახდევინებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად ან/და უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელია საგადასახადო ორგანო, საგადასახადო აგენტი კი არის პირი, რომელიც ასრულებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას და იგი გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთან (მუხლი 20). ამდენად, საგადასახადო აგენტი ვერ ჩაითვლება არასწორად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირად. ამგვარი მოსაზრება შეესაბამება მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-300-284(კ-07) განჩინებით დადგენილ პრაქტიკას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა პრეტენზია, მათ მიერ მიღებული გრანტის თანხიდან უსაფუძვლოდ დაბეგრილი თანხის ანაზღაურება დაეკისროს სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, უსაფუძვლოა და არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფონდსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გრანტის მიმღებს წარმოადგენს უნივერსიტეტი, ხოლო გრანტის, როგორც ძირითად ისე დამხმარე პერსონალთან ფორმდება შრომის ხელშეკრულებები. შესაბამისად აღნიშნული პირები იღებენ შრომის ანაზღაურებას საგრანტო პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, და არა საგრანტო დაფინანსებას.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო მტკიცებულების სახით წარმოადგინა სსიპ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 28 მარტის #3------------ წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2014-2015 წლებში დაფინასნებული საგრანტო პროექტების ძირითად შემსრულებლებზე (ძირითად პერსონალზე), შრომის ანაზღაურების გაცემა ხორციელდებოდა საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრით. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ეს მტკიცებულება და გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულის თაობაზე.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 აპრილის #24 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილებები ფონდსა და უნიევრსიტეტს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში, მათ შორის 2015 წლის 05 მაისს # F------------- სადავო საგრანტო ხელშეკრულებაში, და ხელშეკრულებების ბიუჯეტში კატეგორია „ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება“ შეიცვალა კატეგორიით „ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება“. აღნიშნული ცვლილების შემდგომ უნივერსიტეტმა შეწყვიტა ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და განმარტავს, რომ ახალი ხელშეკურლების პირობებში უნივერსიტეტი არ ახორციელებს ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების დაბეგვრას სწორედ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ პროექტის ბიუჯეტი ითვალისწინებს ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურებას, რომელიც 82-ე მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
2015 წლის 5 მაისს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, როგორც გრანტის გამცემსა, და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (წამყვანი ორგანიზაცია), შ--–-- გ----–----ა („ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) და მ------ კ-------ს, როგორც გრანტის მიმღებს (გრანტის მიმღებ პირებად განისაზღვრნენ ყველა ერთად - წამყვანი ორგანიზაცია, პროექტის ხელმძღვანელი და ფიზიკური პირი მ------ კ-------) შორის გაფორმდა №F------------- ხელშეკრულება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2014 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ს----------------–------–-------------------------------–------------------------–--------------------“ საგრანტო დაფინანსებისა და გრანტის მიმღების მიერ პროექტით (დანართი N1) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელების თაობაზე (მუხლი 1). დასახელებული ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღებს განკარგვისათვის გადაეცემოდა საგრანტო დაფინანსება 141 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 63 000 ლარი წარმოადგენდა პროექტში მონაწილე ძირითადი პერსონალის - შ--–-- გ----–--ისა და მ------ კ-------ს შრომის ასანაზღაურებლად გადასახდელ თანხას.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2015 წლის 3 ივნისის N5----- ბრძანების მიხედვით, სსიპ შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 29 აპრილის N36 ბრძანების და სსიპ შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის N9 სხდომის ოქმის საფუძველზე, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტში „ს----------------–------–-------------------------------–------------------------–--------------------“ 2015 წლის 5 მაისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ძირითად პერსონალად გაფორმდა შ--–-- გ----–--ე და მ------ კ-------, შემდეგი თვიური ანაზღაურებით: შ--–-- გ----–--ე - 1250 ლარი, მ------ კ------- - 500 ლარი.
№F------------- ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტის თანხას სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით შ--–-- გ----–----ა და მ------ კ-------ზე გასცემდა ხელფასის სახით შ--–-- გ----–--ეზე თვეში 1250 ლარის ოდენობით, ხოლო მ------ კ-------ზე - თვეში 500 ლარის ოდენობით. მითითებული თანხები იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით.
მოსარჩელეები დავისადმი ინტერესს ასაბუთებდნენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი არიან გრანტის მიმღები პირები და არ უნდა მოხდეს საგრანტო თანხიდან 20%-ის, როგორც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, მოსარჩელეები წარმოადგენენ თუ არა გრანტის მიმღებ პირებს, და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე ფიზიკურ პირებს.
სააპელაციო სასამართლო მიიუთითებს, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპები. კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, ხოლო მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამავე კოდექსის 81.1 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ხოლო კოდექსის 82-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლებს, რომლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების ერთ-ერთი სახე - გრანტი. ამდენად, კანონით კონკრეტულად არის განსაზღვრული, თუ ვინ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ პირებს, განსაზღვრავს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, გადასახადის განაკვეთის ოდენობას, ასევე განსაზღვრავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება გრანტის მიმღები ფიზიკური პირი.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახორციელებენ კონკურსში გამარჯვებული პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ამასთანავე, უდავოა, რომ წამყვან ორგანიზაციას განესაზღვრა ვალდებულება, სამუშაოების ჩასატარებლად, პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალი უზრუნველყოფილიყო მატერიალური ბაზით, ასევე ამ ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით ეწარმოებინა გრანტის ბუღალტრული აღრიცხვა, დაფინანსებული პროექტისათვის გაეხსნა საბანკო მიზნობრივი ანგარიში, რომელზედაც არ დაერიცხებოდა სარგებელი და მოხდებოდა გრანტის სახსრების ჩარიცხვა, სწორედ აღნიშნული ანგარიშიდან მოხდებოდა შემდგომ მოსარჩელეებისათვის კუთვნილი გრანტის თანხის გაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები - შ--–-- გ-----–--ე და მ------ კ------- წარმოადგენენ საგადასახადო შეღავათის მატარებელ პირებს, შესაბამისად, კანონით გაწერილი შეღავათი მათზე, როგორც ამ შეღავათის მატარებელ პირებზე, უნდა გავრცელდეს და შემოსავალთან დაკავშირებით შედგენილი დეკლარაციები უნდა დაკორექტირდეს შემოსავლის სახით გრანტის თანხის მითითებით. არსებული საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დაუბეგრავობის საფუძველი, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ გადახილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე