განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
330210118002612436
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210-18002612436

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი,2-19წელი თბილისი

საქმე №2ბ/1504-19

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

აპელანტი - გ--------- გ------ა

წარმომადგენელი – ს--–----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ი----- ბ----–---–ი, ნოტარიუსი დ----- ფ----------ე

ი----- ბ----–---–ის წარმომადგენელი – ე-–-----------–---–-

 

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლების და იპოთეკის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-19 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2-18 წლის 26 დეკემბრის განჩინება

 

აპლანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-18 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გ--------- გ------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-18 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2-16 წლის 17 სექტემბერს გ--------- გ------ასა და ი----- ბ----–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ--------- გ------ამ მოპასუხისგან ისესხა 11000 აშშ დოლარი, 1 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0,1% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით. მსესხებელმა ერთი თვის სარგებელი წინასწარ გადაიხადა.

 

სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ--------- გ------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მ--- კ--------–-, კორპუსი 2-, ბინა N--, (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.02-.0--.0-.5---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.09.2-16 წლის N16------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2.2. ამავე მხარეებს შორის 2-17 წლის 26 აპრილს დაიდო სესხისა და იპოთეკის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ--------- გ------ამ მოპასუხისგან ისესხა 62-0 ლარი, 1 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის ან მისი დარჩენილი ნაწილიდან (სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევაში) 0,1% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით. მსესხებელმა ერთი თვის სარგებელი წინასწარ გადაიხადა.

 

სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ--------- გ------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მ--- კ--------–-, კორპუსი 2--ში, ბინა N--, (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.02-.0--.0-.5---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 26.04.2-17 წლის N1-------0 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2.3. 2-16 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა მეორე რიგის იპოთეკად, ხოლო 2-17 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა მესამე რიგის იპოთეკად დარეგისტრირდა. უძრავ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულია სხვა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ევგენია მაჭარაშვილისა და მოპასუხე ი----- ბ----–---–ის სასარგებლოდ არსებული პირველი რიგის იპოთეკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2.4. კრედიტორ ი----- ბ----–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, 17.09.2-16 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ 2-18 წლის 2- აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის გ--------- გ------ას მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) სესხის ძირითადი თანხა - 11000 აშშ დოლარი;

ბ) პირგასამტეხლო - 2-16 წლის 17 ოქტომბრიდან 2-18 წლის 2- აგვისტომდე ყოველდღიურად 0,1%, რომლის ოდენობა გამოითვლება სესხის ძირითადი თანხიდან;

გ) 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე - პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხიდან 11000 აშშ დოლარიდან, ყოველდღიურად 0,1%;

დ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

 

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2-.08.2-16 წლის სააღსრულებო ფურცელი N1--------.

 

2.5. ი----- ბ----–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, 26.04.2-17 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ 2-18 წლის 2- აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის გ--------- გ------ას მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) სესხის ძირითადი თანხა - 62-0 ლარი;

ბ) პირგასამტეხლო - 2-17 წლის 26 მაისიდან 2-18 წლის 2- აგვისტომდე ყოველდღიურად 0,1%, რომლის ოდენობა გამოითვლება სესხის ძირითადი თანხიდან;

გ) 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე - პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხიდან 62-0 ლარიდან, ყოველდღიურად 0,1%;

დ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

 

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2-.08.2-16 წლის სააღსრულებო ფურცელი N1--------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2-16 წლის ნოემბრიდან 2-17 წლის დეკემბრის ჩათვლით, შუამავლის კ--- ე-----ს საშუალებით გადახდილი თანხები არ წარმოადგენდა 17.09.2-16 წლის და 26.04.2-17 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხებს, ამავდროულად დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხებით ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხოლოდ პირგასამტეხლო იფარებოდა.

საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის, კ--- ე-----ს განმარტებით (რომლის საშუალებითაც მსესხებლის სახელით მისი სიძე, მ---- ბ-------–---–ი თანხას კრედიტორს გადასცემდა), გადახდილი თანხებიდან იფარებოდა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ასევე სადავო ხელშეკრულებებამდე არსებული სხვა სასესხო ვალდებულება. კერძოდ, გადახდილი თანხებიდან 330 აშშ დოლარი წარმოადგენდა 2-16 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვეში გადასახდელ პირგასამტეხლოს, 75 აშშ დოლარი - 2-17 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვეში გადასახდელ პირგასამტეხლოს, ხოლო დარნარჩენი თანხა წარმოადგენდა მხარებს შორის არსებულ სხვა სასესხო ურთიერთობის თანხებს, რომელიც მოცემულ საქმეში დავის საგანი არ არის. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს არც მოპასუხე ი----- ბ----–---–ი. ხოლო მტკიცებულება, რომ გადახდილი თანხები წარმოადგენდა სადავო სესხების ძირითად თანხებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.

ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ფულადი ვალდებულება მის მიერ შესრულებულია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულება მან შეასრულა, თუმცა აღნიშნულის შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება (მისი შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ კ--- ე-----მ ძირითადი თანხის გადახდის ფაქტი არ დაადასტურა), რაც მოპასუხის მხრიდან ფაქტის უარყოფის შემთხვევაში, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. ხოლო „გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევასა და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს (სუსგ Nას-№ას-929-891-2-1-, 22.04.2-15.; №ას-763-722-2-15, 28.09.2-15 წელი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მ--- ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განახორციელა მოსარჩელემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

გარიგების დადებისას ნების გამოვლენის დროს მხარეები არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ იმ წესებსა და პირობებზე, რომლებსაც ისინი უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. ნების გამოვლენის ერთ-ერთ დამადასტურებელი გარემოება კი არის მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების გაფორმებით მხარეები იმთავითვე ადგენენ და აყალიბებენ პირობებს, მათ შორის პირობებს ხელშეკრულების საგანის თაობაზე, რომელი პირობების ფარგლებშიც უნდა იმოქმედონ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი სწორედ ეს შეთანხმებული ხელშეკრულება წარმოშობს მოთხოვნას და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოსარჩელე ვერ ადასტურებს მის მიერ სესხის ძირითადი თანხების 11000 აშშ დოლარისა და 62-0 ლარის გადახდის ფაქტს, არ არსებობს ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ მის მიერ გადახდილი თანხით მხოლოდ პირგასამტეხლო იფარებოდა. აპელანტის განმარტებით 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ი----- ბაღიშვილის სასარგებლოდ ნაღდი ანგარიშსწორების ფარგლებში პერიოდული შესრულების ფარგლებში გადახდილი აქვს 13 740 აშშ დოლარი, რითაც ამ უკანასკნელის მიმართ სრულადაა შესრულებული 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. აპელანტი პრეტენზიას აცხდებს პირგასამტეხლოს ოდენობაზეც და განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცლით მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია.

3.2. შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად აპელანტი იმ განჩინებასაც ასაჩივრებს, რომლითაც უარი ეთქვა საქმის განხილვის გადადებაზე. აპელანტის განმარტებით საქმის განხილვის გადადებაზე უარის თქმით სასამართლომ მოუსპო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2-16 წლის 17 სექტემბერს, ერთი მხრივ, ი----- ბ----–---–ს და მეორე მხრივ, გ--------- გ------ას შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, გ--------- გ------ამ ერთი თვის ვადით, სესხის ძირითად თანხაზე თვეში 3%-ის დარიცხვით ი----- ბ----–---–ისგან, სესხის სახით, 11 000 აშშ დოლარი მიიღო. სესხი უზრუნველყოფილი იქნა გ--------- გ------ას კუთვნილი ქონებით (ს/კ.N0-.1-.0-.02-.0--.0-.5--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველდღიურად სესხის თანხის 0.1 %-ის ოდენობით. (ტ.1. ს.ფ. 26-29).

 

2-17 წლის 17 აპრილს ერთი მხრივ, ი----- ბ----–---–ს და მეორე მხრივ, გ--------- გ------ას შორის კიდევ ერთი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, გ--------- გ------ამ ერთი თვის ვადით, სესხის ძირითად თანხაზე თვეში 3%-ის დარიცხვით ი----- ბ----–---–ისგან, სესხის სახით, 6 2-0 ლარი მიიღო. სესხი უზრუნველყოფილი იქნა გ--------- გ------ას კუთვნილი ქონებით (ს/კ. N0-.1-.0-.02-.0--.0-.5--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველდღიურად სესხის თანხის 0.1 %-ის ოდენობით. (ს.ფ. 32-35).

 

2-18 წლის 2- აგვისტოს, ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია - ი----- ბ----–---–ი, მოვალე - გ--------- გ------ა, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2-16 წლის 17 სექტემბრის სესხი და იპოთეკის ხელშეკრულება, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი თანხა 11 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2-16 წლის 17 ოქტომბრიდან 2-18 წლის 2- აგვისტომდე ყოველდღიურად სესხის ძირი თანხის 0.1%, 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.1 %-ის ოდენობით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცა, ი----- ბ----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ტ.1. ს. ფ. 42-43).

 

2-18 წლის 2- აგვისტოს, ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ ი----- ბ----–---–ის სასარგებლოდ კიდევ ერთი სააღსრულებო ფურცელი გაიცა. სადაც კრედიტორია ი----- ბ----–---–ი, მოვალე - გ--------- გ------ა, ვადებულების წარმოშობის საფუძველი - 2-17 წლის 26 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი თანხა 62-0 ლარი, პირგასამტეხლო 2-17 წლის მაისიდან 2-18 წლის 2- აგვისტომდე ყოველდღიურად სესხის ძირი თანხის 0.1%, 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.1 %-ის ოდენობით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცა, ი----- ბ----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ტ.1. ს. ფ. 45-46).

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის მის მიერ 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით ვალდებულების შესრულებისთვის გათვალისწინებული ვადების დარღვევის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ი----- ბ----–---–ის მიმართ ნაწილ-ნაწილ გადახდილი აქვს რა 13 740 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელის მიმართ 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული აქვს ყველა ვალდებულება, რაც სადავო სააღსრულებო ფურცლების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

4.1.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გ--------- გ------ას მიერ ი----- ბ----–---–ის სასარგებლოდ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი არ დგინდება, თუმცა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ 2-18 წლის 2- აგვისტოს გაცემული N1-------- და N1-------- სააღსრულებო ფურცლების პირგასამტეხლოს ნაწილში ნაწილობრივ გაუქმების და მასში ცვლილების შეტანის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“.

 

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება არგუმენტს მასზედ, რომ მან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორს 13 740 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა, რომელიც, მისი მოსაზრებით, საკმარისი იყო 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის გარიგებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად დასაფარად. ხაზგამისთ უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. მოწმემ, რომელიც პირველი ინსტაციის სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობით დაიკითხა განმარტა, რომ გადახდილი თანხებიდან იფარებოდა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ასევე სადავო ხელშეკრულებებამდე არსებული სხვა სასესხო ვალდებულება. კერძოდ, გადახდილი თანხებიდან 330 აშშ დოლარი წარმოადგენდა 2-16 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვეში გადასახდელ პირგასამტეხლოს, 75 აშშ დოლარი - 2-17 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვეში გადასახდელ პირგასამტეხლოს, ხოლო დარნარჩენი თანხა წარმოადგენდა მხარეებს შორის არსებულ სხვა სასესხო ურთიერთობის თანხებს, რომელიც მოცემულ საქმეში დავის საგანი არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, თუ რა თანხა გადაიხადა გ--------- გ------ამ სადავო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ი----- ბ----–---–ს სადავოდ არ გაუხდია 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე გ--------- გ------ას მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ფაქტი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას ი----- ბ----–---–მა განმარტა, რომ 2-16 წლის 17 სექტემბრის გარიგების საფუძველზე გ--------- გ------ასგან პირგასამტეხლოს სახით მიღებული აქვს 3630 აშშ დოლარი, ხოლო 2-17 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე 372 აშშ დოლარი. (იხ. 08.11.2-19წ. სხდომის ოქმი, 16:2-:52; 16:21:23) სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. საყურადღებოა, რომ საქმის განხილვისას მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარეს ამავე კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო საშუალებით არ უსარგებლია, ამდენად, მისი აღიარება პირგასამტეხლოს სახით ჯამში 4002 აშშ დოლარის მიღების შესახებ, სააპელაციო პალატის შეფასებით, საფუძვლად უნდა დაედოს წინამდებარე გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე აპელანტის მსჯელობას სადავო გარიგებების საფუძველზე მოპასუხისთვის 13 740 აშშ დოლარის გადახდის შესახებ და განმარტავს, რომ ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლების გაუქმების შესახებ იმ არგუმენტს ემყარებოდა, რომ სააღსრულებო ფურცლების გაცემის დროს მოპასუხის მიმართ უკვე შესრულებული ჰქონდა 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის გარიგებების საფუძველზე ყველა ვალდებულება, მასვე, დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენის გზით, მოპასუხსთვის ამ გარიგებების საფუძველზე ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი უნდა ემტკიცებინა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენების შედეგად კი როგორც უკვე აღინიშნა აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა. უფრო მეტიც, მოწმემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ გ--------- გ------ას მიერ გადახდილი თანხებით მხოლოდ პირგასამტეხლო იფარებოდა, რადგან ამ უკანასკნელს დარღვეული ჰქონდა სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულ მტკიცებას სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხის თანხას მსესხებელი არამართლზომიერად ფლობს, შესაბამისად, მსესხებელი, თანხის დაბრუნებას დაუყოვნებლივ ითხოვს, თანხის დაბრუნებამდე კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას ინარჩუნებს. სხვაგვარ დაშვებას სასამართლო ვერ გააკეთებს, ვინაიდან არსებობს ვალდებულების ერთიანად შესრულების მოვალეობა, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების შესრულება ნაწილ-ნაწილ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლზე დაყრდნობით, მხოლოდ კრედიტორის თანხმობით ხდება. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სესხის ძირი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე მითითებისას მის მტკიცების საგანში შედიოდა კრედიტორის თანხმობისა და თანმდევი ნების დადასტურება, მასზედ, რომ იგი სესხად მიცემულ თანხას ნაწილ-ნაწილ დაიბრუნებდა. ამგვარი მტკიცება საქმეში განხორციელებული არ არის. ამრიგად, ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ 13 740 აშშ დოლარი გადაიხადა და ამ თანხის გადახდის მიზნობრიობა 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ძირითადი თანხის დავალიანების დაფარვა იყო, მხოლოდ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო. მოსარჩელემ კი თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება სადავო თანხის გადახდასთან და მის მიზნობრიობასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა. მოსარჩელის მტკიცების ნაკლის და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარემ მოსარჩელისგან ორივე გარიგების საფუძველზე 4002 აშშ დოლარის მიღება აღიარა, ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა მოსარჩელისგან მიღებული თანხით ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაფარვის შესახებ, პალატა ასკვნის, რომ აღნიშნული გარემოება საკმარისია ორივე სააღსრულებო ფურცლის შემთხვევაში მათი ნაწილობრივ, კერძოდ, 2-18 წლის 2- აგვისტომდე (სააღსრულებო ფურცლების გაცემამდე) სესხის ძირ თანხაზე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმებისთვის, რადგან თავად სააღსრულებო ფურცლის კრედიტორმა აღიარა ფაქტი მასზედ, რომ სააღსრულებო ფურცლების გაცემის დროს, მოსარჩელისგან პირგასამტეხლოს სახით უკვე მიღებული ჰქონდა ჯამში 4002 აშშ დოლარი.

 

4.1.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე აპელანტი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მითითებით სადავოდ ხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობასაც.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელე აპელანტის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.1 %-დან 0.05%-მდე უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 42--ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. დასახელებული ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით და სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პროცენტის, ასევე ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ასევე გადახდილი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს პროცენტი, რაც სამოქალაქო კოდექსის 42--ე მუხლის საფუძველზე შემცირებას ექვემდებარება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი ძირი თანხის 0.05 %-ის ოდენობით უნდა განისაზღვრის.

 

საბოლოოდ, მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით 4002 აშშ დოლარის მიღების შესახებ აღიარების და პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით აპელანტის პრეტენზიის გაზიარების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------- გ------ას მოთხოვნა 2-18 წლის 2- აგვისტოს N1-------- და N1-------- სააღსრულებო ფურცლების გაუქმების შესახებ ნაწილობრივ გასაზიარებელია. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ N1-------- სააღსრულებო ფურცელი 2-16 წლის 17 ოქტომბრიდან 2-18 წლის 2- აგვისტომდე ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა გაუქმდეს, 2-17 წლის 26 მაისიდან 2-18 წლის 2- აგვისტომდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ასევე უნდა გაუქმდეს N1-------- სააღსრულებო ფურცელიც, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ი----- ბაღაშვილს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მომენტისათვის პირგასამტხლოს სახით გურანდა გ------ასგან ჯამში მიღებული აქვს 4002 აშშ დოლარი. გარდა ამისა, 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ნაწილში ცვლილება უნდა შევიდეს როგორც N1-------- ასევე N1-------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება N1-------- სააღსრულებო ფურცლის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე სესხის ძირი თანხის - 11 000 აშშ დოლარის 0.05 %-ით, ხოლო N1-------- სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს სახით აღსასრულებელი ვალდებულება უნდა განისაზღვროს 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველდღიურად 62-0 ლარის 0.05%-ით. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოსარჩელე მხარემ მოცემულ შემთხვევაში ვერ გასწია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა კიდევ ერთხელ ხაზგამისთ შენიშნავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ 2-16 წლის 17 სექტემბრის და 2-17 წლის 26 აპრილის გარიგებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შესახებ არცერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ მისი ზეპირი განცხადება, რომ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 13 740 აშშ დოლარი, რითაც შეწყვეტილია სადავო გარიგებებით წარმოშობილი ვალდებულება, გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან მოსარჩელე თავად პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და მხოლოდ მისი ზეპირი განცხადება, თუ ის რელევანტური მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ტესტს ვერ ლახავს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილის გარდა გ--------- გ------ას მოთხოვნა ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ გაცემული N1-------- და N1-------- სააღსრულებო ფურცლების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია.

 

4.1.5. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე საქმის განხილვის გადადების საფუძვლად მოწმედ დასაკითხი პირის საზღვარგარეთ ყოფნაზე უთითებდა სასამართლოში წარდენილი არ ყოფილა ამ პირის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმის მასალებიდან არც ის გარემოება ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორმა მხარემ სარწმუნოდ დაასაბუთა გონივრულ ვადაში მოწმედ დასაკითხი პირის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გარემოება. უფრო მეტიც, პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ მოწმედ დასაკითხი პირის მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი მხარეს არც სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საოქმო განჩინებასთან მიმართებით აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რადგან როგორც აღინიშნა არც ერთ ეტაპზე საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომ მოწმედ დასაკითხი პირი სხდომის გამართვის დღეს ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლომ მოწმეთა წარდგენისთვის მხარეს ცხრა დღიანი ვადა მისცა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის წინაპირობას არ წარმოადგენს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

გათვალისწინებით იმისა, რომ გ--------- გ------ას სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (3,1*365*2+5,5*365*3=8285.5 ლარი) ი----- ბ----–---–ს გ--------- გ------ას სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 248.56 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადხდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 331.42 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------- გ------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-19 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. გ--------- გ------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. 2-18 წლის 2- აგვისტოს გაცემული N1-------- და N1-------- სააღსრულებო ფურცლები 2-18 წლის 2- აგვისტომდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმდეს. 2-18 წლის 2- აგვისტოდან პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდეს N1-------- და N1-------- სააღსრულებო ფურცლებში და პირგასამტეხლოს აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრის შემდეგი სახით:

N1-------- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხიდან 62-0 ლარიდან 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05 % -ის ოდენობით.

N1-------- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხიდან 11 000 აშშ დოლარიდან 2-18 წლის 2- აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05 % -ის ოდენობით;

 

5. სააპელაციო პრეტენზია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-18 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

6. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ირინე ბ----–---–ს გ--------- გაბუანიას სასარგებლოდ დაეკისროს 248.56 ლარის ლარის გადახდა. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ირინე ბ----–---–ს გ--------- გაბუანიას სასარგებლოდ დაეკისროს 331.42 ლარის ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მ---0 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე/

 

/გოდერძი გიორგიშვილი/