განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
020100117002049415
ინსტანცია
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100117002049415

საქმე №1/ბ-467-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის - ი-–-- ტ-------ს,ადვოკატის - ბ------ ყ-----–---–-ს,გამართლებულის - დ----- ბ------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ---ს ძე ბ------ას მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ბ------ას ქ. N37;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ბ------ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალ-–ი შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 21 მაისის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ნ------- ბ-------ის და ა----- მ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "კ--------–-"-დან გამოთხოვილ იქნა სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2017 წლის 22 თებერვალს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე შპს "კ--------–-ს" მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მას დაევალა კრედიტორ ნ------- ბ-------ისათვის შპს "კ--------–-ს" სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის გადაცემა. ვინაიდან მოვალე შპს "კ--------–-ს" მიერ კრედიტორისთვის არ იქნა გადაცემული საზოგადოების სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, 2017 წლის 13 ივლისს, იმ მიზნით, რომ აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება, აღმასრულებლის მიერ მოვალე შპს "კ--------–ს" გაეგზავნა შეტყობინება და დაევალა სრულად გადაეცა შპს "კ--------–-"-ს საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, კერძოდ, აღმასრულებლის მოთხოვნის თანახმად, მოვალეს უნდა გადაეცა: ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი; სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებ-პორტალიდან R---- ექსელის ფორმატში, მათ შორის: სასაქონლო რეესტრის ექსპორტი (ზედნადების და პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან - ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები დეტალურად; აღრიცხვა- ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი; მომწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები და საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი. მიუხედავად აღმასრულებლის მოთხოვნისა, დ----- ბ------ამ არ გადასცა კრედიტორს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, რითაც არ შეასრულა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენით დ----- ბ------ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- ტ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ბ------ას მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი დ----- ბ------ას მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. აღმასრულებლის მოთხოვნის მიუხედავად დ----- ბ------ამ კრედიტორს არ გადასცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რითაც არ შეასრულა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნის და შემდეგ უკვე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირება, სადაც მითითებულია სიტყვები ,,სრული დოკუმენტაცია’’ თავისთავად გულისხმობს იმ დოკუმენტებსაც, რომელსაც ითხოვს კრედიტორი. შესაბამისად, განმარტება, რომ აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს არ მოიცავს სასამართლოს გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე მოვალემ თითქოსდა სრულად გადასცა დოკუმენტაცია, გონივრულობას მოკლებულია, ვინაიდან მსგავსი განმარტებით აზრს კარგავს კრედიტორის მიერ სასამართლოს გზით დავა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აშკარაა, რომ დირექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტნიორებმა ვერ მიიღონ მათთვის სასურველი სრული ინფორმაცია, რის უფლებასაც აძლევს კანონმდებელი. ამდენად, აპელანტს, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დ----- ბ------ამ თავისი ქმედებებით ჩაიდინა ძალ-–ი შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

 

გამართლებულ დ----- ბ------ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ. ყ-----–---–- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ბ------ას მიმართ.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს ი-–-- ტ-------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ დ----- ბ------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ბ------ ყ-----–---–ს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და დ----- ბ------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ----- ბ------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმე ზ----- ბ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დოკუმენტებთან სრული წვდომა არ აქვს, აუდიტის კომპანია, ვინც ეხმარება, ითხოვს დოკუმენტებს, რასაც დ----- ბ------ა არ აძლევს. დ----- ბ------ას მიერ გადაცემულ დოკუმენტებში არ არის ჩეკები, ქვითრები. გამორჩენილ დოკუმენტთა სია გადასცა დ.ბ------ას მხარეს, თუმცა ეს დოკუმენტები ამ უკანასკნელს მაინც არ გადაუცია.

 

მოწმე კ------- ზ---------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს დაზარალებულთან. დაზარალებული დაუკავშირდა თბილიდან, მისცა მინდობილობა, რათა წარმედგინა ის სააღსრულებო ბიუროში. დ. ბ------ამ გადასცა დოკუმენტები. ამის შემდეგ 31 მარტს დამატებით მიიღო მისგან დოკუმენტაცია. მიღებული დოკუმენტაცია გააგზავნა თბილისში. ისევ დაურეკა დაზარალებულმა, უთხრა, საბუთები სრულყოფილად არ არისო და უკან დაუბრუნა. მისგან ამოიღო ისინი გამომძიებელმა. აღმასრულებელმა გადათვალა დოკუმენტაცია. ის დ. ბ------ას გადასცა სასამართლო დადგენილების საფუძველზე. დ. ბ------ას 11 მარტს 1498 ფურცელი გადასცა. საბოლოოდ ბ------ამ გადასცა 3000-ზე მეტი ფურცელი. ამ უკანასკნელმა თქვა, დანარჩენი თუ რამე აინტერესებს დაზარალებულს, თვითონ მოვიდეს და ნახოსო. დაზარალებულს არ უთქვამს, რომელი საბუთები აკლდა.

 

მოწმე ი-----–- ი------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დ. ბ------ას მხარემ აღმასრულებელს გადასცა ჯერ 1498 ფურცელი, ხოლო მეორე ჯერზე - 1640 ფურცელი. არც ერთ მისვლაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა.

 

მოწმე გ------- შ-----–--ს ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ პირველად დ----- ბ------ას მხარემ თქვა, რომ სრული დოკუმენტაცია არ გვაქვს, საფინანსო სამსახურის გამომძიებელს აქვს წაღებულიო და მეორედ მოუწიათ მისვლა. კრედიტორს ჰქონდა პრეტენზია, რომ სრულად არ გადასცეს დოკუმენტაცია, კერძოდ, საბუღალტრო დოკუმენტაცია ელექტრონული სახით. დ. ბ------ამ უარი განაცხადა მის წარდგენაზე, რადგან განჩინებაში არ ეწერა აღნიშნულის შესახებ. მან მაინც მოითხოვა დ. ბ------ასგან მისი გადაცემა, თუმცა მან ის არ წარმოადგენა და კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე საქმე გადაეგზავნა პროკურატურას. მოვალემ საჩივარი შეიტანა მის მოქმედებაზე, რაც ზემდგომის მიერ არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიმართეს გადაწყვეტილების განმარტებისთვის, მაგრამ სასამართლომ უპასუხა, რომ განსამარტი არაფერი იყო. RS პორტალის კოდები არ მოუთხოვია, მოითხოვა excell-ის ფორმატის ელექტრო დოკუმენტაცია. მოვალემ თქვა, თუ რამე დააკლდა, გადავცემო. კრედიტორს დოკუმენტები ფურცელზე არ უნდოდა, ითხოვდა ელექტრონული სახით. კრედიტორი მატერიალური სახით დოკუმენტების გადაცემაზეც არ ამბობდა უარს. მატერიალური სახით გადაცემულ დოკუმენტებს რამე თუ აკლდა, ამის შესახებ არ გაუგია კრედიტორისგან.

 

მოწმე დ----- შ-----–--ს ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ პირველად 14 მარტს გადასცა დ. ბ------ამ დოკუმენტები მისი თანდასწრებით კ------- ზ---------ს, ხოლო მეორე ეტაპად 31 მარტს. დაზარალებულმა მომართა და სთხოვა ელექტრონული სახით მასალები. ეს მოთხოვნა 18 მარტს ეცნობა ბ------ას, ხოლო 13 ივნისს მას მოთხოვნა გაეგზავნა ელექტრონული მასალების გადაცემაზე. ელექტრონულად ეს მასალები მისი თანდასწრებით არ გადასცემია. 1498 ფურცელი გადასცა ბ------ამ, თვითონ და აღმასრულებელმა გადანომრეს ფურცლები. ბ------ამ თქვა, ეს არის ნაწილი, სხვა ნაწილი საფინანსო სამსახურს აქვს წაღებული, ჩემთან არ ინახება, გამოვითხოვ და მოგცემთო. 31 მარტს მივიდა და გადასცა ბ------ამ ის მასალებიც. 783 და 837 ფურცად, 2 ეტაპად იყო წარმოდგენილი მასალები. ელექტრონული რეესტრები მოითხოვა, თუმცა ბ------ამ თქვა, არ მევალება, აღნიშნულის მიწოდება სააღსრულებლო ფურცელში არ წერიაო. მოთხოვნა ელექტრონული მასალების მიწოდებაზე გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა. დ. ბ------ამ თქვა, თუ რამე დოკუმენტი გამომრჩა, წარმომადგენლის მეშვეობით გაეცნოს დაზარალებულიო. კრედიტორს RS_ის კოდი არ მოუთხოვია. ბ------ამ ამობეჭდა ყველაფერი და ამობეჭდილი მასალა გადასცეს. მატერიალური სახით დოკუმენტები რომ აკლდა, ამის შესახებ განცხადება არ შემოსულა.

 

მოწმე ს-----–--- ყ----–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ დ. ბ------ამ უთხრა, რომ საბუთები იყო გადასაცემი, მოაწესრიგე, ამობეჭდე და გადაეციო. ანგარიშფაქტურები, Rs-ზე არსებული ინფრომაცია, პირველადი საბუთები დაალაგა და მიაწოდა. აღნიშნული მოხდა 2 ეტაპად. რადგან პირველ ეტაპზე ფინანსურ სამსახურს ჰქონდა საბუთების ნაწილი წაღებული. იქიდან გამოითხოვეს, ასლები გადაიღეს და მისცეს დაზარალებულის წარმომადგენელს. მატერიალური საბუთებიც მისცა და ელექტრონული საბუთებიც ამობეჭდა. პროგრამა ორისიდან ბრუნვის უწყისი იყო ამობეჭდილი. ორისში ტარდება ხელფასები, ბანკის ამონაწერები, სალარო, შემოსავალი, ამონაწერები, რაც მისცა დაზარალებულის წარმომადგენელს. ყველა დოკუმენტი, რაც გადასცა, ორისში ინახება. ორისიდან ბრუნვის უწყისი ამობეჭდა 5 ფურცლად. დანარჩენი მასალა, რაც გადასცა, პირველადი საბუთები იყო: ხელშეკრულებები, ამონაწერები და სხვა დოკუმენტები. ხელშეკრულებები, ნახაზები და სხვა მასალები მატერიალურად არსებობს. ისინი ორისის პროგრამაში არ არის, მაგრამ ციფრები შეყვანი-–-- ორისში. ბრუნვის უწყისის ელექტრონული ვერსია არ მიუწოდებია, თუმცა ამობეჭდილი ვერსია მისცა. ელექტრონული ვერსია იგივეა, რაც ამობეჭდილი და გადაცემული. შედარების აქტები არ ჰქონდა, არ გაუკეთებია და ვერ მიაწვდიდა. რომ არსებულიყო, მიაწვდიდა. საბანკო ამონაწერი ამობეჭდილი სახით ყველა გადასცა. შპს „კ--------–-ს“ სრული საგადასახადო დოკუმენტაცია RS-დან excell-ის ფორმატში ამობეჭდა და მისცა. RS-ის პროგრამის პაროლი და მომხმარებლიs სახელი არ გადაუცია. ეს არც მოუთხოვიათ. მოწმის ჩვენებით, RS-დან ყველაფერს excell-ში ვერ გადაიტან. ზოგი რამ პირდაპირ უნდა ამობეჭდო. დეკლარაციები ამობეჭდა. ზედნადებები და ანგარიშფაქტურები შეიძლება excell-ში გადაიტანო. ისინი ამობეჭდილიც მიაწოდა და ცხრილის სახითაც. დოკუმენტები თვითონ დანომრა. ელექტრონულად ითხოვს მოდავე ორისის პროგრამას. რაც ორისშია, ის მატერიალური სახით აქვთ მიღებული. მატერიალურად ისეთი საბუთებიც არის, რასაც ორისთან კავშირში არ აქვს. დირექტორმა უთხრა, შენ იქნები პასუხისმგებელი დოკუმენტების სისრულეზეო. სალარო აპარატის ჩეკები შეიძლება არ მიუცია, მაგრამ RS-ში ასახული ჩეკებიც ამობეჭდილად მისცა. ქვითრები ორგანიზაციას არ ჰქონია. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების სია არ მიუცია დაზარალებულის წარმომადგენელს. პირიქით მან იქით უთხრა, თუ რამე გაკლიათ, გვითხარით და მოგცემთო.

 

მოწმე მ-----– შ-----–--ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ გამოითხოვა მასალები შემოსვალების სამსახურიდან, ამოიღო დოკუმენტები. ამოიღეს შემოსავლების სამსახურიდან შპს „კ--------–-ს“ მასალები, რაც ბ------ა გადაცემული არ ჰქონდა დაზარალებულისთვის. კ------- ზ---------ს სახლიდან ამოიღო დოკუმენტები, რაც ბ------ამ გადასცა. გადაცემული არ ჰქონდა R-----დან და ორისიდან ამონაწერი. ერთმანეთს შეადარა შემოსავლების სამსახურიდან მიღებული და დაზარალებულისთვის გადაცემული მასალები. შემოსვალების სამსახურიდან მიღებული არც ერთი მასალა არ იყო გადაცემული დაზარალებულისთვის.

 

მოწმე ნ---- მ---------–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2014-2015 წლები შპს „კ--------–-ს“ შემოწმება მოუწია. სრულყოფილი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი. ელექტრონულად იყო რაღაც ფაილები, მაგრამ არ იყო მატერიალური ფორმით. ასევე არ იყო წვდომა R-----ზე. აუდიტმა დასკვნა რომ დაწეროს, R-----სთან წვდომა სჭირდება. ამის გარეშე ვერ გადაამოწმებენ, მასალები არის თუ არა სწორი და სრულყოფილი. აუცილებელი არაა კოდური სიტყვა და მომხმარებლის სახელი ჰქონდეთ, პროგრამას აქვს ასევე დათვალიერების რეჟიმი, სადაც კორექტირება შეუძლებელია. ორისის პროგრამის ასლი და exel-ის ფაილი გამოაგზავნეს. მატერიალურად არაფერი გადმოუციათ. შემდგომში დოკუმენტაციასთან შეხება არ ჰქონია. სასამართლოს გადაწყვეტილება თავისთავად მოიცავს ელექტრო პორტალზე წვდომას. დასკვნის შედგენისას მხოლოდ პროგრამა ორისს დაეყრდნენ და დეკლარაციებს, რაც წარმოადგინეს. ჰქონია შემთხვევა, RS-დან ამოუბეჭდავს მასალა და არ იყო სწორი. ამიტომ RS-ზე გადამოწმება აუცილებელია. შეიძლებოდა მარტო მისთვის შექმნილიყო კოდური სიტყვა და მომხმარებლის სახელი მხოლოდ დათვალიერების ფუნქციით. ორისის ინფრომაციის სრულყოფილება და სისწორე პირველად დოკუმენტებზეა დამოკიდებული, რაც ასევე არ წარმოდგენილა. შეიძლება RS-დან ამობეჭდეს მასალა, მაგრამ თუ RS-ზე არ შეადარა, ისე წერს, რომ არასრულყოფი-–-- მასალები.

 

მოწმე ნ------- ბ-------ის ჩვენების თანახმად, დოკუმენტებთან წვდომა არ ჰქონდა და გამოითხოვა სასამართლო წესით, რის შემდეგაც მასალები მიიღეს 3000 ფურცლად. მას უთხრეს, რომ არ იყო მასალები სრულყოფილი. წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იყო ბ------ას მიერ გადახდილი ჯარიმები, რაც შემდეგ მოიპოვა ადვოკატებისგან. თემურ ცერცვაძის აუდიტთან ერთად გაეცნო დოკუმენტებს. ამის შემდეგ ბ------ას მოსთხოვა სრული დოკუმენტაცია, მათ შორის Rs-ის კოდური სიტყვა, საიტის დათვალიერება ადვოკატების მეშვეობით. რა მასალაც გადმოეცა, მთლიანად მისცა კ------- ზ---------ს, რათა პროკურორისთვის წარედგინა. დათვალიერების შემოთავაზება რომ ყოფილიყო ბ------ასგან, გაიგებდა. ბ------ას რომ შეეთავაზებინა, მოდი და ერთად გავეცნოთ მასალებსო, წარმომადგენელს გააგზავნიდა, რადგან ამას თავიდანვე ითხოვდა.

 

მოწმე მ--- ს---–-------–---–ის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ რა მასალებიც წარმოადგინეს, სრულყოფი-–-- თუ არა ვერ დაადასტურებს, რადგან სრულყოფილი დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს პორტალზე. ამიტომ პორტალთან წვდომას ითხოვდნენ. პირველადი დოკუმენტები ირიცხება პორტალზე. მათი ნახვისთვის საჭიროა წვდომა. სრული ინფრომაცია გულისხმობს წვდომასაც. პირველადი დოკუმენტები რადგან ხელით არ იწარმოება და პროგრამაში დგება ყველაფერი, ამიტომ პირველადი დოკუმენტები RS-ში უნდა ინახებოდეს. ყველაფერია თუ არა ამობეჭდილი, ან პირველადია ამობეჭდილი თუ დაკორექტირებული, როგორ უნდა გადაამოწმო, თუ ყველაფერი ამობეჭდა და კორექტირება თუ არ მოხდა შემდგომ, შეიძლება მასალები ჩაითვალოს სრულად, თუმცა თვითონ უნდა გადაამოწმოს სრულად არის თუ არა ამობეჭდილი. შეიძლება რამდენიმე მომხმარებელი დაემატოს საიტს და ზოგს მხოლოდ დათვალიერების რეჟიმი ჰქონდეს. ამას კოდური სიტყვის მფლობელი აკეთებს. თუ ერთობლივად დაათვალიერებენ, შემოწმება შესაძლებელია. საწარმოს პუბლიკაცია არის იურიდიული დოკუმენტები. საბუღალტრო დოკუმენტები არის თუ არა პუბლიკაცია, არ იცის. სრულ დოკუმენტებში ორისის ასლიც იგულისხმება ელექტრონულად. მისი ამობეჭდვა არ ხდება. ითხოვეს ასევე შემოსავლების სამსახურიდან ცნობა, რამდენ ბანკშია ანგარიში გახსნილი. ამობეჭდილ მასალას აკლია თუ არა რამე, ვერ გადაამოწმეს RS-ის გარეშე. პირველადი დოკუმენტი თუ ამობეჭდე, არ ჩანს ამობეჭდილი ვერსია დაზუსტებულია თუ არა. მთავარი მომხმარებელი ცვლის სხვა მომხმარებლის კოდურ სიტყვასაც, როცა უნდა.

 

მოწმე ლ-–ა ბ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ბ------ამ უთხრა, რაც განჩინებაში არის, ყველაფერი გადაეცი დაზარალებულის წარმომადგენელსო. გადასცეს 2 ეტაპად სააღსრულებლო ბიუროს და ბ-------ის წარმომადგენელს. მიაწერეს, რომ თუ დამატებით კთხვები ჰქონდათ, მისულიყვნენ, ადგილზეც გააცნობდნენ ან გაუგზავნიდნენ დამატებით მასალებს. საწარმოში რაც იყო, ყველაფერი გადასცეს. ელექტრონულად ითხოვდნენ მასალებს, რაც არ ეწერა გადაწყვეტილებაში. უთხრა, რომ თუ რამე უნდოდა, წერილობით მოემართა და გადასცემდა, მაგრამ არ მოუმართავთ.

 

მოწმე ა-–---------- ბ------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ელექტრონულად ეგზავნებოდა საბუღალტრო მონაცემები და დისტანციურად მუშაობდა. ადგილზე ჩადიოდა თვეში ერთხელ ან ორჯერ. გადაუგზავნეს ელექტრონულად დოკუმენტაცია. დოკუმენტაციები ამოიღეს. ორისის ასლები მასაც გამოუგზავნეს. ნებისმიერ მიმწოდებელთან და მომხმარებელთან ურთიერთობა ხდება R-----ზე. ხელნაწერი დოკუმენტებიც აისახება ორისის პროგრამაში. კომპანია დაჯარიმდა მრიცხველების დაულუქავად მუშაობისთვის. ეს R-----ზე აისახება, სადაც ელექტრონულად იგზავნება შეტყობინებები. ტერმინი საგადასახადო პუბლიკაცია არ არსებობს და რას ნიშნავს, არ იცის. Rs-ის გარეშე მხოლოდ ნაწილობრივ შეძლებდა შემოწმებას. შეამოწმებდა ორისის მასალებს, მაგრამ ვერ შემოაწმებდა დეკლარაციებს. ფურცელზე მოწოდებული მასალები საკმარისი არ იქნებოდა, თუ არ ამობეჭდავდნენ ყველაფერს, მაგრამ ვერ შეამოწმებდა, რამდენად სრულყოფილად არის ამობეჭდილი Rs-დან.

 

დ----- ბ------ას ჩვენებით დასტურდება, რომ ზ----- ბ------ეს პროგრამის კოდური სიტყვა არ მისცა, უთხრა, მასალებს ამოვბეჭდავ და ისე მოგცემო აღმასრულებელთან ერთად. მათ კოდური სიტყვის მიცემაც უნდოდათ. კოდური სიტყვა თვითონაც არ იცის, იცის ბუღალტერმა და აუდიტმა. თანამშრომლებს უთხრა, რაც გადაწყვეტილებაში წერია, ყველაფერი მიეცითო. კ------- ზ---------ს უთხრა, თუ რამე დამატებით გინდათ, მოგცემთ, თუ რამეში ვერ გაერკვიეთ, ბუღალტერთან ერთად განახებთ ორისის პროგრამაშიო. გადასაცემი საბუთები შეამოწმეს ბუღალტერმა, აუდიტმა, იურისტმა და ისე გადასცეს. არავის არასდროს უთქვამს, რამე გვაკლია და მოგვეციო. აღმასრულებელი სთხოვდა კოდური სიტყვის მიცემას. ყველაფერი გადასცეს, რაც დაზარალებულს სჭირდებოდა.

 

მოწმე გ---- ფ-----ს ჩვენების თანახმად, ბ------ამ დაურეკა და გადმოუგზავნა სააღსრულებლო წინადადების ასლი. აუხსნა, რომ 21 მაისამდე წარმოებული ყველა დოკუმენტი უნდა გადაეცა დაზარალებულისთვის. ამასთან, რადგან პარტნიორს აქვს უფლება წვდომის, დღეის მდგომარეობით კარგი იქნება თუ გადასცემ მასალებსო. ბ------ა დათანხმდა, უთხრა, შვილს და ს-----–--- ყ----–--ს დავავალებ ამის შესრულებასო. პროკურატურის მიერ წაღებული მასალის გარდა სხვა მასალები გადასცეს. შემდეგ მოსთხოვეს RS-ის ბუღალტრული აღრიცხვის რეესტრი, ექსელის დოკუმენტი საგადასახადოს პორტალიდან, საბანკო ამონაწერების ელექტრონული ვერსიები, შედარებითი აქტები. შედარების აქტები არ არსებობდა. რეესტრიც არ არსებობდა კომპანიაში. ამის შედგენა დამატებითი საქმიანობის შესრულებას მოითხოვს, რაც არ ჩატარებულა კომპანიაში და არ იყო. ბუღალტრული პროგრამის რეესტრი არ არის დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. სააღსრულებლო ბიუროს წერილი გაასაჩივრეს სასამართლოში. კომპანიის მოხმარებულ გაზზე სპეციალური ანგარიშფაქტურა არ იწერება, რის გამოც ისიც არ არსებობდა, ხოლო ჩვეულებრივი საგადასახადო ანგარიშფაქტრები გადაცემული იყო, კოდური სიტყვის წვდომა მხოლოდ ხელმძღვანელ პირს აქვს და მისგან დელეგირებულ პირს. პარტნიორს არ აქვს მასზე წვდომის უფლება. შეზღუდული წვდომის მიცემაც შეიძლება, მაგრამ ამ დროს პირი კითხულობს წერილებს, რომლებსაც შეიძლება მყისიერი რეაგირება სჭირდება და თუ გახსნის, სხვას გახსნილად უჩვენებს და შეიძლება გამორჩეს მისი შესრულება. შესთავაზეს ბუღალტრის მეთვალყურეობთ გაცნობა ყველაფრის, მაგრამ უარი თქვა დაზარალებულმა. სასამართლოში მორიგების პირობებშიც შესთავაზეს ბ-------ეს, გამოცხადებულიყვნენ და ბუღალტრის და სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლის მონაწილეობით გაცნობოდნენ ყველაფერს. ამაზეც უარი თქვეს. პუბლიკაცია არის გამოქვეყნებული ანგარიშები. საგადასახადო პუბლიკაცია არ იცის, რა არის. შეიძლება საგადასახადო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფრომაცია იყოს. ეს შპს „კ--------–ს“ ვერ ექნებოდა. ექსპორტები კომპანიას არ ჰქონდა, რადგან ამისთვის აუცილებელი საქმიანობა არ განუხორციელებია. სამართალდარღვევები 2015 წლის შემდეგ იყო. ამიტომ არ უნდა გადაეცათ მათ შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არ იცის გადასცეს თუ არა. საგადასახადო შემოწმება არ მომხდარა 2015 წელს და მანამდე. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები არ ჰქონიათ. ხარჯვის რეესტრი არის ბრუნვითი უწყისები და საბუღალტრო ჩანაწერები. შედარების აქტები არ აქვს კომპანიას.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, ნ------- ბ-------ის და ა----- მ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინდა, შპს ,,კ--------–-დან" გამოთხოვილ იქნეს შპს ,,კ--------–-ს" სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია, რაზეც გაიცა შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი.

 

2016 წლის 16 თებერვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება.

 

2017 წლის 24 თებერვლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დ----- ბ------ას მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

2017 წლის 27 თებერვლის სააღსრულებლო მოქმედების ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 თებერვალს აღმასრულებელი დ----- შ-----–-- გამოცხადდა შპს კ--------–-ს დირექტორ დ----- ბ------ასთან, რომელსაც გადასცა შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. დ----- ბ------ას განმარტებით, შპს ,,კ--------–-’’-ს საფინანსო სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, მიმდინარე წლის გაწეული ხარჯების საბუღალტრო ჩანაწერები, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალის შესახებ დოკუმენტაცია და საწარმოს ყველა პუბლიკაცია დღეის მდგომარეობის სრულად არ არის მასთან განთავსებული და აღნიშნული დოკუმენტაციების ნაწილი გადაცემულია დინანსთა სამინისტროს თანამშროლმებისთვის.

 

2017 წლის 13 მარტის განცხადების თანახმად, 2017 წლის 24 თებერვლის წერილის თანახმად დ----- ბ------ამ სააღსრულებლო ბიუროს წარუდგინა შპს ,,კ--------–-’’-ს დოკუმენტაცია 1498 ფურცლად დანომრილი და განმარტა, რომ სხვა დოკუმენტაცია საწარმოს არ გააჩნია.

 

2017 წლის 14 მარტის სააღსრულებლო მოქმედების განხორციელების ოქმის თანახმად, სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის კრედიტორის წარმომადგენლისთვის გადაცემის მიზნით კრედიტორს გადაეცა დოკუმენტაცია. დ----- ბ------ას განმარტებით, ორგანიზაციას სხვა დოკუმენტაცია, გარდა იმისა, რაც წარმოადგინა და იმისა, რაც წაღებული იყო საგამოძიებო ორგანოების მიერ, არ გააჩნია.

 

2017 წლის 31 მარტის სააღსრულებლო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, შპს ,,კ--------–-ს’’ მისამართზე კრედიტორის წარმომადგენლისთვის დოკუმენტების გადაცემის მიზნით მოვალის დ----- ბ------ას განამრტებით, პირველ ეტაპზე კრედიტორს წარმომადგენელს გადაეცა მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია სრულად, რის შემდეგ მოხდა საგამოძიებო ორგანოების მიერ მიღებული დოკუმენტაციის გამოთხოვა, რასაც სრულად გადასცემს კრედიტორის წარმომადგენელს კ------- ზ---------ს. აღნიშნული დოკუმენტაცია დანომრი-–-- სრულად ორ ნაწილად. აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაიბარა კრედიტორის წარმომადგენელმა. დ----- ბ------ას განმარტებით, უკვე გადაცემული დოკუმენტაციის გარდა მას სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია. მან ასევე განმარტა, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილ მოქმედებას, რომელიც შეეხება საგადასახადო ვებ-პორტალიდან R-----დან ელექტრონულ (ექსელის ფორმატში) ინფრომაციის გადაცემას, ვერ შეასრულებს, რადგან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას არ ითვალისწინებს სააღსრულებლო ფურცელი, ხოლო სხვა ყველა დოკუმენტი, რომელიც მათ გააჩნდათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ელექტრონულად, გადაცემულია სრულად. მან ასევე განმარტა, რომ მზად არიან, ნებისმიერ დროს, კრედიტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე, გადასცენ წერილობითვე ის დოკუმენტაცია, რომელიც შესრულდება ან მექანიკურად არის გამორჩენილი.

 

2017 წლის 18 აპრილის სააღსრულებლო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, აღმასრულებელი კრედიტორის წარმომადგენელთან ერთად გამოცხადდა დ----- ბ------ასთან, რომელსაც განუმარტა მისვლის მიზეზი. დ----- ბ------ამ, განმარტა, რომ 2017 წლის 13 აპრილს განცხადებაში ჩამოთვილი შემდეგი მთხოვნების: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ინფრომაცია საგადასახადო ვებპორტალიდან rs.ge ექსელის ფორმატში და ასევე განცხადებაში მითითებული სხვა რეესტრების გადაცემას კრედიტორისთვის ვერ შეასრულებს იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ელექტრონული ინფორმაცია, ექსელის ფაილების და რეესტრების მომზადება და კრედიტორისთვის გადაცემა სასამართლოს არ დაუვალებია და სააღსრულებლო ფრუცლის მოთხოვნებში მსგავსი ფორმატის დოკუმენტაციის გადაცემა არ არის მითითბული. მანვე ასევე განმარტა, რომ იმ დოკუმენტაციის გარდა, რაც უკვე გადასცა კრედიტორს, სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია, რაიმე დოკუმენტი არ დაუმალავას და მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი უკვე გადასცა აღსრულების როვნულ ბიუროს წარმომადგენლების თანდასწრებით.

 

2017 წლის 13 აპრილის განცხადების თანახმად, ნ------- ბ-------ემ მიმართა სააღსრულებლო ბიუროს და განმარტა, რომ მოვალის მიერ არასრულად იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ მოწედებულა; 2) სრული ელექტრონული/ექსელისფორმატში/ ინფრომაცია საგადასახადო ვებპორტალიდან rs/ge სასაქონლორეესტრისექსპორტი/ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით რეესტრი არ მოწოდებულა, ანგარიშ ფაქტურების რეესტრის ექსპორტი, გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია რეესტრი არ მოწოდებულა; ზოგადი ინფორმაციიდან ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალაროაპარატისმონაცემები მ.შ ფისკალური მაჩვენებლები სამართალდარღვევები დეტალურად სრულად არ მოწოდებულა; აღიცხვა ანგარიშგების ექსპორტი არმოწოდებულა; სპეც. ანგარიშფაქტურები არ მოწოდებულა; საგადასახადოშემოწმების აქტები არ მოწოდებულა; ჩეკთანგათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი არ მოწოდებულა; 3) მოწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები სრულად არ მოწოდებულა. 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამოანწერი არ მოუწოდებია.

 

2017 წლის 13 ივნისის წერილის თანახმად, აღმასრულებელმა მიმართა შპს ,,კ--------–ს’’ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადასცეს ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის რეესტრი, სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებ-პორტალიდან R---- ექსელის ფორმატში, საქონლის რეესტრის ექსპორტი (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია) ზოგადი ინფრომაციიდან ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები) სამართალდარღვევები დეტალურად, აღრიცხვა ანგარიშგების ექსპორტი, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი, მომწოდებელ პირებთან გაფორმებული შეფარების აქტები, საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 19.07.2018 წ. #---- ბრძანება და უკანონოდ იქნა ცნობილი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 13.06.2017 წ #----------------- შეტყობინება (სააღსრულებო მოქმედება). სასამართლოს ამავე გადაწვყეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს, რადგან მას არ აქვს აღსასრულებელი მოთხოვნის ტრანსფორმირების ან/და კრედიტორის მიერ შემოთავაზებული ფორმით ინტერპრეტაციის საშუალება. მოთხოვნის ფორმულირებას სამოქალაქო პროცესში ახორციელებს უშუალოდ მოსარჩელე და მას სასამართლო ვერ გაზრდის და ვერც გააფართოვებს. მოპასუხეს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავის შესაგებელში უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, რისი შესაძლებლობაც სააღსრულებო წარმოებაში გაჟღერებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოვალეს არ მისცემია, რადგან ისინი სათანადო წესით დაფიქსირებული არ ყოფილა. მოსარჩელის მოთხოვნის ფორმირება სრულდება გადაწყვეტილების გამოტანამდე და გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს მოთხოვნის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ ფორმულირებას, აკმაყოფილებს ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოთხოვნას, სრულად ან ნაწილობრივ უარს ეუბნება სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოსარჩელის ფორმულირებისგან განსხვავებული შინაარსით გადაწყვეტილების მოთხოვნის ჩამოყალიბების ან სხვა მიზეზით გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში თვითონვე განმარტავს ამ გადაწყვეტილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. მანვე განმარტა, რომ ნებისმიერი ზოგადი შინაარსით და ფრაზებით სარჩელის მოთხოვნის ფორმულირება, განსაკუთრებით სიტყვებით ,,სრული“, ,,ყველა“ და ა.შ. როცა ამ ტერმინების შინაარსის წინასწარ სრულად განჭვრეტა შეუძლებელია ან მათი შემადგენელი ელემენტები დადგენილი არ არის, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების ზედმიწევნით ზუსტად აღსრულების კუთხით, გარკვეულ რისკს შეიცავს და ეს რისკი მოსარჩელე კრედიტორზეა. დაუშვებელია ამ რისკის მთლიანად მოპასუხე–მოვალეზე გადატანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბოლოო ჯამში აღმასრულებელმა კრედიტორისგან საბუღალტრო დოკუმენტაციათან ერთად მოითხოვა: ა) მთელი საბუღალტრო პროგრამის გადაცემა, ბ) ავტორიზებულ გვერდზე არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადაცემასთან ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, გ) ქაღალდის ვერსიით გადაცემულ დოკუმენტებთან (საბანკო ამონაწერები, სასაქონლო ზედნადებები და სხვა) ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, დ) არარსებული დოკუმენტის (შედარების აქტის) გადაცემა. არც ერთი ეს მოთხოვნა მითითებული არ იყო სარჩელში და შესაბამისად, არ იყო დაკმაყოფილებული გადაწყვეტილებით. სააღსრულებო ბიუროს უნდა აღესრულებინა ის, რაც სასამართლომ დაადგინა.

 

2019 წლის 11 აპრილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

საქმეზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას დ. ბ------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს როგორც მოქმედებით - სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა, ისე უმოქმედობით - სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

 

ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ მოხელე ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, საპატიო მიზეზის გარეშე, არავითარ ზომებს არ იღებს ამ აქტებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას მათი აღსრუკების ვალდებულება აკისრია.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ გადაწყვეტილებებს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ნ------- ბ------ის და ა----- მ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინდა, შპს ,,კ--------–-დან" გამოთხოვილ იქნეს შპს ,,კ--------–-ს" სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია. დ----- ბ------ას შპს ,,კ--------–-ს’’დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

2016 წლის 16 თებერვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

 

უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება.

 

მოწმე გ. შ-----–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ დ. ბ------ამ რამდენიმე ეტაპად გადასცა მატერიალური დოკუმენტაცია კრედიტორს. ამასთან, განუმარტა, რომ თუ რამ დააკლდა, გადეცემოდა დამატებით. კრედიტორი ითხოვდა დოკუმენტებს ელეტრონული სახით. კრედიტორზე გადაცემულ დოკუმენტებს რომ რაიმე აკლდა, ამის შესახებ არ გაუგია. დოკუმენტების გადაცემა ასევე დასტურდება სააღსრულებო მოქმედების ოქმებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ კრედიტორი ითხოვდა გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას ელექტრონული ფორმით, რისთვისაც 2017 წლის 13 ივნისის წერილით მიმართა აღმასრულებელმა შპს ,,კ--------–ს’’ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადასცემოდა დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით.

 

საქმეში წარმოდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 19.07.2018წ. N---- ბრძანება და უკანონოდ იქნა ცნობილი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 13.06.2017წ. შეტყობინება, ვინაიდან საქმეზე გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფაარგლებს, ვინაიდან მას არ ჰქონდა აღსასრულებელი მოთხოვნის ტრანსფორმირების ან/და კრედიტორის მიერ შემოთავაზებული ფორმით ინტერპრეტაციის საშუალება. სასამართლომ განმარტა, თუ რას მოიცავდა სრული დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ ელექტრონული სახით მასალების გადაცემა მასში არ იგულისხმებოდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დ. ბ------ას ბრალად ჰქონდა წარდგენილი სწორედ იმ მასალის გადაუცემლობა, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა, რომ მისი გადაცემა არ გამომდინარეობდა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ის არ იყო ვალდებული, გადაეცა კრედიტორისათვის აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილი ინფრომაცია.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება დ. ბ------ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელება. პირიქით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება დ. ბ------ას მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და მისი შესრულებისაგან თავის არიდების მცდელობის არარსებობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- ბ------ას ბრალდების დადასტურება, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- ტ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ----- ბ------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ----- ბ------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

დ----- ბ------ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - კ------- ზ---------სგან ამოღებული შპს ,,კ--------–-ს’’ დოკუმენტაცია, დაუბრუნდეს კ------- ზ---------ს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე