განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
170100117002107101
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100117002107101

საქმე №1ბ/995-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა---------–---------ე (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი ნომერი - 5----------, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: წ--–---------------------–---------);

 

ადვოკატი - ო--------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები;

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდეგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ--–--–--–-----–---–---------------ში მდებარე ა-–----------------–--ის მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ა---------–---------ე, გ-------------------–-–---–ი და ლ---------–---–---–ი წინასწარი შეთანხებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თოკებისა და ლ---------–---–---–ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის (ს/ნ M--------) გამოყენებით დაეუფლნენ ა-–----------------–--ის კუთვნილ სამ ძროხას, რითაც მას მიაყენეს 4000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ--–--–--–-----–---–---------------ში მდებარე ა-–----------------–--ის მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ა---------–---------ე, გ-------------------–-–---–ი და ლ---------–---–---–ი წინასწარი შეთანხებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თოკებისა და ლ---------–---–---–ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის (ს/ნ M--------) გამოყენებით დაეუფლნენ ა-–----------------–--ის კუთვნილ სამ ძროხას, რითაც მას მიაყენეს 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით:

 

ა---------–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა---------–---------ის ადვოკატმა ა---------–------------მ, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას მსჯავრდებულმა ა---------–---------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

მეორე მხარემ - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის - მსჯავრდებულ ა---------–---------ის და მისი ადვოკატის ო--------------ს პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ ა---------–---------ემ აღიარა დანაშაული, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით, რომელიც არის კანონიერი და დასაბუთებული და განაჩენი უნდა შეიცვალოს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა---------–---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რასაც აღარც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა---------–---------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა---------–---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ ა---------–---------ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ა---------–---------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა---------–---------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ანგარებითი მოტივით), ქმედეაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს ფარულად, თანამზრახველებთან ერთად დაუფლებოდა სხვის პირუტყვს), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ასევე ა---------–---------ის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), მის ოჯახურ მდგომარეობას (არის დაოჯახებული) და მიიჩნევს, რომ ა---------–---------ეს უნდა შეუმსუბუქდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი და განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით იქნება ზომიერად მკაცრი სასჯელი და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა---------–---------ის და მისი ადვოკატის ო--------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ა---------–---------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

ა---------–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ა---------–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს წინამდებარე განაჩენის საფუძველზე მისი დაკავების მომენტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ ა---------–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია;

 

განჩენის აღსრულებიდან 1 თვეში ყადაღა მოეხსნას გირაოს 20000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით 20000 ლარის ნაწილში ა) ა---------–---------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი: 9999.00 მ2, მდებარე: წალკის რაიონის სოფელ ხანდოში, ს/კ 85/24/21/056; ბ) ალექსანდრე ცეცხლაძის (პ/ნ 52001015729) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი 10000.00 მ2, მდებარე: წალკის რაიონის სოფელ ხანდოში, ს/კ 85/24/21/033; გ) თამაზ ცეცხლაძის (პ/ნ 61009007308) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი: 10000.00 მ2, მდებარე: წალკის რაიონის სოფელ ხანდოში, ს/კ 85/24/21/034; დ) მალხაზ გორგაძის (პ/ნ 61009002325) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი: 10000.00 მ2, მდებარე: წალკის რაიონის სოფელ ხანდოში, ს/კ 85/24/21/077.

 

ნივთიერი მტიცებულებები:

 

2 კომპაქტ-დისკი შპს „ჯეოსელიდან“ და „მაგთიკომიდან“ ამოღებული ინფორმაციით, ასევე 2 დისკი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; 3 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს დაზარალებულ ა-–----------------–--ეს; ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტი“ ს/ნ M--------, ასევე „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ლ---------–---–---–ს; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს გ-------------------–-–---–ს; ფულადი თანხა 1300 ლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი