განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
330100119003118713
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003118713

საქმე №1ბ/2017-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

10 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ნ------ ჩ----–---–ი (პ/ნ 4----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: სიღნაღის რაიონი, ს------–----------------------;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედეაქციით), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);

სასჯელი: ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 4300 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა და მსჯავრდებულ ნ------ ჩ----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მადონა მიქელაძემ.

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა ითხოვა ნ------ ჩ----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

მსჯავრდებულ ნ------ ჩ----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მადონა მიქელაძემ ითხოვა ნ------ ჩ----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მინიმუმამდე შემცირება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნ------ ჩ----–---–მა ქალაქ თბილისში,“ისნის“ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ბ--- მ---------ეს ორივე ხელი ძლიერად მოკიდა მკლავებში და აჯანჯღარებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ბ--- მ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის ივლისში, ქალაქ თბილისში, “ისნის“ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერში, ნ------ ჩ----–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ბ--- მ---------ეს საუბრისას დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის შედეგად ბ--- მ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 14 მაისს, საღამოს საათებში, ნ------ ჩ----–---–მა მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5----------- ამჟამად ბ--- მ---------ის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 577-58-59-57 გაგზავნა სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარის შეტყობინება, რა დროსაც ბ--- მ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ--- მ---------ე, ს------- გ------–--ესთან ერთად, გადაადგილდებოდა ქალაქ თბილისში, გ---------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ნ------ ჩ----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ--- მ---------ეს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ნ------ ჩ----–---–ი და ბ--- მ---------ე 2016 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის აპრილის თვემდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის აპრილის თვეში ერთ-ერთი ოჯახური კონფლიქტის დროს ნ------ ჩ----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ--- მ---------ეს, რის გამოც ეს უკანასკნელი საცხოვრებლად გადავიდა დედის - მ------ ო--–--ის სახლში. დაშორების შემდგომ ნ------ ჩ----–---–ი სისტემატურად ცდილობდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, როგორც პირადად, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით და ასევე ახდენდა მის უკანონო თვალთვალს, კერძოდ ხვდებოდა მას სამსახურთან და ქალაქ თბილისში, ქ---------------ე მდებარე №-- საჯარო სკოლასთან, სადაც მისი შვილი სწავლობდა. ნ------ ჩ----–---–ი ასევე მიდიოდა ქალაქ თბილისში, ოქროყანაში, “--------------–-----------------ში მდებარე ბ--- მ---------ის საცხოვრებელ სახლთან. იგი მუდმივად აკონტროლებდა სად და ვისთან ერთად იყო ბ--- მ---------ე და დაყვებოდა უკან. გარდა ამისა, მობილური ტელეფონის საშუალებით როგორც ბ--- მ---------ის ტელეფონის ნომერზე, ასევე მისი დედის - მ------ ო--–--ის ტელეფონის ნომერზე ცდილობდა მასთან დაკავშირებას, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დაბლოკა ნ------ ჩ----–---–ის ტელეფონის ნომერი - 5-----------. აღნიშნული ქმედებით ბ--- მ---------ემ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და უჩნდებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, თავი დაენებებინა სამსახურისთვის. ამავდროულად იყო დღეები, როდესაც შვილს - ლ-------------–-–---–ს არ უშვებდა სკოლაში.

 

2018 წლის 12 აგვისტოს, დილის საათებში, მ------ ო--–--ე იმყოფებოდა თბილისში, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- მას დაუკავშირდა ნ------ ჩ----–---–ი, ტელეფონის ნომრიდან 5----------- და დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედების შედეგად მ------ ო--–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 14 მაისს, ქალაქ თბილისში, გ. ქ---------------ე მდებარე №---ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ------ ჩ----–---–მა განახორციელა მ------ ო--–--ის მიმართ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა ბ--- მ---------ემ დაადასტურა ნ------ ჩ----–---–ის მიერ მის მიმართ ოჯახში ძალადობის, ადევნებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის (სამი ეპიზოდი), ხოლო მისი დედის - მ------ ო--–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის (ორი ეპიზოდი) ჩადენის ფაქტები. კერძოდ, მისი ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრიდან ორი წლის განმავლობაში ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ------ ჩ----–---–თან და ცხოვრობდნენ ერთად ქალაქ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე. ნ------ ჩ----–---–ი თამაშობდა აზარტულ თამაშებს და ბ--- მ---------ეს, რომელიც მის მაღაზიაში მუშაობდა, ხშირად სთხოვდა ფულს, ხოლო ასეთზე უარის მიღების ერთ-ერთ შემთხვევაში მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც ბ--- მ---------ე დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ ნ------ ჩ----–---–ი ბ--- მ---------ეს უკავშირდებოდა ტელეფონის საშუალებით და ემუქრებოდა, რომ თუ მასთან ერთად არ იქნებოდა, დაუხოცავდა ოჯახის წევრებს, მოკლავდა მას და მის რვა წლის შვილს, რის გამოც ბ--- მ---------ეს გაუჩნდა ძლიერი შიში და გადაწყვიტა ნ------ ჩ----–---–თან შერიგება. მოკითხვის მიზნით ის შეხვდა ნ------ ჩ----–---–ს მეტროსადგურ “ისანის“ ტერიტორიაზე, რა დროსაც კვლავ მოუხდა შელაპარაკება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ნ------ ჩ----–---–მა მას ხელები ძლიერად მოუჭირა მკლავებში და შეაჯანჯღარა, რის გამოც განიცადა ტკივილი. ამასთანავე, ნ------ ჩ----–---–ი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა ბ--- მ---------ის დედას - მ------ ო--–--ეს, რომელსაც ასევე ემუქრებოდა შვილის მოკვლით. 2019 წლის 12 აგვისტოს, მომხდარი ფაქტის გამო პოლიციის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ ნ------ ჩ----–---–ს, დაახლოებთ 10 თვის განმავლობაში, არ უცდია ბ--- მ---------ესთან კომუნიკაცია, ხოლო შემდეგ კვლავ დაიწყო მისი დევნა, კერძოდ - ხვდებოდა მას სკოლასთან და ცდილობდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, ამასთან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის ჩვენებით, 2019 წლის 16 მაისს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ნ------ ჩ----–---–ი მივიდა მის სახლთან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო 2019 წლის 20 მაისს დახვდა სკოლასთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ------ ჩ----–---–ის ასეთი ქმედებების გამო ბ--- მ---------ე განიცდიდა შიშს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ნ------ ჩ----–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა დაზარალებულ ბ--- მ---------ის ჩვენების, ბრალდებულ ნ------ ჩ----–---–ის აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, უდაოდ იქნა ცნობილი და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ო--–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ია მ---------ის, ს------- მ---------ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, შემაკავებელი ორდერებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №005107719 დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ------ ჩ----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ------ ჩ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით, მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ------ ჩ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ნ------ ჩ----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ვერც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვის თაობაზე და ვერც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მინიმალურ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი და მის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან მიმართებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ნ------ ჩ----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია თათიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ------ ჩ----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მადონა მიქელაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ------ ჩ----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედეაქციით), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარი;

 

_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;

 

_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარი;

 

_ საქართველოს სსკ-ის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარი;

 

_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000(ათასი) ლარი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ნ------ ჩ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 4300(ოთხიათასსამასი) ლარის ოდენობით.

 

ნ------ ჩ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუმდეს და რ--------- კ----------–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი, საკადასტრო კოდი: 51.15.03.6-- - მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით ბრალდებულ ნ------ ჩ----–---–ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 4000 ლარის - უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/