განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
010100119003108886
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003108886

საქმე №1/ბ-769-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

26 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის - თ-------- გ----–---–ის

ადვოკატის - ს---–------ კ-----–--ის

მსჯავრდებულის - ტ------– ხ--–--–ის მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– კ---ს ძე ხ--–--–ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქობულეთი, სოფელი ც---------;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ტ------– ხ--–--–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–------ კ-----–--ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ტ------– ხ--–--–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ------– ხ--–--–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ტ------– ხ--–--–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ტ------– ხ--–--–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ტ------– ხ--–--–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე