განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
020100116001664514
ინსტანცია
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100116001664514

საქმე №1/ბ-514-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- პ-----ს,გამართლებულის _ რ----- გ--------ს

ადვოკატის _ რ---–---- შ-----ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ----- პ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----- გ--------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ ქ-----------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ-----------–--------–---–----------–--–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- გ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, მისი მაკომპლექტებელი დეტალის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რ----- გ-------- 2006 წლის 06 თებერვალს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური პოლიციის განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე. მ------- რ------ს მიმართ სისხლის სამართლის №4------- საქმეზე, შსს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური პოლიციის გამომძიებელ პ----- გ---–--ს მიერ, 2007 წლის 13 აპრილს, ქ-----------–-, მ---–---------------ს ქუჩაზე მდებარე შპს სავაჭრო ცენტრ „-----------------ში” არსებულ მ------- რ------ს სამუშაო ოთახში განთავსებული სეიფიდან ამოღებული იქნა მ------- რ------ს სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „-------ს” სისტემის ნომერი E------ პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 43 ცალი ვაზნა. 2007 წლის 21 აპრილს, პატაკის საფუძველზე, სისხლის სამართლის №4------- საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს შსს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური განყოფილების გამომძიებელ რ----- გ--------ს. 2007 წლის 23 აპრილს რ----- გ--------მ შეადგინა ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გამომძიებელ პ----- გ---–--საგან ჩაიბარა ხსენებული „-------ს“ სისტემის ნომერი E------ პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 43 ცალი ვაზნა. იგი ამ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა მის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში.

 

2007 წლის 04 ივნისს სისხლის სამართლის №4------- საქმეზე დამთავრდა გამოძიება და საბრალდებო დასკვნით წარიმართა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ზემოთ მითითებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდები და ვაზნები არ იყო ცნობილი ნივთიერ მტკიცებულებად და შესაბამისად, არ მიუთითებდა მ------- რ------ს ბრალდების დამადასტურებელი რაიმე გარემოების შესახებ, რ----- გ--------მ არ დაუბრუნა ისინი კანონიერ მფლობელს. ნივთების დაბრუნება არ მომხდარა 2007 წლის 14 ივნისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის №4------- საქმეზე მ------- რ------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგაც.

 

2007 წლის 26 ივლისს რ----- გ-------- დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც რ----- გ--------ს არ გადაუწერია ზემოთ მითითებული ნივთები რიგითი გამომძიებლისათვის.

 

რ----- გ--------მ განიზრახა რა დაუფლებოდა ზემოთხსენებულ ნივთებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2007 წლის 23 აპრილიდან 2007 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ-----------–-, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------- რ------ს კუთვნილ „-------ს” სისტემის ნომერ E------ ცეცხლსასროლ იარაღს _ პისტოლეტს, მის მაკომპლექტებელ დეტალს, 2 ცალ მჭიდს და საბრძოლო მასალას _ 43 ცალ ვაზნას.

 

ზემოაღნიშნულის გამო რ----- გ--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

რ----- გ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას უძრავ ნივთებს, საკადასტრო კოდებით: 4----------- და 4-----------.

 

ნივთიერი მტკიცებულებები _ დათვალიერების შედეგად ამოღებული ყუთი და მასში მოთავსებული პაკეტები, რომლებიც ინახება ს--------–------------------- საოლქო პროკურატურაში უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

გამართლებულ რ----- გ--------ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ----- პ-----მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და რ----- გ--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ----- გ--------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

აპელანტის მტკიცებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ მ------- რ------ს სამუშაო ოთახიდან ამოღებულ პისტოლეტს, მჭიდებსა და ვაზნებს ინახავდა რ----- გ-------- და მის შემდეგ აღნიშნულ იარაღთან რომელიმე სხვა პირს შემხებლობა არ ჰქონია. არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება (გარდა თავად რ----- გ--------ს ჩვენებისა), რომელიც დაადასტურებდა რ----- გ--------ს მიერ აღნიშნული ნივთების სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებს, რომ რ----- გ--------ს დაკავების დროისათვის მის სამუშაო ოთახში და სეიფში არ ინახებოდა მ------- რ------ს კუთვნილი „-------ს” სისტემის ნომერი E------ ცეცხლსასროლი იარაღი _ პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 43 ცალი ვაზნა. არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს 2007 წლის 23 აპრილიდან 2007 წლის 16 ოქტომბრამდე (რ----- გ--------ს დაკავებამდე) პერიოდში ზემოაღნიშნული ნივთების რ----- გ--------ს მფლობელობიდან ან/და გამგებლობიდან რაიმე ფორმით გასვლის შესახებ. ამდენად, გამოირიცხება ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია რ----- გ--------ს გარდა, სხვა პირი დაუფლებოდა ამ ნივთებს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ----- პ-----მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა რ----- გ--------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---–---- შ-----მ ითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ----- პ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ----- გ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში რ----- გ--------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ რ----- გ--------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული, ა/წ გარდაცვლილი დაზარალებულის, მ------- რ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა შპს „-----------------ში“, რომელიც მდებარეობდა ქ-----------–-, ს---------ს ქ.№1-ში. 2007 წლის 13 აპრილს დააკავეს იმის გამო, რომ იარაღი ჰქონდა სამსახურის სეიფში. გამოძიების პროცესში მასთან სამსახურში მივიდა პოლიციელი გ---–-- და ჩხრეკის დროს სეიფიდან ამოიღო მისი იარაღი „-------”, რასაც თავად არ დასწრებია. ის სასჯელს იხდიდა 6 წლის განმავლობაში და 2013 წელს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე, რის შემდეგაც მოიკითხა თავისი იარაღი. მივიდა ზ---------------------–-------------–--ში, სადაც უთხრეს, რომ მისი იარაღი მათ არ ჰქონდათ. სამმართველოდან გადაამისამართეს ზ------–----ს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო იქედან ზ----------------------–-- პოლიციაში, მაგრამ იარაღი არც იქ აღმოჩნდა. შემდეგ დაურეკა პოლიციელ გ---–--ს, რომელმაც უთხრა, რომ იარაღი ჩააბარა რ----- გ--------ს, რომელიც იყო მისი (მ------- რ------ს) გამომძიებელი.

 

მოწმე პ----- გ---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2003-2008 წლებში მუშაობდა შსს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე. 2007 წლის აპრილის თვეში წარმოებაში ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე მ------- რ------ს მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მ------- რ------ს სამუშაო კაბინეტში არსებული სეიფიდან მის მიერ ამოღებული იქნა მ------- რ------ს სახელზე რეგისტრირებული „-------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი თავისი დოკუმენტაციით, 2 მჭიდითა და 43 ცალი ვაზნით. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა 2007 წლის 23 აპრილამდე, რის შემდეგაც საქმე გადაეწერა იმავე განყოფილების გამომძიებელს, რ----- გ--------ს, რომელსაც საქმესთან ერთად გადასცა მასზე თანდართული იარაღებიც. ამის შემდეგ მას რ----- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი შეხება აღარ ჰქონია. ვინაიდან, „-------ს“ სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად არ იყო ცნობილი, რ----- გ--------ს იგი ხელწერილის საფუძველზე ჩააბარა, რომლის დედანი პირადად შეინახა, ხოლო ასლი საქმეში ჩადო და რატომ არ აღმოჩნდა საქმეში ამ ხელწერილის ასლი, მისთვის უცნობია.

 

ბრალდებულმა რ----- გ--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აჩვენა, რომ იგი მუშაობდა შსს ზ---------------------–-------------–--ში, კრიმინალური განყოფილების გამომძიებლად. 2007 წლის აპრილის თვეში პ----- გ---–--სგან გადმოეწერა სისხლის სამართლის საქმე მ------- რ------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. მ------- რ------ს სახლიდან ამოღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გამოძიებელ პ----- გ---–--ს მ------- რ------ს სამუშაო ოთახიდან ამოუღია „-------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. როდესაც მას გადმოეწერა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, „-------ს” სისტემის პისტოლეტი ჰქონდა პ----- გ---–--ს. აღნიშნული იარაღი პროკურორის მითითებით იქნა დათვალიერებული მის მიერ, რა დროსაც მასზე რაიმე დანაშაულის კვალი არ აღმოჩნდა. დათვალიერება ხდებოდა სამმართველოს შენობაში, მე-2 სართულზე მდებარე მის სამუშაო ოთახში, სადაც ასევე მუშაობდა პ----- გ---–--. ამ უკანასკნელს და მას ჰქონდათ ცალ-ცალკე სეიფები, ანუ სულ ორი სეიფი. სწორედ ამ ოთახში მოახდინა იარაღის დათვალიერება, რომელიც პ----- გ---–--სგან არ გადმოუბარებია. დათვალიერების დასრულების შემდეგ იარაღი დალუქა და დატოვა პ----- გ---–--სთან, რომელმაც, ალბათ, იგი შემდგომში ჩააბარა სამორიგეოსთან არსებულ იარაღების შესანახ ოთახში. რ----- გ--------ს განმარტებით, მას ეს იარაღი არ გაუტაცებია და არ მიუსაკუთრებია, მისი დაპატიმრების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში, ასევე მისი ნათესავების საცხოვრებელ სახლებში, ყველგან ჩატარდა ჩხრეკა და ასეთი რამ იქ არ აღმოჩენილა, რომ ყოფილიყო, აუცილებლად ნახავდნენ. ხსენებული იარაღი ნივთმტკიცება არ ყოფილა, შესაბამისად, ოქმშიც მითითებულია, რომ დათვალიერდა, როგორც ჩვეულებრივი საგანი. მან პროკურორის მითითებით მოახდინა იარაღის დათვალიერება დანაშაულის კვალის აღმოჩენის მიზნით, მაგრამ ასეთი არ აღმოჩნდა, რის გამოც დათვალიერების შემდეგ იარაღი დატოვა მე-2 სართულზე არსებულ ოთახში პ----- გ---–--სთან. 2007 წლის 16 ოქტომბერს, დაკავების დროს ჩამოართვეს „----------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე სახლის და სამუშაო ოთახების გასაღებები, რაზეც პროცესუალური დოკუმენტი არ გაფორმებულა. მის სამუშაო კაბინეტში ჩატარებულ ინვენტარიზაციას და ჩხრეკას არ დასწრებია და შემდგოში გაიგო, რომ იქ ინვენტარიზაცია ჩატარებულა.

 

ბრალდებულ რ----- გ--------ს განმარტებით, როდესაც მ------- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე გადმოეწერა, ამ დროს მარტო საქმე მიიღო და შემდეგ ჩაატარა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. მის გარდა ამ საქმეში თავიდან მონაწილეობდნენ პ----- გ---–--, დ----- შ----- და ბოლოს მან დაამთავრა გამოძიება. იარაღის ჩაბარების ხელწერილს რაც შეეხება, ეს ხელწერილი დაკითხვის დროს წარმოუდგინა ქ------- ყიფიანმა და ის არ არის მისი დაწერილი. „-------ს“ სისტემის იარაღი პ----- გ---–--სთან ერთად დაათვალიერა, ისინი ერთად მუშაობდნენ, ერთ სამუშაო ოთახში და პ----- გ---–--სთან დარჩა ეს იარაღი, რომელიც არც გამოურთმევია მისთვის, არ ჩაუბარებია და არ შეუნახავს, უბრალოდ დაათვალიერა, რა დროსაც პ----- გ---–--ც იქვე იყოს. ამ უკანასკნელის ამოღებული იყო იარაღი და მასვე უნდა დაებრუნებინა, რადგან საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად არ იყო ცნობილი.

 

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ რ----- გ-------- საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 06 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ-----------–--------------–--- კრიმინალური პოლიციის განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დასტურდება, რომ 2007 წლის 11 აპრილს, შსს ზ---------------------–--------------–--ს გამომძიებელმა პ----- გ---–--მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №4------- საქმეზე, მ------- რ------ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.

 

შსს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური განყოფილების გამომძიებელ პ----- გ---–--ს მიერ შედგენილი ამოღების ოქმიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 13 აპრილს, ქ-----------–-, მ---–---------------ს ქუჩაზე მდებარე შპს სავაჭრო ცენტრ „-----------------ში“ არსებულ მ------- რ------ს სამუშაო ოთახში განთავსებული სეიფიდან ამოღებული იქნა მ------- რ------ს სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „-------ს“ სისტემის პისტოლეტი, მასში მოთავსებული 43 ცალი ვაზნით და ორი მჭიდით.

 

გამომძიებელ პ----- გ---–--ს პატაკის თანახმად, 2007 წლის 21 აპრილს, სისხლის სამართლის №4------- საქმე გამოძიების ჩასატარებლად გადაეცა გამომძიებელ რ----- გ--------ს.

 

საგნის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ რ----- გ--------მ 2007 წლის 24 აპრილს, შსს ზ---------------------–--------------–--ს შენობაში, თავის სამუშაო ოთახში, გახსნა და დაათვალიერა მ------- რ------ს სამუშაო ოთახში არსებული სეიფიდან ამოღებული „-------ს“ სისტემის პისტოლეტი 2 მჭიდით და 43 ვაზნით, რის შემდეგაც აღნიშნული პისტოლეტი, მჭიდები და ვაზნები კვლავ დალუქა ერთ პაკეტად.

 

საქმეში წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 4 ივნისს, მ------- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა გამოძიება და საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში.

 

2007 წლის 26 ივლისს, რ----- გ-------- შსს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 17 ოქტომბერს რ----- გ-------- დაკავებული იქნა ქრთამის აღებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2007 წლის 16 ოქტომბერს, ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, ვ-–-------- ქ---------ს მიერ ჩატარდა რ----- გ--------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ხოლო 2007 წლის 17 ოქტომბერს, იმავე გამომძიებლის მიერ, შსს ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური განყოფილების უფროსის, გ------- კ--–-------ს მონაწილეობით ჩატარდა შსს ზ---------------------–-------------–--ში რ----- გ--------ს სამუშაო კაბინეტის ჩხრეკა. როგორც საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმებიდან ირკვევა, რ----- გ--------ს საცხოვრებელი სახლიდან ან სამუშაო კაბინეტიდან „-------ს“ სისტემის პისტოლეტი არ ამოღებულა. მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------- ქ---------მ და გ------- კ--–-------მ დაადასტურეს ჩხრეკის ოქმებში მითითებული გარემოებები.

 

შსს ზ---------------------–--------------–--ს კანცელარიის უფროსის, ქ------- გ-------ს პატაკიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 20 ოქტომბერს, მის მიერ კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსი გამომძიებლის, გ----–-------ს თანდასწრებით აღწერილი იქნა კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე-გამომძიებლის, რ----------ს სარგებლობაში არსებულ სეიფებში მოთავსებული სისხლის სამართლის საქმეები და ნივთმტკიცებები, რაზეც შედგა სათანადო აქტი.

 

2007 წლის 20 ოქტომბერს ქ------- გ-------ს მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე-გამომძიებლის, რ----- გ--------ს სამუშაო ოთახში განთავსებული სეიფიდან ქ------- გ-------ს მიერ, ზ---------------------–--------------–--ს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსი გამომძიებლის _ გ------- კ--–-------ს თანდასწრებით, გამოტანილი იქნა სისხლის სამართლის საქმეები და ნივთმტკიცებები. მათ შორის იყო: 3 პაკეტი (2 დალუქული, 1 ლუქის გარეშე), რომლებსაც არ ეწერა სისხლის სამართლის საქმის ნომერი; 3 ცალი დაულუქავი პაკეტი, რომლებსაც არ ეწერა საქმის ნომერი; 1 ცალი პაკეტი (შავი ცელოფანი) დალუქული (წარწერის გარეშე); 2 ცალი პაკეტი, დალუქული თეთრ ქაღალდში. დანარჩენ პაკეტებზე კი მითითებული იყო სისხლის სამართლის საქმის ნომრები და ინფორმაცია მათში არსებული ნივთების შესახებ.

 

მოწმეებმა ქ------- გ-------მ და გ------- კ--–-------მ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს ზემოაღნიშნულ აქტში მითითებული გარემოებები და აჩვენეს, რომ არაიდენტიფიცირებული პაკეტები, რომლებიც იყო წარწერის გარეშე, არ გაუხსნიათ და არ უნახავთ რა იდო ამ პაკეტებში. მოწმე ქ------- გ-------ს განმარტებით, აქტში აღწერილი თეთრი და შავი ფერის პაკეტებში რა იდო მისთვის უცნობია და მას არც ევალებოდა ენახა რა იდო პაკეტებში, როგორც იყო, ისე შეიტანა აქტში. მოწმე გ------- კ--–-------ს განმარტებით კი, გამჭვირვალე პაკეტებს ხელით სინჯავდნენ და ისე ამოწმებდნენ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ----- გ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გონივრული ეჭვის გარეშე დაარწმუნებდა რ----- გ--------ს ბრალეულობაში, საქმეში არ მოიპოვება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, 16.09.2014)).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მ------- რ------ს სამუშაო კაბინეტიდან გამომძიებელ პ----- გ---–--ს მიერ ამოღებული „-------ს“ სისტემის პისტოლეტი 2 მჭიდით და 43 ვაზნით, ნამდვილად რ----- გ--------ს ჰქონდა ჩაბარებული შესანახად და რომ ის მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ იარაღს, მისაკუთრების მიზნით. მართალია, საქმეში არსებობს 2007 წლის 23 აპრილით დ----რიღებული ხელწერილი, რომელიც მ------- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არ იყო მოთავსებული და განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას თავად პ----- გ---–--მ წარუდგინა გამოძიებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ რ----- გ--------მ გამომძიებელ პ----- გ---–--სგან ჩაიბარა მ------- რ------სგან ამოღებული „-------ს“ სისტემის პისტოლეტი, 2 მჭიდით და 43 ვაზნით, დალუქულ მდგომარეობაში, მაგრამ რ----- გ-------- კატეგორიულად უარყოფს ხსენებული პისტოლეტის პ----- გ---–--სგან ჩაბარებისა და ამგვარი ხელწერილის მის მიერ შედგენის ფაქტს, ხოლო სხვა მტკიცებულება (მაგ., ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა), რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ ხელწერილი ნამდვილად რ----- გ--------ს მიერ იყო დაწერილი, სასამართლოში არ გამოკვლეულა. შესაბამისად, აღნიშნული ხელწერილი არ გამოდგება რ----- გ--------სთვის „ვიკინგის“ სისტემის პისტოლეტის ჩაბარების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის.

 

ამდენად, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ გამომძიებელ პ----- გ---–--ს მიერ მ------- რ------ს სამუშაო კაბინეტიდან ამოღებული „-------ს“ სისტემის პისტოლეტი 2 მჭიდით და 43 ვაზნით, მ------- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან ერთად გადაეცა რ----- გ--------ს, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება მოწმე პ----- გ---–--ს ჩვენების სახით, რაც არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ხოლო ზემოაღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა სახის მტკიცებულება (მაგ. დოკუმენტური, ნივთიერი _ როგორიც შეიძლება იყოს: ჟურნალის ჩანაწერი მ------- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული პიტოლეტის რ----- გ--------სთვის გადაცემის შესახებ; მ------- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული რ----- გ--------ს ხელწერილი ან მისი ხელმოწერით დადასტურებული სხვა დოკუმენტი მ------- რ------ს კუთვნილი „-------ს“ სისტემის პისტოლეტის მისთვის ჩაბარების თაობაზე ან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და სხვ.) საქმეში არ მოიპოვება.

 

რაც შეეხება საგნის დათვალიერების ოქმს, იგი იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ გამომძიებელ პ----- გ---–--ს წარმოებაში არსებული, მ------- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასზე გადაცემის შემდეგ რ----- გ--------ს მიერ დათვალიერდა მ------- რ------ს სამუშაო კაბინეტიდან ამოღებული „-------ს“ სისტემის პისტოლეტი, მაგრამ ეს მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს იმაზე, რომ ხსენებული პისტოლეტი, რომელიც გამომძიებელ პ----- გ---–--ს მიერ ნივთიერ მტკიცებულებად არ იყო ცნობილი, რ----- გ--------მ გადაიბარა მისგან. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ზ---------------------–--------------–--ს იმჟამინდელი თანამშრომლების _ დ---- ხ---–-----ს, გ--- დ-------–--ს, მ----- ჩ-----–--ს და სხვათა ჩვენებებით კი მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ რ----- გ--------ს დაკავების შემდეგ, მ------- რ------ს კუთვნილი „-------ს“ სისტემის პისტოლეტი მათ არ გადასცემიათ.

 

ბრალდების მხარე ასევე აპელირებს შსს ზ---------------------–--------------–--ს კანცელარიის უფროსის, ქ------- გ-------ს მიერ 2007 წლის 20 ოქტომბერს შედგენილ აქტზე, რომელშიც აღწერილია რ----- გ--------ს დაკავების შემდეგ მის სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში აღმოჩენილი სისხლის სამართლის საქმეები და ნივთმტკიცებები, რომელთა ჩამონათვალში მითითებული არ არის მ------- რ------ს სამუშაო კაბინეტიდან ამოღებული „-------ს“ სისტემის პისტოლეტი, რაც პროკურორის მოსაზრებით, ადასტურებს აღნიშნული პისტოლეტის რ----- გ--------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ, როგორც თავად აქტის შინაარსიდან და მასზე ხელმომწერი პირების _ ქ------- გ-------ს და გ------- კ--–-------ს ჩვენებებიდან ირკვევა, სეიფში მოთავსებული იყო რამდენიმე არაიდენტიფიცირებული პაკეტი, საქმის ნომრისა და სხვა მონაცემების მითითების გარეშე, რომლებიც არ გახსნილა და არ შემოწმებულა რა იდო ამ პაკეტებში, რაც ამ მტკიცებულებას უკარგავს დამაჯერებლობასა და სანდოობას. შესაბამისად, იგი მიჩნეული ვერ იქნება უტყუარ მტკიცებულებად და საფუძვლად ვერ დაედება რ----- გ--------ს მსჯავრდებას.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაასკვნას, რომ მ------- რ------ს სამუშაო ოთახიდან ამოღებულ „-------ს“ სისტემის პისტოლეტს რ----- გ-------- დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით, ხოლო სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ აღნიშნულ ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ რ----- გ--------ს მიმართ 2019 წლის 18 ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ----- პ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ----- პ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი რ----- გ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- გ-------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----- გ--------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას რ----- გ--------ს საკუთრებაში არსებულ, ზ----------------------------–------–----–- მდებარე მიწის ნაკვეთებს, საკადასტრო კოდებით: 4----------- და 4-----------.

 

5.გამართლებულ რ----- გ--------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებები _ დათვალიერების დროს ამოღებული ყუთი და მასში მოთავსებული პაკეტები, რომლებიც ინახება ს--------–------------------- საოლქო პროკურატურაში, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/