განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002755929
საქმე №1/ბ1608-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ო-------------–---–--
ადვოკატის: გ------------–---–--
მსჯავრდებულის: ლ----------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ----------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-----------–-----------–---–-- მიმართ, დაბადებული 0--------- წელს, პირადი N------------ არასრული განათლებით, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ--------–-----------–-----–------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–------------------------–------------- დ/გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
გ----------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით, ლ----------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2(ორი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.
ლ----------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
ლ----------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2(ორი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.
ლ----------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) და და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2(ორი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ლ----------–---–-- დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ლ----------–---–-- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წელი და საბოლოოდ, ლ----------–---–- განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ლ----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
ლ----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;
მანვე ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
ლ----------–---–-- დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
-2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა არასრულწლოვანმა ლ----------–---–--- ფანჯრის ჩამტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია ქ--------––---------------------ში მდებარე ი-------------- კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 3 ცალ ზურგჩანთას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 46 ლარის მატერიალური ზიანი.
- 2018 წლის 9 ივლისს, ღამის საათებში, ქ--------––----------- ქუჩაზე, არასრულწლოვანმა ლ-----------–---–-- სახის არეში დაარტყა მუშტი დ----------–----- რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
- 2018 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი, არასრულწლოვანი ლ----------–---–-, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, ქ--------––----------- ქუჩაზე გაჩერებულ, ზ------------–---–-- კუთვნილ, „-------------------–----------- ავტომობილს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 4000 ლარის მნიშნველოვანი ზიანი.
- 2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა ლ----------–---–--- ფანჯრის ჩამტვრევის გზით, უკანონოდ შეაღწია ქ--------––-----–-------------------------ის და თ---------–--------------ის კვეთაზე მდებარე ს---–--------------–---–-- კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, საერთო ჯამში 155 ლარი ღირებულების 3 წყვილ ფეხსაცმელს და 1ცალ შავ მაისურს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ----------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------–---–--- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ხოლო თუ პალატა არ გაითვალისწინებდა აღნიშნულ მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ასაკის, მისი ოჯახური პირობების და დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ პრეტენზია არ გააჩნიათ, ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ლ----------–---–-- ბრალეულობას. მართალია, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაწეული იქნა გარკვეული შეღავათები, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა ობიექტურად და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ლ----------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ი--------------, ზ------------–---–--, დ----------–----- ს---–--------------–---–--, მოწმეების - თ-------------–---–----------–-–----–---–---------------–---–-------------------–------–----------------–---–-------------–---–----------–--–-----------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის, 2017 წლის 13 ნოემბრის და 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენებით ლ----------–---–-- მიმართ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ----------–---–-- უდანაშაულობის შესახებ დაცვის მხარის მსჯელობა დამაჯერებლობას მოკლებული და არასარწმუნოა.
სააპელაციო პალატა აფასებს რა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ლ----------–---–--თვის ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში ქმნიან უტყუარობის ერთიან ჯაჭვს და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ სავალდებულო არ არის მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი საფეხურია. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას. იგი ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ლ----------–---–-- ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ლ----------–---–-- ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, ასეთ პირობებში, პალატას სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ----------–---–-- მიერ ჩადენილ ქმედებებს და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ----------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ----------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გ----------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ლ----------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წელით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2(ორი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2(ორი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2(ორი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოსა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ლ----------–---–-- დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ლ----------–---–-- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3(სამი)წელი და საბოლოოდ, ლ----------–---–- განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
4. მსჯავრდებულ ლ----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
5.მხედველობასი იქნეს მიღებული, რომ ლ----------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
6. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის მოხდისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
7.ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლიანი ფილა და შუშის ნამტვრევები, რომელიც ინახება შსს ყ-----–-- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ლ----------–---–-- ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყ-----–-- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- ავტომობილი „----------- (სახელმწიფო ნომრით R-------, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ზ------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- პერანგი და ბოტასები (------ რომელიც ინახება შსს ყ-----–-- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- ბოტასები (---------- რომელიც ინახება შსს ყ-----–-- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- შავი ფერის ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყ-----–-- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი