განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
060100119002969095
ინსტანცია
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100119002969095

საქმე №1/ბ-586-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის - გ--- გ--–--ის

ადვოკატის - ა-------იძის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ ჰ---–---ის ძე პ-------–---–ის მიმართ, დაბადებული 3---------წ. პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები ქ. ვანის რაიონის სოფელ ა-----–---–ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------ პ-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 28 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ს------ პ-------–---–მა, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, ვანის რაიონის სოფელ ა-----–---–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მ--------ა ხ----–--ეს ზურგის არეში დაარტყა ხის სკამი, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი დაარტყა, ასევე, ზურგის არეში და ფეხი ამოარტყა ხერხემლის ქვედა ნაწილში. ყოველივე აღნიშნულით მ--------ა ხ----–--ემ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით ს------ პ-------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- გ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ს------ პ-------–---–ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და დაენიშნოს მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ს------ პ-------–---–ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს------ პ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად, აპელატს მიაჩნია, რომ იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

გამართლებულ ს------ პ-------–---–ს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დამაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ს------ პ-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-------იძემ არ დაუჭირა მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ს------ პ-------–---–ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს------ პ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულებმა მ--------ა ხ----–--ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის (ს------ პ-------–---–ის) წინააღმდეგ.

 

მოწმე ნ------- ხ-–-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ს------ პ-------–---–ის გვერდით. 2019 წლის 28 მარტს დილით ს------ პ-------–---–მა დაუძახა, რომ გადასულიყო მასთან და ყავა დაელიათ. ნ------- ხ-–-------ი გადავიდა ს------ პ-------–---–თან და სანამ ყავას სვამდნენ, ს------ის მეუღლემ გაუწყო მათ სუფრა. ნ------- ხ-–-------მა და ს------ პ-------–---–მა დალიეს 4-5 ჭიქა ღვინო, რის შემდეგაც ნ------- ხ-–-------ი დაბრუნდა სახლში. რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან გადავიდა მ--------ა ხ----–--ე და უთხრა:იქნებ ს------ი დაამშვიდო, სახლიდან გამომაგდოო. მ--------ა ხ----–--ეს ცემის შესახებ არაფერი უთქვამს. ნ------- ხ-–-------ი გადავიდა ს------ პ-------–---–თან და მათ 10-15 წუთი მარტო ილაპარაკეს. ამის შემდეგ ოთახში შევიდა მ--------ა ხ----–--ე. ს------ პ-------–---–მა მ--------ა ხ----–--ეს შეაგინა და უთხრა, რომ გასულიყო გარეთ. მ--------ამ აიყვანა ბავშვი და გავიდა. ს------ პ-------–---–მა დარეკა პოლიციაში და მას უთხრა: ახლა პოლიცია მოვა და წადიო. ნ------- ხ-–-------მა ოთახში ნახა, რომ სკამი წაქცეული იყო, დამტვრეული არ ყოფილა. ნ------- ხ-–-------ის თანდასწრებით ცემას ადგილი არ ჰქონია და არც ბავშვს უტირია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- მ----–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 28 მარტს იყო მორიგე და კ---- დ---–-–---–თან ერთად აწარმოებდა შემოვლას ავტომანქანით. დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე, სამმართველოს მორიგის შეტყობინების საფუძველზე, მივიდნენ ს------ პ-------–---–ის სახლში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ს------ პ-------–---–ის სახლამდე, დაახლოებით 100 მეტრში, მათ შეხვდათ დაზარალებული, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ გამოაგდო სახლიდან. მათ ჩაისვეს დაზარალებული და მისი შვილი მანქანაში და მივიდნენ ს------ პ-------–---–თან. ს------ პ-------–---–ი ოთახში მარტო იჯდა და ღვინოს სვამდა. მათ შეკითხვაზე ს------ პ-------–---–მა უპასუხა, რომ ღირსი იყო და ცემა. ს------ პ-------–---–ი აგინებდა მეუღლეს. ვანის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- მ----–--ემ დააკავა ს. პ-------–---–ი და გამომძიებელი გამოიძახა. დაზარალებულმა კ---- მ----–--ეს უთხრა, რომ ს------ პ-------–---–მა მას სკამი გადაამტვრია ზურგზე. ს------ პ-------–---–ი აგრესიას გამოხატავდა დაზარალებულის მიმართ. ბავშვიც ატირდა. ს. პ-------–---–მა ითხოვა გარეთ გაყვანა, რა დროსაც ის გაქცევას შეეცადა, მაგრამ იგი დააკავეს.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- დ---–-–---–მა. მისივე განმარტებით, დამტვრეული ხის საზურგ--ნი სკამი იყო მეორე ოთახში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ მ--------ა ხ----–--ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელი ლ---- ლ--------------ის დადგენილების საფუძველზე და გასცა შესაბამისი დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- ლ--------------ემ განაცხადა, რომ მითითებულ ფაქტზე ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები. დათვალიერებისას ს------ პ-------–---–მაც და მ--------ა ხ----–--ემაც დაადასტურეს ძალადობის ფაქტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღო დამტვრეული სკამი. ოთახში სხვა არეულობის ნიშნები არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტმა დავით დონღვანმა განაცხადა, რომ 2019 წლის 28 მარტს მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღეს გატეხილი სკამი. დათვალიერებისას დაზარალებული აჩვენებდა ადგილებს. ბრალდებულიც და ბავშვიც ოთახში იყვნენ. სხვა რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოუღიათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–- ც-------ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის მიერ გადაცემული მასალების საფუძველზე 2019 წლის 30 მარტს შეადგინა შემაკავებელი ორდერი. გამოკითხვისას მ. ხ----–--ემ მას განუცხადა, რომ მეუღლემ სკამი გადაამტვრია ზურგზე.

 

2019 წლის 28 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ვანის რაიონის სოფელ ა-----–---–ი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა ხის დამტვრეული სკამი, რომელიც მოთავსდა მოთეთრო ფერის ტომარაში და დაილუქა ვანის რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით 33/9.

 

ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 03 აპრილის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ 29.03.2019წ. 02:00-02:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ--------ა ხ----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ს------ პ-------–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ 2019 წლის 28 მარტს, დილით მეზობელი ნ------- ხ-–-------ი დაპატიჟა ყავის დასალევად. სანამ ყავას სვამდნენ, მეუღლემ გაუწყო სუფრა და დალიეს ღვინო. სუფრის დასრულების შემდეგ, ნ. ხ-–-------ი წავიდა სახლში, მეუღლემ კი დაიწყო მაგიდის ალაგება, რაზეც მოუვიდა მასთან კამათი. მ. ხ----–--ემ აიყვანა ბავშვი და გავიდა სახლიდან. შემდეგ ნ. ხ-–-------ი ისევ მივიდა მასთან. მ--------ა ხ----–--ეც დაბრუნდა და მან შეაგინა მ--------ას, რის შემდეგაც იგი ისევ ბავშვთან ერთად წავიდა. პოლიციაში დარეკა თუ არა არ ახსოვს. პოლიციელებმა მეორე ოთახში გატეხილი სკამი ნახეს, რომელიც იქ დიდი ხანია იდო. მას მ--------ა ხ----–--ე არ უცემია და არც სკამი დაურტყამს მისთვის.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ს------ პ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ--------ა ხ----–--ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ს------ პ-------–---–ის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის სახით, თუმცა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული დაზიანებები დაზარალებულს მიაყენა ს------ პ-------–---–მა, საქმეში წარმოდგენილი არ არის, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოში.

 

საქმეზე დაკითხულ მოწმე ნ.ხ-–-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი თანდასწრებით ს. პ-------–---–ს მეუღლე არ უცემია და არც ბავშვს უტირია, არც დაზარალებულს უთქვამს მისთვის ცემის თაობაზე რამე. საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს------ პ-------–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ს------ პ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი ს------ პ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ს------ პ-------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულ ს------ პ-------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე