განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
110100119003198545
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119003198545

საქმე №1/ბ-808-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- მ-----ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაბადებულის 1----–-–------------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ხ---------–----------ის სოფელ ვაშლევში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

 

დ----- მ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დ----- მ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ----- მ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 19 აგვისტოდან 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით.

 

დ----- მ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, დ----- მ-----ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- მ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ----- მ-----ე 1990 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა დ----- მ-----ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები _ ი--- მ-----ე, ი---- მ-----ე, ი---------, მაი--------- და გ------- მ-----ე. 2017 წლის 1 აგვისტოს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ხ---------–----------ის სოფელ ბ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ----- მ-----ემ, მეუღლეს _ თ----- მ-----ეს სახეში ერთხელ გაარტყა ხელი. დ----- მ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- მ-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, 2001 წლის 12 აპრილს დაბადებული მაი---------.

 

2019 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ხ---------–----------ის სოფელ ბ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ----- მ-----ემ მეუღლეს _ თ----- მ-----ეს სახეში ერთხელ გაარტყა ხელი, რის შემდეგაც მარცხენა მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი. დ----- მ-----ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- მ-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, 2007 წლის 01 აგვისტოს დაბადებული გ------- მ-----ე.

 

2019 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ხ---------–----------ის სოფელ ბ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ----- მ-----ემ მეუღლეს _ თ----- მ-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- მ-----ეს. აღნიშნული თ----- მ-----ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ----- მ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც ვერ იქნება შემდგომში მისი გამოსწორების და კანონშესაბამისი ქცევის გარანტი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ თ----- მ-----ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების _ ი---- მ-----ის, დ-------- კ------ის, პ----- ქ----–----ის, მ--- მ-----ის, მ------- გ------–-–---–ის, გ------ მ-----–--ის, გ------- მ-----ის, ი--- გ--–-–---–ის და მ------- ბ--------ის გამოკითხვის ოქმებით; ალკოჰოლური თრობაზე შემოწმების დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნთ და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- მ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ----- მ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ დ----- მ-----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ დ----- მ-----ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

 

ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დ----- მ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დ----- მ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.დ----- მ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_sაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- მ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ დ----- მ-----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 19 აგვისტოდან 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ დ----- მ-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ დ----- მ-----ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- მ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/