განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
010100119003065459
ინსტანცია
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003065459

საქმე №1/ბ-787-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- გ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ--------–-----–----–-----------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–---------------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი :

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 01:35 საათზე, თ----- გ--------ე ქ--------–---------------------------------------–- ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს _ ანა გ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო თ----- გ--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

 

თ----- გ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს, რ----- ს---------ეს პ/ნ 6---------- კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს თ----- გ--------ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (დასტური №ა------, სალაროს შემოსავლის ორდერი №------- სს ,,საქართველოს ბანკი“).

 

თ----- გ--------ეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა, რომელმაც ითხოვა თ----- გ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძლით, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ----- გ--------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

გამართლებულმა თ----- გ--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს თ----- გ--------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება თ----- გ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ა----------ემ (ბრალდებულის მეუღლე) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა მოწმისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მეუღლის _ თ----- გ--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხული, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ვ------- თ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, გვიან ღამით განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ანა გუდავაძეს ემუქრებოდა მისი მეუღლე თ----- გ--------ე. როდესაც ა----------ე გამოცხადდა განყოფილებაში, ის იყო ძალიან აღელვებული, იძახდა, რომ თავისი მეუღლე ემუქრებოდა დანით დაჩეხვით და ვიდრე პოლიცია არ წაიყვანა სახლში, მარტო ვერ წავიდოდა. მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ, თანამშრომლებთან _ ა---- ქ-------ესთან და პ----- წ---–-----ესთან ერთად გავიდა ქ--------–-----------------------------–-, სადაც დახვდათ პიროვნება, რომელმაც უთხრათ, რომ იყო თ----- გ--------ე, რის შემდეგაც იგი დააკავეს.

 

მოწმის სახით დაკითხული, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 მაისს, ა----------ემ 112-ის მეშვეობით გააკეთა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რის თაობაზეც დაიწყო გამოძიება. მან გამოკითხა ა----------ე, რომელმაც განაცხადა, რომ იმყოფებოდა მეგობართან, რა დროსაც თავისი მეუღლე _ თ----- გ--------ე სატელეფონო საუბრისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. მისივე განმარტებით, მეუღლე ელოდებოდა სახლში დანით ხელში. იგი იძახდა, რომ ეშინოდა და სახლში ვერ მივიდოდა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა პ----- წ---–-----ემ.

 

თავად ბრალდებულმა თ----- გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი №1------ შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 26 მაისს, 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება ა----------ისაგან მასზედ, რომ მეუღლე ემუქრებოდა დანის დარტყმით, სახლში თუ მივიდოდა. ეს გარემოება დადასტურებულია 112-ის სამსახურიდან გამოთხოვილი და სასამართლოში გამოკვლეული, ანა გუდავაძის მიერ განხორციელებული შეტყობინების აუდიოჩანაწერით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ თ----- გ--------ის დაკავება მოხდა 2019 წლის 26 მაისს, 03:20 საათზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს თ----- გ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ თ----- გ--------ე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის მეუღლეს _ ა----------ეს.

 

თ----- გ--------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ ა----------ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ამხელდა თ----- გ--------ეს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ა----------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი გამოკითხვის ოქმი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ----- გ--------ის მიერ 2019 წლის 26 მაისს, ა----------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების _ ვ------- თ---------ის, ა---- ქ-------ის და პ----- წ---–-----ის ჩვენებები ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ა----------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

რაც შეეხება შსს სსიპ „112“-დან გამოთხოვილ, მოქ. ა----------ის მიერ, 2019 წლის 26 მაისს, 01:35 საათზე, 112-ის სამსახურში განხორციელებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერს, რომელზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი მიჩნეული ვერ იქნება თ----- გ--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, თავად შეტყობინების ავტორი _ ა----------ე სასამართლოში არ დაკითხულა, მის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება თ----- გ--------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ თ----- გ--------ის მიმართ 2019 წლის 25 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი თ----- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.თ----- გ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ----- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს - რ----- ს---------ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს თ----- გ--------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

5.გამართლებულ თ----- გ--------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/