განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
200100119003093043
ინსტანცია
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100119003093043, N1ბ/1891-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- გ---–-----ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ------- ო----ის ძე შ--–--–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–---------.

 

ადვოკატი - გ------- ქ--------–-–---–ი;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, გ------- შ--–--–---–მა დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული, მოინანია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ოჯახის წევრებიც შეურიგდნენ და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. გ------- შ--–--–---–ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მის კმაყოფაზეა სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი არის ავად და საჭიროებს ოპერაციას, ასევე მის კმაყოფაზე არიან მოხუცი მშობლები (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი);

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი);

- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

 

2019 წლის აპრილის თვეში, თ--–----------------------–--------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ------- შ--–--–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნ---- შ--–--–---–ს, კერძოდ, თმის საპარსი დაარტყა მარცხენა ხელში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ---- შ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გ------- შ--–--–---–ი 2012 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თ--–----------------------–--------ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნ---- შ--–--–---–ს, არასრულწლოვანი შვილების - ლ---- შ--–--–---–ის, მ------ შ--–--–---–ის და თ----- შ--–--–---–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ნ---- შ--–--–---–ი მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

გ------- შ--–--–---–ი 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეშის ნაჭრის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ნ---- შ--–--–---–ის ოჯახის წევრს - დედას - ნ-----------ას, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ------- შ--–--–---–მა 2018 წლის ნოემბრის თვეში თ--–----------------------–--------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ო----ი შ--–--–---–ს, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი. განხორციელებული ძალადობის შედეგად ო---- შ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გ------- შ--–--–---–ი 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ო---- შ--–--–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ------- შ--–--–---–ი 2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის 08 ივნისის ჩათვლით, თ--–----------------------–--------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - ო---- შ--–--–---–ს და დედას - თ----- შ--–--–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, ო----ი შ--–--–---–ი და თ----- შ--–--–---–ი მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.

 

გ------- შ--–--–---–მა 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - თ----- შ--–--–---–ს, კერძოდ, ყელის არეში უჭერდა ხელებს. განხორციელებული ძალადობის შედეგად თ----- შ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე, გ------- შ--–--–---–მა 2019 წლის გაზაფხულზე თ--–----------------------–--------ში მდებარე მამის - ო---- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ამავე სოფელში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2019 წლის 08 ივნისს ჩატარებული ო----ი შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და გ------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების შედეგად შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა რვა ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკის შემცველ კანაფის მცენარეს, საერთო წონით - 522,28 გრამს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის აპრილის ეპიზოდი დაზარალებულ ნ---- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულ ნ---- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ო---- შ--–--–---–ის მიმართ, 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულების ო---- შ--–--–---–ის და თ----- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი თ----- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ნ-----------ას მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ო---- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ------- შ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ------- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 08 ივნისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ------- შ--–--–---–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, გ------- შ--–--–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით, დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- შ--–--–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- შ--–--–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (დაზარალებულების - ნ---- შ--–--–---–ის, მ------ შ--–--–---–ის, ლ---- შ--–--–---–ის, თ----- შ--–--–---–ის, ო---- შ--–--–---–ის, თ----- შ--–--–---–ის და ნ-----------ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ------------–-–---–-----------------–---–----------–----------–---–-------–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ გ------- შ--–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N------------------------- დასკვნებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის პრობაციის ბიუროს ცნობით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ გ------- შ--–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------- შ--–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო მოქმედი რედაქციით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (დანაშაულთა ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც გ------- შ--–--–---–ს დაენიშნა საბოლოო სასჯელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენენ დედა, მამა, შვილი, მეუღლე, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები წარმოადგენენ გ------- შ--–--–---–ის ოჯახის წევრებს, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია მუქარისთვის 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის სახით, არის სწორი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული წესი არ უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით მსჯავრდების შემთხვევაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. კონვენციის 46-ე მუხლით, კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:

ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გ------- შ--–--–---–ის მხრიდან ქმედებებში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, სისტემატურობა, მუქარისთვის გამოყენებული საგნები. პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობას გააჩნია მძიმე ხასიათი და განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგო----ეობაზე, ისე ბავშვების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. გ------- შ--–--–---–ს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. საქმის მასალების მიხედვით დგინდება ბავშვების ემოციური მდგო----ეობა მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, რომლებიც ასევე წარმოადგენენ მსხვერპლებს. კონვენცია აღიარებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ბავშვები, მათ შორის, როგორც ოჯახში ძალადობის მოწმეები. შესაბამისად, პალატას დანიშნული სასჯელები არ მიაჩნია მკაცრად, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულია სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინების გარეშე.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, ცხადია, რომ ამ ნაწილში გ------- შ--–--–---–ს დანიშნული აქვს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მოცემულ შემთხვევაში ო----ი შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და გ------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების შედეგად შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა რვა ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული შეღავათის გამოყენება გ------- შ--–--–---–ის მიმართ. დაკავების შემდეგ გ------- შ--–--–---–ი შემოწმებული იქნა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე, რა დროსაც დაუდგინდა როგორც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის, ისე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი. სააპელაციო სასამართლო სხდომაზეც დააფიქსირა მსჯავრდებულმა, რომ წლების მანძილზე არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. დაზარალებულთა ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ გ------- შ--–--–---–ი არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი და სიმთვრალის დროს ხდება უკონტროლო. შესაბამისად, როგორც დგინდება, გ------- შ--–--–---–ი არის ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების ხშირი მომხმარებელი და პალატა არ გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების ხშირი მოხმარებით გამოწვეულ აგრესიასაც.

 

სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე. მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ------- შ--–--–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული მინიმალური სასჯელით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთით. რაც შეეხება იმ გარემოებაზე აპელირებას, რომ დაზარალებულებს გ------- შ--–--–---–ის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, როგორც სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება ოჯახში ძალადობის მუხლებთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო იცავს არამარტო ზრდასრული დაზარალებულების ინტერესებს, არამედ არასრულწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესს, რასაც ნამდვილად არ წარმოადგენს მათი ფსიქოლოგიური ტრავმირება და ტანჯვა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთა არ არის მკაცრი, ხოლო სასჯელის შემსუბუქება კი იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულ მუხლს არ ჰყავს დაზარალებულად ცნობილი პირები და ზემოთ ნამსჯელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძვლების არარსებობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ გ------- შ--–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, მისი პიროვნების, ქმედებათა ხასიათის და ინტენსივობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის, სხვადასხვა ადგილზე მისი მოყვანის, მოვლის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- შ--–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ქ--------–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- შ--–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ქ--------–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის აპრილის ეპიზოდი დაზარალებულ ნ---- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულ ნ---- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ო---- შ--–--–---–ის მიმართ, 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულების ო---- შ--–--–---–ის და თ----- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი თ----- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ნ-----------ას მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ო---- შ--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ------- შ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 08 ივნისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- შ--–--–---–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

გ------- შ--–--–---–ს აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

,,ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორი, ერთი ცალი ხის ტარიანი ცული, ერთი ცალი ალუმინის ქვაბი და სამი ცალი ქვაბის სახურავი, ელექტრო საპარსი (რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს მის მესაკუთრეს;

 

ხის ნაჭერი (რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

 

8 (რვა) ძირი ნარკოტიკშემცველი კანაფის მცენარე, (დალუქული ორ პაკეტად: F------------------------- საერთო წონა - 522,28 გრამი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 517,28 გრ.), რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე