განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100118002739518
ინსტანცია
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002739518, №1/ბ-1692-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ------ ნ-----–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ს------ კ----–--ს ძე ს---–----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------------–---------------------------;

 

ადვოკატი - გ--–- ქ-----ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი) - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - (ორი ეპიზოდი) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სასჯელი:

 

ს------ ს---–----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ს------ ს---–----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ს------ ს---–----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი;

▪ დაზარალებული ლ--–-------------- პოლიციის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში მიუთითებს ს------ ს---–----–---–ის მიერ განხორციელებულ დანაშაულებზე და მათ სისტემატურობაზე, რომ იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში;

▪ გამომძიებელი ზ------ ს--------ე, რომელსაც პირველად ჰქონდა კონტაქტი დაზარალებულთან, ამ უკანასკნ--–-ს ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღწერის დროს, თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ დაზარალებული იყო ემოციურ შოკში, ღელავდა და ტიროდა, ამასთან მას თანმიმდევრულად უყვებოდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობების ფაქტებს, რაც სხვაგვარად გამომძიებლისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი. ასევე, გამომძიებელმა თ-------- ნ-----–---–მა, რომელმაც დაზარალებული გამოკითხა საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შემდეგ, განაცხადა, რომ დაზარალებული მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც დაარწმუნეს რომ დაკავებული ვერაფერს დაუშავებდა;

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ს------ ს---–----–---–ის საცხოვრებელ ბინაში არეულობის კვალი არ შეინიშნებოდა, რადგან ს------ ს---–----–---–ის დედამ - მ------ ქ------–---–მა ექსპერტების მისვლამდე ბინა დაალაგა;

▪ გამომძიებლებმა: რ---- ე-------ემ, მ------- ჩ---–-----მა, დ----- ტ------ემ, მ------ მ-------ემ და სოციალურმა მუშაკმა ნ--–- გ------ემ დაადასტურეს არასრულწლოვანი დაზარალებულების - გ-------, მ------ და ნ---- გ--------ების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის სისწორე, ასევე აღწერეს ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მათივე განმარტებით, სრულად შეესაბამებოდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულებს არ ჰქონდათ არანაირი პირადი მოტივი ს------ ს---–----–---–ის მიმართ, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო გულწრფელი და მიმართული იყო ძალადობისგან თავდასაცავად;

▪ ოჯახური დანაშაულები გამოირჩევა მოწმეთა სიმცირით და ჩაკეტილობით, ამასთანავე მსხვერპლს უჩნდება მიჯაჭვულობა დამნაშავესთან და ეჩვევა ძალადობას, მაღალია მასზე ზემოქმედების საფრთხე მით უფრო არასრულწლოვან დაზარალებულებზე, ამიტომ სასამართლო არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებზე და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს დაზარალებულებთან უშუალო შემხებლობაში მყოფ პირებს, რომლებიც გადმოსცემენ მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ ს------ ს---–----–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------ ს---–----–---–ს ბრალი წარედგინა მასში, რომ მან ჩაიდინა:

- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი);

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი);

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა;

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------ ს---–----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2012 წლიდან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე, ს------ ს---–----–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ლ--–-------------ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა და ამცირებდა როგორც ცალკე, ისე შვილების თანდასწრებით, ეძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რის გამოც ლ--–-------------- მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ს------ ს---–----–---–ი ლ--–-------------ს ასევე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული ყოველ ჯერზე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

 

2014 წლის ივლისში თბილისში, დ----------------------------–------ კორპუსთან ს------ ს---–----–---–მა აგინა ლ--–-------------ს, ამ უკანასკნ--–-ს არასრულწლოვანი შვილის - ნ---- გ--------ის თვალწინ, რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ხელი, დაიჭირა თმით და მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ, დედის დასაცავად კონფლიქტში ჩართულ არასრულწლოვან ნ---- გ--------ს ს------ ს---–----–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ორივე დაზარალებულს დაემუქრა მოკვლით, კერძოდ ყელის გამოჭრით. ბრალდებულის იმწუთიერი აგრესია წარსული ძალადობის გათვალისწინებით დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2012 წლიდან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე ს------ ს---–----–---–ი არასრულწლოვან გერს ნ---- გ--------ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ცხოვრობდა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა, ასევე ამცირებდა როგორც ცალკე, ისე არასრულწლოვანი და-ძმის თანდასწრებით, ეძახდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ სიტყვებს, მოიხსენებდა ცხოველების სახელით, რის გამოც ნ---- გ--------ი მუდმივად გრძნობდა თავს დამცირებულად და დათრგუნულად, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2017 წლის ნოემბერში თბილისში, წ------------------------------ში ს------ ს---–----–---–მა დედის დასაცავად კონფლიქტში ჩართულ არასრულწლოვან გერს - ნ---- გ--------ს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ---- გ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 13 დეკემბერს თბილისში, წ------------------------------ში ს------ ს---–----–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ლ--–-------------ს თავში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, დააგდო საწოლზე და დააფარა ბალიში, იმავდროულად უკავებდა ხელებს და ცდილობდა მის გაგუდვას, რა დროსაც ოთახში შევიდა ლ--–--------------ს შვილი ნ---- გ--------ი და დაინახა დედის მიმართ განხორციელებული ძალადობა. შედეგად ლ--–-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 1 იანვარს თბილისში, წ------------------------------ში ლ--–-------------მა ს------ ს---–----–---–ს მოსთხოვა სახლიდან წასვლა და ძალადობის შეწყვეტა, ასევე გააფრთხილა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მიმართავდა პოლიციას. ს------ ს---–----–---–ი კი ლ--–-------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - პოლიციაში წასვლა და ლ--–--------------ს ,,დაბრედვა“ ერთი იქნებოდა. მუქარა ლ--–-------------მა აღიქვა რეალურად ს------ ს---–----–---–ის ძალადობრივი ხასიათიდან გამომდინარე, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც არ მიმართა პოლიციას.

 

2018 წლის ზაფხულში, თბილისში, წ------------------------------ში ს------ ს---–----–---–მა ლ--–-------------ს თავის არასრულწლოვანი შვილების - ნ----, მ------ და გ------- გ--------ების თვალწინ, სახეში დაარტყა და თმით ითრია, რის შედეგადაც ლ--–-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 ოქტომბერს თბილისში, წ------------------------------ში ს------ ს---–----–---–ი მივიდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ლ--–--------------ს დროებით საცხოვრებელ სახლში და მოსთხოვა კარის გაღება, რომელიც მისგან დასაცავად ჰქონდა ჩაკეტილი დაზარალებულს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების - ნ----, გ------- და მ------ გ--------ების დანით ყელის გამოჭრით.

 

2018 წლის 15 ოქტომბერს, ს------ ს---–----–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი - ლ--–-------------- მოატყუა თითქოს მასთან შერიგება სურდა და დედასთან - მ------ ქ------–---–თან ერთად სურდა დალაპარაკება. თბილისში, დ-----------------------------–----------------------------ში მისულ ლ--–-------------ს, ს------ ს---–----–---–მა შიგნიდან ჩაუკეტა ბინის კარი, დაუმალა გასაღები და მობილური ტელეფონი. თავისუფლებააღკვეთილ ლ--–-------------ს ს------ ს---–----–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, ითრია თმით, სამჯერ მიარტყმევინა კედელზე თავი, მუშტი ჩაარტყა საფეთქელში, ძალადობის შედეგად ლ--–-------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. ს------ ს---–----–---–ი ლ--–-------------ს ასევე დაემუქრა ,,ღორივით ყელის გამოჭრით“, თუკი ის მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა. ლ--–-------------ს შეეშინდა და მთელი ღამე გაატარა ბინაში, სანამ მომდევნო დილას ს------ ს---–----–---–ის მიერ მაცივარზე დადებული გასაღებით არ გააღო კარი და დააღწია თავი.

 

2012 წლიდან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე ს------ ს---–----–---–ი არასრულწლოვან გერებს მ------ და გ------- გ--------ებს, რომელთან ერთადაც მუდმივად ცხოვრობდა, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა და ამცირებდა როგორც ცალკე, ისე არასრულწლოვანი და-ძმის თანდასწრებით, ეძახდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ სიტყვებს, მოიხსენიებდა ცხოველების სახელით, რის გამოც გ------- და მ------ გ--------ები მუდმივად გრძნობდნენ თავს დამცირებულად, დაკომპლექსებულად და დათრგუნულად, რის გამოც განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებებით ს------ ს---–----–---–ის ბრალეულობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, ს------ ს---–----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი კი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დაზარალებულად ცნობილ პირებს წარმოადგენენ ს------ ს---–----–---–ის ოჯახის წევრები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა - ლ--–-------------მა, ნ---- გ--------მა, მ------ გ--------მა და გ------- გ--------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ----- ფ---–--ემ განმარტა, რომ დაახლოებით 3 წლის წინ ბრალდებულმა ს------ ს---–----–---–მა მისგან იქირავა სახლი, სადაც ცხოვრობდა მეუღლე ლ--–-------------თან და ამ უკანასკნ--–-ს შვილებთან ერთად. თავად ცხოვრობდა მათ გვერდით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბრალდებული ალკოჰოლის მიღების შემდეგ ოჯახში ჩხუბობდა და იგინებოდა. ზოგადად კი ფხიზელი უკონფლიქტო და მშვიდი ადამიანია. პირადად არასდროს შესწრებია ჩხუბის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, მხოლოდ რამდენჯერმე გაიგო ხმამაღალი გინების ხმა. ნამტირალევი ან ნაცემი ლ--–-------------- არასდროს შეუმჩნევია. ერთხელ ს------ ს---–----–---–მა ჩაამტვრია ფანჯრის მინა, რადგან უფროსმა გოგომ - ნ----მ არ გაუღო კარი, თუმცა დაჰპირდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. 2018 წლის 15 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ლ--–-------------მა უთხრა, რომ ს------მ დედამისის სახლში ჩაკეტა, ეჩხუბა, ტელეფონი წაართვა და თმაშიც სწვდა, შემდეგ კი დაიძინა, ლ--–-------------ს უნდოდა გასაღების მოძებნა, თუმცა იმის შიშით, რომ ს------ს არ გაღვიძებოდა, დილამდე დაიცადა. დილით ს------მ გასაღები მისცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კარი ჩაკეტილი არ იყო. ლ--–-------------ი წავიდა სახლიდან. მოწმისვე განმარტებით, ლ--–-------------მა ისარგებლა მისი ტელეფონით და რამდენიმე მამაკაცს ჰკითხა რჩევა, რომლებმაც ურჩიეს მიემართა სამართალდამცავი ორგანოსთვის.

 

მოწმე ნ----------------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ლ--–-------------- არის მისი და, ის არ ჩარეულა დის და სიძის ურთიერთობაში, ჰქონდათ მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია. ლ--–-------------ის განმარტებით, მეუღლესთან ყველაფერი კარგად იყო, ბავშვებიც არაფერს ამბობდნენ. ოჯახური კონფლიქტის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მისი და მივიდა პოლიციაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ე-–--- ე-–-----ემ განმარტა, რომ ს------ ს---–----–---–ი არის მისი მეზობელი, ლ--–-------------ს კი არ იცნობს და არც მის შესახებ იცოდა რამე. ბრალდებულის მხრიდან ჩხუბი ან კამათი არ გაუგია. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე გაიგო გინების ხმა, თუმცა ვერ გაარჩია, ვისი ხმა იყო.

 

მოწმე ო-–--- ფ----------–---–ის ჩვენებით, მის მეზობლად ცხოვრობენ ნ----- ფ---–--ე და მისი მდგმურები, თუმცა მათთან კონტაქტი არ ჰქონია და არც სახეზე იცნობს. მათი სახლიდან იშვიათად გამოდიოდა გინების და ხანდახან ქალის ტირილის ხმა. აღნიშნულის გამო ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა ბრალდებული ძალადობდა მეუღლეზე. არასდროს შეუმჩნევია ატირებული ბავშვები, არც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი უნახავს მათთან.

 

მოწმე ზ------ ს--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ლ--–--------------ს განცხადების საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო ს------ ს---–----–---–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტი, დაზარალებული განყოფილებაში იყო აკანკალებული და ამბობდა, რომ მეუღლემ მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, მუქარა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ასევე წაართვა ტელეფონი. ს------ ს---–----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე თ-------- ნ-----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ გამოკითხვისას დაზარალებული ლ--–-------------- ღელავდა, ტიროდა და იყო შეშინებული. იხსენებდა ფაქტებს და აღნიშნავდა, რომ თითქმის ყოველდღე იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. მის მიერ დათვალიერდა დ------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი, სადაც სავარაუდოდ მოხდა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძარცვა, დათვალიერება ჩატარდა ბრალდებულის დედის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით.

 

მოწმე დ----- ტ------ის ჩვენებით, მოცემული საქმის ფარგლებში გამოკითხა მოწმეები, გ------- და ნ---- გ--------ები. ბავშვები იმყოფებოდნენ სტრესულ მდგომარეობაში, დათრგუნულები, მომხდარის გახსენებისას ხდებოდნენ ზედმეტად ემოციურები, გ------- გ--------მა ტირილიც კი დაიწყო. ბავშვები აღწერდნენ ძალადობის სისტემატიურ ხასიათს.

 

ბავშვების იმავე ემოციურ მდგომარეობას გადმოსცემენ მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლები: რ---- ე-------ე, მ------ მ-------ე და მ------- ჩ---–-----ი, რომლებმაც გამოკითხეს ბავშვები, მათი გადმოცემით მამაკაცი ხშირად მიდიოდა მათ სახლში და ბავშვებსაც და დედასაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ--–- გ------ემ განმარტა, რომ მუშაობდა ს--–---–---------–--ის პოზიციაზე თბილისის დ-------------------------------–------ში და მოცემულ საქმეში ჩართული იყო როგორც არასრულწლოვნების - მ------ის, ნ----ს და გ------- გ--------ების საპროცესო წარმომადგენ--–-. შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო მათ გამოკითხვაში, რა დროსაც ბავშვები იყვნენ აღელვებულები, ნ----ს გამოკითხვის პერიოდში ცრემლები წამოუვიდა, მ------ს და გ-------ს კი ეტყობოდათ, რომ იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი, მომხდარის გახსენებისას ემოციები უმძაფრდებოდათ, იგრძნობოდა დაძაბულობა. ბავშვები გამოკითხვისას აფიქსირებდნენ ძალადობის ფაქტებს, რომ მამინაცვლის მხრიდან ხდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა, ისინი იყვნენ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით მსხვერპლნი. მამინაცვლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა გრძელდებოდა წელიწადზე მეტი. სისტემატურ ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა დედის და ერთ-ერთი ბავშვის მიმართ, რომლის სახელი ზუსტად არ ახსოვს, მოწმის განმარტებით პრაქტიკიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ ბავშვმა შეიძლება რაიმე გააზვიადოს, მოიგონოს და ა.შ.

 

2018 წლის 17 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, დ------------ი, კ------------------------ში. სახლის მფლობელ მ------ ქ------–---–ის განმარტებით, მან ბინა დაალაგა, შესაბამისად ვერაფერი იქნა ამოღებული.

 

მოწმეების ი-----–- ზ------ის და რ----- ნ--------–---–ის ჩვენებებით, არიან ექსპერტები და ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დ------------ში, მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ადგილზე მისულებს სახლი დახვდათ დალაგებული, არეულობა, სისხლის კვალი ან/და თმები არ შეუნიშნავთ, არაფერი ამოუღიათ, მხოლოდ ფოტოები გადაიღეს. რ----- ნ--------–---–მა დამატებით განმარტა, რომ დამსწრე ქალბატონს არ აღუნიშნავს სისხლის და დამტვრეული ნივთების შესახებ.

 

2018 წლის 16 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, წ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. მცირე ზომის საძინებელი ოთახის წინ, ეზოში ფანჯრის ქვემოთ არსებული ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი და მინის ნამსხვრევი.

 

მოწმე ი---- ფ---–---–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება - ლ--–--------------ს დროებით საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს თბილისში, წ------------------------------ში. სახლში აღმოაჩინა მინის ნამსხვრევები და სისხლის კვალი.

 

მოწმე ზ------ კ----------–---–ის ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ბინის ჩხრეკაში, დ-------- წ-–--–-–---–თან ერთად დააკავა ბრალდებული ს------ ს---–----–---–ი. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დაზარალებულის სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათი, ასევე საფულე. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია მათთვის, არც პრეტენზია გამოუთქვამს და ხელი მოაწერა ოქმს.

 

2019 წლის 16 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის თანახმად სავარაუდო მოძალადეა ს------ ს---–----–---–ი, ხოლო მსხვერპლი ლ--–--------------. ინციდენტის ფაბულა: 2018 წლის 15 ოქტომბერს ლ--–--------------ს მიმართ განხორციელდა ოჯახში ძალადობა, მუქარა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძარცვის ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ლ--–--------------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება შუბლ-საფეთქლის მიდამოში მარჯვნივ სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. გასაუბრებისას ლ--–-------------მა განმარტა, რომ დაზიანება მიაყენა ყოფილმა მეუღლემ, კერძოდ მუშტი ჩაარტყა შუბლში.

 

2019 წლის 22 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

პაკეტში წარწერით: ,,2 ც. ჩხირზე მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი აღებული ბინაში შესასვლელი კარების წინ ასფალტის ზედ.“ მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს------ ს---–----–---–ს (ობ. N4, პაკეტი წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ს------ კ----–--ს ძე ს---–----–---–ის პირის ღრუდან“);

პაკეტში წარწერით: ,,მინის ნატეხები ამოღ. ეზოში დაზიანებული ფანჯრის ქვევიდან“, მოთავსებულ მინის ფრაგმენტზე (ობ. N3) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ----------ემ განმარტა, რომ ბრალდებული ს------ ს---–----–---–ი არის მისი მეზობელი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად დაუძახა ბრალდებულის დედამ - მ------ ქ------–---–მა. რა დროსაც შეამოწმეს კარის საკეტი და აღმოჩნდა, რომ კარი გარედან ჩვეულებრივ იკეტებოდა გასაღებით, შიგნიდან კი გასაღები საერთოდ არ შედიოდა ბუდეში და მხოლოდ გადასატრიალებელი მექანიზმით კეტავდნენ. საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობას იღებდა ბრალდებულის ოჯახის მეგობარი გოჩა გორგიშელი, თუმცა მან ოქმს არ მოაწერა ხელი. გასაღების კარებზე მორგების მცდელობისას გადაიღეს ვიდეოც. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, ჰქონდათ თუ არა ჩხუბი დაზარალებულსა და ბრალდებულს, ამის შესახებ მისთვის არავის უთქვამს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ------ ქ------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილი - ს------ ს---–----–---–ი და რძალი ლ--–-------------- 6-7 წელი მშვიდად ცხოვრობდნენ ერთად, მისი თანდასწრებით არასდროს უჩხუბიათ. 2018 წლის 16 ოქტომბერს, როდესაც შვილიშვილის დაბადებისდღიდან სახლში დაბრუნდა, სახლი დახვდა დალაგებული. მან არ იცოდა, თუ რა მოხდა დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის. სახლში მივიდა პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად, ეძებდნენ მოგლეჯილ თმებს და სისხლის კვალს, თუმცა ვერაფერი ნახეს. სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პერიოდში დაზარალებული მიდიოდა მასთან სახლში და რჩებოდა. მანვე უთხრა, რომ ს------მ შესთავაზა ტელეფონების გაცვლა, ხოლო მის უარზე ბრალდებულმა აგინა, რადგან ის ეჭვიანობდა და ფიქრობდა, რომ ლელას ტელეფონში საეჭვო შეტყობინებები ჰქონდა. დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ს------ ს---–----–---–მა დაარტყა, ცემა ან თმით ითრია, ამბობდა მხოლოდ რომ აგინა. მის კითხვაზე, თუ რატომ დაწერა პოლიციაში განცხადება, ლ--–-------------მა უპასუხა, რომ ეს გააკეთა აღელვების ნიადაგზე, ს------ს შესაშინებლად, რომ მას აღარ დაელია, ჩვენების შინაარსი კი მისი დაწერილი არ იყო, გამოკითხვისას უბრალოდ ეთანხმებოდა გამომძიებელს და მოაწერა ხელი წაუკითხავად. მოწმის განმარტებით, მათი სახლის კარი შიგნიდან იკეტებოდა საკეტით, ურდულით, (გასაღები ჭრილში არ შედიოდა), ხოლო გარედან გასაღებით იკეტება. აღნიშნული დადასტურდა საგამოძიებო მოქმედების დროსაც.

 

ს------ ს---–----–---–ის განმარტებით, ლ--–-------------თან ერთად ცხოვრობდა ნორმალური თანაცხოვრებით 7 წლის მანძილზე, ამ უკანასკნ--–-ს შვილებიც ერთად გაზარდეს. ის მათ როგორც ბიოლოგიურ შვილებს ისე ზრდიდა, არ ჩხუბობდნენ, ხანდახან ლელას მოწოდებაზე აღარ დაელია, აგინებდა, თუმცა ლ--–-------------ი მალევე ურიგდებოდა. ბავშვებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არ იცის, რატომ მოუგონეს კონკრეტული ქმედებები. ერთხელ სახლში მისულს როდესაც კარი დახვდა ჩაკეტილი, შიგნით არავინ იყო და გასაღებიც ვერ ნახა, ფანჯრის შუშას გამოკრა ხელი, რა დროსაც ლურსმნით გაეკაწრა და წამოუვიდა სისხლი. სახლთან მხოლოდ ბინის მეპატრონე იყო, ბავშვები და ლ--–-------------ი არ ყოფილან. 15 ოქტომბერს ლ--–-------------ი თავად მივიდა მასთან სახლში, ამ დროისთვის მ------ ქ------–---–ი იმყოფებოდა თავის ქალიშვილთან. ის და ლ--–-------------ი ვახშმის შემდეგ ტელევიზორს უყურებდნენ, ეს უკანასკნ--–- პარალელურად ტელეფონით რაღაცას აკეთებდა. მან წყნარად გამოართვა ტელეფონი და შეუთანხმდა, რომ ტელეფონებს გაცვლიდნენ, მაგრამ ლ--–-------------მა დილით მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, მის უარზე კი სახლიდან წავიდა ისე, რომ არც მისი ტელეფონი წაიღო. საღამოს სადარბაზოს შესასვლელთან პოლიციამ ის დააკავა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ლ--–--------------ს 2018 წლის 15 ოქტომბრის განცხადება რომლის თანახმად იმყოფებოდა მეუღლის ს------ ს---–----–---–ის საცხოვრებელ ბინაში - თბილისში, დ------------ის მ------------–ის, კ------------------------ში. ამ უკანასკნელმა ჩაკეტა ბინაში და არ მისცა გასვლის საშუალება, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვა მობილური ტელეფონი, ასევე საპენსიო ბანკის ბარათი, გარდა ამისა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აღნიშნულის გახმაურების შემთხვევაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ს------ ს---–----–---–ი მის მიმართ სისტემატურად ახდენდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის, 1261 მუხლის და ასევე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენ--–-ა სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მუქარა, ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი, ხოლო სისტემატურმა შეურაცხყოფამ, შანტაჟმა და დამცირებამ ტანჯვა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლს, აღნიშნული მუხლით მსჯავრდებისთვის აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდეს, რომ პირს არ ჰქონდეს გადაადგილების არანაირი ობიექტური შესაძლებლობა.

 

როგორც აღინიშნა, დაზარალებულებმა - ლ--–-------------მა, ნ---- გ--------მა, მ------ გ--------მა და გ------- გ--------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან, მოწმეთა არსებობა-არარსებობა უპირობოდ არ იწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.

 

სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე უთითებს დაზარალებულის განცხადებებზე, მოწმეების ზ------ ს--------ის, თ-------- ნ-----–---–ის, ნ----- ფ---–--ის, რ---- ე-------ის, მ------- ჩ---–-----ის, დ----- ტ------ის, მ------ მ-------ის, ნ--–- გ------ის ჩვენებებზე, შემაკავებელ ორდერზე და მის ოქმზე, რაც პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს საკმარისს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, მუქარის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ სასამართლო სხდომაზე ჩვენებები მისცეს თ-------- ნ-----–---–მა, დ----- ტ------ემ, რ---- ე-------ემ, მ------ მ-------ემ, მ------- ჩ---–-----მა და გ---–----- ტ------–---–მა, თუმცა დადგენილია, რომ მათ აღნიშნულის შესახებ იცოდნენ დაზარალებულებისაგან და თავად ძალადობის, მუქარის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს არ შესწრებიან. რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ს------ ს---–----–---–ის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდებებით, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს------ ს---–----–---–ი ალკოჰოლის მიღების შემდეგ ოჯახში ჩხუბობდა და იგინებოდა. მოწმე ნ----- ფ---–--ის, ე-–--- ე-–-----ის, ო-–--- ფ----------–---–ის ჩვენებებით პირადად არასდროს შესწრებიან ჩხუბის, მუქარის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. მოწმე ო-–--- ფ----------–---–ის ჩვენებით, რომელიც ცხოვრობს დაზარალებულების მეზობლად, სახლიდან იშვიათად გამოდიოდა გინების და ხანდახან ქალის ტირილის ხმა. ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა ბრალდებული ძალადობდა მეუღლეზე, თუმცა არასდროს შეუმჩნევია ატირებული ბავშვები ან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და არც თავად გამოუძახებია. პალატა აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, როდესაც საზოგადოების ნაწილს გინება მიაჩნია ჩვეულებრივ მოვლენად, როგორც ეს მოწმე ნ----- ფ---–--ემაც აღნიშნა და არც ეჭვის შესახებ ატყობინებენ შესაბამის ორგანოებს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პალატას დადგენილად მიაჩნია ს------ ს---–----–---–ის მხრიდან გინების ფაქტი, მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ მოიცავს ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების ან მუქარის ფაქტები, რაც წარდგენილი აქვს ბრალად ს------ ს---–----–---–ს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ოჯახურ დანაშაულთა უმრავლესობა, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა ლ--–-------------მა, ნ---- გ--------მა, მ------ გ--------მა და გ------- გ--------მა საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეყენებინა გამოძიების ეტაპზე შედგენილი მათი გამოკითხვის ოქმები. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს, მართალია, ადასტურებენ დაზარალებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათზე განხორციელებული ძალადობის, მუქარის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთი მოწმე თავად არ შესწრებია ძალადობის ან მუქარის ფაქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებების და დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში კი პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს პირის მიერ განცდილი შიშის საფუძვლიანობა. პალატა აფასებს შემაკავებელი ორდერის ოქმსაც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოქმის შედგენისას, შემდგენ პირს არ დაუკონკრეტებია დეტალები, რის გამოც, მიუხედავად ოქმზე დაზარალებულ ლ--–--------------ს ხელმოწერისა, ოქმმა დაკარგა მნიშვნელობა, რომლის თანახმად, სასამართლო შეძლებდა კონკრეტული გარემოებების დადგენას. ასევე, წარმოდგენილი განცხადებები ვერ გახდება წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულების ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, ხოლო შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულმა პოლიციას მიმართა ოჯახში ძალადობის, მუქარის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე, დეტალური გარემოებების მითითების გარეშე. სხდომაზე გამოკვლეული იქნა ექსპერტის დასკვნაც. მართალია, დასკვნაში მითითებულია დაზიანების არსებობის ფაქტი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რომელიმე მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ლ--–-------------ზე აღნიშნული დაზიანების მიმყენებელი კონკრეტული პირი, პალატა აღნიშნულ მტკიცებულებას ვერ მიიჩნევს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტს წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის პირობებში ვერ დადასტურდა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობის ფაქტი, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ ს------ ს---–----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი.

 

ს------ ს---–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ს------ ს---–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნატეხები, ს------ ს---–----–---–ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

§ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონი, სიმბარათთან ერთად, პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, ფულთან და ბარათებთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

§ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 1(ერთი) ცალი CD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე