განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002582910
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N 2/ბ-285-2019 18 დეკემბერი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე): ბ--–- ც-------–---–-
წარმომადგენელი: ი---- ბ-----–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შ----- ც-------–---–-
წარმომადგენელი: ი-----–- ხ--–--–---–-
დავის საგანი: განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, შ----- ლ---–---–- და ბ--–- ც-------–---–- 2012 წლის 26 სექტემბერს დაქორწინდნენ ქ. პიზაში. 2012 წლის 25 დეკემბერს, აპოსტილით დამოწმებული ქორწინების მოწმობის საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდა შ----- ც-------–---–-სა და ბ--–- ც-------–---–-ს ქორწინება. ქორწინების რეგისტრაციისას, შ----- ლ---–---–-- შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. 2012 წელს, რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ხუთი წლის განმავლობაში დღემდე, დამოუკიდებლად ცხოვრობენ, არ აქვთ ცოლქმრული ურთიერთობა არ აქვთ თანასაკუთრება, არ ყავთ შვილები და ფაქტობრივად ქორწინება არის ფორმალური, მიუხედავად ამისა, მოპასუხე ბ--–- ც-------–---–- უარს აცხადებს მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, რამაც განაპირობა აღნიშნული სარჩელის წარდგენა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა წლების განმავლობაში. შ----- ლ---–---–--, მისი ნებართვის გარეშე დაარეგისტრირა ქორწინება საქართველოში და გადავიდა მოპასუხის გვარზე. ბოლო პერიოდში შ.ც-------–---–-ს ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ერთად აღარ ცხოვრობენ, რის გამოც ბ--–- ც-------–---–-- განქორწინების მოთხოვნით მიმართა ქ. პიზას სასამართლოს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ განქორწინება თავდაპირველად უნდა განხორციელდეს იტალიაში, ქ. პიზაში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის საქართველოში განხილვა უნდა შეჩერდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. შ----- ც-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. შეწყდეს, შ----- ც-------–---–- ( დაბ: 15.04.1---წ.; პ/ნ - 0----------) და ბ--–- ც-------–---–- (დაბ: 28.02.1---–. პ/ნ - 6----------) შორის, 2012 წლის 25 დეკემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №-----------); 3. ბ--–- ც-------–---–-, შ----- ც-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს, 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; 4. გადაწყვეტილების ასლი, მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით; 5. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. შ----- ც-------–---–- და ბ--–- ც-------–---–- 2012 წლის 26 სექტემბერს დაქორწინდნენ იტალიაში, ქ. პიზაში. იტალიაში, ქ. პიზას მუნიციპალიტეტში, 2012 წლის 26 სექტემბერს N 93 აქტით რეგისტრიერბული ქორწინების საფუძველზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განხორციელდა ჩანაწერების ხელახალი რეგისტრაცია (ქორწინების აქტის ჩანაწერი #0----------). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის N 0--------- აქტის საფუძველზე, შეიცვალა საქმროს ქორწინების შემდეგი გვარი „ლ---–---–-„ გვარით „ც-------–---–-„. 2.2. შ----- ც-------–---–- და ბ--–- ც-------–---–- ერთად აღარ ცხოვრობენ. შ----- ც-------–---–- ცხოვრობს საქართველოში, ხოლო ბ--–- ც-------–---–- იტალიაში, ქ. პიზაში. მხარეებს არ ჰყავთ საერთო შვილები, არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ასევე არ გააჩნიათ საერთო ქონება. 2.3. 2018 წლის 03 ოქტომბერს, ბ--–- ც-------–---–--, შ----- ც-------–---–---- განქორწინების მოთხოვნით მიმართა ქ. პიზას სასამართლოს, სადაც მეუღლეთა სასამართლოში გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 20 მაისი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონზე, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლებზე და განმარტა: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. 2.5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და 12.1. მუხლის „ა„ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ვინაიდან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მეუღლე, შ----- ც-------–---–- საქართველოს მოქალაქეა და ამჟამად ცხოვრობს საქართველოში, ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოს გააჩნია მოცემული დავის განხილვაზე კომპეტენცია. 2.6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 19.1. მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე, ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, თუ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს საქართველოში. 2.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შ----- ც-------–---–--, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განქორწინების თაობაზე სარჩელით მიმართა 2018 წლის 09 აგვისტოს, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტებით კი დგინდება, რომ მოპასუხე ბ--–- ც-------–---–--, იმავე მოთხოვნით ქ. პიზას სასამართლოს მიმართა 2018 წლის 30 ოქტომბერს, სადაც, მეუღლეთა სასამართლოში გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 20 მაისი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. 2.8. გაზიარებული არ იქნა მოპასუხე მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ განქორწინება თავდაპირველად უნდა განხორციელდეს იტალიაში, ქ. პიზაში. მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა: სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 85.1. და 85.2 მუხლებიდან გამომდინარე, იტალიაში, ქ. პიზას მუნიციპალიტეტში, 2012 წლის 26 სექტემბერს N 93 აქტით რეგისტრირებული ქორწინების საფუძველზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ჩანაწერების ხელახალი რეგისტრაცია (ქორწინების აქტის ჩანაწერი #0----------) კანონშესაბამისს წარმოადგენდა; გარდა ამისა, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და შესარიგებლად მიღებული ზომების მიუხედავად, მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რასაც ადასტურებდა ის ფაქტი, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს, მოპასუხე ბ--–- ც-------–---–-- შ----- ც-------–---–---- განქორწინების მოთხოვნით თავადაც მიმართა ქ. პიზას სასამართლოს, სადაც მეუღლეთა სასამართლოში გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 20 მაისი. ამ გარემოებებზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა დასაბუთებული იყო, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122 მუხლის „გ“ პუნქტისა და 1127-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. შ----- ლ---–---–- (ც-------–---–-) და ბ--–- ც-------–---–- დაქორწინდნენ 2012 წლის 26 სექტემბერს იტალიაში, ქ. პიზაში. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენის გამო, შ----- ლ---–---–- დაკავებული იყო იტალიაში, რომლის თავდები იყო მეუღლე-ლ--–- ც-------–---–-. მან, მალულად დატოვა იტალიის რესპუბლიკა და იტალიაში გამოცხადდა უგზოუკვლოდ დაკარგულად. 3.2. ბ--–- ც-------–---–-, მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, დროებით ცხოვრობს იტალიაში. ვინაიდან, იტალიის რესპუბლიკაში ჯერ-ჯერობით არ არიან განქორწინებულნი, ბ--–- ც-------–---–-, როგორც თავდებს საზღვრის გადაკვეთის დროს ექმნება პრობლემები. 3.3. იტალიაში, ქ. პიზას მუნიციპალიტეტის მიერ, 2012 წლის 26 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების საფუძველზე, შ----- ლ---–---–-ს მოთხოვნით, 2012 წლის 25 დეკემბერს, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განხორციელდა ჩანაწერების ხელახალი რეგისტრაცია (ქორწინების აქტის ჩანაწერი). აღნიშნული ჩანაწერი უკანონოა, ვინაიდან ხელახალი ჩანაწერის რეგისტრაციას, კანონის შესაბამისად აუცილებლად სჭირდება მხარეთა თანხმობა. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ბ--–- ც-------–---–-ს თანხმობა, არც ყოფილა და არც იქნებოდა, იმიტომ, რომ ნებართვა ხელახალი ჩანაწერის განსახორციელებლად შ----- ლ---–---–-სთვის არ მიუცია. 3.4. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ გამოიჩინა მიკერძოება და უკანონობა, ვინაიდან კერძო სამართლის შესახებ კანონის შესაბამისად, განქორწინება უნდა მომხდარიყო თავდაპირველად იტალიაში, ქ. პიზაში, ხოლო მოცემული საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო, იტალიაში განქორწინების საქმის გადაწყვეტამდე, მითუმეტეს, როცა უკვე ჩანიშნული იყო სასამართლოს განხილვის დრო. ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები, არ შეაჩერა საქმის განხილვა და დაუშვა შესაძლებლობა, რომ საქმე განეხილა თავად. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე, დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი გარემოებები, რის გამოც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შ----- ც-------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გარემოებებს, 2.4-2.8 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები - „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8-ე, მე-12-ე, მე-19 მუხლები, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 85-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო სამართლის ნორმებიდან, თუმცა სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზიის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 1) პირველი ინსტანციის სასამართლოს, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა შეეჩერებია, თუ არა მოცემული საქმის წარმოება, იტალიაში, განქორწინების თაობაზე ბ--–- ც-------–---–-ს სარჩელის განხილვამდე, 2) საქმის არსებითი განხილვით დაარღვია, თუ არა საპროცესო სამართლის ნორმა და 3) სწორად განმარტა, თუ არა საერთაშორისო კერძო სამართლის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ განქორწინების საკითხებს. 4.4. სადავო საკითხებთან მიმართებაში, პალატა დამატებით მიუთითებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ, აპოსტილით დამოწმებულ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ბ--–- ც-------–---–-ს ადვოკატ, დ----- ჩ----------- მიერ შედგენილ დოკუმენტზე, სადაც განმარტებულია: იტალიის კანონმდებლობის მიხედვით (კან.218/1995 თავ.64), უცხო ქვეყნის განჩინება იტალიაში აღიარებულად ჩაითვლება და არ მოითხოვს სამართლებრივი პროცედურების წარმართვას, როდესაც „გ) მხარეები წარსდგნენ სასამართლოში ტერიტორიული კანონმდებლობიდან გამომდინარე, სადაც პროცესი შედგა ან საპროცესო ვალდებულება გამოცხადდა კანონთან შესაბამისად; ვ) არ წყდება პროცესი იტალიელი მოსამართლის წინაშე იმავე საგანსა და იმავე მხარეებს შორის, თუ ეს პროცესი უცხო ქვეყნის პროცესზე ადრე დაიწყო“ (ს.ფ.149). 4.5. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით- ქ. პიზას სასამართლო უწყებით ირკვევა, რომ ბ--–- ც-------–---–-ს სარჩელთან დაკავშირებით საქმის განხილვა გადადებულია 2020 წლის 12 თებერვალს. 4.6. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს, ბ--–- ც-------–---–- სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საქართველოს სასამართლოში შ----- ც-------–---–-ს სარჩელის წარდგენამდე (2018 წლის 09 აგვისტო), იტალიის სახელმწიფოში განქორწინების მოთხოვნით მისი სარჩელის წარდგენას, პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი განმარტება ამ ფაქტის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა და გაზიარებული ვერ იქნება. 4.7. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ განქორწინების მოთხოვნით, შ----- ც-------–---–-ს სარჩელთან დაკავშირებული დავა, საქართველოს საერთო სასამართლოების ორ ინსტანციაში უკვე დასრულებულია, ხოლო იტალიის სასამართლოში ბ--–- ც-------–---–-ს სარჩელის სასამართლო სხდომაზე განხილვა, ჯერ კიდევ დაწყებულიც არ არის. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, შ----- ც-------–---–-ს სარჩელის არსებითი განხილვით და საქმის წარმოების შეუჩერებლობით საპროცესო ნორმები დარღვეული არ ყოფილა, სწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, რაც გამორიცხავს ბ--–- ც-------–---–-ს სააპელაციო მოთხოვნის გაზიარების შესაძლებლობას და მის დაკმაყოფილებას. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, შ----- ც-------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ბ--–- ც-------–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ბ--–- ც-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლ--–-დ უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, ბ--–- ც-------–---–-ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ--–- ც-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: ირმა პერანიძე