განაჩენი

სისხლის სამართლის 06.01.2020
საქმის ნომერი
180100118002520927
ინსტანცია
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002520927

საქმე №1ბ/1897-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი ნ-------------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული ლ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ----------------–----------------- (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატი - გ------------–---–ი;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია:

 

1) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ-----------–---–ი მივიდა დაბა თ------–----–-–----------------ში ოჯახის წევრთან - ყოფილ მეუღლესთან ლ------------–---–თან. მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ლ-----------–---–ი ლ------------–---–ს დაემუქრა, რომ სახერხზე გადაჭრიდა, დააჭედებდა ტყვიას. თან ლ------------–---–ის დასანახად ჯიბეში ჩაიყო ხელი თითქოსდა იარაღის ამოსაღებად და მუქარის სისრულეში მოსაყვანად. ლ------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა და ლ-----------–---–ი წარსულშიც არაერთხელ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, თან იცოდა, რომ ლ-----------–---–ს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, შემთხვევის დროს კი ჯიბისკენ წაიღო ხელი;

 

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით ნასამართლევი ლ-----------–---–ი მივიდა დაბა თ------–----–-–----------------ში ყოფილ მეუღლესთან ლ------------–---–თან, რა დროსაც შეეკამათა ლ------------–---–ს და მის ძმას ა-–--------------------–---–ს. ამასთან, ამ უკანასკნელს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ხელი მოკიდა ტანსაცმელზე, ძალის გამოყენებით დააგდო სავარძელზე, ტანით მოექცა ზემოდან და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე ჩაარტყა თავი. ძალადობის შედეგად ა-–--------------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად;

 

ლ-----------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის ბელგიური წარმოების ,,BROWNING mod. 1935 hi-power’’ პისტოლეტი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თ--------------------------–---------------ში, თაავის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც იგი 2018 წლის 18 მაისს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ლ-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ.

 

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის ადვოკატმა გ------------–---–მა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის პოზიციით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა დამძიმდეს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, განხორციელებული ძალადობის ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი - ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ-----------–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ოჯახური დანაშაული ძალზე გავრცელებულია და საკმაოდ მაღალია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტის განმეორების რისკი, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდების მხარის პოზიციით სასჯელის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დანაშაულის პრევენცია - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური ან სხვა დანაშაული, რისი მიღწევაც შეუძლებელია მსგავსი მსუბუქი სასჯელის დანიშვნის პირობებში. ამიტომ მცხეთის რაიონულ სასამართლოს განაჩენში შეტანილი უნდა იქნას ცვლილება და მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელი.

 

დაცვის მხარის პოზიციით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97 - §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90 - §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93 - §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლ-----------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა - თვით მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულების ა-–--------------–---------------–---–-ს და ლ------------–---–ის ჩვენებები, 2018 წლის 18 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2018 წლის 18 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის N2----- დასკვნა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენი, საცხოვრებელ სახლის 2018 წლის 18 მაისის ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნა, რითიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია), რომლითაც ლ-----------–---–ს დაედო მსჯავრი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება კი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-? ?????? ან 63-? ?????? პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ლ-----------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებას და მის გულწრფელ სინანულს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ურთიერთშელაპარაკება, რასაც წინ უსწრებდა ოჯახური კონფლიქტი), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ-----------–---–ი იყო მთვრალი), მსჯავრდებულის პიროვნებას (არის ხანდაზმული და ხასიათდება დადებითად), ოჯახურ ვითარებას (ჰყავს ახალი ოჯახი და კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არასრულწლოვანი გერები), განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას (დაავადებულია გ.ი.დ. სტენოკარდიით, არტერიული ჰიპერტენზიით, აგრეთვე - მოციმციმე არითმიით, საშარდე გზების ინფექციით, აქვს თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომი, რის გამოც საქმის სასამართლო განხილვის პერიოდში მრავალჯერ მოხვდა სტაციონარში სამკურნალოდ, რაც ხშირად ხელს უშლიდა, მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვაში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა ვერ მიიღო ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რის შესახებაც ადვოკატმა წარმოადგინა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია), ასევე იმ გარემოებას, რომ ა-–--------------------–---–თან ინციდენტის შედეგად თავადაც მიიღო სხეულის დაზიანებები, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია), რეციდივის წესის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია), რეციდივის წესის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას (დაზარალებულების სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას).

 

ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილია არაერთი დანაშაული და სახეზეა დანაშაულთა რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზემოთ მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, აღიარებს/ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და გააჩნია სხვა შემამსუბუქებელი გარემოებებიც, სააპელაციო პალატას მისი ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლ-----------–---–ს დანიშნული სასჯელბი ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. სააპელაციო პალატას ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია, მსჯავრდებულს დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია, დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.

 

სააპელაციო პალატას, პირობითი მსჯავრის ეფექტურად აღსრულების უზრუნველსაყოფად საკმარისად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის მოვალეობის დაკისრება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფა-ქცევაზე კონტროლი გამოსადელი ვადის პერიოდში უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს ლ-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ლ-----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

ლ-----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

ლ-----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი.

 

ლ-----------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით ლ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული 10000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა გ--------------–---–ის (პირადი ნომერი N2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (14235.00 კვ.მ ფართის, მდებარე თ----------------–----------, საკადასტრო კოდით 7-----------) გირაოს თანხის ეკვივალენტურ წილზე.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს: ლ-----------–---–ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლის ნიმუშები, ა-–--------------------–---–ის სისხლის ნიმუში, რომლებიც დალუქული სახით ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის ბელგიური წარმოების ,,BROWNING mod. 1935 hi-power’’ პისტოლეტი, რომლის მარჯვენა მხარეზე ლულის სავაზნეზე იკითხება ციფრები ,,97991’’, ჩამკეტის გარსაცმზე იკითხება ციფრი ,,1’’, ჩარჩოზე იკითხება ციფრები ,,791“, რომელსაც გადაკეთებული აქვს ლულის სავაზნე და ინახება თიანეთის შს რაიონულ სამმართველოში, ჩაბარდეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს და აღრიცხული იქნას დასახელებული სამინისტროს ბალანსზე;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ლ-----------–---–ის ტანსაცმელი - მამაკაცის ერთი ცალი ლურჯი ფერის ქურთუკი, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში დალუქულ მდგომარეობაში (ლუქით FCD719558), დაუბრუნდეს ლ-----------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე