განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-811-2019 წელი
№080100119003100834
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
25 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა-–---------- ღ------------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა-–---------- ღ------------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–-----------------------------ში, მსჯავრდებულია ქუ-თაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქ-ტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი) და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ა-–---------- ღ------------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ქურდობის მცდელობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისთვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმ-დეგ;
– ასევე ქურდობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. (5 ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 04:40 საათზე, ქ-------–-------------------------–---------------ის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 15 ნოემბ-რის განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ა-–---------- ღ------------ე შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა რ----- ღ------ის კუთვნილ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის, „---------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის ე.წ. კატალიზატორს, რის შედეგადაც რ----- ღ------ეს მიადგებოდა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 26 მაისის 21:00 საათიდან 27 მაისის 10:00 საათამდე დორის მონაკვეთში, ქ-------–---------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------- ღ------------ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-------- კ--------ის „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის, „---------- სახელმწიფო სერიისა და ნომრის მქონე ავ-ტომანქანის კატალიზატორს, რის შედეგადაც ნ-------- კ--------ეს მიადგა 1200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 02 ივნისს, ქ-------–---------–----------------ში, ა-–---------- ღ------------ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-------- ყ-----ის „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით „--------, ავტომანქანის კატალიზა-ტორს, რის შედეგადაც ნ-------- ყ-----ეს მიადგა 1200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 03 ივნისს, ქ-------–---–-------–--------------თან, ა-–---------- ღ------------ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ-–- ღ------------ის კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით „----------, ავტო-მანქანის კატალიზატორს, რის შედეგადაც ლ-–- ღ------------ეს მიადგა 700 ლარის მნიშ-ვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 03 ივნისს, ქ-------–---–-------–---------------თან ა-–---------- ღ------------ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ---- ჯ----–--ის კუთვნილი „ტოიოტა აქუას“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით „----------, ავტომანქა-ნის კატალიზატორს, რის შედეგადაც ნ---- ჯ----–--ეს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 08 ივნისს 19:00 საათიდან 09 ივნისის 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ--------–------------------–----------------ში, ა-–---------- ღ------------ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გურამ სირაძის კუთვნილ „ტო-იოტა პრიუსის“ ფირმის, სახელმწიფო ნომრით „---------“, ავტომანქანის ე.წ. კატალი-ზატორს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–---------- ღ------------ის ინტერესების დამცველმა ადვო-კატმა ი-----–- შ-----–--მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-–---------- ღ-------------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: თითოეული დანა-შაულებრივი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი შემცირებას 04 (ოთხი) წლამდე, ხო-ლო შემდეგ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვ-რისას შთანთქმის წესის გამოყენებით და საბოლოოდ 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკევეთის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულმა თავიდანვე აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამ-შრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების და-დგენას და ყველა დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ა-–---------- ღ------------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვე-პუნქტებით (5 ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---------- ღ------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანი-შვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მარ-თლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხო-ვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ ა-–---------- ღ------------ემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა, მან დროის მოკლე მონაკვეთში გა-ნახორციელა დანაშაულის ყველა ეპიზოდი, რითაც დაზარალებულებს მიადგათ მნიშვ-ნელოვანი ქონებრივი ზიანი, აღნიშნული განზრახი დანაშაულები მან ჩაიდინა პირო-ბითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ამასთან გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ა-–---------- ღ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენ-თა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვა-დით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სას-ჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გა-ნაჩენი ა-–---------- ღ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა-–---------- ღ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალა-ქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა-–---------- ღ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 09 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 02 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 03 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 03 ივნისის ეპიზოდი – დაზარალებული ნ---- ჯ----–--ე) გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 08 ივნი-სის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 08 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა – 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს დანარჩენი 5 დანაშაუ-ლებრივი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები და ა-–---------- ღ------------ეს დანა-შაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამი-სად, ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს, წინა, ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- ღ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ა-–---------- ღ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა-–---------- ღ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2019 წლის 09 ივნისიდან.
ნივთმტკიცება – ა-–---------- ღ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ლითონის ქანჩი თავისივე დამაგრძელებელი ღერძით, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ა-–---------- ღ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილე-ბის მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ა-–---------- ღ------------ისგან ამორებული ტანსაცმელი: მოსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მესა-კუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის (ნ------------------–------------) დათვალიერე-ბის დროს ამოღებული დანგრატი, ბეტონის ბლოკი, ჭანჭიკი, ორი ცალი ჭანჭიკის სახსნე-ლი ქანჩი, ანაწმენდი და ორი ცალი ხელის კვლები, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის (ნ------------------–------------) დათვალიერე-ბის დროს ამოღებული ზურგჩანთა, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის (წ-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს ამოღებული ე.წ. „ტროსი“, სამი ცალი ჭანჭიკი, დანგრატი, დან-გრატის სახელური ანაწმენდი, სიგარეტის ნამწვი და ოთხი ცალი ხელის კვალი განად-გურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ოთხი ცალი დაქტილოფირი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – 5 (ხუთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენა-ხულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის (ნ-----------------–------) დათვალიერების დროს ამოღებული ბრტყელტუჩა, 4 ცალი ზამბარებიანი ჭანჭიკი, ორი ცალი უზამბარო ჭანჭიკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის (მ-----–--------------) დათვალიერების დროს ამოღებული ჭანჭიკები, მეტალის მილი, დანა და ანაწმენდი განადგურდეს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის (ნ---------------) დათვალიერების დროს ამოღე-ბული სამი ცალი ჭანჭიკი, ორი ცალი ზამბარა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის (წ-------–------------2) დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები და ხელის ორი კვალი განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ა-–---------- ღ------------ის ნერწყვის ნიმუში და ხელი ნიმუში განად-გურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili