განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001488372
საქმე №1ბ/1455-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ-----------–---ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ი-–---–---–---, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ტ--------–---------------------------–---------------------–------------------–--------------------------ში.
ადვოკატი: თ-----------–--------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.
სასჯელი: საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-–---–---–---მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. იგი არ ცნობს თავს დამანაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია. მან ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება, რადგან იძულებული იყო დედის ავადმყოფობის გამო, სამკურნალო თანხის მოძიების მიზნით, გადასული იყო აფხაზეთში სახლის გასაყიდად. აღნიშნულ პერიოდში კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შესაგებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ი-–---–---–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-----------–--------მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან ისინი ეთანხმებიან ი-–---–---–---ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არ ხდიან სადავოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ი-–---–---–--- ოჯახური პრობლემების გამო ვერ გამოცხადდა გამომძიებასა და სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის წარმოდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–---–---–---მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
წარდგენილი ბრალდება ი-–---–---–---ს მიმართ:
2015 წლის 01 იანვარს, ქ----------–----–------–----------ში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N------–-------–---------------–---------------------- საკანში, ი-–---–---–--- შეესწრო ლ-----–---–-–---–--------------------------------------–------------–-–-------–-----------------–---------------------------------–------–--------- მიერ ჯგუფურად, მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის წამების ფაქტს, რა დროსაც ჩადენილმა სასტიკმა ძალადობრივმა ქმედებებმა თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანრგძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ი-–---–---–---მ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამასთან ჰქონდა შესაძლებლობა, გ-----------–-–---–ის წამების ფაქტი არ შეატყობინა კომპეტენტურ ორგანოებს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 01 იანვარს, ქ----------–----–------–----------ში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N------–-------–---------------–---------------------- საკანში, ი-–---–---–---, გ-------------–--–-–---–-----------–--------------------------------------------------–---–- შეესწრნენ ლ-----–---–-–---–--------------------------------------–------------–-–-------–-----------------–---------------------------------–------–--------- მიერ ჯგუფურად, მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის წამების ფაქტს, რა დროსაც ჩადენილმა სასტიკმა ძალადობრივმა ქმედებებმა თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანრგძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ი-–---–---–---მ, გ-------------–--–-–---–------------–----------------------------------------------------–---–-ა იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამასთან ჰქონდათ შესაძლებლობა, გ-----------–-–---–ის წამების ფაქტი არ შეატყობინეს კომპეტენტურ ორგანოებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით ი-–---–---–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ი-–---–---–---------- განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ ი-–---–---–---ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან იგი თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას.
მსჯავრდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს, 18:25 საათზე დაკავებული იქნა ი-–---–---–----
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებული ი-–---–---–--- დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები მიაჩნდა უდავო მტკიცებულებებად.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულ გ-----------–-–---–ის, მოწმეების: ვ-–---------------–-–---–-----–------------–----------------–-----------------------–---–---–----------–-----------------------–-–-------------------------–---–--------------------–-–---–-- და სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გ-----------–-–---–ზე, ფოტოცხრილით, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოცხრილით, ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმი, განაჩენები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-–---–---–---ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მიერ უდავო, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2015 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-–---–---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელლებას.
ი-–---–---–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა იზიარებს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 აგვისტოს განაჩენით ი-–---–---–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 09 მაისიდან.
საქმეში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებული N0------ ცნობის ასლით დგინდება, რომ ი-–---–---–--- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავსუფლდა 2016 წლის 06 მაისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 აგვისტოს განაჩენით ი-–---–---–---ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 აგვისტოს განაჩენით ი-–---–---–---ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი- თავისულების აღკვეთა 3 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი (2015 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ი-–---–---–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ი-–---–---–--- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის ის სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში, შესაბამისად მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ი-–---–---–---ს სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, პალატამ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ი-–---–---–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, რა დროსაც სააპელაციო პალატა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ი-–---–---–---ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ი-–---–---–---ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ი-–---–---–---------- განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილდან უნდა დაემატოს მხოლოდ 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ი-–---–---–---ს პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება შესაბამისი სასჯელის გამოყენების პირობებშიც, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-–---–---–---ს მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია მის მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით, 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც სრულად უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს და მისი ადვოკატის თ-----------–--------ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენში შვიდეს ცვლილება.
ი-–---–---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2015 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ი-–---–---–---------- განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ ი-–---–---–---ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულ ი-–---–---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 29 ნოემბერიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- 4 ცალი DVD დისკი ერთ პაკეტად - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი