განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002725219
საქმე №1ბ1392/-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუღაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ----------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ზ------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--------------–----------------------------–----------ში);
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
მსჯავრდებული - ჯ----------–--–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–------------–-------------ში);
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
მსჯავრდებული - ჯ---------–---ი (დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------------ში);
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები - თაღლითობაში დახმარება, ესე იგი დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზ------------–---–ის მიმართ:
2011 წლის 18 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი S-----------, რომელიც ითვალისწინებდა ქ. დმანისში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ფ--------’’-მა და 2011 წლის 27 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ფ--------’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N197-ე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება დაევალა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, მთავარ არქიტექტორს, ჯ---------–---ს.
შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულა N197-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტში 2011 წლის 09 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საერთო ღირებულებად მიუთითა ჯამში 202 677 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 89 560,68 ლარისა. შესაბამისად, შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორი ზ------------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 113116,32 ლარს. აღნიშნული ქმედებით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებივი ზიანი.
ჯ----------–--–-–---–ის მიმართ:
2011 წლის 18 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი S-----------, რომელიც ითვალისწინებდა ქ. დმანისში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ფ--------’’-მა და 2011 წლის 27 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ფ--------’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N197-ე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება დაევალა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, მთავარ არქიტექტორს, ჯ---------–---ს.
2011 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა გააფორმა მინდობილობა ჯ----------–--–-–---–ზე, რომელსაც მიეცა შპს ,,ფ--------’’-ის სრულად მართვის, განკარგვის და წარმომადგენლობის უფლება. შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორის მინდობილმა პირმა ჯ----------–--–-–---–მა ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულა N197-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 01 თებერვლიდან 2012 წლის 27 ივლისის ჩათვლით წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საერთო ღირებულებად მიუთითა ჯამში 183 446 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 153 110,74 ლარისა. შესაბამისად, შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორის მინდობილი პირი ჯ----------–--–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 30 335,26 ლარს. აღნიშნული ქმედებით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებივი ზიანი.
ჯ---------–---ის მიმართ:
2011 წლის 18 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოაცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი S-----------, რომელიც ითვალისწინებდა ქ. დმანისში სხვადასხვა სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ფ--------’’-მა და 2011 წლის 27 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ფ--------’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N197-ე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა.
2011 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა გააფორმა მინდობილობა ჯ----------–--–-–---–ზე, რომელსაც მიეცა შპს ,,ფ--------’’-ის სრულად მართვის, განკარგვის და წარმომადგენლობის უფლება. ამავე ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმომწერ უფლებამოსილ პირად განისაზღვრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მთავარ არქიტექტორი, ჯ---------–---ი.
შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორმა ზ------------–---–მა ასევე მისმა მინდობილმა პირმა ჯ----------–--–-–---–მა ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულეს N197-ე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. ზ------------–---–მა 2011 წლის 09 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტში წარადგინეს მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო ჯ----------–--–-–---–მა 2012 წლის 01 თებერვლიდან 2012 წლის 27 ივლისის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტში წარადგინეს მცდარი ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მთავარი არქიტექტორის, ჯ---------–---ისათვის წინასწარ ცნობილი იყო არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების ფაქტები, მან ზ------------–---–ისათვის და ჯ----------–--–-–---–ისათვის თაღლითობაში დახმარების მიზნით შეგნებულად დამალა აღნიშნული და 2011 წლის 09 დეკემბრიდან 2012 წლის 27 ივლისის ჩათვლით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები დაადასტურა თავისი ხელმოწერით. ამ გზით შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორს ზ------------–---–ს ჩაერიცხა 202 677 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 89 560,68 ლარისა. შესაბამისად, ზ------------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 113 116,32 ლარს, ხოლო შპს ,,ფ--------’’-ის დირექტორის მინდობილ პირს ჯ----------–--–-–---–ს ჩაერიცხა 183 446 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები 153 110,74 ლარისა. შესაბამისად, ჯ----------–--–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 30 335,26 ლარს. აღნიშნული ქმედებით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით:
ზ------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ზ------------–---–ის მიმართ პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 07 დეკემბრიდან დღემდე, ანუ განაჩენის დადგენამდე) გათვალისწინებით, შემცირებული იქნა ჯარიმის ოდენობა და განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯ----------–--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯ---------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ----------------–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის პოზიციით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რის გამოც უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, ვინაიდან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვასწინებული დანაშაული წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და იგი ჯარიმას ერთად ასევე სანქციის სახით ითვალისწინებს ექვსი წლიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მსჯავრდებულებს - რომელთა ქმედებებით, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული - სასჯელად განუსაზღვრა საკმაოდ მსუბუქი - სასჯელი. სასამართლო პრაქტიკაში ასეთი მსუბუქი სასჯელების დამკვიდრება ზოგადად ხელს შეუშლის ისეთი დანაშაულის თავიდან აცილებას და პრევენციას, როგორიცაა სახელმწიფო კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებას, შესაბამისად მსგავსი მსუბუქი სასჯელების გამოყენება კი მომავალში იქნება არა შემაკავებელი, არამედ წამახალისებელი ფაქტორი,შესაბამისად აუცილებელია როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენცია, რათა არ განმეორდეს მსგავსი ანდა სხვა სახის დანაშაულები.რომელიც აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელი არ არის პროპორციული და სამართლიანი. მსჯავრდებულების სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შემდეგი გარემოებები: მათ დანაშაული ჩაიდინეს პირდაპირი განზრახვით, ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული, მართალია ბოლოს აღიარეს ჩადენილი დანაშაული და თავი სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულს დღემდე არ ანაზღაურებია მიყენებული ზიანი.
დაცვის მხარის პოზიციით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელები სამართლიანი, რისი გათვალისწინებით განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა მიმოიხილავს აპელანტის საკვანძო არგუმენტებს და განმარტავს, რატომ არ იზიარებს მათ.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ------------–---–ის, ჯ----------–--–-–---–ის და ჯ---------–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ ზ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ჯ----------–--–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლ ჯ---------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ისინი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ზ------------–---–ის, ჯ----------–--–-–---–ის და ჯ---------–---ის მიერ დანაშაულის აღიარებასა და გულწრფელ სინანულს, რითაც ხელი შეუწყეს მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მსჯავრდებულების წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულების წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და მსჯავრდებულების მიერ დანაშაულში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ზ------------–---–ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 7 დეკემბრიდან განაჩენის დადგენამდე) გათვალისწინებით, უნდა შეუმცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით; ჯ----------–--–-–---–ს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ჯაბა - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით იქნება ზომიერად მკაცრი სასჯელი და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეთა რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი;
ზ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ზ------------–---–ის მიმართ პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 7 დეკემბრიდან განაჩენის დადგენამდე) გათვალისწინებით, შეუმცირდეს ჯარიმის ოდენობა და განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ზ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ჯ----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ჯ----------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
ჯ---------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
ნივთიერი მტკიცებულებები:
სს „ლ--------------დან“, შპს „მ----------დან“, „თ------------დან და „ს----------–---------დან“ საქმეზე გამოთხოვილი დისკები (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი