განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002795004
საქმე №1ბ/1248-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–-----------;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ჰ-------–-------–---------- (დაბადებული - 1----–-–------------ს, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის №---------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ფ-----------------------–-----------------–---);
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით);
ადვოკატი - მ-----–--------–-–---–-;
თარჯიმანი - ს---------------------;
სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლეობით 02:00 საათზე, თ---–--–--------–------------ში მდებარე ე.წ. „ნ-----–--------------ს“ ტერიტორიაზე, ჯ-------–-------ი იმყოფებოდა კუთვნილ „მერსედეს ML“-ის ფირმის (სახ. ნომრით R--------) ავტომანქანაში, ჰ-------–-------–-----------თან ერთად, რა დროსაც ეს უკანასკნელი თავს დაესხა ჯ-------–-------ს და ლითონისმაგვარი საგნით, ასევე ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სახესა და სხეულზე ფიზიკური ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გასტაცა მას 2700 ლარი და 4,786,74 ლარი (1800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), საერთო ჯამში - 7,486,74 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით ჰ-------–-------–-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ-------–-------–-----------ის ადვოკატმა ნ-----------–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც შექმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს.
1) დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება იყო წინააღმდეგობრივი, არასარწმუნო, არასანდო და არადამაჯერებელი. მისი სანდოობა ეჭვქვეშაა, რადგან დაზარალებულმა განაცხადა, რომ კარგი გამოცდილება აქვს სავაჭრო ურთიერთობებში, და მიუხედავად ამისა მხოლოდ ერთხელ ნანახ ადამიანს უცხო ქვეყანაში მიყვება, მხოლოდ დარეკვის საფუძველზე, დიდი თანხით, ენდობა ყველაფერში, მათ შორის კივის ყიდვის საკითხებში. კივის საყიდლად თანხის გადახდის ფაქტს ჯ-------–-------ი ვერაფრით ადასტურებს, გარდა მისი შვილის ჩვენებისა, რომლებიც ასევე წინააღმდეგობრივია.
2) ჯ-------–-------მა უჩვენა, რომ 1800 დოლარი, რომელიც იყო კივის საქართველოში ჩამოტანისთვის ტრაილერის მძღოლისთვის განკუთვნილი საფასური, მათ ვერ გადაიხადეს და აღნიშნულისთვის განკუთვნილი თანხა 2 დღის განმავლობაში შენახული იყო მანქანაში, მოყავისფრო ჩანთაში, რომელიც გადაკიდული იყო მანქანის მარცხენა წინა სავარძელზე. გარდა ამისა ჯ-------–მა განაცხადა, რომ ჰ---- ხშირად რჩებოდა მის მანქანაში, სისტემატიურად ხედავდა და იცოდა, რომ იქ ფულს ინახავდა.
3) დაზარალებულის ჩვენების სანდოობა ეჭვქვეშ დგება ბიოლოგიური-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რადგან მისი ჰ-------–-------–-----------ის გენეტიკური კვალი (მინორული წილიც კი) ვერ იქნა აღმოჩენილი იმ ადგილებში, რომელთანაც დაზარალებულის მტკიცებით ამ უკანასკნელს ჰქონდა შემხებლობა.
4) მოწმე მ-----–--------–---–ის ჩვენება არ არის გასაზიარებელი, რადგან ეწინააღმეგება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერს, რომლის თანახმად, არსად ჩანს თავად ეს პირი, ვიღაც ზის ავტომანქანაში. ვინაიდან ჩვენ იგი არ დაგვინახავს, ვერც ვამტკიცებთ, რომ ავტოსადგომზე მყოფი პიროვნება ნამდვილად მ-----–--------–---–ია, აღნიშნული მოწმის ჩვენება არაავთენტურობის გამო საერთოდ არ უნდა იქნას გაზიარებული სასამართლოს მიერ.
5) გამოძიების შედეგად არ არის ამოღებული და საქმეზე არ არის დამაგრებული ის სავარაუდო „რკინისმაგვარი საგანი“, რომლითაც, როგორც ჯ-------–-------მა მოახსენა სასამართლოს, ჰ---- ბ-–------- დაემუქრა მას და მოსთხოვა ფულადი თანხა. ასევე არ არის ამოღებული ფულადი თანხა იმ ოდენობით, რაც მითითებულია ბრალდების დადგენილებაში.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ქვემოთ იქნება განხილული და სააპელაციო პალატა ამ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
დაზარალებულ ჯ-------–-------ის ჩვენების თანახმად, ჰ-------–-------–-----------ი გაიცნო საქართველოში, 2017 წლის მაისის თვეში. ეს უკანასკნელი თურქული საზამთროს რეალიზაციით იყო დაკავებული. ჰ-------–-------–-----------ი და ჯ-------–-------ი გაესაუბრნენ ერთმანეთს და გაცვალეს მობილური ტელეფონის ნომრები. დაზარალებულმა ბრალდებული მიიყვანა ორთაჭალის ავტოსადგურამდე, რის შემდეგაც იგი არ უნახავს. ჰ-------–-------–-----------სა და ჯ-------–-------ს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ ენაზე ჰქონდათ. 2018 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, ჯ-------–-------ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ჰ-------–-------–-----------ი, რომელმაც ირანში კივის იაფად შეძენა შესთავაზა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჯ-------–-------ი ირანში შვილთან ერთად ჩავიდოდა და ბრალდებული ა-----ს რამდენიმე ტონა კივის შეძენაში დაეხმარებოდა, ხოლო თუ თანხა დააკლდებოდა, ჰ-------–-------–-----------ი დაამატებდა და მოგებას შუაზე გაიყოფდნენ. 2018 წლის 20 ოქტომბერს, ჯ-------–-------ი ჩავიდა ირანში. ხანდაზმული მამაკაცის დახმარებით, ა-----ი და ბე–-------–-----------ი მივიდნენ ბაღში, სადაც 30 ტონა კივის შეძენა იყო შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი სჭირდებოდა. კივი მოეწონა ა-----ს და ბრალდებულის თქმით (დაზარალებულს არ ესმოდა რას საუბრობდნენ, რადგან სპარსული არ იცის), იგი ბაღის პატრონს მოურიგდა, რომ ერთ კილოგრამ კივს 40 თეთრად შეიძენდნენ. მორიგების შემდეგ, პატარა კაფეში დასხდნენ და ჯ-------–-------ს რაღაც დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი; აუხსნეს, რომ აღნიშნული ირანული წესი იყო. როგორც დაზარალებულს უთხრეს, დოკუმენტში ეწერა, რომ მოსავლის დაკრეფამდე მთლიანი თანხა გადადილი უნდა ყოფილიყო. დაზარალებულმა ბრალდებულს იქვე გადასცა 4000 აშშ დოლარი, საიდანაც 3000 აშშ დოლარი ამ უკანასკნელმა გადასცა ბაღის პატრონს, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარი ჯიბეში ჩაიდო. დარჩენილი თანხა ბრალდებულს უნდა გადაეხადა. ნაცვლად 30 ტონა კივისა, დაიკრიფა და საქართველოში წასაღებად მომზადდა დაახლოებით 16 ტონა. ბრალდებულს კივის შესაძენად თანხა არ დაუდია. ჯ-------–-------ს ჰ-------–-------–-----------ი ატყუებდა, თითქოს თანხის გამოგზავნას ელოდებოდა. საზღვარზე ტვირთის გატარების თანხა, დაახლოებით 200 აშშ დოლარი დაზარალებულმა გადაიხადა; ტვირთის განბაჟების თანხა - 7300 ლარი ამ უკანასკნელმა ბუღალტერს გამოართვა. საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს ა-----მა და ბე–-------–-----------მა დაიწყეს კივის რეალიზაცია. გაყიდული საქონლიდან აღებული თანხით დაზარალებულმა გადაიხადა განბაჟების თანხა, ასევე მოაგროვა ტრაილერის მძღოლისთვის გადასაცემი 1800 აშშ დოლარი, რომელსაც მის კუთვნილ ავტომანქანაში ინახავდა; ასევე იხდიდა ბაზარში ყოველდღიურ ხარჯს, 400 ლარს. იმ დღეებში, როდესაც კივის რეალიზაციას ახდენდნენ, დაზარალებული და ბრალდებული ხან ავტომანქანაში რჩებოდნენ, ხანაც საოჯახო სასტუმროში. 2018 წლის 20 ნოემბერს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაზარალებული ბრალდებულთან ერთად წავიდა ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯ-------–-------მა ჰ-------–-------–-----------ის თანდასწრებით დაითვალა 2700 ლარი და ბრალდებულს უთხრა, რომ გარდა აღნიშნულისა, 1800 აშშ დოლარი ტრაილერის მძღოლისთვის გადასაცემი თანხაც შეგროვებული ჰქონდა; ამასთან, 3 ტონა კივი კიდევ იყო დარჩენილი სარეალიზაციოდ. ვინაიდან გვიანი იყო და მეორე დღეს ადრე უნდა წასულიყვნენ სამუშაოდ, ბრალდებულმა ჯ-------–-------ს ავტომანქანაში დაძინება შესთავაზა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ჰ-------–-------–-----------მა ნავთლუღის ბაზარში იყიდა ატმის არაყი, ბრინჯის ფლავი და ავტომანქანაში მის მეზობელ ბიჭთან ერთად დაიწყო დალევა. ჯ-------–-------მა ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაძინა. დაახლოებით 12:00 საათზე გამოიღვიძა და დაინახა, რომ ბრალდებული ზედ ეჯდა, მუშტებს ურტყამდა, ფულს სთხოვდა და მოკვლით ემუქრებოდა. ჰ-------–-------–-----------ი ჯ-------–-------ს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუსვენებლად ურტყამდა სახეში; შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს საბანი დააფარა თავზე და გაგუდვა დაუწყო. ჯ-------–-------მა ძალა მოიკრიბა, მიაწვა ბრალდებულს და წამოჯდომა მოახერხა. ამ დროს ორივენი გადავარდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც დაზარალებულმა დაინახა, რომ ბრალდებულს ხელში რკინის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ძლიერად დაარტყა დაზარალებულს და კვლავ მოკვლით დაემუქრა. ავტომანქანიდან გადავარდნისას, 2700 ლარი ძირს დაცვივდა. ჯ-------–-------მა ამოისუნთქა და გაქცევა სცადა, მაგრამ ბრალდებულმა ამის საშუალება არ მისცა. მან უკნიდან ყელზე მოუჭირა ა-----ს, ძირს დააგდო და რკინის წვეტიანი საგანი დაარტყა; გვერდშიაღნიშნულის შემდეგ კი გაათრია მანქანისკენ. ჯ-------–-------მა გადაწყვიტა ბრალდებულისთვის ფული მიეცა და დაიწყო ფულის ძებნა, რა დროსაც ჰ-------–-------–-----------მა ორჯერ დაარტყა სხეულზე. დაზარალებულმა შეამჩნია, რომ ავტომანქანიდან დაახლოებით ორ მეტრში ეყარა ფულადი თანხა ლარებში. ბრალდებულმა სწრაფად აკრიფა ფული, ასევე ჩანთიდან ამოიღო 1800 აშშ დოლარი და ჯიბეში ჩაიდო. აღნიშნულის შემდეგ, ჰ-------–-------–-----------მა ჯ-------–-------ი დასვა ავტომანქანის საჭესთან და ვაგზლის მოედანზე წაყვანა მოსთხოვა. ბრალდებულმა დაზარალებულს სახეზე სისხლი შეამჩნია და შეეშინდა პოლიციას არ დაენახა ყოველივე აღნიშნული, რის გამოც დაზარალებულს სისხლი სახიდან პირსახოცით მოწმინდა. ნაცვლად ვაგზლის მოედნისა, ჯ-------–-------მა ავტომანქანა პოლიციის ავტოსადგომთან მიიყვანა და გააჩერა. ბრალდებულმა კარი გააღო და გაიქცა. თავად დაზარალებული იქვე მყოფ პოლიციის თანამშრომელთან მივიდა, უთხრა, რომ ირანის მოქალაქემ დააყაჩაღა და დახმარება სთხოვა. იგი ჩაჯდა პოლიციელების ავტომანქანაში და მათთან ერთად დაიწყეს ბრალდებულის ძებნა, თუმცა - უშედეგოდ. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2018 წლის 20 ნოემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გ---------------ს მიერ, ექსპერტების - კ---------------------------–--------------------------–---–-------------------–----ის მონაწილეობით, ავტომანქანის მესაკუთრე ჯ-------–-------ის თანდასწრებით, დათვალიერებულ იქნა შავი ფერის ავტომანქანა „მერსედესი ML 350“, სახ. №---------. ავტომანქანას გააჩნია ოთხი კარი, საჭე განთავსებულია მარცხენა მხარეს. ავტომანქანის უკანა სავარძელზე დევს საბანი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, წინა მარცხენა სავარძელზე ჩამოკიდებულია ყავისფერი ტყავის ზურგჩანთა, უკანა სავარძელზე დევს ერთი ცალი „ბლოკნოტი“ და გამომთვლელი მანქანა, ავტომანქანის საბარგულში მოთავსებულია ბალიში, შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, სვიტერი, ერთი ცალი ხალიჩა და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, ფეხის დასადებზე მოთავსებულია ორი ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერებით - „ბახმარო“ და „ბაკურიანი“. ავტომანქანის ე.წ. „ბარში“ დევს მეხსიერების ბარათი, გადამყვანი მოწყობილობა, ხურდა ფული სამი ლარის ოდენობით და თეთრი ფერის ხელსახოცი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის შავი ფერის ტყავის თავის მისადებს გვერდითა მარცხენა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტების მიერ ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, რამდენიმე ხელის კვალი, ანაწმენდები, მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში და მიკრონაწილაკები, ორი ცალი პლასტმასის ბოთლი, წარწერებით - „ბახმარო“ და „ბაკურიანი“, ყავისფერი ზურგჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, ერთი ცალი საბანი მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული კვლები, ნივთები, ანაწმენდები და ნივთიერებები დაილუქა, ხოლო ავტომანქანის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სიწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - კ------------------------------–------ემ. მოწმეთა განმარტებით, დათვალიერება ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; შედგა სათანადო ოქმი რომელსაც ხელი მოაწერა ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირმა.
2018 წლის 20 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ჯ-------–-------მა მიუთითა ქ-------–--–--------–-----------------–----ზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას, საკუთარ ავტომანქანაში, ბრალდებულმა დააყაჩაღა და წაართვა ფულადი თანხა 1800 აშშ დოლარისა და 2700 ლარის ოდენობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს ექსპერტმა - ზ--------------–---–მა და გამომძიებელმა - ვ-----------------ემ. მოწმეთა განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. გამომძიებელმა - ვ-----------------ემ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
2018 წლის 20 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ---------------ს მიერ, ჯ-------–-------ისგან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის ავტომანქანა „მერსედესი ML 350“, სახ. №---------.
შს სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმისა და ავტომანქანის ამოღების ოქმების სისწორე.
2018 წლის 20 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ჯ-------–-------ისგან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი - შავი ფერის დუტის ჟილეტი თეთრი ფერის კანტით, რომლის ზემოთაც ჟილეტი არის მოლურჯო ფერის. ჟილეტს გააჩნია კაპიუშონი, რომლის ძირშიც იგი არის დაზიანებული. წინა და უკანა მხარეს აღენიშნება დასვრის კვალი.
ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა - გ--------------–---–მა.
მოწმე ა--- ა-----ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის დაზარალებულ ჯ-------–-------ის შვილი. ჰ-------–-------–-----------ი მან გაიცნო ირანში. ბრალდებულმა მამამისს - ჯ-------–-------ს კივის ბიზნესი და ირანში ჩასვლა შესთავაზა. 2018 წლის 20 ოქტომბერს, ა--- ა-----ი მამამისთან ერთად ჩავიდა ირანში, სადაც შეიძინეს დაახლოებით 15 ტონა კივი. მამა-შვილმა ბრალდებულს გადასცეს 4000 აშშ დოლარი, საიდანც ჰ-------–-------–-----------მა 3000 მისცა ბაღის მეპატრონეს ხოლო 1000 აშშ დოლარი თვითონ დაიტოვა. ვინაიდან ა-----ებმა სპარსული ენა არ იცოდნენ, კივის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს ბრალდებული აწარმოებდა. მოწმის განმარტებით, ადგილზე შეადგინეს რაღაც დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოაწერინეს. 2018 წლის 20 ნოემბერს, ა--- ა-----ი იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში. ღამის საათებში მას დაურეკა მამამისმა და უთხრა, რომ ბრალდებულმა იგი დააყაჩაღა. მამამისის თქმით, ჰ-------–-------–-----------მა რკინის ნაჭერი დაარტყა და ფულადი თანხა 2700 ლარისა და 1800 აშშ დოლარის ოდენობით წაიღო; მამამისის ცემა და ფულის წართმევა მის კუთვნილ ავტომანქანაში მოხდა; სწორედ ჰ-------–-------–-----------მა შესთავაზა მამამისს - ა--- ა-----ს მანქანაში გაეთენებინათ ის ღამე. მოწმის განმარტებით, მამამისს სახეზე, მარცხენა მხარეს ნაიარევი ეტყობოდა, ასევე ტანზე ემჩნეოდა ცემის კვალი. ა--- ა-----ის ჩვენების თანახმად, მამამისს ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ფულადი ვალდებულება არ გააჩნდა; ტვირთის განბაჟების თანხა მამამისმა გადაიხადა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა იცოდა, რომ მამამისი ყავისფერ ჩანთაში ინახავდა ფულს.
შს სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელ მ-----–--------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა შს სამმართველოს ისანი - სამგორის მე-11 განყოფილების ავტოსადგომზე, რა დროსაც შეამჩნია შავი ფერის ჯიპი, რომელიც გაჩერდა, გადმოვიდა ერთი პიროვნება და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. აღნიშნულმა მისი ყურადღება მიიქცია და დააკვირდა მას. ამის შემდეგ, გაჩერებული ავტომანქანიდან მეორე პიროვნება გადმოვიდა, რომელმაც მ-----–--------–---–ს უთხრა, რომ გაქცეულმა პიროვნებამ წაართვა ფულადი თანხა. მოწმემ დაზარალებული ჩასვა ავტომანქანაში და გაემართნენ გაქცეულის მოსაძებნად, მაგრამ ვერ მიაგნეს; ამის შემდეგ დაბრუნდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაზარალებულმა წერილობით განაცხადა მასზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. მოწმის განმარტებით, ავტომანქანა ავტოსადგომზე შევიდა უკანა მხრიდან და მისგან დაახლოებით 10 მეტრში გაჩერდა; ავტოსადგომი კარგად განათებულია. გაქცეულ პიროვნებას ჰქონდა მოკლედ შეჭრილი თმები და ღია ფერის სახე შავი თმებით; დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაზიანებები ეტყობოდა.
შს სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელმა - ვ---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მიღებული ოპერატიული ინფორმაციისა და მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე. მოწმის განმარტებით, პირადმა კონტაქტმა აცნობა, რომ ჯ-------–-------ის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი პიროვნება გადაადგილდებოდა ვალეს საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ვ---------------ემ სთხოვა შესაბამის სამსახურებს, ბრალდებულისთვის არ მიეცათ საქართველოდან წასვლის ნებართვა; მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ კი პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
გამომძიებელმა - გ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განამრტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისგან ამოიღო ქურთუკი, ასევე გამოკითხა პატაკის ავტორი - ვ---------------ე.
2019 წლის 5 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ისანი - სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელ ვ-----------------ის მიერ, ადიგენის რაიონის სოფელ არალში მდებარე „გ--–---ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებულ იქნა ვიდეოკამერის ჩანაწერები - 2018 წლის 20 ნოემბრის 09:00 საათიდან 2018 წლის 20 ნოემბრის 10:00 საათის ჩათვლით.
2019 წლის 6 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ისანი - სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელ ვ-----------------ის მიერ, დათვალიერებულ იქნა ადიგენის რაიონის სოფელ არალში მდებარე „გ--–---ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 20 ნოემბრით, რომელშიც 09:06 საათზე ჩანს საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მოწითალო ფერის ქურთუკითა და მუქი ფერის შარვლით, რომელსაც ხელში უჭირავს საშუალო ზომის მუქი ფერის ჩანთა. მამაკაცი შედის ბენზინგასამართ სადგურზე არსებულ მაღაზიაში, საიდანაც გამოდის 09:43:41 საათზე და ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას.
2019 წლის 31 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს თბილისის ისანი - სამგორის სამმართველოს გამომძებელ ვ-----------------ის მიერ, უ--------–-----სგან გამოთხოვილ იქნა ისანი - სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების ადმინისტრაციული შენობაში განთავსებული #5 ვიდეოკამერის ჩანაწერი - 2018 წლის 20 ნოემბრის 03:30 საათიდან 2018 წლის 03:40 საათამდე.
2019 წლის 31 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს თბილისის ისანი - სამგორის სამმართველოს გამომძებელ ვ-----------------ის მიერ დათვალეირებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 20 ნოემბრით. ვიდეოჩანაწერის 03:36:00 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელიც ჯდება ავტოსადგომზე დაპარკინგებულ ავტომანქანაში. 03:36:55 საათზე ავტოსადგომის ტერიტორიაზე შემოდის მუქი ფერის ჯიპი, რომელიც ჩერდება ავტოსადგომზე დაპარკინგებული მოწითალო ფერის მიკროავტობუსის გვერდით და ავტომანქანიდან მისი გაჩერებისთანავე წინა მარჯვენა კარიდან გადადის პიროვნება, რომელსაც მარცხენა ხელში აქვს ჩანთა და გარბის ავტოსადგომის ტერიტორიიდან. ამ დროს ზემოაღნიშნული ავტომანქანის მძღოლი გადადის ავტომანქანიდან, სირბილით მიდის ავტოსადგომზე დაპარკინგებულ ავტომანქანასთან და ხელით ანიშნებს გაქცეული პიროვნებისკენ.
ინფორმაციის გამოთხოვისა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ისანი - სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელმა - ვ-----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
2018 წლის 20 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ქ. თბილისის ისანი - სამგორის შს სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელ ი-–------------ის მიერ, გამომძიებელ ჯუ-----–---–---------------------------------–---–----ის მონაწილეობით, დაკავებულ იქნა ჰ-------–-------–----------, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პასპორტი, პირადობისა და მართვის მოწმობები, დოკუმენტები ირანული წარწერებით, შავი ფერის ხელჩანთა წარწერით „ასუს“ მასში მოთავსებული, გაუქმებული პასპორტით და ორი ცალი სავიზიტო ბარათით, ღია ფერის პირსახოცით, ერთი ცალი ყვითელი ფერის მაისური, ყურსასმენი, მობილური ტელეფონის სატენი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათით და მეხსიერების ბარათით დაზიანებულ მდგომარეობაში. ჰ-------–-------–-----------ისგან ასევე ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით, 25 ლირა (კუპიურა), ორი ცალი ლითონის მონეტა (ლირა), ერთი ცალი აზერბაიჯანული ფულის ერთეული (მონეტა). დაკავების ოქმის მიხედვით, ბრალდებულს მარცხენა მხრის ზედა ნაწილში, ლავიწის მიდამოში აღენიშნება დაზიანებები ნაკაწრის სახით.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ქ. თბილისის ისანი - სამგორის შს სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელმა - ი-–------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, ბრალდებული დაკავებულ იქნა ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. ჰ-------–-------–-----------ს თარჯიმნის მეშვეობით განემარტა უფლებები, რის შემდეგაც გაიჩხრიკა. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა სხვადასხვა დოკუმენტები და ფულადი თანხა - 10 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, სხვადახვა ქვეყნების ფულადი ერთეულები; ჰ-------–-------–-----------ს თან ჰქონდა შავი ფერის ხელჩანთა დოკუმენტებით. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოეწერა ხელი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ბრალდებულს ოქმის შინაარსი ეთარგმნა, რის შემდეგაც გაემართნენ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება (ბრალდებულის დაკავება). მოწმის განმარტებით, დაკავებულს დაზიანება აღენიშნებოდა, რის შესახებაც გაკეთდა ჩანაწერი ოქმში.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ქ. თბილისის ისანი - სამგორის შს სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელმა - ჯ-------–---–----ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 იანვრის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 0.5 ლიტრი ტევადობის პეტ-ბოთლში წარწერით „ბახმარო“ (ობ. #1), მოთავსებული სითხე წარმოადგენს წყალს;
ექსპერტიზაზე გამსოაკვლევად წარდგენილ 0.5 ლიტრი ტევადობის პეტ-ბოთლში წარწერით „ბაკურიანი“ (ობ. #2) მოთავსებული სითხე წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელს. ნიმუშში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 30 პროცენტს.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ლ---------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 17 იანვრის №------ დაქტილოსკოპიური დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარდგენილი კვალი #1, #2, #3, #4 და #5 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.
გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვალი მაქსიმალური ზომებით - 39X მმ და 33X46 მმ პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #2 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 07.01.1978 წელს დაბადებული ჰ---- მეჰბედის ძე ბ-–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #3 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 07.01.1978 წელს დაბადებული ჰ---- მეჰბედის ძე ბ-–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #4 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 07.01.1978 წელს დაბადებული ჰ---- მეჰბედის ძე ბ-–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #5 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 07.01.1978 წელს დაბადებული ჰ---- მეჰბედის ძე ბ-–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალი #1 არ არის იდენტური 07.01.1978 წელს დაბადებული ჰ---- ბ-------ს ძე ბ-–-------–---------ის სახელზე შევსებულ დაქტილბარათზე არსებული ხელის ანაბეჭდის ნიმუშების.
გამოკვლევაზე წარდგენილ 07.01.1978 წელს დაბადებული ჰ---- ბ-------ს ძე ბე–-------–-----------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი #1-ის იდენტური ხელის კვლები და ნაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
ექსპერტმა ნ-----------------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 თებერვლის #--------- დასკვნის თანახმად, სერლოგიური, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
პაკეტში წარწერით „... 2 (ორი) ც. პლასტმასის ბოთლი...“, მოთავსებულ ბოთლზე წარწერით: „ბახმარო...“, არსებული ბილოგიური მასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯიბრაილ ა-----ს (ობ. #26.პაკეტი, წარწერით: „...ჯიბრაილ ა-----ის სისხლის ნიმუში...“). ამავე პაკეტში მოთავსებულ ბოთლზე წარწერით: „ბაკურიანი..“, არსებულ ბიოლოგიური მასალის (ობ. #2) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ჰ-------–-------–-----------ის (ობ. #25; პაკეტი, წარწერით: „..აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში ჰ-------–-------–-----------ის..“, ხოლო მეორე წილი ჯიბრაილ ა-----ის (ობ. #26) გენეტიკური პროფილის იდენტურია;
პაკეტში წარწერით: „..მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში აღებული სტერილურ ბამბისთავიან ჩხირზე ავტომანქანიდან „მერსედესი“ ს/ნ R--------…“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მომწვანო-მოყავისფრო ლაქები (ობ. 3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #3-ზე გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, სავარაუდო დეგრადაციის გამო;
პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდები 4 (ოთხი) ც. ნიმუშად, აღებული ა/მ-დან „მერსედესი“ ს/ნ R--------..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე , უკანა მარცხენა კარის შიდა ბერკეტიდან (ობ. #5) და უკანა მარცხენა კარის გარესახელურიდან (ობ. #6) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, ობ. #6-ის გენმეტიკური პროფილი და ობ. #5-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26). ობ. #5-ის პროფილში ჰ-------–-------–-----------ის (ობ. #25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში მოტავსებულ დანარჩენ ანაწმენდზე (ობ. #4,7) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: „...ქაღალდის ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ა/მ „მერსედესი“ ს/ნ R--------..“ (ე.წ. ბარიდან)...“ მოთავსებულ ქაღალდის ხელსახოცზე (ობ. #8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობიექტი #8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26);
პაკეტში წარწერით: „... 1 (ერთი) ც. ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით, ამოღებული ა/მ „მერსედესი“ ს/ნ R--------..“ წინა მარცხენა სავარძლის საზურგე ნაწილიდან...“ მოთავსებულ ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #10) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26), ობ. #10-ის პროფილში ჰ-------–-------–-----------ის (ობ. #25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე ჩანთის სახელურზე, ელვაშესაკრავზე, მიმდებარე უბნებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #9) შერეული გენეტიკური პროფილი ინდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
ლურჯი ფერის ჯაგრისზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომელიც განსხვავდება ჰ-------–-------–-----------ისა (ობ. #25) და ჯ-------–-------ის (ობ. #26) გენეტიკური პროფილისაგან. ობ; #11-ის გენეტიკური პროფილი შესაძლოა ეკუთვნოდეს ჯ-------–-------ის (ობ. #26) ბილოგიურ ნათესავს;
მწვანე ფერის ჯაგრისზე არსებული ბილოგიური მასალის (ობ;. #12) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ.#26), ხოლო მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
სამ ცალ კალმისტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #13) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
სავიზიტო ბარათზე არსებული ბილოგიური მასალის (ობ. #14) შერეული გენეტიკური პროფილის ერთერთი წილი ჯ-------–-------ის (ობ. #26), ხოლო მეორე წილი ობ. #11-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია;
ქაღალდის ფურცლების სამაგრზე (ობ;. #15) და ქაღალდის ფურცლებზე (ობ. #16) არსებული ბილოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „..ჯ-------–-------ის ჟლეტი 0----------- საქმე...“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები (ობ. #17,18) წაქრმოადგენს ადამიანის სისხლს ობ. #17,18-ის და ჟილეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #19, 20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26);
პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ც. საბანი მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ა/მ „მერსედესი“ ს/ნ R-------- უკანა სავარძლის ტყავის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ საბნის შალითაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #21-24) წარმაოდგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჰ-------–-------–-----------ს; (ობ. #25) შალითაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ;. #21, 23) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთის არაინფორმატიულია (ექსპერტი ე-------------------–--ე).
ექსპერტმა ე-------------------–--ემ დაადასტურა, მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებთ განმარტა, რომ დეგრადაცია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია ნახსენები, ნიშნავს ბიოლოგიური ნიმუშის გაფუჭებას (დეგრადაციას), რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს სხვადასხვა გარეგნული ფაქტორებით. ამა თუ იმ საგანზე ბილოგიური მასალის გადასვლა ხდება კონტაქტის შედეგად. კონტაქტი მხოლოდ შეხებას არ გულისხმობს, საგანზე შეიძლება მოხვდეს ნერწყვი, თმა და სხვა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის #--------- დასკვნის თანახმად, ჯ-------–-------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის სისწორე.
სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებელი - მ--------------–---–ი, ექსპერტები - გვ--–--------------------------–----------------------------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ ჰ-------–-------–----------ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მე-5 პუნქტში მითითებული მტკიცებულებები - 5.1-5.10, 5.14-5.20 მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ბრალდებულმა ჰ-------–-------–-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი ირანში დაკავებულია ბიზნესით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართულებით. 2018 წლის ივნისის თვეში, ბრალდებული ჩამოვიდა საქართველოში. მისი ოჯახი მატერიალურად კარგ მდგომარეობაშია, რადგან გააჩნია უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთები, სადაც კარგი მოსავალი მოჰყავს. ჯ-------–-------თან მისი შეხვედრა მოხდა 2018 წელს. ბრალდებულმა იგი გაიცნო მეზობლად მცხოვრები პიროვნებისგან, გაესაუბრნენ ერთმანეთს და გაცვალეს ტელეფონის ნომრები. მათი ოჯახის წევრები ხშირად საუბრობდნენ ერთმანეთთან. 2018 წლის ოქტომბრის თვეში დაზარალებული ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა ირანში კივის შესაძენად. მათ ჰ-------–-------–-----------ი კარგად გაუმასპინძლდა. ა-----ებმა და ბრალდებულმა გააფორმეს ხელშეკრულება და შეიძინეს კივი, რომელშიც პირადად ბრალდებულმა გადაიხადა 6000 აშშ დოლარი. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, საქონლის რეალიზაციის შემდეგ გადახდილი 6000 აშშ დოლარი უნდა დაბრუნებოდა მას, ხოლო მოგება შუაში გაიყოფოდა. ა-----ი და ბრალდებული კივის რეალიზაციას რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდნენ საქართველოში. გაყიდული საქონლიდან ჯ-------–-------მა აიღო სხვადასხვა თანხები, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა - 6800 ლარი. გარდა აღნიშნულისა, ჯ-------–-------ი ხშირად ყიდულობდა სხვადასხვა პროდუქტებს ოჯახისთვის, რაშიც საერთო თანხას ხარჯავდა. როდესაც საქონლის რეალიზაცია თითქმის დასრულდა, ბრალდებულმა დაზარალებულს სთხოვა, დაეანგარიშებინათ ყველანაირი ხარჯი და მოგება, თუმცა ჯ-------–-------ი საუბარს თავს არიდებდა და ბრალდებულს სთავაზობდა, ტრაილერის მძღოლისთვის მისი კუთვნილი თანხა არ გადაეხადათ. ჯ-------–-------ი ჰ-------–-------–-----------ს აძლევდა მხოლოდ 2700 ლარს, რაც ამ უკანასკნელს არ მოეწონა, ვინაიდან მეტი ეკუთვნოდა. ბრალდებული ბოლო დღეს განერვიულებული იყო, რადგან ჯ-------–-------ი ანგარიშსწორებას არ ახდენდა. ბრალდებული და დაზარალებული ოდნავ ნასვამები იყვნენ და შეკამათდნენ, რაც ძიძგილაობაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას, ჯ-------–-------მა ბრალდებული ფრჩხილებით დაკაწრა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ისინი დაშოშმინდნენ და ბრალდებულმა დაზარალებულს სახიდან სისხლი მოწმინდა, რის შემდეგაც მშვიდად გააგრძელეს საუაბრი. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას დანა ან რკინისმაგვარი საგანი არ ჰქონია; ჩხუბის დროს დაზარალებულს მობილური ტელეფონი ჰქონდა. მის სიცოცხლის მოსპობას და გაძარცვას ბრალდებული არ აპირებდა.
2018 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, მ-------------------------ი და ჰ---- ბ-–-------, მოწმეების - ჯ-------– ჰა-----ისა და ჰა--- ჰა-----ის თანდასწრებით შეთანხმდნენ, დაახლოებით 30 ტონა - 75 მილიონი თუმნის ღირებულების კივის შეძენის თაობაზე. ამავე შეთანხმების მიხედვით, ორმოცი მილიონ ხუთასი ათასი თუმანი ჰ---- ბ-–-------ს მიერ გადაეცა ყივის გამყიდველს.
2018 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, ჰ---- ბ-–------- გამყიდველს გადაუხდის ერთ კილოგრამ კივში 35 რიალს, მოსავლის დაკრეფის დღეს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე საჩივარში დიდწილად იმეორებს ყველა იმ არსებით მტკიცებას, რაზეც აპელირებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას და რაზეც ამომწურავი პასუხი გასცა სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს. კერძოდ:
1) დაცვის მხარის მტკიცებით, დაზარალებულის ჩვენებაში არის არაერთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც შეუძლებელს ხდის მის საფუძველზე უტყუარად დადგინდეს ფაქტები და მითუფრო საფუძვლად დაედოს გამამატყუნებელ განაჩენს, რაზეც სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).
ამდენად, სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად შეაფასა დაზარალებულ ჯ-------–-------ის ჩვენების სანდოობა და მიაჩნია, რომ რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მის სანდოობას, არ არსებობს. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, დაზარალებულისა და მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მათ არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირები იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ საკუთარი ჩვენებების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა დაზარალებულის ჩვენება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მაგალითად დაზარალებულისა და მოწმე ა--- ა-----ის მონათხრობში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.
2) დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა ფარულად ჩაედინა დანაშაული, რადგან მისთვის კარგად იყო ცნობილი, სად ინახებოდა დაზარალებულის ფულადი თანხა, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ იგი თანხას დაზარალებულზე თავდასხმის გზით არ დაეუფლებოდა, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, შეკითხვა, რატომ აირჩია დამნაშავემ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ხერხი (თავდასხმა) და არა სხვა (ფარული დაუფლება), როდესაც მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა, არის ჰიპოთეტიური და არაფერი აქვს საერთო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად დადგენილ ფაქტებთან და მათ სამართლებრივ შეფასებასთან.
3) სააპელაციო პალატა ასევე გაეცნო აპელანტის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება ბიოლოგიური-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით ჰ-------–-------–-----------ის გენეტიკური კვალი არ იქნა აღმოჩენილი იმ აგილებში, რომელთან შემხებლობაზეც ცალსახად უთითებდა დაზარალებული და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, როდესაც მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები, მაგალითად, როგორიცაა ჩხრეკის ოქმი, შედგენილია კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ შეიძლება კატეგორიულად დადგინდეს შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილის დარჩენა, არ არის პირის გამართლების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის N96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ჰ-------–-------–-----------ის გენეტიკური პროფილი არ გამოვლინდა იმ ადგილებში, სადაც მის შემხებლობაზე უთითებდა დაზარალებული, არ წარმოადგენს ამ კუთხით მისი უდანაშაულობის მტკიცების უტყუარ საფუძველს.
4) მოწმე მ-----–--------–---–ის ჩვენებაზე, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებით არის არარელევანტური, ვინაიდან გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე მკაფიოდ არ ჩანს, ვინ ზის ავტოსადგომზე მდგარ ავტომანქანაში, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ავტოსადგომზე ავტომანქანაში ყოფნის ფაქტი დაადასტურა თავად მ-----–--------–---–მა, რომლის ჩვენებაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, ასევე დადასტურებულია დაზარალებულ ჯ-------–-------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ჯ-------–-------მა ავტომანქანა პოლიციის ავტოსადგომთან მიიყვანა და გააჩერა. ბრალდებულმა კარი გააღო და გაიქცა. თავად დაზარალებული იქვე მყოფ პოლიციის თანამშრომელთან მივიდა, უთხრა, რომ ირანის მოქალაქემ დააყაჩაღა და დახმარება სთხოვა, ასევე დადასტურებულია ისეთი თვალსაჩინო მტკიცებულებით, როგორიც არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ზედმიწევნით ემთხვევა როგორც მ-----–--------–---–ის, ასევე ჯ-------–-------ის მონათხრობს.
5) დაცვის მხარის მტკიცებით, გამოძიებისრ მიერ ვერ იქნა ამოღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფულადი თანხა და ასევე დანაშაულის იარაღი, რაზეც დაზარალებული უთითებდა მის ჩვენებაში, რაც, თითქოს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე მეტყველებს, რაზეც სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაული ჩადენილია თბილისში, მეველეს ქუჩაზე, ხოლო ბრალდებული დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამდენად, თავისუფლად შეეძლო მისი შეხედულებისამებრ განეკარგა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გამოძიების მიერ ვერ იქნა ამოღებული დანაშაულის იარაღი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სწორედ იმ ვგარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა თავად დატოვა შემთხვევის ადგილი და იგი გარკვეული დროის შემდეგ იქნა დაკავებული შემთხვევის ადგიიდან ათეულობით კილომეტრში, ვერ გახდება მისი უდანაშულობის მტკიცების საფუძველი. ამასთან, მეტად საყურადღებოა, რომ კოკრეტული დანაშაულის დროს მეტად მნიშვნელოვანია არა თავად დანაშაულის იარაღის კონფიგურაცია, არამედ სწორედ მსხვერპლის მიერ აღქმა იმ საფრთხისა, რაც მას რეალურად ემუქრება კონკრეტული თავდასხმის დროს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლეობით 02:00 საათზე, თ---–--–--------–------------ში მდებარე ე.წ. „ნ-----–--------------ს“ ტერიტორიაზე, ჯ-------–-------ი იმყოფებოდა კუთვნილ „მერსედეს ML“-ის ფირმის (სახ. ნომრით R--------) ავტომანქანაში, ჰ-------–-------–-----------თან ერთად, რა დროსაც ეს უკანასკნელი თავს დაესხა ჯ-------–-------ს და ლითონისმაგვარი საგნით, ასევე ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სახესა და სხეულზე ფიზიკური ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გასტაცა მას 2700 ლარი და 4786,74 ლარი (1800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), საერთო ჯამში - 7486,74 ლარი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაშითბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ჰ-------–-------–-----------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.
ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ჯ-------–-------ს თავს დაესხა ჰ-------–-------–-----------ი ლითონისმაგვარი საგნით, ასევე ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სახესა და სხეულზე ფიზიკური ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გასტაცა მას 2700 ლარი და 4786,74 ლარი (1800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), საერთო ჯამში - 7486,74 ლარი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნიშნები, რისთვისაც ჰ-------–-------–-----------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჰ-------–-------–-----------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული), ჰ-------–-------–-----------ის წარსულს, მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი წარსულისა და პიროვნების უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ასევე მის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვისას და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ჯ-------–-------ისგან ამოღებული დუტის შავი ფერის კაპიუშონიანი ჟილეტი; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 1 ცალი საბანი მოწითალო ფერის ლაქებით; ჯ-------–-------ისგან ამოღებული ავტომანქანა მერსედესი ML350 (სახელმწიფო ნომრით R--------) ავტომანქანის გასაღები და ტექ. პასპორტი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი ირანის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, 12 ცალი ქაღალდის დოკუმენტი მათზე ირანულენოვანი წარწერებით; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა წარწერით ASUS, მასში მოთავსებული გაუქმებული პასპორტით და 2 ცალი ბარათით, ღია ფერის პირსახოცი, 1 ცალი ყვითელი ფერის მაისური, ყურსასმენი, ტელეფონის სატენი, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, სიმბარათი და მეხსიერების ბარათი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1001 აშშ დოლარი (10 ცალი 100 დოლარიანი და 1 ცალი 1 დოლარიანი კუპიურები), 25 ლირა (1 ცალი 20 ლირიანი და 1 ცალი 5 ლირიანი კუპიურები), თურქული ლირა, 3 ცალი ლითონის მონეტა, 2 ცალი ფულადი მონეტა ლირა და 1 ცალი აზერბაიჯანული მონეტა - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 6 ცალი ხელის კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 4 ცალ ნიმუშად მოთავსებული 4 ცალ მუყაოს კონვერტში, დალუქული 1 პაკეტად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, აღებული სტერილური ბამბის თავიან ჩხირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ქაღალდის ხელსახოცი, მოწითალო ფერის ლაქებით, გახვეული სტერილურ დოლბანდში; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, 2 ცალ ფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით - ბაკურიანი და ბახმარო, მასში არსებული სითხით, დალუქული 1 პაკეტად; ავტომანქანიდან დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული სუნისა და ხელის კვლების ნიმუშები; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ჯ-------–-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე; ჯ-------–-------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები 1 ცალ ლაზერულ დისკზე; შპს ,,გ--–---დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჰ-------–-------–-----------ის ადვოკატის ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი;
ჰ-------–-------–-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
მსჯავრდებულ ჰ-------–-------–-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ნოემბრის 14:30 საათიდან;
მსჯავრდებულ ჰ-------–-------–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ჯ-------–-------ისგან ამოღებული დუტის შავი ფერის კაპიუშონიანი ჟილეტი; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 1 ცალი საბანი მოწითალო ფერის ლაქებით; ჯ-------–-------ისგან ამოღებული ავტომანქანა მერსედესი ML350 (სახელმწიფო ნომრით R--------) ავტომანქანის გასაღები და ტექ.პასპორტი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი ირანის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, 12 ცალი ქაღალდის დოკუმენტი მათზე ირანულენოვანი წარწერებით; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა წარწერით ASUS, მასში მოთავსებული გაუქმებული პასპორტით და 2 ცალი ბარათით, ღია ფერის პირსახოცი, 1 ცალი ყვითელი ფერის მაისური, ყურსასმენი, ტელეფონის სატენი, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, სიმბარათი და მეხსიერების ბარათი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1001 აშშ დოლარი (10 ცალი 100 დოლარიანი და 1 ცალი 1 დოლარიანი კუპიურები), 25 ლირა (1 ცალი 20 ლირიანი და 1 ცალი 5 ლირიანი კუპიურები), თურქული ლირა, 3 (სამი) ცალი ლითონის მონეტა, 2 (ორი) ცალი ფულადი მონეტა ლირა და 1 (ერთი) ცალი აზერბაიჯანული მონეტა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 6 ცალი ხელის კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 4 ცალ ნიმუშად მოთავსებული 4 ცალ მუყაოს კონვერტში, დალუქული 1 პაკეტად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, აღებული სტერილური ბამბის თავიან ჩხირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ქაღალდის ხელსახოცი, მოწითალო ფერის ლაქებით, გახვეული სტერილურ დოლბანდში; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, 2 ცალ ფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით - ბაკურიანი და ბახმარო, მასში არსებული სითხით, დალუქული 1 პაკეტად; ავტომანქანიდან დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული სუნისა და ხელის კვლების ნიმუშები; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ჯ-------–-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე; ჯ-------–-------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები 1 ცალ ლაზერულ დისკზე; შპს ,,გ--–---დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი