განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210117002193759
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-756 5 დეკემბერი 2019 წელი
ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტები (მოპასუხეები): თ------ ქ---------ე, გ---–- გ-----–--, გ---- ც-------, დ------ გ---–---, მ---- ც-------, თ----- მ---------ა
წარმომადგენლები: თ----- ნ--–-----ე, ო-–---- კ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): სს „კ------------ი“
წარმომადგენელი: ა-–--–- ლ-------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პროცენტის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სს „კ------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად თ------ ქ---------ე, გ---–- გ-----–--, გ---- ც-------, დ------ გ---–---, მ---- ც-------, თ----- მ---------ა მიუთითა და ითხოვა მოპასუხეებისათვის სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 2015 წლის 30 ივლისის N------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5617,34 აშშ დოლარის დაკისრება. ასევე მოითხოვა მოპასუხეებს თ------ ქ---------ეს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ---------ს, მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 471,59 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის, ამონაწერის განახლების - 15 ლარის, უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის - 41 ლარის, გამარტივებული წარმოების მიზნით გადახდილი ხარჯების სააპლიკაციო საფასურის, ყადაღის საფასურის და საგარანტიო თანხის სულ 430,12 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოსარჩელის განმარტებით: სს „კ------------სა“ და თ------ ქ---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი განსაზღვრული ვადითა და პირობებით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება გ---–- გ-----–--სთან, გ---- ც-------სთან, დ------ გ---–---სთან, მ---- ც-------სა და თ----- მ---------თან; მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მიუხედავად მრავალგზის წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა ისინი თავს არიდებენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მოსარჩელის მითითებით დავალიანების ოდენობა შეადგენს 5617,34 აშშ დოლარს (3239,85 დოლარი - ძირი თანხა, 2043,36 დოლარი - პროცენტი, 214,65 დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 59,90 დოლარი - ჯარიმა და 59,58 დოლარი - საკომისიო).
3. სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ხელშეკრულების დარღვევისა და კრედიტის ვადამდე გამოთხოვის საფუძვლები. გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას ან გაუარესდება მისი ფინანსური მდგომარეობა. ამასთან, ხელშეკრულების 8.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (მათ შორის ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმის და სიცოცხლის დაზღევვის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) გადახდა. ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად კი მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
4. მოსარჩელის განმარტებით მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხეების პოზიცია:
5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სს „კ------------ის“ სარჩელი, მოპასუხეების თ------ ქ---------ის, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ---------ის, მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5617,34 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსენული შესაბამისი კურსით ლარებში. გადაწყვეტილებით ასევე გადაწყდა საპროცესო ხარჯების საკითხი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7. 2015 წლის 30 ივლისს სს „კ------------სა“ და მოპასუხე თ------ ქ---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვით და 2,35% თვიური საპროცენტო სარგებლით. ასევე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მიუხედავად ბანკის წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა, არ ხორციელდება დავალიანების დაფარვა, რაც ამ დროისათვის შეადგენს 5617,34 აშშ დოლარს (3239,85 დოლარი - ძირი თანხა, 2043,36 დოლარი - პროცენტი, 214,65 დოლარი -სიცოცხლის დაზღვევა, 59,90 დოლარი - ჯარიმა და 59,58 დოლარი - საკომისიო).
8. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები გ---–- გ-----–--სთან, გ---- ც-------სთან, დ------ გ---–---სთან, მ---- ც-------სთან და თ----- მ---------თან, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაეფარათ ძირითადი დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
9. მოპასუხეები (ძირითადი მოვალე) თ------ ქ---------ე, (თავდებები) გ---–- გ-----–--, გ---- ც------- და დ------ გ---–--- წარდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმნენ სესხის ძირი თანხის 3239,85 აშშ დოლარის გარდა სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას კერძოდ: სარჩელი არ ცნეს პროცენტის 2043,36 დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის 214,65 დოლარის, ჯარიმის 59,90 დოლარის და საკომისიოს 59,58 დოლარის ნაწილში. მოპასუხეებმა (თავდებები) მ---- ც-------მ და თ----- მ---------ამ არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა არცერთ ნაწილში იმ საფუძვლით, რომ შეცდომაში შეიყვანეს და არანაირი ვალდებულებები არ გააჩნიათ ბანკის მიმართ.
10. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 208-ე მუხლის მესამე ნაწილზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
11. დასახელებული გადაწყვეტილება, პროცენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოპასუხეების თ------ ქ---------ის, დ------ გ---–---ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, თ----- მ---------ასა და მ---- ც-------ს მიერ. აპელანტთა განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ დაკმაყოფილდა სს ,,კ------------ის,, სარჩელი და მოპასუხეებს უსაფუძვლოდ დაეკისრათ სოლიდარულად სს ,,კ------------ის,, სასარგებლოდ 5617,34 ა.შ.შ. დოლარის, ასევე სასამართლო ხარჯების გადახდა. მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება იმისა, თუ რატომ ეკისრებოდათ მოპასუხეებს პროცენტის გადახდა 2043,36 ა.შ.შ დოლარის ოდენობით, რომელიც სრულად დაჯამების შემთხვევაში წარმოადგენს იმ თანხას რაც მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ 2021 წლამდე. სს ,,კ------------მა,, ვერ წარმოადგინა სასამართლოში შესამაბისი მტკიცებულება იმისა, რომელიც დაადასტურებდა პროცენტის სახით - 2043,36 აშშ დოლარის წინასწარ გადახდის ვალდებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
13. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ------ ქ---------ის, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------სა და თ----- მ---------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება (გასაჩივრებულნაწილში) სს „კ------------ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 3239,85 აშშ დოლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი - 2017 წლის 06 ივნისიდან, მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის (3239.85 აშშ დოლარის) სრულად დაფარვამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი დასაბუთება:
14 . დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივლისს სს „კ------------სა“ და მოპასუხე თ------ ქ---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, 2018 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით. თვეში - 2,35% საპროცენტო სარგებლით. (ს.ფ.35-36).
15. ხელშეკრულების 3.15 პუნქტით გათვალისწინებული იქნა სანქციები, მსესხებლის მიერ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევებზე. კერძოდ სახელშეკრულებო დათქმის თანახმად: „მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებილი გადაუხდელი ძირი თანხის 5%. ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
16. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს: 7.1. გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა; 7.2. გამსესხებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, მსესხებლის მიერ რაიმე დამატებით ვალების ან ვალდებულებების აღება. 7.3. მნიშვნელოვანი ცვლილება, მსესხებლის საკუთრებაში/ბიზნესში (გაუარესება) ან მის მმართველობაში (გაერთიანებისა თუ რეორგანიზაციის ჩათვლით), თუ არ არსებობს გამსესხებლის წერილობითი თანხმობა ასეთი ცვლილების თაობაზე; 7.4. მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; 7.5. ხელშეკრულების რომელიმე სხვა პირობის დარღვევა. 7.6. მსესხებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ არღვევს საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ აღიარებულ ეკოლოგიის, შრომის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის შესახებ კანონმდებლობას ან გამსესხებლის მიერ დაწესებულ გარემოს, შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებს და ნორმებს, დანერგავს გამსესხებლის მიერ განვითარებულ გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმას. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევას.
17. ხელშეკრულების მე-8 მუხლით მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთი უფლება - მოვალეობები. კერძოდ: პუნქტი 8.1. გამსესხებელს უფლება აქვს, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. 8.2. გამსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის დარიცხული ჯარიმა; 8.3. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხართა შეთანხმებით. ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, მომსახურების საკომისიოს, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის დარიცხული ჯარიმა. (ს.ფ.36).
18. 2015 წლის 30 ივლისს, გ---–- გ-----–--სა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის შედგა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი თ------ ქ---------ის მიერ აღებულ სასესხო ვალდებულებაზე, სესხის ძირითად თანხაზე 5000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე 2509.56აშშ დოლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახადზე 254.88 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 43,53აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 7807.97 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს. (ს.ფ.23-24);
19. ამავე შინაარსის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 30 ივლისს გ---- ც-------სა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის, ასევე დ------ გ---–---სა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის (ს.ფ.25-28).
20. მ---- ც------- და თ----- მ---------ი სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სოლიდარულ თავდებებად შემოვიდნენ 2017 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით, რომლითაც აიღეს ვალდებულება სოლიდარულად აგონ პასუხი თ------ ქ---------ის მიერ 2015 წლის 30 ივლისს აღებულ სასესხო ვალდებულებაზე. თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად თითოეულმა - 14 000 ლარზე მიუთითეს (ს.ფ.30-31; 45-47).
21. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მარტს, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და თ------ ქ---------ეს შორის, გაფორმდა შეთანხმება, მხარეთა შორის 2015 წლის 30 ივლისს გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილება შეეხო გადახდის გრაფიკს, საპროცენტო განაკვეთსა და სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადას. შეთანხმებაში მხარეებმა დააფიქსირეს, რომ 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენს 3365.17 აშშ დოლარს, რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს გარიგებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად და გადახდის გრაფიკი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 1.39%-ით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 48 თვით - 2021 წლის 06 მარტის ჩათვლით. 2015 წლის 30 ივლისის სესხის ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები დარჩა უცვლელი. (ს.ფ. 33).
22. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 30 ივნისს, რის გამოც გამსესხებელმა ცალმხრივად შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება, თანახმად სესხის ხელშეკრულების 8.1. პუნქტისა. (იხ. ს.ფ. 38, ს.ფ. 48)
23. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს მოპასუხეებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები, რომლითაც ეცნობათ, რომ დარღვეული იყო თ------ ქ---------ის იერ მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და ეთხოვათ დავალიანების დაფარვა (ს.ფ. 42-43; 50-51; 53; 55-56);
სამართლებრივი დასაბუთება:
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
26. სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
27. პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა კრედიტორს წარმოუშობს ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლებას სსკ-ის 394-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო კანნონმდებლობა ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა საფუძვლებს, რომელთაგან ერთ-ერთია ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით და ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტი.
28. მითითებული საფუძვლიდან, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს რაც შეეხება, პალატა განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგებაც (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად ითვლება შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს “წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. (იხ. სუსგ Nას-201-2019 (b) 14.03.2019წ.); სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს სსკ-ის 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულებიოს დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზრაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე N ას-630-593-2012). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N ას-307-291-2011). აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილია სასამართლო პრაქტიკა (შდრ: სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი; სუსგ Nას-1851-2018, 2 მაისი, 2019).
კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეები ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულების 8.2. პუნქტით შეთანხმდნენ მასზედ, რომ ,,გამსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა და... ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი-მთლიანად“.
უდავოა, რომ მხარეთა მიერ საბოლოოდ (2017 წლის 31 მარტს) შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით სახელშეკრულებო ვადა იწურებოდა 2021 წლის 6 მარტს.
უდავოა, რომ მოსარჩელე ითხოვდა (შესაბამისად სასამართლომაც დააკმაყოფილა მოთხოვნა) და სარგებელი გადასახდელად მოპასუხე მხარეს მთელი სახელშეკრულებო ვადის გათვალისწინებით 2021 წლის მარტამდე-დააკისრა.
პალატა მიიჩნევს, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არასამართლიანი და უკანონოა, ამგვარი მოთხოვნა სამართლებრივად საფუძვლიანია მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის დაკარგვამდე პერიოდისათვის (ასე მაგ: თუ ძირითადი დავალიანება დაიფარება 2020 წლის მარტში, სარგებლის დარიცხვაც შესაბამის პერიოდამდე უნდა მოხდეს და არა 2021 წლის მარტამდე, როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვიტა სასამართლომ) ამ პერიოდზე(ე.ი. ძირი თანხის დაფარვამდე პერიოდში) კრედიტის სახით გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი (რაც სრულიად ლოგიკურია) ხოლო რაც შეეხება ძირითადი თანხის დაბრუნების შემდგომ პერიოდს ამ პერიოდში სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულის გათვალიისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პროცენტის, სარგებლის დაკისრებას მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში, გაწერილი გარფიკის შესაბამისად-მხოლოდ ძირითადი დავალიანების გადახდამდე პერიოდში გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ძირი დავალიანების გადახდის შემდგომ პერიოდისათვის-მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე პერიოდისათვის გადასახდელი სარგებლის მოვალისათვის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეებს თ------ ქ---------ეს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------სა და თ----- მ---------ას სს „კ------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სესხის გადაუხდელი თანხის 3239.85 აშშ დოლარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტი, 2017 წლის 06 ივნისიდან, (რადგან უდავოა და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ ამ პერიოდამდე % გადახდილია, რაც დასტურდება ს.ფ. 48-ზე განთავსებული მტკიცებულებით) მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის 3239.85 აშშ დოლარის სრულად დაფარვამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. თ------ ქ---------ის, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------სა და თ----- მ---------ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, სახელდობრ მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 5617,34 აშშ დოლარიდან 2043.3 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „კ------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. დაეკისროს მოპასუხეებს თ------ ქ---------ის, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------სა და თ----- მ---------ას სს „კ------------ის“ სასარგებლოდ გადაუხდელი ძირი თანხის 3239.85 აშშ დოლარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტი, 2017 წლის 06 ივნისიდან, მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის 3239.85 აშშ დოლარის სრულად დაფარვამდე.
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე