განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100119002821199
საქმე №1ბ/1216-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ხ---------------–---–---------------–-–---–-------------------–---–--
ადვოკატის: ი----------------
მსჯავრდებულის: მ-----–--------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-----–--------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----–--------------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ--------------------------------- დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით, მ-----–--------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 3 (სამი)თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–--------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----–--------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ მ-----–--------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 დეკემბრიდან.
მ-----–--------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მ-----–--------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3(სამი)წლის გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ-------–--–-------------------------–-----–---------------------–------------- კვეთაზე, ქურდობისათვის ნასამართლევი მ-----–--------–---–- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ--------------–---–-- კუთვნილ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 50 (ორმოცდაათი) ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 23:55 საათზე, ქ-------–--–---–-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----–--------–---–- ნ--------------–--- ქურთუკის გარეთა ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ--------------–--- კუთვნილ „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 623 ლარად. აღნიშნული ქმედებით ნ--------------–--- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე ქ. თ---–--–---------–-- მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „-----–----–--------––-- განთავსებულ შპს „----------------- საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში, მ-----–--------–---–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ლენოვოს“ ფირმის ტაბლეტს. აღნიშნული ქმედებით შპს „---------------- მიადგა ქონებრივი ზიანი.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----–--------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----------------- რომელმაც მოითხოვა მ-----–--------–---–-- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მისთვის კანონით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნა.
აპელანტის მტკიცებით, განაჩენი ნაწილობრივ არის დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლო დაეყრდნო ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი პირის, დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო და არასანდო ჩვენებას. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები, მათ შორის ექსპერტი დ--------–--------–---–-- აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე დააფიქსირეს სათვალთვალო კამერები, გამოძიების მწარმოებელი პირების მხრიდან მსგავსი ობიექტური ინფორმაციის მატარებელი მტკიცებულება შეგნებულად არ იქნა მოპოვებული და მთელი ბრალდება ძარცვის ეპიზოდში აიგო მ-----–--------–---–-- მიმართ არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებულ აღიარებით ჩვენებასა და მის საფუძველზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტის ჩატარების ადგილას იპოვეს მხოლოდ ტელეფონის ელემენტი, რომელიც იყო თუ არა ნამდვილად ნაძარცვი ნივთის შემადგენელი ნაწილი, დღემდე დაუდგენელია.
რაც შეეხება ბრალდების იმ ეპიზოდებს, რომელთა ჩადენასაც აღიარებს მსჯავრდებული მ-----–--------–---–-, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მხრიდან ჩადენილია არაძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მისი წარსული ნასამართლეობა არის ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი, ჰყავს მოხუცებული, ავადმყოფი და უსახსროდ დარჩენილი დედა, დაცვის მხარე ითხოვს მის მიმართ ქურდობის თითოეული ეპიზოდისათვის, გამოყენებული იქნეს კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პ------–ი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თ--------------–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 10:00 საათისთვის, ქ------–--–--------–-------------------------------------------------------- ჯიხურთან შეამჩნია მამაკაცი, რომელსაც ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა. აღნიშნული მამაკაცი მის წინ მიმავალ ორ ქალბატონს აედევნა, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. მან გზა გააგრძელა და მობილურ ტელეფონზე ესაუბრებოდა მეუღლეს. მოგვიანებით შეამჩნია, რომ მამაკაცი ამჯერად მას მიჰყვებოდა, მის გვერდით ტრიალებდა, თითქოს რაღაცას ათვალიერებდა. აღმაშენებლის ხეივანთან აღნიშნულმა პიროვნებამ მას იდაყვი ჩაარტყა კისრის არეში, გასტაცა მობილური ტელეფონი და გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, მ-----–--------–---–-- მიერ გატაცებული იქნა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულება 50(ორმოცდაათ)ლარს შეადგენდა; მეუღლესთან საუბრისას მობილური ტელეფონი იმდაგვარად ეჭირა ხელში, რომ მ-----–--------–---–- ვერ შეამჩნევდა, ტელეფონი ძვირადღირებული იყო თუ არა. ქუჩაში მკვეთრი ხელოვნური განათება იყო და მ-----–--------–---–-- სახე კარგად დაინახა. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში კი თავისუფლად ამოიცნო, რა დაროსაც მის წინაშე წარდგენილ სამ პიროვნებას კაპიუშონიანი ქურთუკები ეცვათ, თავზე ნახევრად წამოფარებული. მ-----–--------–---–- შემთხვევის დროსაც ნახევრად ეხურა თავზე კაპიუშონი.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამომძიებელმა რ--------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ. თ---–----------------------------- შს სამმართველოს პ------– განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, დ------------–--------–---- ქუჩაზე ქალბატონს თავში ჩაარტყეს და წაართვეს მობილური ტელეფონი. მოცემულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ძარცვის მუხლით და დაზარალებულად იქნა ცნობილი თ--------------–---–-- მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო მ-----–--------–---–-- მიერ, რის საფუძველზეც შესაბამისი უწყებით, პოლიციის განყოფილებაში რ--------------- დაიბარა მ-----–--------–---–- და გამოიკითხა მოწმის სახით. იგი ამ დროს დაკავებული არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულმა თ-------------–---–-- ამოიცნო ბრალდებული, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი და იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ამოცნობის დაწყებამდე ამოსაცნობ პირებს ჩააცვეს იდენტური ქურთუკები, ხოლო თავზე არ ეხურათ არაფერი. მ-----–--------–---–-- მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ასევე მისი მითითებით ამოღებულ იქნა თ--------------–---–-- მობილური ტელეფონის ელემენტი. მოწმემ განმარტა, რომ მ-----–--------–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ყველა დოკუმენტი შედგენილია კანონის სრული დაცვით, ხოლო ბრალდებულის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს დ---------------------- სამმართველოს პ------–ი განყოფილების თანამშრომლებმა მ------------------------------------------------------------------------------------------–--------–---–-------------–------–-–---- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
2018 წლის 31 დეკემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა თ--------------–--–-- მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მესამე და მარჯვნიდან რიგით პ------–ი მდგომი მამაკაცი სიმაღლით, მრგვალი პირსახით, რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერით, სწორი, ოდნავ დიდი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, თხელი მუქი ფერის თმით, შუბლზე მელოტით და საერთო აგებულებით.
2018 წლის 31 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა თ--------------–---–-- მიუთითა, ქ. თ---–--–-----------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისთვის უცნობი მამაკაცი აედევნა, ხოლო ა----–-----–---------------------–---- ქუჩების კვეთაზე გასტაცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული 2019 წლის 23 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „...ერთი ცალი მობილური თელეფონის ელემენტი, ამოღებული ნიადაგის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ მობილური ტელეფონის დენის წყაროზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–--------–---–- (პაკეტი წარწერით: „ნერწყვის ნიმუში ... აღებული ბრალდებულ მ-----–--------------------–---–--გან...“). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის დაადასტურა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–---
პალატა პ------– რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ--------------–---–-- საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 30 დეკემბერს საღამოს საათებში მის მიმართ განხორციელებული ძარცვის დეტალები. მან არაერთხელ და კატეგორიულად განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირი იყო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებული მ-----–--------–---–-. თ--------------–---–-- განმარტებით, აღნიშნული პიროვნება მისთვის მობილური ტელეფონის წართმევამდე გარკვეული პერიოდით ადრე შენიშნა, რამდენჯერმე მიიხედა მისი მიმართულებით, რა დროსაც ლამპიონების, საახალწლო განათების და ქუჩაში მიმავალი ავტომანქანების სინათლის მეშევობით კარგად შეძლო მისი სახის დანახვა და დამახსოვრება.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის აპელირებას დაზარალებულის ჩვენებასა და მის მიერ მ-----–--------–---–-- ამოცნობის ოქმებს შორის არსებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, ვინაიდან მან დააფიქსირა, რომ თავდამსხმელს ქურთუკის კაპიუშონი მხოლოდ ნახევრად ჰქონდა თავზე წამოფარებული და ნათლად დააფიქსირა, როგორც მისი სახე, ასევე თავის ნაწილი და შემელოტებული შუბლი. რაც შეეხება მ-----–--------–---–-- ტანსაცმლის აღწერილობას, რომელსაც იგი ატარებდა შემთხვევის დროს, დაცვის მხარე აქტიურად აპელირებს, რომ დაზარალებულის მიერ აღწერილი სამოსი არ ეცვა მ-----–--------–---–-, თუმცა გაურკვეველია, თუ რა მტკიცებულებებს და ინფორმაციას ეფუძნება მათი მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ მ-----–--------–---–- დაკავებული იქნა შემთხვევიდან მეორე დღეს, დაკავების შემდგომ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით ირკვევა, რომ მას აცვია მუქი ფერი კაპიუშონიანი ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და ასევე მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ძირებით, რაც სრულად ემთხვევა დაზარალებულის მიერ მის ჩვენებაში აღწერილი დამნაშავის ტანსაცმლის მახასიათებლებს. ამასთან, აღნიშნული შესაბამისობაც რომ არ იყოს სახეზე, დაზარალებულის ჩვენება არის სრულიად თანმიმდევრული ლოგიკური და დამაჯერებელი, გამყარებულია და სრულ შესაბამისობაშია როგორც მისი მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან, ასევე საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, ხოლო დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მ-----–--------–---–- შემთხვევის დღეს ეცვა არა დაზარალებულის მიერ აღწერილი, არამედ სხვა ფერის და ფორმის ტანისამოსი.
სააპელაციო პალატის წინაშე ვერ იქნა დადასტურებული თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მ-----–--------–---–--ადმი მისთვის უცნობ დაზარალებულს, რომ სამართალდამცავების და სასამართლოს წინაშე უსაფუძვლოდ განეცხადებინა დანაშაულში მისი მონაწილეობის შესახებ.
ასევე დაზარალებულ თ--------------–---–-- ჩვენების საერთო ანალიზიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არსებით წინააღმდეგობაში არ მოდის სისხლის სამართლის საქმის მასალებთან, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, მათ შორის გამომძიებელ რ--------------- ჩვენებასთან. სამართალდამცავებმა სასამართლოს წინაშე დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების კანონის სრული დაცვით მიმდინარეობა და შესაბამისი ოქმების სისწორე. მოწმე რ--------------- და დაზარალებულმა თ--------------–---–-- ისაუბრეს ამ უკანასკნელის მიერ ბრალდებულის ამოცნობის თაობაზე, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირი გარეგნულად გავდა ერთმანეთს და ამასთან ეცვათ იდენტური ტანისამოსი, მათ შორის მუქი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკები. რაც შეეხება თ--------------–---–-- მითითებას, რომ მათ ქურთუკები თავზე ნახევრად ჰქონდათ წამოფარებული, არ წარმოადგენს იმ ხასიათის შეუსაბამობას, რაც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მხრიდან რომელიმე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ მ-----–--------–---–-- მიერ თ--------------–---–-- მიმართ ძარცვის განხორციელება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მობილური ტელეფონის ელენემტით. აღნიშნული ელემენტი ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელთანაც მსჯავრდებულ მ-----–--------–---–-- შემხებლობა და მასზე ამ უკანასკნელის ბიოლოგიური მასალის არსებობა უტყუარად დადასტურდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით. დაცვის მხარეს ეჭვი შეეპარა ნივთმტკიცებაზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის ხელოვნურად წარმოქმნასთან დაკავშირებით, ამასთანავე განავითარა ვერსია, რომ მობილური ტელეფონის ამოღების და მასზე ექსპერტიზის ჩატარების კანონის სრული დაცვით განხორციელების პირობებშიც, შეუძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომ ხსენებული ელემენტი ნამდვილად იყო თუ არა დაზარალებულ თ--------------–---–-- მობილური ტელეფონის შემადგენელი ნაწილი.
პალატა მიუთითებს, რომ საკველევი მასალების მოპოვების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი შედეგების საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მის დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამდენად, დაცვის მხარის ვერსია, რომლის თანახმადაც, მოხდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალის გარეშე ფაქტორების ჩარევით გადატანა მობილური ტელეფონის ელემენტზე, მოკლებულია სათანადო არგუმენტაციას, მით უფრო, როდესაც დაცვის მხარემ ვერ დააფიქსირა შესაბამისი პოზიცია საგანზე ბიოლოგიური მასალის ხელოვნურად გადატანის დროსა და ვითარებასთან დაკავშირებით. საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების კანონის შესაბამისად წარმართვის პირობებში შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული მობილური ტელეფონის ელემენტზე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენა კი აშკარად ადასტურებს ბრალდების მხარის ვერსიას მობილური ტელეფონის ელემენტის თ--------------–---–-- კუთვნილებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას სამართადამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევასთან დაკავშირებით, რის საფძველზეც ზეწოლის შედეგად იქნა მისი მხრიდან მოპოვებული აღიარებითი ჩვენება გამოძიების ეტაპზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი მსჯელობა იქონია პრიველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და დამატებით განმარტავს, რომ მ-----–--------–---–-- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადვოკატის აპელირებას შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოჩანაწერების, დაშლილი ტელეფონის სხვა ნაწილების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ თითოეული ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების არარსებობის/გაზიარებაზე უარის თქმის პირობებეშიც, პ------–ი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე გამოკვლეული იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა დაზარალებულ თ--------------–---–--ათვის მობილურის ტელეფონის წართმევის ეპიზოდში მ-----–--------–---–-- ბრალდების დასადასტურებლად.
ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, ბრალდების მხარემ სრულად უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ მი----–--------–---–-- ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე მის მიმართ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით გამოყენებული იქნა სამართლიანი, მსჯავრდებულის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების პროპორციული და ადეკვატური სასჯელი.
შესაბამისად, მსჯავრდებულ მ-----–--------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. მ-----–---------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 (ოთხი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–--------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----–--------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მ-----–---------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 დეკემბრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ-----–--------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- მ-----–--------–---–-- ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი; მ-----–--------–---–---- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ელემენტი, „ლენოვოს“ ფირმის პლანშეტი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- შპს „-------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დალუქული 1 (ერთ) დისკად, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი