განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110210119002948786
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-799-2019 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მოსამართლეები - ლაურა მიქავა ინდირა მაშანეიშვილი თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ი- შ------ე
წარმომადგენელი - ნ-----–---- კ------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოპასუხე - - - სს ,,კ------- ბ---ი“ ლ-- ბ--------–---–ი რ---- წ----ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში (1/2 ნაწილში)
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი _ სს ,,კ------- ბ---ის'' (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. _ მოპასუხე რ---- წ----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,კ------- ბ---ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა 6 609 (ექვსი ათას ექვსას ცხრა) ლარისა და 17 (ჩვიდმეტი) თეთრის გადახდა. _ ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 6 დეკემბერს, რ---- წ----ესა (პ/ნ 1----------) და ი- შ------ეს (პ/ნ 1----------) შორის, ქ-------------–-, დ--------- ქ N--ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქონების 1/2 ნაწილზე. _ მოპასუხე რ---- წ----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,კ------- ბ---ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა პირველი სასარჩელო მოთხოვნის ბაჟის 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) ლარისა და 28 (ოცდარვა) თეთრის გადახდა. _ მეორე სასარჩელო მოთხოვნის ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის ნახევრის 60 (სამოცი) ლარის გადახდა მოპასუხეებს რ---- წ----ესა (პ/ნ 1----------) და ი- შ------ეს (პ/ნ 1----------) სს ,,კ------- ბ---ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრათ სოლიდარულად, ხოლო დარჩენილი 60 (სამოცი) ლარი დარჩა ბიუჯეტში. _ მოპასუხეებს რ---- წ----ესა (პ/ნ 1----------) და ი- შ------ეს (პ/ნ 1----------) სს ,,კ------- ბ---ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. _ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ი- შ------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ ქ-------------–-, დ--------- ქუჩა N--ში მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას, გაუქმდა ნივთის 1/2 ნაწილზე. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 19 აპრილს სს ,,კ------- ბ---სა’’ (გამსესხებელი, კრედიტორი) და რ---- წ----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ---- წ----ემ ისესხა 2100 ლარი, 18 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2.2. 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია. ამჟამად, 2018 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება შეადგენს 2278.24 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1388.12 ლარი, პროცენტი - 201.38 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 62.70 ლარი, პირგასამტეხლო - 626.04 ლარი. 2.3. 2018 წლის 19 აპრილსვე რ---- წ----ემ მის საკუთრებაში არსებული N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით, ბანკთან გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მან ისესხა 60 ლარი, 12 თვის ვადით. მსეხებელს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელი აქვს 37.03 ლარი. 2.4. 2018 წლის 26 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ---- წ----ემ ისესხა 2000 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 65% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2.5. აღნიშნულ სესხზე მოპასუხეს 2018 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მისი დავალიანება შეადგენს 4293.90 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1886.30 ლარი, პროცენტი - 1316.07 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 101.60 ლარი, პირგასამტეხლო - 989.93 ლარი. 2.6. რ---- წ----ე და ი- შ------ე ფაქტობრივად დაქორწინდნენ 2001 წელს, ხოლო ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2011 წლის 27 ივნისს. 2.7. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი. 2.8. 2001 წლიდან, შეუღლებიდან, რ---- წ----ე და ი- შ------ე ცხოვრობდნენ ქ-------------–-, ჩ----ის ქუჩაზე მდებარე სახლში. 2.9. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 25 აგვისტოს, ი- შ------ემ და რ---- წ----ემ შეიძინეს ქ-------------–-, დ--------- ქ N--ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი), რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ რ---- წ----ის სახელზე. 2.10. ქ-------------–-, დ--------- ქ N--ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება 2014 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე ირიცხებოდა რ---- წ----ის სახელზე. 2.11. 2018 წლის 6 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით, რ---- წ----ემ ი- შ------ეს აჩუქა ქ-------------–-, დ--------- ქ. N--ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. 2.12. რ---- წ----ე და ი- შ------ე განქორწინდნენ 2018 წლის 13 დეკემბერს. 2.13. რ---- წ----ე ამჟამად საზაღვარგარეთ იმყოფება, ხოლო ი- შ------ე თავის ოთხ შვილთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს ქ-------------–-, დ--------- ქ N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ს/კოდით N3-----------. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 2.15. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2.16. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს სს ,,კ------- ბ---სა’’ (გამსესხებელი, კრედიტორი) და რ---- წ----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ---- წ----ემ ისესხა 2100 ლარი, 18 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2.17. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილსვე რ---- წ----ემ მის საკუთრებაში არსებული N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით ბანკთან გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მან ისესხა 60 ლარი, 12 თვის ვადით. მსეხებელს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელი აქვს 37.03 ლარი. 2.18. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ---- წ----ემ ისესხა 2000 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 65% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2.19. დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილის სესხზე, რ---- წ----ეს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. ამჟამად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება შეადგენს 2278.24 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1388.12 ლარი, პროცენტი - 201.38 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 62.70 ლარი, პირგასამტეხლო - 626.04 ლარი. 2.20. დადგენილია, რომ ქონების დაზღვევის ხელშეკრულებაზე, მსეხებელს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელი აქვს 37.03 ლარი. 2.21. 2018 წლის 26 ივლისის სესხის ხელშეკრულებაზე, მოპასუხეს 2018 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მისი დავალიანება შეადგენს 4293.90 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1886.30 ლარი, პროცენტი - 1316.07 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 101.60 ლარი, პირგასამტეხლო - 989.93 ლარი. 2.22. ამდენად, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოც იგი დაკმაყოფილდა. 2.23. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (სესხის ხელშეკრულებბის დადების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. 2.24. მხარეებს შორის გაფორმებული 2018 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 28%. ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პარიოდისათვის დარიცხული ჯარიმა. 2.25. 2018 წლის 26 ივლისის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 65%. ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პარიოდისათვის დარიცხული ჯარიმა. 2.26. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად. 2.27. ამდენად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, რის გამოც იგი დააკმაყოფილა. ამასთან, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროცენტის ოდენობები შეესაბამებოდა და არ აღემატებოდა იმ დროისათვის მოქმედი კანონით გათვალისწინებულ პროცენტის ოდენობას. 2.28. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს (ხელშეკრულებების დადებისას მოქმედი რედაქცია). 2.29. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 2.30. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული 2018 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებით, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობაზე. კერძოდ: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო), დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. ასევე, 2018 წლის 26 ივლისის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებში განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო), დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2.31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებებზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრული იყო მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების საფუძველზე და ჯამურად შეესაბამებოდა და არ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. 2.32. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ე.ი. გარეგნულად გამოხატეს ნება, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე. 2.33. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. შესაბამისად, იმისათვის, რათა განსახილველ შემთხვევაში, გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გაჩუქების მიზანი, მხარეთა ნათესაური კავშირი, ამ მოვლენის მესამე პირების მიერი აღქმა, მხარეთა ნება გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომის თაობაზე და გარიგების გაფორმების შემდგომ განვითარებული მოვლენები. (იხ, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის Nას-1470-2018წ. გადაწყვეტილება). 2.34. ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისი იურიდიული შედეგია, ის რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცეს მისი კუთვნილი ქონება. განსახილველ შემთხევაში, დადგენილია, რომ მსეხებელმა რ---- წ----ემ სს ,,კ------- ბ---ის'' დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულებების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. 2.35. დადგენილია, რომ რ---- წ----ეს შეექმნა ფინანსური პრობლემები და 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ მას არც ერთ ხელშეკრულებაზე გადახდა არ განუხორციელებია, ხოლო 2018 წლის 6 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით, რ---- წ----ემ თავის მეუღლეს ი- შ------ეს აჩუქა ქ-------------–-, დ--------- ქ N--ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. 2.36. ამდენად, საქმის მასალებითა და განხილვის შედეგად სრულიად ნათლად და ლოგიკური თანმიმდევრობით დადგინდა გარემოებები იმის თაობაზე, რომ რ---- წ----ემ დააღვია ხელშეკრულება, შეწყვიტა სესხის თანხის გადახდა და ამის შემდეგ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გააჩუქა მეუღლეზე. რ---- წ----ესა და ი- შ------ეს შორის 2018 წლის 6 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ რ---- წ----ეს თავიდან აეცილებინა სს ,,კ------- ბ---ის'' მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება, აერიდებინა დავალიანების ამოღების მიზნით, მის ქონებაზე იძულებითი აღსრულება. 2.37. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით, ფიქტიურ გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში და დადებულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს. 2.38. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. 2.39. სამოქალაქო 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. 2.40. სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. 2.41. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2.42. საქმის გარემოებებით ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს, თანაცხოვრებისას, ი- შ------ემ და რ---- წ----ემ ერთობლივად შეიძინეს ქ-------------–-, დ--------- ქ N--ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი), რომელიც აღირიცხა რ---- წ----ის სახელზე. აღნიშნული ქონება 2014 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე ირიცხებოდა რ---- წ----ის სახელზე, 2018 წლის 6 დეკემბერს სადაო ქონებაზე მეუღლეებს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 13 დეკემბერს ისინი განქორწინდნენ. 2.43. ამდეანდ, ნათელია, რომ ქ-------------–-, დ--------- ქ N--ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება მეუღლეთა რ---- წ----ისა და ი- შ------ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა და ი- შ------ე ნივთის შეძენის მენტიდანვე იყო ამ ქონების 1/2 წილის მესაკუთრე. მართალია, ი- შ------ეს თავისი კუთვნილი წილი ჩუქების ფორმით გადაეცა, თუმცა საბოლოო შედეგი, რომ ეს წილი საჯარო რეესტრში აღრიცხულია მის საკუთრებად აბსოლუტურად სწორია. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი ნივთის 1/2 წილზე, იმ წილზე, რომელიც რეალურად ეკუთვნოდა რ---- წ----ესა და რომელიც მან მოჩვენებითად გაასხვისა, ხოლო სადაო უძრავი ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში უნდა დარჩენილიყო ი- შ------ის საკუთრებად. 2.44. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 6 დეკემბერს, რ---- წ----ესა და ი- შ------ეს შორის, ქ-------------–-, დ--------- ქ N-- ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქონების 1/2 ნაწილზე.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასწორად აღიქვა მოშველიებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2019წ. გადაწყვეტილება (საქმე №ას-1470-2018წ.) საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. 3.2. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ერთი წონადი მტკიცებულებაც კი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი- შ------ე ინფორმირებული იყო მისი ყოფილი მეუღლის რ---- წ----ის მხრიდან 2018 წლის აპრილი/ივლისის თვეებში დადებული სესხის ხელშეკრულებების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი წერილობითი გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე თარიღდება 19.12.2018წ., ხოლო მანამდე დადებული იქნა 06.12.2018წ. ჩუქების ხელშეკრულება და 13.12.2018წ. დარეგისტრირდა განქორწინება. ამდენად, რ---- წ----ის ფინანსური ვალდებულებების თუ პრობლემების შესახებ, ი- შ------ემ არაფერი იცოდა. 3.3. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით, ფიქტიურ გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა გადასვლას სხვის საკუთრებაში და დადებულია პასუხისმგებლობისაგან (სს "კ------- ბ---ის" წინაშე არსებული დავალიანება) თავის არიდების მიზნით. ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე. 3.4. მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018 წელი). უდავოა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, რ---- წ----ის მხრიდან მოთხოვნილ განქორწინებას ი- შ------ემ დაუპირისპირა საკუთარი მოთხოვნა, კერძოდ, თანაცხოვრებაში შეძენილი ქონების სრულად გადაფორმება, რაც დაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლით. 3.5. გარიგების მონაწილე მხარის ქმედების მამოძრავებელ სურვილს, დააღწიოს თავი სასესხო ვალდებულებების შესრულებას (კრედიტის გადახდა) არ გააჩნია ვარგისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც საქმის მასალებით მოპასუხე რ---- წ----ის ვადამოსული სასესხო ვალდებულების არსებობა ი- შ------ისთვის დაუდასტურებელია, ხოლო აბსტრაქტული მსჯელობა კრედიტორის არსებობის თაობაზე, დამაჯარებელი არ არის. 3.6. აპელანტის მითითებით, როგორც სამართლიანობის, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 03.06.2019წ. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, რადგან აშკარად ხელყოფილია კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები; ხოლო სააპელაციო საჩივართან მიმართებით პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს: 4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტ ი- შ------ის განმარტების თანახმად, იგი მეუღლესთან - რ---- წ----ესთან განქორწინდა იმიტომ, რომ რ---- წ----ეს ხელი არ შეშლოდა და გაადვილებოდა საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარება (იხ. 21.10.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, აპელანტის ახსნა-განმარტება 12:29-12:31სთ.); 4.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოდაა გამხდარი განქორწინებამდე (13.12.2018წ.) მეუღლეებს - რ---- წ----ესა და ი- შ------ეს შორის 2018 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში. აპელატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით დადებულად, რის გამოც იგი არასწორად იქნა ბათილად ცნობილი; 4.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მეუღლეებს შორის სადავო ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 06.12.2018წ., განქორწინებამდე დაახლოებით 1 (ერთი) კვირით ადრე, რადგან ისინი განქორწინდნენ 13.12.2018წ. ამასთან, აპელანტისვე განმარტებით, იგი მეუღლესთან - რ---- წ----ესთან განქორწინდა იმიტომ, რომ რ---- წ----ეს ხელი არ შეშლოდა და გაადვილებოდა საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რ---- წ----ემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდაც შეწყვიტა სწორედ განქორწინებამდე და საზღვარგარეთ წასვლამდე დაახლოებით 1 (ერთი) თვით ადრე - 2018 წლის ნოემბრის თვეში; 4.5. ამდენად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამოირიცხებოდა, თუკი აპელანტი, დაამტკიცებდა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მეუღლეები ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად არ მოქმედებდნენ; 4.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და აპელანტის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის; 4.7. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება; 4.8. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. №ას-571-879-09, 30.04.2010წ); 4.9. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მართებულია პრეზუმფცია, რომ იმ დროისათვის რ---- წ----ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლისათვის - ი- შ------ისათვის ცნობილი იყო რ---- წ----ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის შესახებ, რაც გამორიცხავს მისი, როგორც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის (დასაჩუქრებულის) კანონიერებას; 4.10. ამდენად, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები იმის შესახებ, რომ ამ გარიგების მოჩვენებითობასა და მოპასუხეთა მიზანს, შემძენისათვის ქონებაზე საკუთრების ფიქტიური გადაცემით წარმოადგენდა რ---- წ----ისათვის (მოვალისათვის) თავი აერიდებინათ სს ,,კ------- ბ---ი“-ს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, რასაც ადასტურებს ოჯახის წევრებს შორის ერთმანეთის ვალდებულების შესახებ სადავო გარიგების დადების გამომწვევი ინფორმაციის ფლობის პრეზუმფცია; 4.11. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ; 4.12. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ი- შ------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი- შ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი
თეიმურაზ სიხარულიძე