განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
010100119003214526
ინსტანცია
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სსაქმე # 01010011900321-526

საქმე №1/ბ-835-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- გ------ის ძე დ------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 16 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს----–---------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქობულეთი, რ---------–ის ქ/ N1--, ბინა N1-.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- დ------მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 29 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ქობულეთში, რ---------–ის ქუჩა N1--, ბინა N1--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ-------- დ------მა, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლეს - ქ------- გ----------ე-დ------ს ხელის მარცხენა ხელზე დარტყმით, ასევე ფეხის სხეულზე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ქ------- გ---------ე-დ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ნ-------- დ------ის და ქ------- გ----------ე-დ------ის არასრულწლოვანი შვილი - ლ---- დ------ი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ნ-------- დ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-------- დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნ-------- დ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 29 აგვისტოდან 2019 წლის 02 სექტემბრამდე.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ-------- დ------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხდველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ის რომ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიეკუთვნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ოჯახურ დანაშაულთა კატეგორიას, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნ-------- დ------ს განსაკუთრებული აგრესიული ძალადობრივი ქმდების ჩადენაში ედება ბრალი, რომელიც განახორციელა არასრულწლოვანის თანდასწრებით. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- დ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-------- დ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - ქ------- გ----------ე-დ------ის ჩვენებით, მოწმეების - ლ---- დ------ის, რ-----------------------------–---------------------–-------- ჩვენებებით; 112-ის სამსახურში შესული შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებული ნ-------- დ------ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებებს), დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ნ-------- დ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ-------- დ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-------- დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 სექტემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - გ------ დ------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქობულეთი, სოფელი ციხისძირი (ზონა - ქობულეთი 2------------------------------–----------------------- - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნ-------- დ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 29 აგვისტოდან 2019 წლის 02 სექტემბრამდე.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე