განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003211130
საქმე №1/ბ-852-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ზ---–ის ძე გ--------ის მიმართ დაბადებული: 199- წლის 30 ა-----–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ლ----- ა--------ს ქუჩა N12, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქუჩა N9/5, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ------- გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 აგვისტოს, საღამოს საათებში, წყალტუბოში, ბ-----ს ქუჩა N9/5-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- გ--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ--------- წ---–--ეს. კერძოდ, კისრის არეში მოუჭირა ხელი და ფეხი დაარტყა ფეხის არეში. გ------- გ--------ის ქმედებებით ქ--------- წ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენით გ------- გ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ გ------- გ--------ეს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ------- გ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- გ--------ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: მოწმეების - გ------–-----------------------------–---- ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მასში, რომ გ------- გ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ქ--------- წ---–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის(მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის ნ---- ჩ---–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ თ------–ში და აქვს საკუთარი სასურსათო მაღაზია „ლ--–-’’, სადაც 2019 წლის 26 ივლისს გამყიდველად მუშაობა დააწყებინა ქ--------- წ---–--ეს. წყალტუბოს რაიონის სოფელ თ------–ში დილის საათებში მასთან სახლში, მივიდა ქ--------- წ---–--ე, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ რამდენიმე დღის წინ სცემა და გამოაგდო სახლიდან. მოწმის განმარტებით ქ---------მ მას აჩვენა კიდეც ჩალურჯებები კისრისა და ფეხის მიდამოებში. იმ ღამით ქ--------- წ---–--ე მასთან დარჩა, ხოლო მეორე დღეს 2019 წლის 2 სექტემბერს დილით მათთან სახლში მივიდა ქ--------- წ---–--ის მეუღლე გ------- გ--------ე, რომელიც ითხოვდა, რომ მეუღლე სახლში გაჰყოლოდა. მოწმის ნ. ჩ---–--ის განმარტებით იგი სახლიდან არ გამოსულა და მათ საუბარში არ ჩარეულა. მაღაზიაში მისვლის შემდგომ გაიგო, რომ ქ--------- წ---–--ემ დახმარებისათვის პოლიცია გამოიძახა. მოწმე თავად არ შესწრებია ფაქტს და მხოლოდ ქ--------- წ---–--ისაგან იცის გადმოცემით.
მოწმის გ------–- ხ---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონის სოფელ თ------–ში მის შვილს ნ---- ჩ---–--ეს აქვს საკუთარი სასურსათო მაღაზია „ლ--–-’’, სადაც 2019 წლის ივლისის ბოლოდან გამყიდველად მუშაობდა წყალტუბოში მცხოვრები ქ--------- წ---–--ე. ქ---------ს მაღაზიაში ყოფნის პერიოდში ხშირად უთქვამს, რომ მეუღლესთან აქვს კონფლიქტური ურთიერთობა. მათთან სახლში, დილის საათებში მივიდა ქ--------- წ---–--ე, რომელმაც ითხოვა, რომ რამდენიმე დღე დარჩებოდა, ვინაიდან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით ქ---------ს აღენიშნებოდა ჩალურჯებები კისრისა და ფეხის მიდამოებში, რაზედაც თქვა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. 2019 წლის 2 სექტემბერს დილის საათებში, მათთან სახლში მივიდა ქ--------- წ---–--ის მეუღლე გ------- გ--------ე, რომელიც ქ---------ს თხოვდა სახლში გაჰყოლოდა, რაზედაც დაიწყეს კამათი, რის გამოც გ------–- ხ---------მა მათ უთხრა, რომ მაღაზიაში წასულიყვნენ და იქ ესაუბრათ. ცოტა ხნის შემდგომ თვითონაც მივიდა მაღაზიაში, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლები და გაიგო, რომ პოლიცია გამოიძახა ქ--------- წ---–--ემ.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს, ქ--------- წ---–--ის მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლემ.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2------ თანახმად, 2019 წლის 2 სექტემბერს 09:12 საათზე, 112-ში შევიდა ქ--------- წ---–--ის შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლესთან აქვს კონფლიქტი.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს 20:00 საათზე, წყალტუბოში, ბ-----ს ქუჩა N9/5-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გ------- გ--------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
2019 წლის 2 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ--------- წ---–--ემ წყალტუბოში, ბ-----ს ქუჩა N9/5-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მიუთითა ადგილზე, სადაც 2019 წლის 29 აგვისტოს მეუღლემ გ------- გ--------ემ სცემა და მიაყენა დაზიანებები.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 02.09.2019 წელს 12:31 – 12:57 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ქ--------- წ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (02.09.2019), ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (29.08.2019).
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით გ------- გ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ქ--------- წ---–--ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- გ--------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, გ------- გ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით გ------- გ--------ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- გ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ გ------- გ--------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე