განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2020
საქმის ნომერი
140100117002710600
ინსტანცია
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 140100117002710600

საქმე N1ბ/93-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08.01.2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

გ---- ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი, მერი ლაბარტყავა

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: გ------- ჯ---–---–-, ზ------ წ--------–-

 

დაცვის მხარე: ა------ გ-----–---–-

 

მსჯავრდებული: გ-------– ა----- ძე ჩ----–---–-, დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები: გ------------------------–----------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით:

 

გ-------– ჩ----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

გ-------– ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 მაისიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-------– ჩ----–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და ა------ გ-----–---–მა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება განხილული იქნას აუცილებელი მოგერიების ჭრილში და გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. აპელანტის შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა.

 

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, ის გარემოება, რომ თ----- ბ-----–---–-ა და გ-------– ჩ----–---–-ს მიმოწერაში (სოციალურ ქსელში) საკუთარი ინიციატივით ჩაერია თ----- ბ-----–---–-ს ძმა, თ---------- ბ-----–---–-, რომელიც დაჟინებით ითხოვდა გ-------– ჩ----–---–-საგან ტელეფონის ნომერს, ასევე გაიგო სადაც ცხოვრობდა და მიწერა რომ ნახავდა. სოციალურ ქსელში თ---------- ბ-----–---–-ს მიმართვის ტექსტი გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ თავიდანვე აგრესიული და მუქარის შემცველია. ინციდენტამდე გ-------– ჩ----–---–- გვიან ღამით, არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოიყვანეს სახლიდან. აპელანტის პოზიციით შექმნილ სიტუაციაში გ-------– ჩ----–---–- წინასწარ ვერანაირად ვერ აღიქვამდა მოვლენათა შესაძლო განვითარების თანმიმდევრობას და შესაბამისად ვერ მოიაზრებდა რაიმე ქმედების თავიდან არიდებას, ვერც რაიმე სახით განახორციელებდა მომზადებას.

 

თ---------- ბ-----–---–-ს მიერ სოციალური ქსელით განხორციელებული მუქარის შემცველი ტექსტის, მასთან მყოფი უცნობი ადამიანების რაოდენობის და სიბნელის გათვალისწინებით ასევე შეხვედრის მოულოდნელობის ეფექტის არსებობის პირობებში გ-------– ჩ----–---–ს გაუჩდა გონივრული შიში. საუბარი თავიდანვე იყო დაძაბული, თ---------- ბ-----–---–- გამოირჩეოდა აგრესიული ქცევით, გ-------– ჩ----–---–-სთვის ყელში წაჭერით და მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართავს „დაგანგრევ“. პირველი ინციდენტი განიმუხტა ს------ ტ------–---–-- ფიზიკური ჩარევით და სიტყვიერი თხოვნის საფუძველზე, გ-------– ჩ----–---–ს გზავნიან ტელეფონის მოსატანად რადგან გაგზავნილი შეტყობინებები დაათვალიერონ. მას შემდეგ, რაც გ-------– ჩ----–---–- გაემართა ტელეფონის მოსატანად, სრულიად უმიზეზოდ დაედევნა თ---------- ბ-----–---–- და მასთან მყოფი პირები, დაუწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება. აპელანტის პოზიციით ა-–---------- ბ-----–---–-ს გარდაცვალება, უშუალოდ გამომდინარეობდა დაპირისპირების პირველი ეტაპიდან და მის გაგრძელებას წარმოადგენდა. გაურკვეველია რამ გამოიწვია თ---------- ბ-----–---–-ს მხრიდან აგრესიული ქმედებების გაგრძელება, თ---------- ბ-----–---–-ს ქცევა არაადეკვატურია, მას სწორედ გ-------–ის დასჯის სურვილი ამოძრავებს.

 

თ---------- ბ-----–---–-ს თანმხლები მოწმეების ჩვენებები ეფუძნება მათ სუბიექტურ აღქმას და შესაბამისობაში მოდის საკუთარ ინტერესებთან. ასევე ბრალდების მხარის მოწმეებმა გასცეს პასუხი სუბიექტური აღქმით კითხვაზე - ემუქრებოდა თუ არა საფრთხე გ-------– ჩ----–---–-ს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მოწმე ზ------- უ-----–---–-ს ჩვენებით გ-------– ჩ----–---–ს აშკარა და პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა, მას დამოუკიდებლად არ შეეძლო სიტუაციიდან გარიდება.

 

რაც შეეხება დანაშაულის იარაღს - დანას, გ-------– ჩ----–---–- მას ყოველთვის თან ატარებდა, დანაზე მიბმული იყო სხვადასხვა მეტალის ნივთები, სწორედ მაშინ როდესაც ყელში წაჭერილი ჰქონდა ხელები თ---------- ბ-----–---–-, გ-------– ჩ----–---–ს მაშინ მოესმა მეტალების ხმაური და გაახსენდა, რომ თან ქონდა დანა რა დროსაც ინსტიქტურად, თავდასხმის მოგერიების და თავდამსხმელების შეშინების მიზნით მოიქნია. ამასთან, დაკავების მომენტში გ-------– ჩ----–---–ს დანა ჰქონდა თან, მას არ უფიქრია მისი გადაგდება, რადგან არ ჰქონია არავის მოკვლის განზრახვა და ამის თაობაზე თავად პოლიციელებისგან შეიტყო.

 

აპელანტი უთითებს შემთხვევის დროზე, ღამის საათები, განათება დაბალი, გ-------– ჩ----–---–ს უჩენს საფრთხის მომეტებულ განცდას, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომ აღნიშნულს წინ უძღვის მუქარა. ასევე სიბნელეში შეუძლებელია პირმა ვისაც თავს ესხმიან, მოახდინოს მიმართულების კონკრეტიზაცია და ზუსტად განსაზღვროს სხეულის რომელ ნაწილში შეიძლება მოხვდეს თავდამსხმელს (თავდამსხმელებს) მის მიერ მოქნეული დანა. გ-------– ჩ----–---–ს თუ ექნებოდა ვინმეს მოკვლის განზრახვა ეს იქნებოდა თ---------- ბ-----–---–- და არა მის ძმა ა-–---------- ბ-----–---–-, ვინაიდან ძირითადად თ----------ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ის გარემოებაც, რომ გ-------– ჩ----–---–მა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, რაც დაიძახეს „ა-–---------- ბ-----–---–- დაჭრილია“, ამ ფაქტის დადგომის გარეშე, თ---------- ბ-----–---–-ს მხრიდან მინიმუმ არ შეწყდებოდა გ-------– ჩ----–---–-ს ცემა. აპელანტი ითხოვეს მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების განხილვას აუცილებელი მოგერიების ჭრილში და მის მიმართ უნდა დადგენს გამამართლებელი განაჩენი.

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზ------ წ--------–-- და ითხოვა მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ სასჯელის გამკაცრება, ვინაიდან მსჯავრდებული არ ინანიებს მიერ ჩადენილ დანაშაულს, ცდილობს გამართლება მოუძებნოს მის ქმედებას და არ ცდილობს დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებას.

 

აპელანტს პოზიციით პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, შესაბამისად ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა. გ-------– ჩ----–---–ს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი მისი პიროვნების, მის მერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების, მიე მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდგომი ქცევისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ-------– ჩ----–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ------ რაიონის სოფელ ნ------------–-, გ-------– ჩ----–---–თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა თ---------- ბ-----–---–- და ა-–---------- ბ-----–---–-, რა დროსაც თ---------- ბ-----–---–-- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------– ჩ----–---–ს. თ---------- ბ-----–---–-ს ქმედებით განაწყენებულმა გ-------– ჩ----–---–მა შურისძიების მოტივით თანნაქონი დანა მოიქნია ერთმანეთის გვერდით მდგომი თ---------- ბ-----–---–-ს და ა-–---------- ბ-----–---–-ს მისამართით და განზრახ სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, ა-–---------- ბ-----–---–- დაარტყა გულმკერდის არეში. ა-–---------- ბ-----–---–- - გ-------– ჩ----–---–-ს მიერ განზრახ მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------- უ-----–---–-ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 14 მაისს მას დაურეკა თ---------- ბ-----–---–-- და უთხრა, რომ იმყოფებოდა მის სოფელში და სურდა გ-------– ჩ----–---–-ს ნახვა, დაელაპარაკებოდა და წავიდოდა. მას გ-------– ჩ----–---–-ს ტელეფონის ნომერი არ ჰქონდა, ამიტომ ს------ ტ------–---–- სთხოვა გ-------– ჩ----–---–თან დაკავშირება. გ-------– ჩ----–---–- მალე მივიდა და თვითონ, თ---------- ბ-----–---–-, ა-–---------- ბ-----–---–- და გ-------– ჩ----–---–- გავიდნენ მაღაზიის უკან. თ---------- ბ-----–---–-- გ-------– ჩ----–---–ს ჰკითხა რატომ მიწერა მის დას შეტყობინება მას შემდეგ, რაც გააფრთხილა მეტი აღარ მიეწერა, აღნიშნულზე გ-------– ჩ----–---–მა უპასუხა, რომ მეორედ აღარ მიუწერია. თ---------- ბ-----–---–-- გ-------– ჩ----–---–ს ყელში მოუჭირა ხელი, მაგრამ იქ მყოფმა პირებმა გააშველეს და გ-------– ჩ----–---–- მათი თხოვნით, იმ მიზნით, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ენახათ, წავიდა სახლში ტელეფონის მოსატანად. ამ დროს კვლავ დაიწყო ჩხუბი და ის გასაშველებლად გაიქცა, მაგრამ მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ გაშველება ვერ მოასწრო, გაიგონა დაყვირების ხმა, რომ ვიღაც დაიჭრა, სიბნელის გამო კი ვერ დაინახა თუ ვინ ვის ურტყამდა. მისივე განმარტებით არ დაუნახავს რამდენი ადამიანი აყენებდა გ-------– ჩ----–---–ს ფიზიკურ შეურაცხყოფას და ვინ დაჭრა გარდაცვლილი, ხოლო იქ არსებული ვითარება, მისი აზრით ბრალდებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------ ქ------- ჩვენების თანახმად გარდაცვლილი ა-–---------- ბ-----–---–- იყო მისი შვილი. 2017 წლის 14 მაისს, ის, მისი მეუღლე - ი----- ბ-----–---–-, შვილები: თ----- ბ-----–---–- და ა-–---------- ბ-----–---–- მთელი დღის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ ნაკვეთში. თ----- ბ-----–---–- თბილისში მიდიოდა. ის და თ-----ი შედარებით ადრე წამოვიდნენ სახლში, ხოლო ა-–---------- ბ-----–---–- კი დარჩა, რადგან გვიანობამდე უნდა ემუშავა. ა-–---------- ბ-----–---–- გვიან დაბრუნდა სახლში. ასევე გვიან დაბრუნდა სახლში თ---------- ბ-----–---–-, მეგობარ თ-------- ნ-------------- ერთად. მათ სოკო ჰქონდათ მიტანილი, მინდორში უნდა შეეწვათ და სამივენი ერთად წავიდნენ. მომხდარის შესახებ დილით შეიტყო. მოგვიანებით გაიგო, რომ გ-------– ჩ----–---–ს მიუწერია თ----- ბ-----–---–-სთვის სოციალურ ქსელში შეტყობინება, რის გამოც მოხდა კონფლიქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს------ ტ------–---–-- ჩვენების თანახმად შემთხვევის დღეს გ-------– ჩ----–---–-ს ტელეფონის ნომერი სთხოვეს მ-----– ქ---------–---–-- და ზ------- უ-----–---–--- შესაბამისად მათი თხოვნით დაურეკა გ-------– ჩ----–---–ს და უთხრა, რომ ნ--------–- ბიჭები იყვნენ მოსულები მის სანახავად და ამოსულიყო ,,ბირჟაზე’’. დაახლოებით 15 წუთში გ-------– ჩ----–---–- მივიდა მათთან. მალე შემოესმა ხმამაღალი საუბარი. თ---------- ბ-----–---–-- გ-------– ჩ----–---–ს ყელში მოუჭირა ხელი, თუმცა იქ მყოფმა პირებმა გააშველეს და მას შემდეგ რაც გაიგო კონფლიქტის მიზეზი, მან გ-------– ჩ----–---–ს უთხრა წასულიყო სახლში და მოეტანა ტელეფონი, და გაერკვიათ მართლა ჰქონდა თუ არა მიწერილი თ---------- ბ-----–---–-ს დისთვის. ხოლო თუ ასეთი დადასტურდებოდა მოეხადა მათთვის ბოდიში, თუ არ ჰქონდა მიწერილი, ჩამოსულები მოიხდიდნენ ბოდიშს და ამით დაშორდებოდნენ ერთმანეთს. გ-------– ჩ----–---–- წავიდა სახლის მიმართულებით, მის სანახავად ჩამოსული პირებიც გაყვნენ მას და გზაში დაუწყეს ცემა. შემდეგ დაიძახეს, რომ დაჭრილი იყო ერთ-ერთი, რომელიც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----– ქ---------–---–----ვენების თანახმად გ-------– ჩ----–---–- არის მისი თანასოფლელი და მეგობრობს მასთან. 2017 წლის 14 მაისს მას სოფელში შეხვდნენ თ---------- ბ-----–---–- და მისი ოთხი თანმხლები პირი. თ---------- ბ-----–---–- აინტერესებდა გ-------– ჩ----–---–-ს ტელეფონის ნომერი ან მისი სახლის ჩვენებას, რაზეც უპასუხა, რომ ტელეფონის ნომერი არ იცოდა, ასევე არ ეცალა და ვერ გაჰყვებოდა. ამის შემდეგ თ---------- ბ-----–---–-- მას სთხოვა ზ------- უ-----–---–-ს ნომერი, მათ დაურეკეს ზ------- უ-----–---–-, რომელიც მალევე მოვიდა, მაგრამ არც მან იცოდა გ-------– ჩ----–---–-ს ტელეფონის ნომერი. ამიტომ თანასოფლელ ს------ ტ------–---–- სთხოვეს გ-------– ჩ----–---–თან დარეკვა, ს------ ტ------–---–--– დაურეკა გ-------– ჩ----–---–ს ისიც მივიდა. გ-------– ჩ----–---–ს თ---------- ბ-----–---–-- უთხრა, რომ მანქანაში დამჯდარიყო, სოფლიდან გასულიყვნენ და იქ ესაუბრათ, რაზეც გ-------–მა უარით უპასუხა. თ----------მა ჰკითხა გ-------–ს მისი მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად რატომ წერდა შეტყობინებებს მის დას, რაზეც შელაპარაკდნენ და თ---------- ბ-----–---–-- ყელში წაუჭირა ხელი გ-------– ჩ----–---–ს, თუმცა იქ მყოფმა პირებმა გააშველეს. ს------ ტ------–---–-- გ-------–ს უთხრა, წასულიყო, მოეტანა ტელეფონი და ენახათ რა ჰქონდა მიწერილი. გ-------– ჩ----–---–- დათანხმდა და წავიდა. ალბათ 3-4 მეტრის გავლის შემდეგ თ---------- ბ-----–---–-- და ა-–---------- ბ-----–---–-- დაუწყეს ცემა გ-------– ჩ----–---–ს. იგი შეეცადა მათ გაშველებას. თ---------- ბ-----–---–- იჭერდა თ----------ის მეგობარ ბიჭთან ერთად , ხოლო ა-–---------- ბ-----–---–- კი გ-------–ს ცემდა, რომლებსაც ს------ ტ------–---–- აშველებდა. ა-–---------- ბ-----–---–-- ჯერ დაიძახა, თუ რას ეძებდა ჯიბეში, რის შემდეგაც დაიძახა, რომ დანა დაარტყეს. მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ს------ ტ------–---–- მანქანის მოსაყვანად გავიდა, თ---------- ბ-----–---–- კი გ-------– ჩ----–---–-ს ცემას აგრძელებდა. გ-------–ი წაიქცა და წაქცეულს ცემდა. შესაძლოა ჩ----–---–ს სხვებიც სცემდნენ. ა-–---------- ბ-----–---–- მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------- ნ---------- ჩვენების თანახმად 2017 წლის 14 მაისს, საღამოს შეხვდა თ---------- ბ-----–---–-. გადაწყვიტეს რომ ექეიფათ, თან ოჯახისთვის პროდუქტები იყიდეს და თბილისიდან ა-----– ზ----–---–----- გ---- ჩ----–---–თან ერთად წამოვიდნენ სოფელში. მივიდნენ თ.ბ-----–---–-ს სახლში შემდეგ მანქანით გამოიარეს ა-----– ზ----–---–-- და გ---- ჩ----–---–-ს წასაყვანად, რომლებიც მაგისტრალზე ელოდებოდნენ. თ.ბ-----–---–-- თქვა, რომ გ-------– ჩ----–---–- ენახათ, რომელიც მის დას წერდა და მერე ექეიფათ. მივიდნენ სოფელ ნ------------–-. თ---------- ბ-----–---–- შეხვდა ნაცნობი, რომელსაც გ-ჩ----–---–-ს ნომერი სთხოვა. მას არ ქონდა ნომერი. შემდეგ მიკროავტობუსით გამოიარა პიროვნებამ, რომელმაც დაურეკა გ-ჩ----–---–ს და უთრა, რომ მისი ახლობლები იყვნენ მის სანახავად მისულები. გ- ჩ----–---–- მალევე მოვიდა. გვერდზე გავიდნენ სასაუბროდ გ-ჩ----–---–-, ა.ბ-----–---–- და თ. ბ-----–---–-. რამოდენიმე წუთში შემოესმათ ხმამაღალი საუბარი და ყველანი მივიდნენ. მიკროავტობუსის მძღოლმა გ-ჩ----–---–ს უთხრა, რომ ტელეფონი მოეტანა და გაერკვიათ თუ რა ჰქონდა ბ-----–---–---- დისთვის მიწერილი. გ-------– ჩ----–---–- წავიდა, შემოტრიალდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის გამოც თ---------- ბ-----–---–- და ა-–---------- ბ-----–---–- გაიქცნენ მისი მიმართულებით, დაეწივნენ და თ---------- ბ-----–---–-- გ-------– ჩ----–---–ს დაარტყა ხელი, ხოლო გ-------– ჩ----–---–მა დანა ამოიღო და მოიქნია, მოქნეული დანა მოხვდა ა-–---------- ბ-----–---–- და მან დაიძახა, რომ დანა დაარტყა. თ---------- ბ-----–---–- გ-------– ჩ----–---–ს გაეკიდა საცემად, ხოლო ა-----– ზ----–---–- და გ---- ჩ----–---–- გასაშველებლად მივიდნენ. ა-–---------- ბ-----–---–-- მაისური აიწია, იგი გულმკერდის არეში იყო დაჭრილი და ბევრი სისხლი მოსდიოდა. მალე თ----------იც მივიდა მათთან და მიკროავტობუსით ა-–---------- ბ-----–---–- საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----– ზ----–---–-- ჩვენებით 2017 წლის 14 მაისს, იგი თბილისში შეხვდა თ-------- ნადირაძეს, გ---- ჩ----–---–ს და თ---------- ბ-----–---–- და სოფელში წამოვიდნენ საქიფოდ. მათთან ერთად წამოვიდა ა-–---------- ბ-----–---–-ც. მისთვის ცნობილია, რომ გ-------– ჩ----–---–- თ-------- ბ-----–---–- სოციალური ქსელში წერდა და აწუხებდა, რის გამოც იგი, თ---------- ბ-----–---–-, ა-–---------- ბ-----–---–-, თ-------- ნადირაძე და გ---- ჩ----–---–- წავიდნენ გ-------– ჩ----–---–-ს სანახავად სოფელ ნ------------–-. სოფელში მისვლისას მათ შეხვდათ ქ---------–---–-- რომელსაც უთხრეს, რომ სურდათ გ-------– ჩ----–---–-ს ნახვა. იქ ყოფნისას გამოიარა ტ------–---–-- მანქანით, რომელმაც დაურეკა ჩ----–---–ს და დაახლოებით 15 წუთში გ-------– ჩ----–---–- მივიდა მათთთან. ა-–---------- ბ-----–---–-, თ---------- ბ-----–---–- და გ-------– ჩ----–---–- ცალკე გავიდნენ სასაუბროდ. საიდანაც მოესმათ ხმამაღალი საუბარი და იქ მყოფი პირები მივიდნენ მათთან. ბ-----–---–--- ამბობდნენ, რომ მის დას აწუხებდა. გ-------– ჩ----–---–- კი ამბობდა, რომ არ მიუწერია, რაზეც ტ------–---–-- უთხრა, რომ წასულიყო, ტელეფონო მოეტანა და მინაწერს ნახავდნენ. გ-------– ჩ----–---–- წავიდა, გაირა 15-20 ნაბიჯი, შემოტრიალდა და შეიგინა მათი მიმართულებით. ა-–---------- და თ---------- ბ-----–---–--- მივიდნენ გ-------– ჩ----–---–თან, რა დროსაც თ.ბ-----–---–-- ხელი დაარტყა გ-------– ჩ----–---–ს, მან კი ჯიბიდან ამოიღო დანა და მოუქნია გვერდიგვერდ მდგარ ა-–---------- და თ---------- ბ-----–---–---- მოქნეული დანა მოხვდა ა-–---------- ბ-----–---–- და დაეცა, თ---------- ბ-----–---–- გამოეკიდა გ-------– ჩ----–---–ს, იგი მასაც უქნევდა დანას, მაგრამ თ----------მა ერთი ხელით დაუჭირა დანა, მეორე ხელით კი სცემდა . მან და გ---- ჩ----–---–მა გააშველეს ისინი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---- ჩ----–---–-ს ჩვენებით 2017 წლის 14 მაისს საღამოს, იგი, თ-------- ნ---------- ა-----– ზ----–---–- და თ---------- ბ-----–---–- წამოვიდნენ სოფელში საქეიფოდ. საქეიფოდ წასვლამდე ა-–---------- და თ---------- ბ-----–---–---- გადაწყვიტეს ენახათ გ-------– ჩ----–---–-, რომელიც მათ დას წერდა შეტყობინებებს და უნდოდათ გაერკვიათ რა ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი წავიდნენ სოფელ ნ------------–-, სადაც შეხვდათ მ----– ქ---------–---–-- რომელმაც არ იცოდა გ-------– ჩ----–---–-ს ტელეფონის ნომერი. ამ საუბრისას მათთან ავტომანქანით გაჩერდა ს------ ტ------–---–-, რომელსაც ქ---------–---–-- ჰკითხა, ხომ არ იცოდა გ-------– ჩ----–---–-ს ნომერი. ს------ ტ------–---–-- დაურეკა გ-------– ჩ----–---–ს, და მალევე მივიდა. თ---------- ბ-----–---–-, ა-–---------- ბ-----–---–- და გ-------– ჩ----–---–- ცალკე გავიდნენ სასაუბროდ, სხვები კი მოშორებით იდგნენ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გაგონებაზე მივიდნენ მათთან. ს------ ტ------–---–-- უთხრა გ-------– ჩ----–---–ს, რომ ტელეფონი მოეტანა, ენახათ მინაწერი და გაერკვიათ ყველაფერი. გ-------– ჩ----–---–- წავიდა, გაიარა 15 მეტრი , შემოტრიალდა და რაღაც დაიძახა. თ---------- ბ-----–---–- და ა-–---------- ბ-----–---–- მისკენ გაიქცნენ. თ---------- ბ-----–---–-- გ-------– ჩ----–---–ს ხელი დაარტყა, შემდეგ გ-------– ჩ----–---–მა დანა მოიქნია, რომელიც მოხვდა ა-–---------- ბ-----–---–- და დაიძახა, რომ დანა დაარტყეს. თ----------ი გაეკიდა გ-------– ჩ----–---–ს, წააქცია და ცემდა. მან გააშველა ისინი და თ----------ს უთხრა, რომ ძმისთვის მიეხედათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------- ბ-----–---–-ს ჩვენებით გარდაცვლილი ა-–---------- ბ-----–---–- იყო მისი ძმა. 2017 წლის 14 მაისს იმყოფებოდა თბილისში, საიდანაც თ-------- ნ--------------, ა-----– ზ----–---–---- და გ---- ჩ----–---–თან ერთად წამოვიდა სოფელში, რადგან საღამოს უნდა ექეიფად. საქეიფოდ წასვლამდე გადაწყვიტეს, რომ ენახათ გ-------– ჩ----–---–-, რომელმაც წინა დღეებში მის დას სოციალურ ქსელში მიწერა შეტყობინება. ისინი მივიდნენ სოფელ ნ------------–-, ე.წ. ,,ბირჟაზე’’, სადაც ნახეს მ.ქ---------–---–-- რომელსაც სთხოვა, რომ გ-------– ჩ----–---–-სთვის დაერეკა. აღმოჩნდა, რომ მ-----------–---–- არ ჰქონდა ტელეფონის ნომერი. მან დაურეკა ზ------- უ-----–---–- და სთხოვა, რომ ე.წ. ,,ბირჟაზე’’ ასულიყო, რომელსაც მისვლისას უთხრა, რომ სურდა გ-ჩ----–---–-ს ნახვა, დაელაპარაკებოდა მას და წავიდოდა. ამ დროს მათთან გაჩერდა მანქანა, რომლის მძღოლსაც ზ-------მ უთხრა, რომ თუ ჰქონდა გ-------– ჩ----–---–-ს ტელეფონის ნომერი დაერეკა მისთვის, რათა მოსულიყო ე.წ. ,,ბირჟაზე“. გ-------– ჩ----–---–- მალევე მივიდა. მან ჩ----–---–ს უთხრა, რომ მაღაზიის უკან გასულიყვნენ და იქ ესაუბრათ. გ-------– ჩ----–---–მა მას შესთავაზა სოფლის ბოლოს გასვლა და იქ საუბარი, რაზეც თ.ბ-----–---–-- უარი განუცხადა და იგი, მისი ძმა ა-–---------- ბ-----–---–- და გ-------– ჩ----–---–- გავიდნენ მაღაზიის უკან სასაუბროდ. მან ჰკითხა გ-------– ჩ----–---–ს თუ რატომ მიწერა შეტყობინება მის დას მას შემდეგ, რაც მისგან მიიღო გაფრთხილება, რომ აღარ მიეწერა შეტყობინებები. საუბრისას მათთან მივიდნენ ა-----– ზ----–---–-, გ---- ჩ----–---–-, მ-----– ქ---------–---–- და ავტომანქანის მძღოლი. ავტომანქანის მძღოლმა იკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც თ----------მა უთხრა, რომ მის დას წერდა გ-------– ჩ----–---–-. ავტომანქანის მძღოლმა გ-------– ჩ----–---–ს უთხრა, რომ წასულიყო და ტელეფონი მოეტანა, რათა მინაწერი ენახათ. გ-------– ჩ----–---–- სახლში წავიდა ტელეფონის მოსატანად, 10 მეტრის გავლის შემდეგ, გ-ჩ----–---–მა შეაგინა მას. იგი წავიდა გ-------– ჩ----–---–-ს მიმართულებით და დაინახა, რომ მას დანა ეჭირა ხელში, რის გამოც მიახლოების თანავე დაარტყა გ-------– ჩ----–---–ს, ხოლო ძმას უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან დანა ჰქონდა გ-------– ჩ----–---–ს და ხელის მოძრაობით შეეცადა შეეჩერებინა ჩ----–---–-საკენ მიმავალი ძმა, რა დროსაც გ-------– ჩ----–---–მა მოიქნია დანა და დაარტყა ა-–---------- ბ-----–---–-. მან გააგრძელა გ-------– ჩ----–---–თან ჩხუბი, წააქცია იგი და ზემოდან დააჯდა, რა დროსაც გ-------– ჩ----–---–მა მასაც მოუქნია დანა. მან ხელი დაუჭირა გ-------– ჩ----–---–ს და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც გააშველეს. მან ხმა გაიგო, რომ სისხლისგან იცლებაო, მივიდა ძმასთან, რომელიც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.

 

2017 წლის 15 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შ---–------------–-------–-–------------------------------------–------–-------------------- მიერ ი------–---------- ამოღებული იქნა ა-–---------- ბ-----–---–-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

 

2017 წლის 15 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შ---–------------–-------–-–------------------------------------–------–-------------------- მიერ ი------–---------- ამოღებული იქნა ა-–---------- ბ-----–---–-ს სტაციონარული პაციენტის სა-----–------------------- და დოკუმენტაცია.

 

2017 წლის 15 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ------ რაიონის სოფელ ნ------------–-. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, კენჭი სისხლისმაგვარი ლაქებით და დუტის ჟილეტი სისხლისმაგვარი ლაქებით.

 

2017 წლის 15 მაისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ-------– ჩ----–---–- დაკავებული იქნა 2017 წლის 15 მაისს 12:42 საათზე, ხოლო გ-------– ჩ----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დასაკეცი დანა - დაკეცილ მდგომარეობაში და ,,CAT’’-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

 

2017 წლის 15 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შსს გ------ რაიონული ს-----------–-------------------–-----------------–----------------- მიერ გ-------– ჩ----–---–-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა შუშანა ჩ----–---–-ს მიერ წარმოდგენილი გ-------– ჩ----–---–-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

 

2017 წლის 16 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ: ბრალდებული - გ-------– ჩ----–---–-, გამომძიებელი - ზ------ ო------------- ადვოკატი - ზ-----–--------------------------------------–------------------------–-----------------------–-–---–-------------------–-------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ყველა მონაწილეს განემარტა ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი და წესი, რის შემდეგაც გამომძიებლის ზ------ ო------------- მიერ ხმამაღლა იქნა წაკითხული გ-------– ჩ----–---–-ს მიერ მიცემული ჩვენება, რასაც გ-------– ჩ----–---–- დაეთანხმა.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- და ჰისტოლოგი----- ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადასტურდა, რომ ა-–---------- ბ-----–---–-ს სიკვდილის მიზეზია გულის მარცხენა პარკუჭში შემავალი ჭრილობის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. გვამის გამოკვლევის მონაცემებით, გარდაცვალების დრო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო საბუთებში მითითებულ გარდაცვალების დროს 15/05-17 წ. 00:50 საათს. ა-–---------- ბ-----–---–-ს გვამს აღენიშნება ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში მკერდის ძვლის გვერდითა ხაზზე მე-5, მე-6 ნეკნების დონეზე, შემავალი გულის მარცხენა პარკუჭში. მარჯვენა ხელის მე-2 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-3 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ქვედა მესამედში, უკანა ზედაპირზე ორი ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-5 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში ორი ნაჭდევი. გულმკერდის მიდამოში არსებული გულის პარკუჭში შემავალი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი- მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც აქვს ლესილი პირი და ყუა, ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ჭრილობა სამკუთხედის ფორმისაა, მარჯვენა და ზედა კუთხეები მახვილია, მარცხენა კუთხე ბლაგვი. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ. მარჯვენა ხელის თითებზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და შეიცავენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. ყველა დაზიანება, როგორც ჭრილობა, ასევე ნაჭდევები სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან გარდაცვალების თარიღს. გულმკერდის მიდამოში არსებული გულის პარკუჭში შემავალი ჭრილობა უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ნაჭდევები არ არიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

 

ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ-------– ჩ----–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-------– ჩ----–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-------– ჩ----–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-------– ჩ----–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ-------– ჩ----–---–- რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-------– ჩ----–---–- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ-------– ჩ----–---–-ს განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს.

 

ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ-------– ჩ----–---–ს 2017 წლის 15 მაისს 18:45 საათზე, აღენიშნებოდა: ცხვირზე ნაჭდევი, მარცხენა ყვრიმალზე ნაჭდევი, ზედა ტუჩზე ცენტრალურად ნაჭდევი, მარჯვენა მე-2 თითის ძირითადი ფალანგის ნების ძვალთან შესახსრების უკანა ზედაპირზე უკანა ზედაპირზე ნაჭდევი, მარცხენა ხელის მე-4 თითის ნების ძვალთან შესახსრების უკანა ზედაპირზე ნაჭდევი, მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე სისხლნაჟღენთი. 2017 წლის 15 მაისს გ-------– ჩ----–---–- მოთავსებული იქნა შ------------–-----------–-------------------------–----- დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაუდგინადა დიაგნოზი: ღრმა ნაჭდევი ცხვირისა და მარცხენა ყვრიმალის არეში, ნაკაწრები ცხვირის არეში. 2017 წლის 17 მაისს გ-------– ჩ----–---–- მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში. ექიმის ჩანაწერით ცხვირზე, მარცხენა თვალბუდის ქვედა კიდესთან აღენიშნება ფუფხით დაფარული ექსკორაციები. გ-------– ჩ----–---–-ს სხეულზე არსებული ყველა დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ 2017 წლის 14 მაისის თარიღს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა და ინსპექტორ-გამომძიებლებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

გ-------– ჩ----–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 14 მაისს, საღამოს დაურეკა ს------ ტ------–---–-- და უთხრა, რომ მის ახლობლებს უნდოდათ ნახვა და ე.წ ,,ბირჟაზე’’ მისულიყო. ადგილზე მისვლისას ს------ ტ------–---–-- მიუთითა პიროვნებებზე, რომელთაგან ერთ-ერთმა უთხრა, რომ იყო ბ-----–---–-ს ძმა, დამჯდარიყო მანქანაში, რათა სოფლიდან გასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც გ-------– ჩ----–---–მა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ადგილზე ესაუბრათ. იგი, თ---------- ბ-----–---–- და ა-–---------- ბ-----–---–- გავიდნენ მაღაზიის უკან, სადაც შეკამათდნენ, ბ-----–---–---- დასთან მიმოწერის გამო. მან თ---------- ბ-----–---–- განუმარტა, რომ მისი დისთვის ზედმეტი არაფერი არ მიუწერია. თ---------- ბ-----–---–- აგრესიულობით გამოირჩეოდა, ყელში წვდა მას, რა დროსაც ხმაურზე მივიდნენ ს------ ტ------–---–- და ბ-----–---–---- თანხმლები პირებიც. გ-------– ჩ----–---–მა უთხრა, თ---------- ბ-----–---–- რომ ტელეფონს მოიტანდა და აჩვენებდა, თუ რა ჰქონდა მიწერილი მისი დისთვის. იგი წავიდა და დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ შემოესმა სირბილის ხმა. მასთან მივარდა თ---------- ბ-----–---–-, ყელში წაუჭირა ხელი და ახრჩობდა. დანარჩენები კი ცემდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ, რა დროსაც მას გაახსენდა, რომ ჯიბეში ჰქონდა დანა, რომელიც ამოიღო, ერთხელ მოიქნია და ყველანი დასცილდნენ. მას არ ჰქონია განზრახვა, რომ ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მან მხოლოდ მოგერიების მიზნით მოიქნია დანა და ვერ იგრძნო თუ ვინმეს მოხვდა. დანა კვლავ ჯიბეში ჩაიდო. შემთხვევის ადგილზე მან გაიგონა ხმა, რომ ვიღაც დაჭრილი იყო. მან სახლში მისვლისას გამოიცვალა ტანსაცმელი და წავიდა ბიძაშვილთან, სადაც დააკავეს, ამოუღეს დანა და უთხრეს, რომ მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს დაცვის მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, მათ შორის გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის თანახმად თ---------- ბ-----–---–- მსჯავრდებულია მასში, რომ მან 2017 წლის 14 მაისს , დაახლოებით 23.30 საათზე გ------ რაიონის სოფელ ნ------------–- ურთიერთშელაპარაკებისას სახის არეში დაარტყა ხელი გ-------– ჩ----–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გ------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში გ-------– ჩ----–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - გ-------– ჩ----–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი-----დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანი.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუცი----- დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუცი----- სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ-------– ჩ----–---–-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სააპელაციო პალატა მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია გ-------– ჩ----–---–-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე.

 

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი no. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული“. იგი აბსოლიტური ხასიათის უფლებაა და ერთი მხრივ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკრძალავს (ნეგატი----- ვალდებულება), მეორე მხრივ მის აქტიურად დაცვას ავალდებულებს (პოზიტი----- ვალდებულება). სიცოცხლის უფლება ყველა სხვა უფლების ლოგიკური წინაპირობაა და მისი დაცვის ფასეულობა უაღრესად დიდია. საქართველოს კონსტიტუციის 15-ე მუხლის საფუძველზე: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული განზრახი მკვლელობა, დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქცია მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulycgevy v. Russia).

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

 

პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ა-–---------- ბ-----–---–-ს სიკვდილის მიზეზია გ-------– ჩ----–---–-ს მიერ დანის მოქნევით /დარტყმით/ მიყენებული დაზიანება. დაცვის მხარე ითხოვეს მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების განხილვას აუცილებელი მოგერიების ჭრილში.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად უტყუარად ადასტურებს გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:

ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;

თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანს – უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. ერთის მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ხელყოფა მყისიერად და საბოლოოდ აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს, მეორეს მხრივ, თავდამცველი უფლებამოსილია, აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე. ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო, ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების დროს. და ბოლოს, აუცილებელი მოგერიების დროს პირი უნდა მოქმედებდეს თავდაცვის სურვილით, იქნება ეს საკუთარი ინდივიდუალური თუ სხვისი, ზეინდივიდუალური სიკეთის დაცვის სურვილი, მთავარია, რომ ქმედების განმახორციელებელს, უშუალოდ თავდაცვითი ქმედების განხორციელების დროს ჰქონდეს თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს ქმედება არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებას;

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს ქმედების გათვალისწინებით სახეზეა განზრახ მკვლელობის ჩადენა, შურისძიების მოტივით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის სიკვდილს და სურდა ეს შედეგი. გარდა აღნიშნულისა, პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-------– ჩ----–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას მიზეზობრივი კავშირი აქვს დამდგარ შედეგთან (ა-–---------- ბ-----–---–-ს სიკვდილთან).

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შემთხვევის შემსწრე მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ------ რაიონის სოფელ ნ------------–-, გ-------– ჩ----–---–სა და თ---------- ბ-----–---–- შორის ურთიერთშელაპარაკებას, წინ უძღვის თ----- ბ-----–---–-ა და გ-------– ჩ----–---–-ს შორის სოციალური ქსელის მეშვეობით მიმოწერაში ჩარეული თ----- ბ-----–---–-ს ძმის - თ---------- ბ-----–---–-ს მიმართვის ტექსტი გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ, რომელიც მუქარის შემცველია. გ-------– ჩ----–---–სა და თ---------- ბ-----–---–- შეხვედრისას თ---------- ბ-----–---–-ს მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა გ-------– ჩ----–---–-სთვის ყელზე ხელის მოჭერაში, განიმუხტა შემთხვევის შემსწრე პირების მიერ და მათი ჩვენებებით დგინდება, რომ გ-------– ჩ----–---–ს იქ მყოფმა თანასოფლელმა ს----- ტ------–---–-- სთხოვა სახლში წასვლა და ტელეფონის მოტანა, რითიც გაირკვეოდა თუ რა მისწერა თ----- ბ-----–---–-, მათივე ჩვენებით იმ შემთხვევაში თუ მას ჰქონდა რაიმე მიწერილი მოიხდიდა ბოდიშს, ხოლო თუ არ ჰქონდა მოწერილი რაიმე ბ-----–---–--- მოიხდიდნენ ბოდიშს და ამით დაშორდებოდნენ ერთმანეთს. გ-------– ჩ----–---–- წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, ხოლო თ---------- და ა-–---------- ბ-----–---–--- დარჩნენ ადგილზე.

 

მოწმეების ა-----– ზ----–---–--, გ---- ჩ----–---–-ს და თ-------- ნ---------- ჩვენებების თანახმად, მას შემდეგ რაც განიმუხტა სიტუაცია და გ-------– ჩ----–---–- წავიდა სახლის მიმართულებით, მან გაირა რა გარკვეული მანძილი, 10- 15 მეტრი, შემოტრიალდა და შეიგინა, აღნიშნულის გამო ა-–---------- და თ---------- ბ-----–---–--- გაიქცნენ მისი მიმართულებით, მივიდნენ გ-------– ჩ----–---–თან და თ---------- ბ-----–---–-- ხელი დაარტყა გ-------– ჩ----–---–ს სახეში, გ-------– ჩ----–---–მა კი დანა მოუქნია ერთმანეთის გვერდით მდგარ ა-–---------- და თ---------- ბ-----–---–--- და დაჭრა ა-–---------- ბ-----–---–-. თ---------- ბ-----–---–-- ერთი ხელით დაუჭირა დანა, მეორე ხელით კი გააგრძელა გ-------– ჩ----–---–-ს ცემა იმ დრომდე სადამ არ გააშველეს. მათივე ჩვენებებით, ა-–---------- ბ-----–---–- დაიჭრა დანის პირველივე მოქნევის დროს, თუმცა აღნიშნულის შესახებ თ---------- ბ-----–---–-- გაიგო მოგვიანებით.

 

მოწმე თ---------- ბ-----–---–-ს ჩვენებით „გ-------– ჩ----–---–- სახლში წავიდა ტელეფონის მოსატანად, 10 მეტრის გავლის შემდეგ, გ-ჩ----–---–მა შეაგინა მას. იგი წავიდა გ-------– ჩ----–---–-ს მიმართულებით და დაინახა, რომ მას დანა ეჭირა ხელში, რის გამოც მიახლოების თანავე დაარტყა გ-------– ჩ----–---–ს, ხოლო ძმას უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან დანა ჰქონდა გ-------– ჩ----–---–ს და ხელის მოძრაობით შეეცადა შეეჩერებინა ჩ----–---–-საკენ მიმავალი ძმა, რა დროსაც გ-------– ჩ----–---–მა მოიქნია დანა და დაარტყა ა-–---------- ბ-----–---–-. მან გააგრძელა გ-------– ჩ----–---–თან ჩხუბი, წააქცია იგი და ზემოდან დააჯდა, რა დროსაც გ-------– ჩ----–---–მა მასაც მოუქნია დანა. მან ხელი დაუჭირა გ-------– ჩ----–---–ს და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც გააშველეს.“

 

საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებათა შეფასება იძლევა იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებული გ-------– ჩ----–---–- დანის დარტყმის დროს მოქმედებდა არა თავდაცვის მიზნით, არამედ ე.წ. პირველი კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ, მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო განაწყენებული, შემთხვევის ადგილის დატოვების პროცესში, შემოტრიალდა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით მოახდინა თ---------- ბ-----–---–-ს მხრიდან თავდასხმის პროვოცირება, ხოლო თ---------- ბ-----–---–-ს მიერ ხელის სახეში დარტყმისთანავე, შექმნილი სიტუაციით განაწყენებულმა, შურისძიების მოტივი განზრახ სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, მომარჯვებული დანა დაარტყა ა-–---------- ბ-----–---–- გულმკერდის არეში. შესაბამისად მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედება, გულმკერდის არეში დანის დარტყმა, მსჯავრდებული გ-------– ჩ----–---–-ს მტკიცე მართლსაწინააღმდეგო ნებაზე მიუთითებს - მოეკლა დაზარალებული. ადამიანის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება დანაშაულებრივი შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან. რაც შეეხება მკვლელობის განზრახვას, იგი გ-------– ჩ----–---–ს წარმოეშვა შექმნილი სიტუაციის პირობებში, იმწუთიერად - როდესაც მიეცა შესაძლებლობა წასულიყო ტელეფონის მოსატანად. პირველადი კონფლიქტი ამოწურული იყო და არანაირი თავდასხმა მასზე აღარ ხორციელდებდა, იგი იაზრებს, რომ თან დანა აქვს, და იყენებს განზრახ მკვლელობისათვის.

 

საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული (მკვლელობა) და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. ამასთანავე პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-------– ჩ----–---–- იქნა მსჯავრდებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

პალატა ამ მიმართულებით აფასებს შექმნილ სიტუაციას და აღნიშნავს, რომ პირველი კონფლიქტის შემდეგ, როდესაც გ-------– ჩ----–---–ს თ---------- ბ-----–---–-- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, საფრთხე გ-------– ჩ----–---–-ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების აღარ არსებობდა, რადგან კონფლიქტი განმუხტული იყო იქ მყოფი პირების დახმარებით და შექმნილი სიტუაციით განაწყენებულს, უჩნდება შურისძიების სურვილი და ამ მიზნით გ-------– ჩ----–---–მა თ---------- ბ-----–---–-ს მისამართით შეგინებით, განზრახ მოახდინა მასზე თავდასხმის პროვოცირება, რასაც მოჰყვა თ---------- ბ-----–---–-ს მხრიდან გ-------– ჩ----–---–-სთვის ხელის დარტყმა სახის არეში, რის შემდეგაც გ-------– ჩ----–---–მა შურისძიების მიზნით დანა მოიქნია ერმანეთის გვერდით მდგომი თ---------- და ა-–---------- ბ-----–---–-ს მისამართით და განზრახ სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, დაარტყა ა-–---------- ბ-----–---–- გულმკერდის არეში. შესაბამისად გ-------– ჩ----–---–- მოქმედებდა შურისძიების და არა თავდაცვის მიზნით.

 

აპელანტი უთითებს, იმ გარემოებაზეც, რომ გ-------– ჩ----–---–ს თუ ექნებოდა ვინმეს მოკვლის განზრახვა ეს იქნებოდა თ---------- ბ-----–---–- და არა მის ძმა ა-–---------- ბ-----–---–-, ვინაიდან ძირითადად თ----------ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება აღნიშნულ არგუმენტს, მკვლელობის განზრახვის გამორიცხვასთან მიმართებაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა ტელეფონის მოსატანად მიმავალი გ-------– ჩ----–---–- მიზანმიმართულად ახდენს თავდასხმის პროვოცირებას, შემდეგ იქნევს თანნაქონ დანას, და არტყავს მისთან ახლოს მდგარ ა-–---------- ბ-----–---–- გულმკერდის არეში. ხოლო ა-–---------- ბ-----–---–-ს დაჭრის შემდეგ, გ-------– ჩ----–---–ზე იქ მყოფი დანარჩენი პირების მხრიდან ცემას, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, გ-------– ჩ----–---–-ს ქმედების შეფასებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

 

ამდენად ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება გ-------– ჩ----–---–-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა, კერძოდ 2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ------ რაიონის სოფელ ნ------------–-, გ-------– ჩ----–---–თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა თ---------- ბ-----–---–- და ა-–---------- ბ-----–---–-, რა დროსაც თ---------- ბ-----–---–-- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ-------– ჩ----–---–ს, რაც აღკვეთეს შემთხვევის შემსწრე პირებმა და გ-------– ჩ----–---–- წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 10-15 მეტრის გავლის შემდეგ, თ---------- ბ-----–---–-ს და ა-–---------- ბ-----–---–-ს ქმედებით განაწყენებულმა გ-------– ჩ----–---–მა თ---------- ბ-----–---–-ს და ა-–---------- ბ-----–---–-ს მისამართით შეიგინა, მოახდინა თ---------- ბ-----–---–-ს მხრიდან თავდასხმის პროვოცირება და თ---------- ბ-----–---–-- სახის არეში დაარტყა ხელი, ხოლო გ-------– ჩ----–---–მა მოიმარჯვა თანნაქონი დანა, მოუქნია ერთმანეთის გვერდით მდგომ თ---------- და ა-–---------- ბ-----–---–--- და განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა ა-–---------- ბ-----–---–- გულმკერდის არეში, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, და მიიჩნია, რომ გ-------– ჩ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამავდროულად გ------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია და განაჩენი სასჯელის ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი-----დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი და კანონიერი და სამართლიანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად პალატას მიაცნია, რომ ბრალდების მხარის საპელაციო საჩივარი სასჯელის დამძიმების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–ს დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ გ-------– ჩ----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით და მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებული უფლებაა.

 

ნივთმტკიცების ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სიხლისმაგვარი ლაქები, კენჭი სისხლის მაგვარი ლაქით, ხელის ფრჩხილების ნიმუშები, დანა, ანაწმენდები, ნერწვის ნიმუშები, თმის ნიმუში, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუშები- განადგურდეს.

 

ბრალდებულ გ-------– ჩ----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული CAT ფირმის მობილური ტელეფონი, გ-------– ჩ----–---–-სგან ამოღებული წითელი ფერის ჟილეტი, გ-------– ჩ----–---–-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თ---------- ბ-----–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, ა-----– ზ----–---–--გან ამოღებული ტანსაცმელი, გ---- ჩ----–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, თ-------- ნ----------გან ამოღებული ტანსაცმელი, ს------ ტ------–---–--გან ამოღებული ფორდის მარკის ავტომანქანა, ა-–---------- ბ-----–---–-ს ტანსაცმელი, ა-–---------- ბ-----–---–-ს მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

ა-–---------- ბ-----–---–-ს ავადმყოფობის დოკუმენტაცია, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------– ჩ----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა------ გ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის პროკურორის ზ------ წ--------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-------– ჩ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

გრიოლ ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 მაისიდან.

 

გ-------– ჩ----–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სიხლისმაგვარი ლაქები, კენჭი სისხლის მაგვარი ლაქით, ხელის ფრჩხილების ნიმუშები, დანა, ანაწმენდები, ნერწვის ნიმუშები, თმის ნიმუში, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუშები- განადგურდეს.

 

ბრალდებულ გ-------– ჩ----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული CAT ფირმის მობილური ტელეფონი, გ-------– ჩ----–---–-სგან ამოღებული წითელი ფერის ჟილეტი, გ-------– ჩ----–---–-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თ---------- ბ-----–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, ა-----– ზ----–---–--გან ამოღებული ტანსაცმელი, გ---- ჩ----–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, თ-------- ნ----------გან ამოღებული ტანსაცმელი, ს------ ტ------–---–--გან ამოღებული ფორდის მარკის ავტომანქანა, ა-–---------- ბ-----–---–-ს ტანსაცმელი, ა-–---------- ბ-----–---–-ს მობილური ტელეფონი- დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

ა-–---------- ბ-----–---–-ს ავადმყოფობის დოკუმენტაცია, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

 

მაია თეთრაული

 

გ---- ჯეირანაშვილი