განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
330100118002601038
ინსტანცია
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002601038

საქმე №1ბ/906-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-------------–--ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - შ----------–--–---–ი (საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–---------------------------------------------------------------ში);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით;

 

ადვოკატები - გ----------ე, ლ--–-----–------ი;

 

სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 20:50 საათზე, შ----------–--–---–ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, გლდანის „ა“ მ/რ, კო------------ში განთავსებულ ფართში, სადაც დანის მოღერებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა იქ მყოფ ინდოეთის მოქალაქეებს - ა-------------------------, ჰი---–---------------------------–-----–-----------------------------------------------ს, რის შედეგაც დაეუფლა ვ------------------ის კუთვნილ 15 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით შ----------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------ის ადვოკატმა ლ--–-----–------მა და ითხოვა მისი გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: ა) განაჩენი ეფუძნება ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლო გამოძიების დროს. კერძოდ ა-–--------–------ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებას, რომელიც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძვლად, ვინაიდან დაცვის მხარეს არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო განხილვის დროს არ ჰქონია, ა-–--------–------ის გამოკითხვის, დაკითხვის ან მისი ჩვენების გაპროტესტების ადეკვატური საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვა მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებული, შეუსაბამობების გასაანალიზებლად. მხარის მიერ დასმულ კითხვებს ამ დროს შეუძლია არა მხოლოდ მოწმეთა სანდოობის შეფასების საკითხზე მოახდინოს გავლენა, არამედ ნათელი მოჰფინოს ისეთ გარემოებას, რომელიც წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლოს დასკვნაზე მოახდენდა გავლენას. შესაბამისად შ----------–--–---–მა საქმის განხილვის დროს, ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი დაადგენილია ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჯვარედინი დაკითხვის გზით არ შემოწმებულა სანდოობის თვალსაზრისით. დაცვის მხარეს, ანალოგიური პოზიცია გააჩნია, ა------------------------ის, სასამართლოში გამოქვეყნებულ ჩვენებასთან დაკავშირებითაც ვინაიდა დაცვის მხარეს არც ა------------------------ის ჯვარედინი დაკითხვის საშუალება მიეცა, სასამართლო განხილვის დროს. ბ) სასამართლო გამოძიების დროს უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული დანის არსებობა და შ----------–--–---–ის მხრიდან მისი გამოყენების ფაქტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსამართლე ღიად და დაუფარავად ცდილობს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ისეთი პოზიციის დაფიქსირებას, რომელზედაც არ უმსჯელია, თავად ბრალდების მხარესაც კი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ა-–--------–------მა 2018 წლის 22 ივლისს დატოვა საქართველოს ტერიტორია და გაემგზავრა საქართველოდან და ამის გამო ბრალდების მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობა, მოეპოვებინა სასამართლოს განჩინება და გამოეთხოვა მისგან შესაბამისი ინფორმაცია, სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს ვინაიდან, 15 ივლისიდან 22 ივლისამდე არის 7 დღე, რომელიც სრულიად საკმარისი იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შესაბამისი განჩინების მოსაპოვებლად, თუკი ასეთი განჩინების მოპოვების აუცილებლობის საკითხი დადგებოდა და სხვა საგამოძიებო მოქმედების გზით ვერ მოხდებოდა უტყუარი მტკიცებულების მოპოვება (ვიდეო რეგისტრატორის ჩანაწერის ამოღება), ა-–--------–------ის კუთვნილი ა/მანქანიდან. სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა ე. წ დაზარალებულ, გ------------–-----–-- სასამართლოში მიცემული ჩვენების ის ნაწილი სადაც მოწმემ განაცხადა, რომ ნანახი აქვს ვიდეოჩანაწერი. გ----------–-----–--ს ჩვენება, წინააღმდეგობაში მოდის მოსამართლის მსჯელობასთან, რომ ბრალდების მხარემ დროის სიმცირის გამო ვერ მოიპოვა უტყუარი მტკიცებულება, ორივე ერთად აღებული კი დასტურია იმისა, რომ ცალკეულ, მაგრამ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე და მნიშვნელოვან დეტალებში, არსებობს არსებითი წინააღმდეგობები, შესაბამისად ის გარემოება, რომ შ----------–--–---–მა დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით ჩაიდინა, ბრალად შერაცხული ქმედება არ ემყარება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჰ----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წელს ჩამოვიდა საქართველოში, სწავლობს სამედიცინო ფაკულტეტზე, ცხოვრობს ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. 2018 წლის 14 ივლისს იმყოფებოდა „ახმეტელის“ მეტროსთან მდებარე სითი მოლში, ინდოეთში აპირებდა დაბრუნებას და მეგობრებთან ერთად იყო საყიდლებზე. აპირებდა სახლში წასვლას, რა დროსაც შეხვდა შ----------–--–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ შ----- ერქვა, სახელი ჰკითხა და შესთავაზა ლუდის დალევა, რაზეც უარი უთხრა. შემდეგ უთხრა, რომ მას უნდოდა ლუდის დალევა და სთხოვდა 4 ლარს, რაზეც უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, დაემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, თუმცა შ----- გაყვა უკან. სახლთან რომ მივიდნენ, უთხრა, რომ სახლში ადიოდა, ფული არ ჰქონდა და კვლავ დაემშვიდობა, თუმცა შ-----მ არ გაუშვა „ფული მომეციო“. აღნიშნულზე უთხრა, რომ ქართული არ იცოდა. ბინაში იყო მისი მეგობარი ნ----------------, რომელიც უკეთ საუბრობს ქართულად და მას უთხრა, რომ გასაღები მიეტანა და კარები ჩაეკეტა, რადგან პიროვნება მიყვებოდა, რომელიც ფულს სთხოვდა. ნ---------------- ცდილობდა კარის დაკეტვას, მაგრამ სანამ გასაღები მიიტანა, შ----- შეიჭრა სახლში და არ მისცა კარის დაკეტვის საშუალება. მისი მეგობრები: ვ----------------, ა------------------------ი და გ------------–-----–-- სამზარეულოში საკვებს ამზადებდნენ. შ-----მ მისი მეგობრები რომ დაინახა, ყველას მისამართით გინება დაიწყო და შევიდა სამზარეულოში. მივიდა სამზარეულოს მაგიდასთან და თქვა „ეს ჩემი ტერიტორია და ჩემი ადგილიაო“, მაგიდის კუთხეში დანა იდო, დაახლოებით 15-20 სმ სიგრძის, შავი ტარით და წითელი წინწკლებით, რომელიც აიღო, დაშინება და მუქარა დაიწყო, რის გამოც ყველას შეეშინდა და გავიდნენ გარეთ. შ----------–--–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დანით ხელში გავიდა გარეთ, დანას უღერებდა მის მეგობარს ნ---------------- და იძახდა „ფული, ფულიო“ და ემუქრებოდა მათ. მის მეგობარს ვირენდ კუმარს ჯიბეში ჰქონდა 15 ლარი, რომელიც ამოიღო და აძლევდა 10 ლარს, მაგრამ შ-----მ ხელიდან ის 5 ლარიც გასტაცა. შ----------–--–---–მა განუმარტა, რომ „ეს ჩემი ადგილია, ხვალ მოვალ და 15 ლარის ნაცვლად მომცემთ 20 ლარს, ზეგ 25 ლარს, ყოველდღე ვივლი აქ და ყოველდღე 5-5 ლარით მეტს გადამიხდითო“. შ----------–--–---–მა დანა თან წაიღო და წავიდა, რომელსაც მისი მეგობარი გაყვა უკან, აინტერესებდათ სად ცხოვრობდა, თუმცა შ----- ხელს იქნევდა და ემუქრებოდა უკან ნუ მომყვებიო. შეეშინდათ და გ------------–-----–--მ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი და დარწმუნებულია ამოცნობაში, რადგან კარგად დაინახა მისი სახე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ორი წელია საქართველოში სწავლობს სამედიცინო ფაკულტეტზე. მას და მის მეგობრებს ნაქირავები აქვთ ფართი, სადაც ამზადებენ საკვებს. 2018 წლის 14 ივლისს მის მეგობრებთან: ვ------------------თან, ა------------------------თან, ნ-----------------ან და გ------------–-----–--სთან ერთად იმყოფებოდა მათ მიერ ნაქირავებ ფართში, სადაც უნდა გაეკეთებინათ საჭმელი. ამ დროს მაღაზიიდან დაბრუნდა ჰ----–-----------ი, რომელიც შეშინებული იყო, უთხრა „კარი დაკეტე, ვიღაც ქართველი მთვრალია, ფულს მთხოვს და შემოსვლა უნდაო“. მას უნდოდა კარის დაკეტვა, მაგრამ ამ დროს პიროვნებამ ძალით გააღო კარი, ძალით შევიდა ფართში და უთხრა „მე მქვია შ-----ო“ და წავიდა სამზარეულოში, თავად მისაღებში დარჩა. ამ დროს ჰ----–-----------ი იყო სამზარეულოსთან ახლოს, ვ------------------ი და გურდიპ აგლუვალია იყვნენ სამზარეულოში. შ----------–--–---–ი მათ ქართულად ესაუბრებოდა და ეუბნებოდა „ფული მინდაო“. მოწმის ჩვენებით, მამ იცის ქართულად გინება როგორც ჟღერს და გაიგონა 2-3-ჯერ, როგორ შეაგინა შ-----მ ბიჭებს „შენიო“. მათ იფიქრეს, რომ იგი მთვრალი იყო და მალე წავიდოდა, რის გამოც თვითონ გავიდნენ შესასვლელის გარეთ და გაჩერდნენ ცენტრალური კარებიდან ერთი მეტრის მოშორებით, ხოლო ჰ----–-----------ი, გ------------–-----–-- და შ----------–--–---–ი დარჩნენ შიგნით. შემდეგ გ------------–-----–-- გავიდა გარეთ, რომელმაც უთხრა, რომ შ-----ს დანა ეჭირა. ამ დროს შ-----ც გავიდა, რომელიც კარებთან მარჯვენა მხარეს იდგა, შუაში იდგა თავად და დანარჩენები არ ახსოვს ვინ სად იდგა. შ----------–--–---–ს ხელში ეჭირა მათი კუთვნილი დაახლოებით 10-15 სმ სიგრძის შავი ფერის სამზარეულოს დანა, რომელსაც იქნევდა აქეთ-იქით და სთხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცით, ფული მინდაო“. ვინაიდან შ----------–--–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დანას აქით-იქით აქნევდა და თანხას ითხოვდა, შეეშინდა, რომ არ მოხვედროდა მას ან მის მეგობარს. ვ------------------მა ამოიღო 15 ლარი, 3 ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა და უნდოდა შ-----სთვის გადაეცა 10 ლარი, მაგრამ შ-----ს ერთ ხელში ეჭირა დანა, ხოლო მეორე ხელით აიღო ფული, თან იგინებოდა. შ----------–--–---–მა უთხრა, რომ „ეს ტერიტორია ჩემი ტერიტორიაა, ხვალ კიდევ მოვალ და კიდევ მინდა ფულიო, ყოველდღე მოვალ ფულის წასაღებადო“. ამის შემდეგ შ----------–--–---–ი წავიდა, რომელსაც გ------------–-----–-- გაყვა უკან. შ-----ს წასვლის შემდეგ შევიდნენ ბინაში, რა დროსაც დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც პატარა წვერ-ულვაშით, ათლეტური აღნაგობით და სახით, სამ ფოტოსურათს შორის, ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი არის სწორედ ის, ვინც იმყოფებოდა მათ მიერ ნაქირავებ ფართში და დანის დემონსტრირებითა და მუქარით ფულადი თანხა წაართვა ვ------------------ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის გ------------–-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლიდან სწავლობს საქართველოში. მას და მის მეგობრებს ნაქირავები ჰქონდათ ბინა ქ.თბილისში, გლდანის „ა“ მ/რ, კო------------ში, სადაც მეგობრებთან ერთად საკვებს ამზადებდა. 2018 წლის 14 ივლისს დაახლოებით 19:00-დან 20:00 საათამდე შუალედში ამზადებდნენ საკვებს. სახლში იმყოფებოდნენ: ვ------------------ი, ნ----------------, ა------------------------ი და გ------------–-----–--. ჰ----–-----------ი გასული იყო გარეთ, რომელიც დაბრუნდა დაახლოებით 21:00 საათზე. სახლში შესვლისას ნ---------------- უთხრა, რომ ვიღაც მთვრალი პიროვნება მიყვებოდა, რომელიც სთხოვდა ფულს, რის გამოც სთხოვა ჩაეკეტა კარი. წავიდა გასაღების მოსაძებნად, აიღო გასაღები და კარებში გაუკეთა, თუმცა ვერ მოასწრო კარის ჩაკეტვა. ამ დროს გაიხსნა კარები და შევიდა შ----------–--–---–ი, რომელმაც უთხრა „შ-----“ ვარო და გაემართა სამზარეულოსკენ. სამზარეულოში იმყოფებოდნენ თავად, ა------------------------ი და ვ------------------ი. აღნიშნულმა პირმა გინება დაიწყო ქართულად „დედას, დედასო“ ამბობდა გაბრაზებული ტონით და ფულს ითხოვდა, „ფული მჭირდება და ფული ფულიო“. შ----------–--–---–ი ძირითადად ქართულად, ხოლო ხანდახან ინგლისურად საუბრობდა, თავად ესმოდა საუბრის შინაარსი. შ----------–--–---–ი იმეორებდა „მე შ----- მქვია, ეს ჩემი ტერიტორიაა და ფული მომეცით, თუ გინდათ პოლიციაში წადით, ვერ შემაშინებს ვერავინო“. რამდენჯერმე უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ და მოუწოდეს წასულიყო, მაგრამ არ უსმენდა და იმეორებდა „ფული მომეცით, ფული მინდაო“. შ----------–--–---–მა სამზარეულოში შენიშნა მის გვერდით მაგიდაზე დაახლოებით 20-30 სმ შავი ფერის წითელი ლაქებით დანა, რომელიც აიღო. მან მეგობრებს დაუძახა, რომ შ----------–--–---–მა დანა აიღო და ფრთხილად ყოფილიყვნენ. ამის გაგონებაზე ყველა გარეთ გავიდა, რომლებსაც შ-----ც გაყვა, ხოლო თავად ყველაზე ბოლოს გავიდა, რადგან შეეშინდა და ცდილობდა დისტანცია დაეცვა. სახლის გასასვლელში დაახლოებით 3-4 მეტრში არსებულ ხესთან იდგენენ მისი მეგობრები და შ-----ც, რომელიც დანის დემონსტრირებით ეუბნებოდა „მე ყოველ დღე მოვალ და ყოველ დღე ხუთი ლარით მეტს გადამიხდითო“. შ----------–--–---–ს უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ და ვერ მისცემდნენ, თუმცა მაინც იქნევდა დანას. ნ-----------------ან ძალიან ახლოს მივიდა, მოუღერა დანა, რის გამოც შეეშინდათ. ვ------------------ს ჰქონდა თანხა, ამოიღო და აპირებდა 10 ლარის მიცემას, მაგრამ შ-----მ ხელიდან გასტაცა თანხა და დანასთან ერთად დატოვა ტერიტორია. შ----------–--–---–ს გაყვა უკან, რათა დაენახა სად მიდიოდა, თუმცა შ----- დანას აჩვენებდა, რის გამოც დაბრუნდა უკან. შემდეგ დარეკეს პოლიციაში. მან მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ვ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ წელიწადნახევარია საქართველოში სწავლობს სამედიცინო ფაკულტეტზე. იგი ცხოვრობდა ქ.თბილისში, ახმეტელის თეატრის მიმდებარედ 4 მეგობართან ერთად. ვინაიდან ბინის მეპატრონე ითხოვს წესრიგს, ბინა რომ არ დაბინძურდეს, საჭმელს ამზადებენ სხვა ბინაში. 2018 წლის 14 ივლისს მეგობრებთან: ნ-----------------ან, ა------------------------თან და გ------------–-----–--სთან ერთად იმყოფებოდა აღნიშნულ ფართში, სადაც ამზადებდნენ საჭმელს. ამ დროს მივიდა დ------------–-- და უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქე მიყვებოდა უკან, რომელმაც ფული მოსთხოვა. მისმა მეგობარმა ნ---------------მა გასაღები აიღო და კარი უნდა დაეკეტა, თუმცა ამ დროს ისე, რომ შესვლის უფლება არ მიუციათ, შევიდა საქართველოს მოქალაქე, როგორც გამოძიებით დადგინდა - შ----------–--–---–ი. მან განუმარტა, რომ იყო შ-----, იგინებოდა და სთხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცითო“. ვინაიდან წელიწადნახევარია საქართველოშია და ცოტა ქართული ისწავლა, მიხვდა, რომ შ----- მათ აგინებდა დედის მისამართით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სთხოვდა თანხას, თუმცა თანხის გადაცემაზე უარი უთხრეს. შ----------–--–---–ი შევიდა სამზარეულოში, სადაც მაგიდიდან აიღო სამზარეულოს დანა, შავ ტარიანი დაახლოებით 20 სმ სიგრძის წითელი ფერის პლასტმასებით. დანის აღების მომენტში თავად იყო სახლში შემოსასვლელ კარებთან, გ------------–-----–-- შიგნით იყო, დანარჩენები კარებთან იდგნენ. მისმა მეგობარმა ქართული კარგად იცის, რომელმაც გაიგონა, რომ ეს პირი გარეთაც და შიგნითაც ინგლისურადაც და ქართულადაც ამბობდა, თავადაც იცის ეს სიტყვები და მიხვდა, რომ ამბობდა „ეს ჩემი ტერიტორიააო“. დანის აღების შემდეგ სთხოვდა „ფული მომეცი, ფული მომეციო“. ამ დროს გავიდნენ გარეთ, ბინაში დარჩა გ------------–-----–-- და შ----------–--–---–ი. გ------------–-----–--ს გასვლამდე სახლიდან გამოვიდა შ----------–--–---–ი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მისი მეგობრისგან ნ----------------გან სამ ნაბიჯში იდგა და მისი მისამართით დანას იქნევდა მარჯვნივ და მარცხნივ და ემუქრებოდა, რის გამოც მას შეეშინდა. მას ჰქონდა 15 ლარი, 10 ლარი გადასცა, ხოლო ხუთი ლარი ხელიდან წაართვა შ-----მ. ფულის წართმევა კარის გარეთ 2 მეტრში მოხდა, ყველა იქ იყვნენ. კართან იდგა შ-----, ხოლო თავად და მისი მეგობრები იდგნენ მოპირდაპირე მხარეს. შ----------–--–---–მა თანხის აღების შემდეგ უთხრა „დღეს 15 ლარი ავიღე, ხვალ 20 ლარი მინდა, ზეგ 25 ლარიო, ყოველდღე უნდა მომცეო, ყოველ დღე მე მოვალ აქ, ეს ჩემი ადგილოაო“ და დანით ხელში დატოვა ტერიტორია, რომელსაც უკან გაყვა მისი მეგობარი. გ------------–-----–--მ დარეკა საპატრულო პოლიციაში. შ----------–--–---–ის ხელში დანა რომ დაინახა, შეეშინდა. მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც წარედგინა 4 ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო მე-2 ფოტოსურათზე განთავსებული პირი ბრალდებული - შ----------–--–---–ი. მოწმის განმარტებით, პირი, რომელმაც დანის გამოყენებით წაართვა ფულადი თანხა, არის სხდომის დარბაზში ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი - შ----------–--–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მოქალაქის დაყაჩაღების ფაქტი ჩადენილი ჰქონდა შ----- დავითის ძე ძ---–--–---–ს, დაბ: 1----–--–ს, მცხოვრებს: გ-–--------------------------------ში, ბინა N---ში. ინფორმაციის თანახმად, იგი იმყოფებოდა გლდანში, ახმეტელის თეატრის მიმდებარე სავაჭრო ცენტრ გლდანი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. შემდეგ კი გამომძიებლის მიერ გამოიკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ--------------–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის პროფესორი და კითხულობს ლექციებს. აქვს უმაღლესი განათლება, არის ფილოლოგიის დოქტორი. მუშაობს თარჯიმანთა ბიუროში „ინტელექტ-მარკეტი“, ძირითადად ახორციელებს ჰინდი ენაზე, ინგლისურ და რუსულ ენებზე თარგმნას. აღნიშნულ საქმეზე უწევდა თარჯიმნის მომსახურებას რამდენიმე ინდოეთის მოქალაქეს ჰინდი ენაზე და ერთს რუსულ ენაზე. ჩვენების დასრულების შემდეგ გააცნო მოწმეებს ჩვენებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–--–----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ თარჯიმნის მონაწილეობით გამოკითხული იქნა დაზარალებული ა------------------------ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ-------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ თარჯიმნის მონაწილეობით მოხდა ინდოეთის მოქალაქეების გამოკითხვა, შეადგინა მიმართვის წერილები, ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ გააცნო დაზარალებულებს. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი. მანვე შეადგინა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ფ------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა პირის ამოცნობა, პირადი ჩხრეკა და დაკავება. პირის ამოცნობა ჩატარდა თარჯიმნის, ადვოკატის და დაზარალებულ ჰ----–-----------ის მონაწილეობით, რომელმაც სამ პირს შორის გარეგნობით, აღნაგობით, წარბების მოყვანილობით ამოიცნო ბრალდებული და განმარტა, რომ შ----------–--–---–ი იყო სწორედ ის პირი, რომელიც სახლში მივიდა და ფული წაართვა მის მეგობარს. მის მიერ შედგენილი იქნა ამოცნობის ოქმი, რომელსაც გაეცნენ და მოაწერეს ხელი. ამოცნობის დასრულების შემდეგ, ვინაიდან დაზარალებულმა მიუთითა შ----------–--–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, რომ არ მომხდარიყო მისი მიმალვა, თანამშრომელ ზ--------------ს და ადვოკატის მონაწილეობით შ----------–--–---–ს განუმარტა უფლებები და დააკავა ბრალდებულის სახით. ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ფულადი თანხა ორი ცალი ხუთ ლარიანი და ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა და მობილური ტელეფონი. მის მიერ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში შედგენილი იქნა ამოცნობის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივლისს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ინდოეთის მოქალაქის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რომელმაც ამოიცნო შ----------–--–---–ი. ამოცნობის შემდეგ თანამშრომლის ფ------------------–---–ის მიერ შ----------–--–---–ს გაეცნო უფლებები და დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომლის პირად ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. ფ------------------–---–ის მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივლისს სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. სამძებრო ძაღლთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც იყო საცხოვრებელი ფართი. შემთხვევის ადგილიდან შენობაში შესასვლელი კარის წინიდან და შესასვლელიდან პირდაპირ მდებარე ოთახიდან აიღო ორი ქილა სუნის ნიმუში, სუნის კვალზე გაუშვა სამძებრო ძაღლი, დალუქა ამოღებული სუნის ნიმუშები და გადასცა გამომძიებელს. გაეცნო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა რამდენიმე მოწმე, მათ შორის თარჯიმნის მონაწილეობით რუსეთის მოქალაქე - ა-–------------–------ი. დაზარალებულებს ინდოეთის მოქალაქეებს თარჯიმნის მონაწილეობით განუმარტა დაზარალებულის უფლებები, რომელთა სახელი-გვარები არ ახსოვს.

 

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ა------------------------ის 2018 წლის 15 ივლისის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მისი ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, გლდანი-ნაძალადევი, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარედ. ბინის მეპატრონე სთხოვს მაქისიმალურად დაიცვას სისუფთავე, რის გამოც დაიქირავეს ქ.თბილისი გლდანის „ა“ მიკრორაიონში 5--------------- პირველ სართულზე ფართი, სადაც ამზადებენ საჭმელს და მიირთმევენ. 2018 წლის 14 ივლისს საღამო საათებში შეიკრიბნენ თავად, ნ----------------, გ------------–-----–-- და კ------------------ი, ხოლო რამდენიმე ხანში შეუერთდა მათი მეგობარი დ------------–--. დ------------–--მ შესვლისას უთხრა, რომ მოყვებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც სთხოვდა ფულს და სთხოვა ჩაეკეტათ ფართის კარები. გასაღების ასაღებად და კარების ჩასაკეტად წავიდა ნ----------------, რომელმაც მოათავსა გასაღები კარის საკეტში და სწორედ იმ დროს, როდესაც უნდა გადაეტრიალებინა, ფართში შევიდა ახალგაზრდა პიროვნება. ის ყვიროდა აგრესიულად, სახეზე ეტყობოდა, რომ ზიზღს გამოხატავდა მათ მიმართ. წელიწადნახევარია საქართველოში ცხოვრობს და შესაბამისად იცის გარკვეული სიტყვების გარჩევა, გაიგო, რომ ეს მამაკაცი აგინებდა. ის შევიდა მათ მიერ მოწყობილ სამზარეულოში, იქიდან აიღო დიდი ზომის შავტარიანი დანა, გამოვიდა, დადგა ფართის გასავლელ კარებთან და იძახდა „ფული ფულიო“. ვინაიდან ესმის გარკვეული ქართული სიტყვები, მიხვდა, რომ ეს პიროვნება ითხოვდა მისგან ფულს და უნდოდა ფულის წართმევა. ამ დროს მას ხელში ეჭირა ის დიდი დანა, რომელიც აიღო სამზარეულოდან და მოღერებული ჰქონდა მისი მისამართით. მას არ ჰქონდა თან არანაირი სახის თანხა. ამ დროს ვ------------------მა ჯიბიდან ამოიღო გარკვეული თანხა, მისცა ხელში, გამორთმევის დროს ამ მამაკაცმა კ------------------ს ხელიდან გამოგლიჯა 5 ლარიანი კუპიურა, შემდეგ კი წავიდა მისთვის უცნობი მიმართულებით, ასევე თან წაიღო მათი სამზარეულოდან აღებული დანა. ვინაიდან ფართი არის განათებული, მას არ ეკეთა ნიღაბი და კარგა ხანს უყურებდა, შესაბამისად მას შეუძლია აღნიშნული პირის ამოცნობა. იგი იყო საშუალო სიმაღლის, სპორტული დაკუნთული აღნაგობის, ჰქონდა რკალისებრი წარბები, მუქი ფერის თვალები, მუქი ფერის თმები, საშუალო ზომის ტუჩები, ოდნავ კეხიანი ცხვირი და ქონდა წვერი. მას ეცვა ლურჯი ფერის შარვალი, მონაცრისფრო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, დარწმუნებულია, რომ შეძლებს მის ამოცნობას. მას ძალიან შემეშინდა, რადგან ამ მამაკაცს ხელში ეჭირა დანა და შეეშინდა მისთვის არ მოეყენებინა ზიანი, დანა არ დაერტყა.

 

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ა-–------------–------ის 2018 წლის 15 ივლისის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მოწმის განმარტებით, ჰყავს ა/მანქანა „ლექსუსი LX450“ რუსული სარეგისტრაციო ნომრებით B---------, რომლის წინა საქარე მინაზეც დამონტაჟებული აქვს ვიდეო-რეგისტრატორი, რომელიც აწარმოებს ვიდეო ჩაწერას იმ დროს, როდესაც ა/მანქანა არის დაქოქილ მდგომარეობაში. 2018 წლის 14 ივლისს ლამის საათებში იმყოფებოდა გლდანის „ა“/რ-ის N5--------------- მიმდებარედ და ა/მანქანა გაჩერებული ჰყავდა კორპუსის მიმდებარედ, საიდანაც გამოვიდა უკანა სვლით. იყო ღამის საათები, რადგან ა/მანქანაზე ჩართული ჰქონდა მაშუქები, მაგრამ არ ახსოვს ზუსტი დრო. ამ დროს მისი ა/მანქანის წინა მხარეს მისი ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, მოდიოდა მისი ა/მანქანისაკენ და თან იგინებოდა. წამიერად შეხედა მას, რომელიც გასცდა მის მანქანას მარცხენა მხრიდან და თვალს მოეფარა. აღნიშნული ახალგაზრდა პიროვნება დააფიქსირა მის ა/მანქანაზე დამონტაჟებულმა ვიდეო-რეგისტრატორმა, რომელიც ჩანაწერს ინახავს დაახლოვებით 1 თვის განმავლობაში, ჩანაწერის მოცულობიდან გამომდინარე. ამის შემდეგ განაგრძო გზა. აღნიშნულის შემდეგ 2018 წლის 15 ივლისს მისთვის ცნობილი განდა, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, მაშინვე გაახსენდა ზ/აღნიშნული ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და ხმამაღლა იგინებოდა და მიიჩნია, რომ მისი ვიდეო-რეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული კადრები შესაძლოა შეიცავდეს პოლიციისათვის საჭირო ინფორმაციას, რის გამოც ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და განცხადებით დააფიქსირა ყოველივე. ვიდეო-რეგისტრატორი დამონტაჟებულია ისევ მის კუთვნილ ა/მანქანაში და შესაბამისად მისი მეხსიერების ბარათიც ინახება მასთან, რომელზეც აღბეჭდილია ზემოთაღნიშნული ახალგაზრდა ბიჭი.

 

2018 წლის 14 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ რ-------–----ს მიერ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, გლდანის „ა“ მიკრორაიონი, კორპუსი N5--------------- I სართული, რა დროსაც ამოღებული იქნა 2 ცალი სუნის კვალის ნიმუში 2 ქილად, 3 ცალი ანაწმენდი 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე.

 

2018 წლის 15 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ჰ----–-----------მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან მარცხნიდან პირველი მარჯვნიდან მესამე ადგილას მდგომი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც ქ.თბილისი, გლდანის „ა“ მიკრორაიონი, კორპუსი N5--------------- I სართულზე განთავსებულ ფართში დანის მუქარით მის მეგობარს - ვ------------------ს გასტაცა ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით. ჰ----–-----------მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, წვერით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, საშუალო ტუჩებით და სხვა ზოგადი მახასიათებლებით.

 

2018 წლის 15 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩატარებული იქნა ბრალდებულის შ----------–--–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი ხუთ ლარიანი ქაღალდის კუპიურა და ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა (მთლიანობაში 12 ლარის ოდენობით).

 

2018 წლის 15 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ვ------------------მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა, ასევე მის მეგობარსაც დაემუქრა დანით. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალებით, წარბებით, თავის ფორმით, ცხვირის ფორმით, ტუჩების ფორმით, წვერით, სახის მოყვანილობით, სახის საერთო მოყვანილობით და იერით.

 

2018 წლის 15 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა------------------------მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს ვ------------------ს გასტაცა ფულადი თანხა, ასევე დაემუქრა დანით მას და მის მეგობრებსაც. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: წარბების ფორმით, თვალებით, თავის მოყვანილობით, ცხვირისა და ტუჩების ფორმით, სახის საერთო მოყვანილობით და იერით, წვერით.

 

2018 წლის 15 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ნ---------------მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს დანის მუქარით მის მეგობარს გასტაცა ფულადი თანხა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალებით, წარბებით, თავის ფორმით, ცხვირის ფორმით, ტუჩების ფორმით, წვერით, სახის საერთო მოყვანილობით და იერით.

 

2018 წლის 15 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა გ------------–-----–--მ განაცხადა, რომ მან ამოიცნო N4 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს ვ------------------ს გასტაცა ფულადი თანხა დანის მუქარით, ასევე დანით დაემუქრა მას და მის მეგობრებს. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალებით, წარბების ფორმით, თავის ფორმით, ცხვირის და ტუჩების ფორმით და ზომით, წვერით, სახის საერთო მოყვანილობით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნებს იმ ფაქტებთაობაზე, რისი უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაშ. კერძოდ:

 

დაზარალებულ ჰ----–-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ივლისს შ----------–--–---–ი სთხოვდა თანხას, რაზეც უარი უთხრა და განუცხადა, რომ თანხა არ ჰქონდა, დაემშვიდობა და წავიდა სახლში, თუმცა შ----- გაყვა უკან. ბინაში შესულმა მის მეგობარს ნ---------------- სთხოვა კარი ჩაეკეტა, რადგან პიროვნება მიყვებოდა, რომელიც სთხოვდა თანხას. ნ---------------- ცდილობდა კარის ჩაკეტვას, თუმცა შ----------–--–---–ი ძალით შევიდა ბინაში. იგინებოდა მისი და მისი მეგობრების მისამართით, შევიდა სამზარეულოში და თქვა, რომ „ეს ჩემი ტერიტორია და ადგილიაო“, მაგიდიდან აიღო დაახლოებით 15-20 სმ დანა, ემუქრებოდა და აშინებდა. ძალიან შეეშინდათ და გავიდნენ გარეთ. შ----------–--–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დანით ხელში გავიდა გარეთ, დანას უღერებდა მის მეგობარს ნ---------------- და იძახდა „ფული, ფულიო“ და ემუქრებოდა. მის მეგობარს ვ-------------რს ჯიბეში ჰქონდა 15 ლარი. მან ამოიღო ფული და აძლევდა 10 ლარს, რა დროსაც შ-----მ ხელიდან გასტაცა ის 5 ლარიც. შ----------–--–---–მა განუმარტა, რომ „ეს ჩემი ადგილია, ხვალ მოვალ და 15 ლარის ნაცვლად მომცემთ 20 ლარს, ზეგ 25 ლარს, ყოველდღე ვივლი აქ და ყოველდღე 5-5 ლარით მეტს გადამიხდითო“.

 

აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს დაზარალებულებმა: ნ---------------მა, გ------------–-----–--მ და ვ-------------რმა. ნ----------------ს ჩვენებით: შ----------–--–---–ს დანა ეჭირა ხელში, რომელსაც აქით-იქით აქნევდა და ითხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცით, ფული მინდაო“, ასევე მათ აგინებდა „შენიო“... გ------------–-----–--ს ჩვენებით: შ----------–--–---–ი მათ აგინებდა და იძახდა სიტყვებს: „დედას, დედასო“, გაბრაზებული ტონი და სახე ჰქონდა და დანის დემონსტრირებით ითხოვდა ფულს „ფული მჭირდება და ფული ფულიო“. ვ-------------რის ჩვენებით: შ----------–--–---–ი იგინებოდა დედის მისამართით და ითხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცითო“, იგი იდგა ნ----------------სგან სამ ნაბიჯში, მისი მისამართით იქნევდა დანას და ემუქრებოდა, რის გამოც შეეშინდა და გადასცა 10 ლარი, ხოლო ხუთი ლარი გასტაცა ხელიდან.

 

დაზარალებულების: ჰ----–-----------ის, ნ----------------ს, გ------------–-----–--ს და ვ-------------რის ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ იციან ინგლისური და მეტნაკლებად ქართული ენაც. ბრალდებული ინგლისურად და ქართულად მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სთხოვდა თანხას, რაც მათთვის გასაგები და აღსაქმელი იყო. ოთხივე დაზარალებულმა განმარტა დანის მახასიათებლები და მიუთითა, რომ დანა იყო შავ ტარიანი, დაახლოებით 20 სმ სიგრძის და ტანზე აღენიშნებოდა წითელი წინწკლები. ვინაიდან ბრალდებული ახდენდა დანის დემონსტრირებას, აგინებდა და სთხოვდა ფულს, ამის გამო შეეშინდათ, რომ ბრალდებულს მათთვის არ მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება.

 

დაზარალებულთა ჩვენებები დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ა------------------------ის გამოქვეყნებული ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, რა დროსაც მან ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი, როგორც ყაჩაღობის ჩამდენი პირი.

 

დაზარალებულების: ჰ----–-----------ის, ვ-------------რის, ნ----------------ს, გ------------–-----–--ს მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დადგინდა, რომ მათ ამოიცნეს ბრალდებული შ----------–--–---–ი, როგორც ყაჩაღობის ჩამდენი პირი.

 

დაზარალებულებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე მიუთითეს შ----------–--–---–ზე და განმარტეს, რომ იგი იყო სწორედ ის პირი, რომელიც მათ ემუქრებოდა დანის დემონსტრირებით, რის შედეგადაც დაეუფლა ვ------------------ის კუთვნილ 15 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა-–------------–------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მან იმ კორპუსთან, სადაც დაზარალებულებს დაქირავებული ჰქონდათ ფართი, დაინახა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და იგინებოდა.

 

რაც შეეხება აპელანტის საკვანძო არგუმენტებს, იმის შესახებ, რომ ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში ა-–-------–-----ვის, ა------------------------ის ჩვენებების გამოქვეყნებით დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე დიდი პალატის გადაწყვეტილებაში საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ, განმარტა: პოლიციის მიერ მოკვლევისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად მიღება თავისთავად არ არის შეუსაბამო 6.1 და 6.3.d მუხლთან, იმ პირობით, რომ დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა ხდება. როგორც წესი ეს უფლებები მოითხოვს, რომ ბრალდებულს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა ქონდეს, კითხვები დაუსვას მის წინააღმდეგ მოწვეულ მოწმეს, მაშინ როდესაც ეს მოწმე ჩვენებას იძლევა ან საქმისწარმოების მომდევნო სტადიებზე (იხილეთ ალ - ხავაია და ტაჰერი ( Al - Khawaja and Tahery ), ციტირება მაღლა, § 118, სხვა წყაროებზე მითითებით; იხილეთ ასევე A.G. შვედეთის წინააღმდეგ ( A . G . v . S w e d e n ) (გადაწყვეტილება), N 315/09, 10 იანვარი, 2012, და ტრამპევსკი მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ ( Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia ) , # 4570/07, § 44, 10 ივლისი, 2012).

 

გადაწყვეტილებაში საქმეზე ალ - ხავაია და ტაჰერი ( Al K h a w a j a a n d T a h e r y ) სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას და რომლის წინასასამართლო ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულბა იყო ბრალდებულის წინააღმდეგ ავტომატურად არ იწვევდა 6.1 მუხლის დარღვევის დადგენას. მან დაასაბუთა, რომ ე.წ. “ერთადერთის და გადამწყვეტის წესის” მისადაგება (რომლის თანახმადაც სასამართლო განხილვა უსამართლო იყო თუკი ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ ან გადამწყვეტად იმ მტკიცებულებას, რომელიც მოწოდებული იყო მოწმისგან, რომელსაც ბრალდებული კითხვას ვერ უსვამდა საქმისწარმოების რაიმე ეტაპზე; ibid., §§ 128 და 147) მოუქნელი ფორმით წინააღმდეგობაში მოვიდოდა ტრადიციულ გზასთან, რომელშიც სასამართლო განმარტავსსამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას 6.1 მუხლის საფუძველზე, კერძოდ კი იმის შესწავლას, იყო თუ არა საქმისწარმოება მთლიანობაში სამართლიანი. თუმცა საქმისწარმოების სამართლიანობის თანდაყოლილი რისკების გათვალისწინებით ამგვარი მტიცებულების დაშვება მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა კონფლიქტური ინტერესების დაბალანსებისას (ibid., §§ 146-47).

 

საქმეზე ალ - ხავაჯა და ტაჰერი ( Al - K h a w a j a a n d Tahery ) შემუშავებული პრინციპების თანახმად აუცილებელია სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმისწარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობის შესწავლა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც ესწრებოდნენ და დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს:

(i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი (ibid . , §§ 119-25);

(ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი (ibid . , §§ 119 და 126-47); და

(iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (ibid . , § 147) (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §105-107).

 

რაც შეეხება ეროვნულ კანონმდებლობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

ამდენად, სააპელაციო პალატას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სააპელაციო პალატასაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–-------–-----ვის, ა------------------------ის ჩვენებების საქმის არსებითი განხილვისას საჯაროდ წაკითხვა განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და ასევე დადასტურებულია, რომ არ არსებობდა სასამართლოში მათი წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა.

 

სააპელაციო პალატამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად შეაფასა ა-–-------–-----ვის, ა------------------------ის გამოქვეყნებული ჩვენებები და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით, ამ სამხილებს აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი, ა-–-------–-----ვის, ა------------------------ის ჩვენებები არ ყოფილა ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებები შ----------–--–---–ის მსჯავრდებისათვის, ვინაიდან ისინი სრულ შესაბამისობაშია და დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ არაერთი მტკიცებულებებით, რომლებიც სააპელაციო პალატამ ზემოთ უკვე მიმოიხილა.

 

ბ) რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ გამოძიების დროს უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული დანის არსებობა და შ----------–--–---–ის მხრიდან მისი გამოყენების ფაქტი, სააპელაციო პალატა პირველ რიგში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არსებობდა ობიექტური საფუძველი, რისი გათვალისწინებით ბრალდების მხარეს შესაძლოა ვერ მოეპოვებინა ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერი, ამასთან სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დაზარალებულების აღქმა მათზე თავდასხმის ხასითისა და ხარისხისა. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულების ჩვენებებით, რომლებშიც გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გასჩენია, უტყუარად არის დადასტურებული შ----------–--–---–ის მიერ დანის გამოყენებით თავდასხმა, რაც სწორედ მსხვერპლთა მიერ იქნა აღქმული მათი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის რეალურ საფრთხედ. საგულისხმოა, რომ დაზარალებულების ჩვენებები ასევე დადასტურებულია აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმე ა-–-------–-----ვის ჩვენებით და ამ ვითარებაში, სააპელაციო პალატის გადმოსახედიდან ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერი იქნებოდა წონადი მტკიცებულება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის უტყუარად დასადგენად, თუმცა არა გადამწყვეტი მნიშვნელობის და მისი ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ გახდებოდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასადასტურდა, რომ შ----------–--–---–მა დანის მოღერებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა ა-------------------------, ჰი---–---------------------------–-----–-----------------------------------------------ს, რის შედეგაც დაეუფლა ვ------------------ის კუთვნილ 15 ლარს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ შ----------–--–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ შ----------–--–---–მა დანის მოღერებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა ა-------------------------, ჰი---–---------------------------–-----–-----------------------------------------------ს, რის შედეგაც დაეუფლა ვ------------------ის კუთვნილ 15 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნიშნები, რისთვისაც შ----------–--–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ----------–--–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული), მის პიროვნებას და წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები შ----------–--–---–ის პიროვნების ან/და მისი წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ასევე მიყენებული ზარალის მცირე ოდენობას და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად შ----------–--–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ შ----------–--–---–ის ადვოკატის ლ--–-----–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი;

 

შ----------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

შ----------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ივლისიდან.

 

შ----------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი