განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002997776
საქმე №1ბ/1639-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ----------------–---–ის
ადვოკატების: შ-----------ის, თ------–--–--------ის
მსჯავრდებულების: ა--------–-–---–ის, ზ----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა--------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით; ზ----------------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 5----------), დაოჯახებულის, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------------------–-----ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------–-–---–მა ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა, ესე იგი იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას პირდაპირ, თავის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----------------მა ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა, ესე იგი იმ პირის მიერ, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში პირდაპირ, თავის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად.
ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
,,-----------–--------------------------------------------–---–ის’’, ს--–-------------------------ის, კაპიტალური დაგეგმარების სამსახურის, მექანიზაციის განყოფილების უფროსს - ა--------–-–---–სა და ლ---------------------------–-----–-- სამმართველოს მთავარ მექანიკოსს - ზ-----------------ს, ევალებოდათ სს ,,ს----------–-------------ის“ კუთვნილი მანქანა- მექანიზმების გამართულობის უზრუნველყოფა, მათ შესაკეთებლად საჭირო მასალების და დეტალების ნუსხის შედგენა და მომარაგება. 2018 წლის 8 მაისს, სს „ს----------–-------------ის“ მიერ გამოცხადებული იქნა NA---------- ელექტრონული ტენდერი, რომელიც გულისხმობდა სამშენებლო ტექნიკის მიმდინარე შეკეთების ტექნიკურ მომსახურებას. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ა--------------მა“ და 2018 წლის 30 მაისს, შპს „ა--------------სა“ და სს „ს----------–-------------ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 27 056.47 აშშ დოლარით.
ა--------–-–---–მა და ზ----------------მა, შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების რეალური ღირებულების დაფარვისა და გარკვეული ქმედებების განხორციელებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ, შპს „ა--------------ის“ დირექტორს - ქ---------–-----ს, მოსთხოვეს სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან 5440 ლარის გადაცემა. ამ პირობით, ა---------–-–---–მა და ზ-----------------მა, ქ----------–-----ისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის ჩარიცხვის შემდეგ, 2018 წელს ქ-------–--–------–--–---–-------------ში მდებარე მის კუთვნილ ოფისში მიიღეს 3 000 ლარი, ხოლო 2019 წლის 27 მარტს - დარჩენილი თანხა 2440 ლარის ოდენობით. ასევე, ა-----–-–---–მა და ზ------------მა, შემდგომში გასამართ ტენდერთან დაკავშირებით ხელშეწყობისათვის, ქ---–-----ს მოსთხოვეს სახელშეკრულებო ღირებულებიდან გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემა.
ამას გარდა, ,,-----------–--------------------------------------------–---–ის’’, ს--–-------------------------ის, კაპიტალური დაგეგმარების სამსახურის, მექანიზაციის განყოფილების უფროსმა - ა--------–-–---–მა და ლ---------------------------–-----–-- სამმართველოს მთავარმა მექანიკოსმა ზ-----------------მა შპს „ა--------------ის“ დირექტორის ქ---------–-----ისათვის გადასაცემად დაამზადეს ყალბი, 2018 წლის 28 ივნისის N0--- დათვალიერების (დეფექტური) აქტი, შესასრულებელი მომსახურების აქტი N-------, 2018 წლის 13 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, 2019 წლის 15 თებერვლის N0--- დათვალიერების (დეფექტური) აქტი, შესასრულებელი მომსახურების აქტი N0------ და 2019 წლის 22 თებერვლის მიღება - ჩაბარების აქტი, სადაც მიუთითეს, რომ, თითქოს, შპს „ა--------------ის“ მიერ, ელექტრონული ტენდერის NA---------- თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა ჯამში 18 104,78 ლარს მაშინ, როდესაც შპს „ა--------------ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ დოკუმენტებში ხელოვნურად იყო გაზარდილი შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარჯები და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 10 179.83 ლარს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით:
ა--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5200 (ხუთი ათასორასი) ლარის ოდენობით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ა---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ზ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ----------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ზ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ----------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა - სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიმართ
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელი, კერძოდ, ნაცვლად ჯარიმისა, სასჯელად განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ქ---------–-----ის, თ------------------ის, პ---–----------–--ის, ს-------–--------ის გამოკითხვის ოქმების, N2-- ცნობა ანოტაციის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედური ოქმის N5-, DVD დისკის დათვალიერების ოქმის, ფულადი ნიშნის დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ ოქმის, კუპიურების ასლების, N248 ცნობა-ანოტაციის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედური ოქმის N--, DVD დისკის დათვალიერების ოქმის, ა--------–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის, ავტომობილის ჩხრეკის ოქმის, ა---------–-–---–ის დაკავების ოქმის, ზ----------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის, ა--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერებისა და დალუქვის შესახებ ოქმის, დისკის დათვალიერების ოქმის, სატელეფონო მოსმენის ანოტაციის, მიმართვის წერილის სს ,,ს----------–-------------ას", სს ,,ს----------–-------------ას" მომართვის წერილის, NA---------- ელექტრონული ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ა--------–-–---–ის შესახებ სს ,,ს----------–-------------ის’’ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში დაცული დოკუმენტაციის, ზ------------------ის შესახებ სს ,,ს----------–-------------ის’’ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში დაცული დოკუმენტაციის, ამოღებული დოკუმენტაციის, ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიერ დანაშაულის აღიარებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო საჩივრის ავტორი, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა არ არის პროპორციული და სამართლიანი. აპელანტის პოზიციით, მსგავსი სახის სასჯელის დანიშვნა ხელს შეუშლის დანაშაულის თავიდან აცილებას და იქნება არა შემაკავებელი, არამედ წამახალისებელი ფაქტორი. (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
სახელმწიფო ბრალმდებელი სასჯელის გამკაცრების საფუძვლად უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ხელს შეუშლის დანაშაულის თავიდან აცილებას და იქნება არა შემაკავებელი, არამედ წამახალისებელი. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მის ვარაუდს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ლმობიერი და მსჯავრდებულებს - ა--------–-–---–სა და ზ----------------ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა დაუმძიმდეთ სასჯელი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა--------–-–---–მა და ზ----------------მა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ა--------–-–---–ი არის ორი არასრულწლოვანი შვილის მამა, ხოლო ზ----------------ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. სააპელაციო პალატა, აგრეთვე, აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების როგორც სახე, ასევე ზომა, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - ა--------–-–---–ისა და ზ----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ა--------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ა---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
ზ----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ----------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ზ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5-00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
საქმეზე ამოღებული 2440 ლარის ფულის კუპიურები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქვემო ქართლის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში და ამოღებული დოკუმენტები, რომლის ნაწილი დედნების სახით ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი - ქვემო ქართლის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს შესაბამის სამსახურებს, ხოლო ოთხი ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე