განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2020
საქმის ნომერი
190100119002933611
ინსტანცია
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100119002933611, №1ბ/1451-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ------ ტ----–--ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - მ----- მ---–-------ის ძე ქ--------ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------–---------------–---------------;

 

ადვოკატი - ლ----- ღ----–----.

 

თარჯიმანი - ა---- ს---–--------ი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სასჯელი:

 

10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: მ----- ქ--------ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალის წარდგენის მომენტიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან, წარსულში არასოდეს ყოფილა შემჩნეული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მაგრამ აღნიშნული გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნის დროს, რის გამოც განაჩენი არ არის სამართლიანი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან სასამართლომ დანაშაულის ხასიათისა და ნარკოტიკული საშუალების სახეობის გათვალისწინებით მ----- ქ--------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენით, მ----- ქ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

 

2019 წლის 01 მარტს, 16:40 საათზე, მ----- ქ--------ი ქ-------–--–---------------------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 9,0242 გრამს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენით, მ----- ქ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მ----- ქ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 01 მარტიდან.

 

მ----- ქ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მ----- ქ--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ----- ქ--------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების (მოწმეების: ზ---------–---ის, ლ------------ას, რ---- მ-----ოვის, ზ--–-------------–---–ის, ზ--------–--–---–ის, მ---–------- ქ--------ის და გ-------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებით, ქიმიური ექსპერტიზის №--------------- დასკვნით, ბრალდებულის აღიარებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით) ერთობლიობით, რომელთა ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ მ----- ქ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ----- ქ--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ქმედების განხორციელების სახე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა), ნარკოტიკული საშუალების სახეობა („ჰეროინი“) და მისი ოდენობა (9,0246 გრამი, როდესაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საწყისი ოდენობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილისთვის განსაზღვრულია 1 გრამიდან), არ იძლევა სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის დანიშვნის საფუძველს. ამასთან, პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მ----- ქ--------ის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა (გარდა 1 მოწმის ჩვენებისა) პირველი ინსტანციის სასამართლოში, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებებს.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში, მითითება აღნიშნული გარემოებების არარსებობაზე არასწორია, შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მ----- ქ--------ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. მოცემულ შემთხვევაში, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მ----- ქ--------ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ნაცვლად 5 წლისა, ჩამორთმეული აქვს 3 წლით. ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი შემოტანილია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს მსჯავრდებულის საუარესო გადაწყვეტილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მ----- ქ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მ----- ქ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 01 მარტიდან.

 

მ----- ქ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა მ----- ქ--------ს დაეწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინი“ და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს;

 

§ "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონები (02 ერთეული), 50 აშშ დოლარიანი კუპიურა და "მ-–----–---------ის" ფირმის ა/მანქანა - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს (განთავსებულია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე