განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2020
საქმის ნომერი
080100119003168690
ინსტანცია
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003168690

საქმე №1/ბ-881-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ბ----------ს ძე დ------–--ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გულრიფში, სოფელი ბ----–----, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქუთაისი, პ--–----–-ს ქ. N6/46;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, ლ---- დ------–--ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 04 ივლისს, დღის საათებში, ქუთაისში, ც----–-ს ქუჩა N6/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ---- დ------–--მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ნ--- კ--–---ს. კერძოდ, კისრის არეში უჭერდა ხელს. ლ---- დ------–--ს ქმედებით ნ--- კ--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 04 ივლისს დაახლოებით 14:00 საათზე, ქუთაისში, ც----–-ს ქუჩა N6/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ---- დ------–-- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ--- კ--–---ს, კერძოდ, დანის გამოყენებით ეძახდა, რომ მოკლავდა. ლ---- დ------–--ს ქმედების შედეგად ნ--- კ--–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:

 

ლ---- დ------–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ლ---- დ------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 08 აგვისტოდან 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

3.1. აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ლ---- დ------–--ს მიმართ, იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ლ---- დ------–--ს გამართლების ნაწილში უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ---- დ------–--ს მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

3.2. აპელანტი - მსჯავრდებული ლ---- დ------–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ------ ჯ---–-- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ლ---- დ------–--ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის 1-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, შეუმცირდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. გასაჩივრებული განაჩენი კი ლ---- დ------–--ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლების ნაწილში დარჩეს უცვლელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ლ---- დ------–--ს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 05 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე N------------ დაიწყო გამოძიება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში მოქალაქე ნ--- ჯ----ს ასული კ--–--ის განცხადების საფუძველზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ--- კ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წელს დაქორწინდა ლ---- დ------–--ზე. ერთად ცხოვრობდნენ 4 წლის განმავლობაში და ჰყავთ 1 შვილი, 3 წლის დ--- დ------–--. მეუღლეებს დაძაბული ურთიერთობა თავიდანვე ჰქონდათ, თუმცა კონფლიქტი პერიოდულად გვარდებოდა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგო----ეობა ძალიან გამძაფრდა, რის შედეგადაც მოითხოვა განქორწინება ლ---- დ------–--სთან. ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 4 ივლისს. აღნიშნულ დღეს, ყოფილ მეუღლეებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, თავად იმყოფებოდა სახლში, სოფელ ფარცხანაყანევში, რა დროსაც ლ---- დ------–--მ უთხრა, რომ შვილისთვის ნაყიდი ჰქონდა სათამაშო მანქანა, თვითონ ვერ მიდიოდა და მისულიყო მასთან სახლში. ლ----მა მას შვილის წამოყვანაც სთხოვა, თუმცა ვინაიდან ბავშვს ეძინა, მისი წაყვანა ვერ მოახერხა. ქ.ქუთაიში, ც----–-ს ქუჩა 6/46-ში მისვლისას, თავიდან არანაირ აგრესიას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ როცა კარი დაიკეტა და ყოფილი მეუღლეები სახლში დასხდნენ, როგორც ნ--- კ--–--- იხსენებს, უკვე მიხვდა, რომ დ------–--ს არანაირი სათამაშო მანქანა არ ჰქონდა ნაყიდი და მან სახლში მოტყუებით მიიყვანა. დაზარალებულის განმარტებით, ლ. დ------–--მ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დანის დემონსტრირებით დაემუქრა. დანა იყო შავი, მცირე ზომის და მან ის ჯიბიდან ამოიღო. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ლ. დ------–--მ ფიზიკურადაც იძალადა მასზე, რაც კისერში ხელის მოჭერაში გამოიხატა, რის შედეგადაც, ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და შეეკრა სუნთქვა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულს, აღენიშნებოდა სახის ტერიტორიაზე სისხლჩაქცევები.

 

ნ--- კ--–--ის განმარტებით, ლ---- დ------–-- მოითხოვდა დაზარალებულთან ერთად ცხოვრებას, რაზეც მოტყუებითი თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, ისინი ჩავიდნენ ეზოში, თავად ჩაჯდა ავტომობილში, ჩაკეტა მანქანის კარი და ცდილობდა ადგილიდან გაცლას, ლ---- დ------–--მ დანა ნ--- კ--–--ის მხარეს, საქარე მინას დაარტყა, მაგრამ დაზარალებულმა მოახერხა გამოქცევა. დაზარალებულის განმარტებით, იმის გამო, რომ იგი აღნიშნული ფაქტით შეშინებული იყო ვერ მიმართა 4 ივლისს სამართალდამცავ ორგანოს, ვინაიდან, ლ---- დ------–--სთან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად იყო შეშინებული, ყველაფერი სტკიოდა და გონებაც დაკარგა. 2019 წლის 05 ივლისს კი მან პოლიციაში განაცხადა აღნიშნული. იგი კონფლიქტისას ფანჯარასთან მისვლას ცდილობდა, რადგან ეყვირა ან ვინმეს დაენახა, რაზეც ლ---- დ------–-- დაემუქრა, თუ ფანჯარასთან მივიდოდა დანას ესროდა, ხოლო მუქარის სისრულეში მოყვანა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ფიცით დაადასტურა. ნ--- კ--–--ის თქმით იგი უკვე ერთი წელია ცხოვრობს დასთან და სიძესთან ერთად. ვინაიდან მას ეშინია მისი ყოფილი მეუღლის და მარტო ცხოვრების. მანვე განმარტა, რომ დაზარალებულის დედა იმყოფება საზღვარგარეთ, მისი ძმა თბილისში ცხოვრობს, ხოლო მამა გარდაცვლილი ჰყავს. დაზარალებულის განმარტებით, როცა დ------–--ს ბინიდან კიბეებზე ჩამოდიოდა, ლ. დ------–-- მას მოჰყვებოდა უკან გაშლილი დანით. ბინიდან გამოსვლა კი კ--–---მ შეძლო მოტყუებით, რომ თითქოს იგი აღნიშნულის შესახებ არავის იტყოდა და ბავშვის წამოსაყვანად სოფელში ერთად წავიდოდნენ. მოწმის თქმით მანქანა ბინის გვერდზე ჰყავდა გაჩერებული. ეზოში ჩასვლისას, ეზოში არავინ იყო. მომხდარის შესახებ სახლში მისულმა დას - ნ----------–- კ--–---ს უამბო. დაზარალებულმა მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მას, ასევე, ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც. დაზარალებულის განმარტებით, მან განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველო პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელმა ი----- დ------–---–მა განმარტა, რომ ნ--- კ--–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან გამოკითხა მოწმის სახით დაზარალებული ნ--- კ--–--- და პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი თ----- შ-----–--, რომელმაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ ასევე, პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ გააცნო დაზარალებულს. მოწმის თქმით, კ--–--- განცხადებაში აღნიშნავდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ასევე, კისრის არეში აღენიშნებოდა მოვარდისფრო დაზიანებები. მოწმე იხსენებს, რომ დაზარალებულმა განუმარტა 2018 წელს ლ---- დ------–--ს პასუხისგებაში ყოფნის შესახებ ოჯახური ძალადობის ბრალდებით, თუმცა, ვინაიდან მან სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ, შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა. მოწმე იხსენებს, რომ ნ--- კ--–--ის თქმით 2019 წლის 4 ივლისს ლ---- დ------–--მ დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვისთვის სათამაშო მანქანა ჰქონდა ნაყიდი და წაეღო. ნ--- კ--–--- საკუთარი ავტომობილით მივიდა ლ----თან სახლში, სადაც, ლ---- დ------–-- დანის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა თუ მასთან არ დარჩებოდა. შემდეგ ნ--- კ--–--- მისულა ფანჯარასთან, სადაც ლ. დ------–--მ მას კისერში ხელი მოუჭირა, რის გამოც სუნთქვა შეეკრა და გონებას კარგავდა. შემდეგ, დაზარალებულმა შეძლო ამოსუნთქვა და მოტყუებით ლ---- დ------–--სთან იასთან ერთად გავიდა გარეთ. ისინი ჩავიდნენ კიბეზე, სადაც ლ---- დ------–--ს დანა კვლავ გაშლილი ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება დაზარალებულის მიმართ არ მომხდარა. უბრალოდ აშინებდა მას, რომ არ მოეხმო საშველად ვინმე. შემდეგ ჩაჯდა მანქანაში, ნ--- კ--–---მ დაკეტა ოთხივე კარი და გაიქცა. როგორც მოწმემ გამომძიებელს განუმარტა, 4 ივლისს ძალიან აღელვებული და შეშინებული იყო და სწორედ ამიტომ, მეორე დღეს მიმართა სამართალდამცავ ორგანოს განცხადებით.

 

მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა მისი ხელით დაწერა განცხადება და ამ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დაზარალებულის ჩვენებაში ისეთი არაფერი შეუმჩნევია, რაც დააეჭვებდა სიმართლეს ამბობდა თუ არა. სატელეფონო ზარის შემოწმება, როგორც გამომძიებელი, ამბობს არ მოუთხოვია და არც დაზარალებულს გამოუჩენია ინიციატივა. მოწმის განმარტებით, დაზარალებული მასთან მივიდა მარტო. დაზარალებულს მოწმის სახით არავინ დაუსახელებია, რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს, ვინაიდან როგორც ნ--- კ--–---მ მას უთხრა, ყოფილი მეუღლეები მარტო იყვნენ სახლში და ეზოშიც არავინ იმყოფებოდა.

 

მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა საქმის უფროსმა გამომძიებელმა, ხოლო თავად დისკზე არსებული ფოტომასალის დათვალიერება აწარმოა. მოწმის განმარტებით, ჯერ გამოკითხული იყო დაზარალებული და შემდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ნ--- კ--–--ის მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე და აღნიშნული დადასტურებულ იქნა გამოკითხვის დროს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა თ----- შ-----–--მ განმარტა, რომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი ლ---- დ------–--ს მიმართ 2019 წლის 5 ივლისს. რადგან ნ--- კ--–--ის განმარტებით 2019 წლის 4 ივლისს, ქ.ქუთაისში, ც----–-ს ქუჩა N6, ბინა 46-ში ლ---- დ------–--მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელ ორდერში მითითებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მოწმემ განმარტა, რომ ნ--- კ--–--- პოლიციის განყოფილებაში მისვლის დროს იყო ძალიან აღელვებული და აღენიშნებოდა სიწითლე კისრის არეში. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მსხვერპლს განემარტა მისი უფლებები, ხოლო მოძალადეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გამოცემული შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი. მოწმის განმარტებით, შემაკავებელ ორდერში აღინიშნა, რომ ლ---- დ------–--მ ნ--- კ--–---ს კისერში წაუჭირა ხელი და გადაუკეტა სასუნთქი გზები. ასევე, ლ. დ------–--მ დანის მუქარით აიძულა ეზოში ჩასვლა. ასევე, შემაკავებელი ორდერის შესახებ იცოდა ლ---- დ------–--ს ოჯახის წევრებმაც. მოწმე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იცოდა თუ არა უშუალოდ ლ---- დ------–--მ შემაკავებელი ორდერის გაცემის შესახებ, მან სცადა სატელეფონო კავშირის დამყარება ბრალდებულთან, მაგრამ უშედეგოდ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-–-- კ--------ემ განმარტა, რომ მის მიერ შედგენილ იქნა ოქმი ბრალდებულის დედასთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ, რომლითაც მას შეატყობინა, რომ ლ---- დ------–--ს გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბრალდების წარდგენა განხორციელდება მის დაუსწრებლად, ადვოკატის მონაწილეობით. ასევე, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც ნ--- კ--–--- მონაწილეობდა. დაზარალებულის მითითებით საგამოძიებო ჯგუფი გაემართა ლ---- დ------–--ს საცხოვრებელ ბინასთან, თუმცა ისინი ვერ ბინაში ვერ შევიდნენ, რადგან იქ არავინ იყო. ნ--- კ--–---მ მიუთითა, რომ ბინაში ყოფილი მეუღლე ყელში წვდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, მიუთითა ადგილზე, სადაც გაჩერებული ჰყავდა ავტომანქანა. მოწმის განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან დანა ვერ იქნა ამოღებული. ი-–-- კ--------ის თქმით, იგი ფლობდა ინფორმაციას, რომ ნ--- კ--–--- შემთხვევის ადგილის მისამართზე არ ცხოვრობდა. ი-–-- კ--------ემ იმის დასამტკიცებლად, რომ შემთხვევის დღეს ნ--- კ--–--- ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე მოიხმო ნ----------–- კ--–--ის ჩვენება, რომლის თანახმად ნ----------–- კ--–--- ადასტურებს ნ--- კ--–---სთან ლ---- დ------–--ს დარეკვის ფაქტს 2019 წლის 4 ივლისს, კერძოდ, რომ ნამდვილად დაურეკა მის დას და სთხოვა მასთან მისულიყო ბინაში, რადგან ბავშვისთვის სათამაშო ჰქონდა ნაყიდი და მსხვერპლიც ნამდვილად წავიდა მასთან. ამის შემდეგ ნ----------–- კ--–---მ დაურეკა ნ--- კ--–---ს, რომელმაც უთხრა, რომ სახლში მალე მივიდოდა. სატელეფონო ზარიდან ნახევარი საათის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა დაზარალებულმა დას მოუყვა მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ განცხადებით მიემართათ პოლიციისთვის. მოწმემ განმარტა, რომ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწირეც დაადასტურა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაკითხვის დროს განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ი-–-- კ--------ის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა. შემოწმებისას, როგორც ექსპერტი განმარტავს, ნ--- კ--–---მ განაცხადა, რომ 2019 წლის 4 ივლისს 14:00 საათზე ლ---- დ------–--მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული უჩიოდა ტკივილებს მთელი სხეულის მიდამოებში. ექსპერტის თქმით, შემოწმების დროს მსხვერპლს არ ჰქონდა თვალის მიდამოში სიწითლე-სილურჯე, არც კისრის არეში ჰქონდა კანის მთლიანობა დარღვეული, თუმცა აღენიშნებოდა ზედაპირული ნაჭდევი. მოწმემ არ გასცა დაზუსტებული პასუხი კითხვაზე: შეიძლება ადამიანმა თავისი ხელით მიიყენოს ზიანი კისრის არეში თუ არა, მაგრამ აღნიშნავს იმას, რომ კისერი იმყოფება ხელით ადვილად მიწვდომად არეში. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის დროს მსხვერპლი ენის ტკივილსაც აფიქსირებდა. მოწმის განმარტებით, მან განახორციელა შემოწმება და დააფიქსირა სისხლჩაქცევა.

 

საქმეში წარმოდგენილი N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,05.07.2019 წ.22:58-23:04 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ--- კ--–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გ------ ჟ-------მა განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს ექსპერტ-კრიმინალისტ ლ---- ჯ--------ესთან ერთად, გამომძიებელ ი-–-- კ--------ის მოთხოვნით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება 2019 წლის 4 ივლისს, ქ.ქუთაისში, ც----–-ს ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით ნ--- კ--–---მ მიუთითა მათ, თუ სად მოხდა შემთხვევა. ექსპერტ-კრიმინალისტებს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაკეტილი დახვდათ, რის გამოც სახლში შესვლა ვერ მოხერხდა. ექსპერტ-კრიმინალისტ ლ---- ჯ--------ის მხრიდან, რომელიც მათი ახალი თანამშრომელია, როგორც ამას თავად გ------ ჟ-------ი განმარტავს, მოხდა ეზოს, საცხოვრებელი კარის, სართულის, სადარბაზოს და ნ--- კ--–--ის ავტომობილის დასურათება, ხოლო თავად ავსებდა ოქმს. მოწმის განმარტებით, რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა და არც ნ--- კ--–--ის ავტომობილის საქარე მინას არ ემჩნეოდა ნაკაწრი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------–- კ--–---მ განმარტა, რომ 2019 წლის 4 ივლისს იმყოფებოდა სოფელ ფარცხანაყანევში, რა დროსაც მის დას ნ--- კ--–---ს დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ლ---- დ------–--მ, უთხრა, რომ ბავშვისთვის დიდი ზომის სათამაშო მანქანა ჰქონდა ნაყიდი და თვითონ ფეხის ტკივილის გამო ვერ მიდიოდა აღნიშნული ნივთის მისატანად. მოწმემ გაიხასენა, მის დის ნაამბობი, რომლის მიხედვით ლ---- მას მშვიდად შეხვდა, თუმცა საცხოვრებელი სახლის ოთახში, კერძოდ, „ლოჯში“ შესვლისას ნ--- მიხვდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს არანაირი სათამაშო არ ჰქონდა ნაყიდი. როგორც მოწმემ აღნიშნა, რომ ნ---ს შეაგვიანდა, რის გამოც დაურეკა, რაზეც უპასუხა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა. თუმცა როგორც მოწმე იხსენებს, მის დას შეშინებული ხმა ჰქონდა. როგორც შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, ამ მომენტში ლ---- დ------–--ს ნ---სთვის ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და ემუქრებოდა, რომ ნ----------–- კ--–--ისთვის ნ---ს არაფერი მიენიშნებინა. ნ----------–- კ--–--- ამბობს, რომ არ იცოდა თუ რა გზით ეძებნა მისი და, ამიტომ მის სახლში მისვლას დაელოდა. სახლში მისულ დაზარალებულს, როგორც მოწმე აღნიშნავს, ყელზე ეტყობოდა დაზიანება და ენაზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც მიიყენა თავად დაზარალებულმა გონების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, თვალებზე აღენიშნებოდა სიწითლე. მოწმე აღნიშნავს, რომ ყოფილ სიძესთან ხშირი კომუნიკაცია არ ჰქონდა და მათ შორის იყო გარკვეული სახის, როგორც მოწმე ამბობს, პირადული სახის უთანხმოებაც. მოწმე აღნიშნავს, რომ ლ. დ------–--მ მეორე ზარის განხორციელების დროს მოითხოვა შვილთან საუბარი, შვილს აცნობა ნაყიდი სათამაშო მანქანის შესახებ, საუბარი ე.წ “დიქტოფონით“ მიმდინარეობდა და ნ----------–- კ--–---მ გაიგონა მამისა და შვილის საუბრი. სწორედ ბავშვის თხოვნით წავიდა ნ--- კ--–--- ლ---- დ------–--სთან სახლში. მოწმემ აღნიშნა, რომ ეს დეტალი პირველად სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რადგან მისივე თქმით არ თვლიდა საჭიროდ და არც იცოდა, რომ აღნიშნული გარემოების გახმაურება გამოძიების დროს რაიმე მნიშვნელოვანს წარმოადგენდა. მოწმის ვარაუდით ბარათზე, რომელიც ლ---- დ------–--მ მისცა ნ--- კ--–---ს იმ მოტივით, რომ სათამაშო დედას თავად ეყიდა შვილისთვის, თანხა არ იყო, თუმცა მოწმე აღნიშნავს რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა და ბანკში ბარათის გადამოწმება, იყო თუ არა მასზე თანხა არ მომხდარა, არც მისი და არც მისი დის მხრიდან. მოწმის განმარტებით, ადგილი ჰქონდა წარსულში ფაქტს, როდესაც ლ---- დ------–-- მათთან სახლში დარჩა, სადაც ნ--- კ--–--- არ იმყოფებოდა, რა დროსაც ლ----მა განუცხადა, რომ უნდოდა ქალთან ურთიერთობის დამყარება და მოეძებნა ვინმე, რაზედაც აღშფოთდა და უთხრა დაფიქრებულიყო თუ რას ეუბნებოდა. ლ---- დ------–-- კანკალებდა და ცუდად იყოს. ამის შემდეგ, თავად მოწმეს შესთავაზა სექსუალური ურთიერთობის დამყარება, რასაც მოყვა კონფლიქტი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ნ---- გ--------ემ განმარტა, რომ იგი ც----–-ს ქუჩა N6-ში ცხოვრობს 31 წელი. იგი ლ---- დ------–--ს დადებითად ახასიათებს. მოწმემ აღნიშნა, რომ ლ---- დ------–--ს ხელში ან ჯიბეში რაიმე სახის ცივი იარაღი არასოდეს დაუნახავს. თუმცა მანვე განმარტა, რომ არ იცის ცივი იარაღის მნიშვნელობა. მოწმემ ასევე, აღნიშნა, რომ ივლისის თვეში ნ--- კ--–--- ეზოში მყოფი ან ბინიდან გამოსული არ უნახავს და არც პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები შეუნიშნავს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ------ გ-------მ განმარტა, რომ იგი ც----–-ს ქუჩა N6-ში ცხოვრობს დაახლოებით 34-35 წელია, ხოლო ლ----ს იცნობს დაახლოებით 20-25 წელი, მას შემდეგ რაც დარსალიების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აღნიშნულ მისამართზე. იგი იყო ლ---- დ------–--ს მასწავლებელიც სკოლაში გარკვეული პერიოდის მანძილზე. მოწმემ განმარტა, რომ ლ---- დ------–--სთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტურ ფაქტს ვერ იხსენებს, რადგან იგი უკონფლიქტო პიროვნებაა. მოწმის თქმით, ცივი იარაღი ლ---- დ------–--ს ხელში არასოდეს დაუნახავს, არც ხმამაღალი საუბარი გაუგ-- მისგან. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ იცნობს ლ----ის ყოფილ მეუღლეს ნ--- კ--–---ს, რომელიც 4 წელი ცხოვრობდა ლ---- დ------–--სთან, ხოლო რამდენიმე თვეა ისინი აღარ ცხოვრობენ ერთად. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის ივლისის თვეში ნ--- კ--–--- ეზოში ან ლ----თან ერთად სადარბაზოში ან არ დაუნახავს. ასევე, არ უნახავას აღნიშნულ მისამართზე მისული პოლიციის თანამშრომლები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბ--- გ-----–--ემ განმარტა, რომ იგი ლ----ს ბავშვობიდან იცნობს და დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებდნენ. მოწმე არასოდეს შესწრებია რაიმე კონკრეტულ უთანხმოებას ყოფილ მეუღლეებს შორის. მისთვის აღნიშული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა მეზობლებიდან. მოწმის თქმით, ცივი იარაღი ლ---- დ------–--ს ხელში არასოდეს უნახავს.

 

საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ნ--- კ--–--ის გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ნ--- კ--–---ს მიეცა წინადადება მიეთითებინა ადგილი, სადაც მის მიმართ ლ---- დ------–--ს მხრიდან 2019 წლის 04 ივლისს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ნ--- კ--–---მ ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეობაზე. ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას ასევე იღებდნენ იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები: გ------ ჟ-------ი, ლ---- ჯ--------ე და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ო---- გ-----ე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ც----–-ს ქუჩა N6/46-ში, მაგრამ საცხოვრებელი ბინის კარი იყო დაკეტილი. ნ--- კ--–--ის განმარტებით აღნიშნული ბინა ეკუთვნის ლ---- დ------–--ს და სწორედ მითითებული ბინის ლოჯის ოთახში 2019 წლის 04 ივლისს მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოუჭირა ხელი კისერში და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგ გამოვიდა ბინიდან და იქვე ც----–-ს ქუჩა N6-ის მიმდებარედ საავტომობილო გზის კუთხეში მოთავსებულ მის ავტომანქანაში ჩაჯდა და მოიხურა კარებები. რის შემდეგაც იმავე დღეს საჭის მხარეს წინა საქარე მინის ზედაპირზე რამოდენიმეჯერ დანის წვერით მიუკაკუნა და დაემუქრა მას ლ---- დ------–--, თუმცა დათვალიერებით ავტომანქანას რაიმე სახის დაზიანების კვალი აღნიშნულ მინაზე არ აღენიშნებოდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად რაიმე სახის ნივთები და საგნები ამოღებული არ ყოფილა.

 

05.07.2019 წელს შედგენილი შემაკავებელი ორდერის (-------- თანახმად, ნ--- კ--–--ის გადმოცემით 2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქუთაისში, ც----–-ს ქუჩა N6/46-ში ლ---- დ------–--მ მიაყება ფიზიკური შეურაცყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- დ------–--მ განმარტა, რომ კონფლიქტის მიზეზი არ იყო შერიგების მოთხოვნა, უთანხმოების მოტივი ყოფილი მეუღლის სურვილი იყო შვილის საზღვარგარეთ წაყვანასთან დაკავშირებით. ნ--- კ--–---ს სურდა ბავშვისთვის პასპორტის გაკეთება, რაზეც თავად აცხადებდა უარს, სწორედ ამის გამო მივიდა ნ--- კ--–--- მასთან ბინაში 2019 წლის 4 ივლისს. ლ---- დ------–--მ აღიარა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა ნერვიულობის ნიადაგზე, ხოლო მუქარას და დანის დემონსტრირების ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით პასპორტის დამზადებაზე თანხმობას ნ--- კ--–--- ხან თხოვნით, ხან კი მუქარით მოითხოვდა მისგან, რაც მამობის უფლების ჩამორთმევაში გამოიხატებოდა. ლ---- დ------–--ს განმარტებით, კომუნიკაცია ყოფილ მეუღლეებს შორის ტელეფონის არქონის გამო შეწყდა 5 ივლისს და მისი აზრით, სწორედ ამიტომ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს დაზარალებულმა. იგი ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ მოითხოვს, მაგრამ სურს შვილის ნახვაზე არ ეთქვას უარი. 2019 წლის 4 ივლისს ყოფილი მეუღლე სადარბაზოში არ ჩამოუცილებია და მხოლოდ მეორე დღეს დატოვა ქალაქი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეები: ივანე ანაკიძე; ო---- გ-----ე; ლ---- ჯ--------ე; ქ------- შ----------ე; აგრეთვე შუამდგომლობა ამოღების ჩატარების შესახებ, მოსამართლის შესაბამისი განჩინება და შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღების ოქმი, დადგენილება კომპლექსური ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტიზის დასკვნა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ლ---- დ------–--ს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ნ. კ--–--ის ჩვენება, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ეპიზოდში ლ---- დ------–--ს ბრალეულობას დაადასტურებდა. საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეები არ არიან კონფლიქტის თვითმხილველი მოწმეები, მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება). პალატა აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, არ არსებობს მტკიცებულება, რაც უტყურად დაადასტურებდა ლ---- დ------–--ს მხრიდან მუქარის განხორციელებასა და დანის ფიგურირებას ყოფილ მეუღლეებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს. მხოლოდ ერთი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენება) არსებობა კი არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა ლ---- დ------–-- საქართველოს სსკ-ის 111-151-ეე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ შეძლო აღნიშნულ ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ---- დ------–--ს ბრალდების დადასტურება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარდა მსჯავრდებულ ლ. დ------–--ს აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. კ--–--ის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ---- დ------–--ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის აღიარება, მისი პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. პალატას მსჯავრდებულ ლ---- დ------–--ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- დ------–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ლ---- დ------–--ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ ჯ---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ლ---- დ------–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ლ---- დ------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, მსჯავრდებულ ლ---- დ------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 აგვისტოდან 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ლ---- დ------–--ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, 01 (ერთ) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის სს საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე