განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002691671
საქმე №1/ბ-870-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ---------- კ------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–------–---–---–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ---------- კ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ---------- კ------ სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა დას, ა-–--–- კ------ს. სასამართლო-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით, ა-–--–- კ------მ ძმის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2018 წლის 10 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ---------–------–---–---–---------–- მდებარე სახლში, თ---------- კ------მ იძალადა მამაზე, ი----- კ------ზე, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში, რის შედეგად ი----- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 20 აგვისტოს, მობილურ ტელეფონზე საუბრისას, თ---------- კ------ დას, ა-–--–- კ------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო თ---------- კ------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ნოემბრის განაჩენით:
თ---------- კ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ა-–--–- კ------ს ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ი----- კ------ს ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
თ---------- კ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თ---------- კ------ს მიმართ შეფარდებული გირაოს _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას თ-------- შ-----–--ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ---------–---------–------------–ი (ყოფილი ფ-------------------) (საკადასტრო კოდი №0-----------).
გამართლებულ თ---------- კ------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელმაც ითხოვა თ---------- კ------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგი საფუძვლით: სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ლ---- შ--–--------ემ აჩვენა, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე მან 2018 წლის 20 აგვისტოს დაიწყო გამოძიება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ დაიკითხნენ ა-–--–- და გ---–----- კ-----ები, რომლებმაც მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თ---------- კ------ს მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და მუქარის შესახებ. სასამართლო-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით ასევე ირკვევა, რომ ა-–--–- კ------ თ---------- კ------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თ-------- ფ---–---–--ა, რომელმაც სრულად დაადასტურა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი გარემოებები.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურება თ---------- კ------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
გამართლებულმა თ---------- კ------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------- კ--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს თ---------- კ------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება თ---------- კ------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პ------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს ამავე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მოქალაქე ა-–--–- კ------სგან, რომელიც ითხოვდა დახმარებას ძმის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გამო. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მიმდინარეობისას მის მიერ დაიკითხნენ დაზარალებული ა-–--–- კ------ და დედამისი გ---–----- კ------, რომლებმაც თ---------- კ------ ამხილეს ოჯახის წევრების მიმართ ძალადობასა და მუქარაში.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პ------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ-–- ჯ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე მის მიერ განხორციელდა ბრალდებულ თ---------- კ------ს დაკავება ქ---------–------–---–---–---------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
დაზარალებულებმა ი----- კ------მ (ბრალდებულის მამა) და ა-–--–- კ------მ (ბრალდებულის და), ასევე მოწმე გ---–----- კ------მ (ბრალდებულის დედა) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს თ---------- კ------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დანაშაულის შესახებ №2------ შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ოქტომბერს შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა ა-–--–- კ------ს შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ ძმა ემუქრებოდა ცემით.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ა-–--–- კ------ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ა-–--–- კ------მ თ---------- კ------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგი----- ტანჯვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------- ფ---–---–--ამ დაადასტურა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს თ---------- კ------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 11;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა თ---------- კ------ს მიერ თავისი დის _ ა-–--–- კ------ს და მამის _ ი----- კ------ს მიმართ ძალადობის, ასევე ა-–--–- კ------ს მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენის ფაქტები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ---------- კ------ს წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულების _ ი----- და ა-–--–- კ-----ების და მოწმე გ---–----- კ------ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ამხელდნენ თ---------- კ------ს ძალადობასა და მუქარაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ი----- კ------მ, ა-–--–- კ------მ და გ---–----- კ------მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება მოწმეების _ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ლ---- შ--–--------ისა და ექსპერტ თ-------- ფ---–---–--ას ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულებისა და მოწმე გ---–----- კ------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, რომელთა გადამოწმება სასამართლოში ვერ მოხერხდა აღნიშნული პირების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში დაკითხული იქნა კიდევ ერთი მოწმე _ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–- ჯ-------ე, რომლის ჩვენებით დასტურდება მხოლოდ მის მიერ თ---------- კ------ს დაკავების ფაქტი და აღნიშნული ჩვენება არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას თ---------- კ------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი და რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ა-–--–- კ------ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ა-–--–- კ------მ თ---------- კ------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგი----- ტანჯვა. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული დასკვნა მიჩნეული ვერ იქნება თ---------- კ------ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, როგორც დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, იგი ემყარება თავად დაზარალებულ ა-–--–- კ------ს მიერ გამოკვლევაზე ყოფნის დროს აღწერილ გარემოებებს, ასევე მისი, დაზარალებულ ი----- კ------სა და მოწმე გ---–----- კ------ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებმაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენება არ მისცეს სასამართლოს.
სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ---------- კ------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება თ---------- კ------ს მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ 2019 წლის 04 ნოემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ნოემბრის განაჩენი თ---------- კ------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.თ---------- კ------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ა-–--–- კ------ს ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ი----- კ------ს ეპიზოდი), 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ---------- კ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, თ---------- კ------ს მიმართ შეფარდებული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას თ-------- შ-----–--ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ---------–---------–------------–ი (ყოფილი ფრუნზეს ქ.№16), საკადასტრო კოდით №0-----------.
5.გამართლებულ თ---------- კ------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/