განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119002932585
საქმე № 1ბ/1616-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
16 იანვარი, 2020 წელი თ---–---
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მ------ი: სოფიკო კ------ე, ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ---–- ქ-–--–-–---–ი
დაცვის მხარე:
გამართლებული:
ბ---- კ--–------ე, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევი, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ--------–-----–----–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--–-----------------------–-
ადვოკატები: ე-–--- ლ--------–---–ი, დ----- ბ--------ე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ბ---- კ--–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქალაქ თბილისში, ლ----------–--------------–- მდებარე შპს „მ---------- თ---–---ს“ კუთვნილ კინო-კლუბ „კ-–--“ პირველ სართულზე არსებულ კინოდარბაზში, ბ---- კ--–------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ხელთარსებული დანის გამოყენებით, დ--- ს-----–---–ს მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა მრავლობითი შემავალი და ნაკვეთი ჭრილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ--- ს-----–---–ი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაწეული დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
1.2. ბრალდების მხარის მიერ ბ---- კ--–------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლით.
1.3. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ბ---- კ--–------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. ბრალდების მხარე
2.1.1. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძ---–-------–---------------–-------------------------------------- ლ---–- ქ-–--–-–---–მა. პროკურორმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ---- კ--–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარემ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რამაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბ---- კ--–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ეყრდნობა დაცვის მხარის ვერსიებს და არა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.
2.1.2. დადგენილია, რომ დ--- ს-----–---–ის დაჭრა მოხდა კინოკლუბ ,,კ-–--“ პირველ სართულზე, იქ, სადაც შემთხვევის ადგილია დაფიქსირებული გამოძიების მიერ და ამოღებულია სისხლის ანაწმენდები და სისხლიანი ნივთები.
2.1.3. ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების ა-------–---–--, ლ-------–-----–---–ის, მ--- კ------ის, ი-–-----------ის, დაზარალებულ დ--- ს-----–---–ის, გამომძიებელთა გამოკითხვის ოქმები, ტ------ისა და ა-------–---–-- ტანსაცმლის ამოღები ოქმები, ბ---- კ--–------ის დაკავების ოქმი, მ--- კ------ის, ა-------–---–--, ი-–-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური, გენეტიკური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ---- კ--–------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
2.1.4. ბ---- კ--–------ე მოქმედებდა კონკრეტული განზრახვით და სურდა დაზიანება მიეყენებინა დ--- ს-----–---–ისათვის. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მან დარტყმები მოიგერია და თავისუფლად წამოდგა, არანაირი საფრთხე აღარ ელოდა და შეეძლო გარიდებოდა იქაურობას. მიუხედავად ამისა, შურისძიების მოტივით, რამდენჯერმე დაარტყა დანა დ--- ს-----–---–ს. მკვლელობის მიზანზე მიუთითებს ბ---- კ--–------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი - მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნით მიყენებული სხეულის დაზიანებების სახე და ლოკალიზაცია-სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში. ამავე განზრახვას ადასტურებს ნ---- მ-------ა და ა-----------ეს ჩვენებები, რომლებმაც დაინახეს და გაიგონეს, როგორ მისდევდა ბ---- კ--–------ე დანით ხელში მოკვლის მუქარით, კლუბიდან გამოსულ ი-–-----------ეს. გამოძიებით მოპოვებული ინფორმაციით, იქ სხვა პირის არსებობა გამორიცხულია, რაც ასევე ვერ დაადასტურა დაცვის მხარემ და სასამართლო გამოძიებისას.
2.1.5. პროკურორის მითითებით, შემთხვევის დღეს მითითებულ კაფეში მივიდნენ ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი, ი-–-----------ის ვერსიით დ--- ს-----–---–ის მისვლის მიზეზი მ--- კ------ისთვის წინადღეს განვითარებული მოვლენებისთვის ბოდიში მოხდა იყო. იქ იმყოფებოდნენ მ--- კ------ე და მისი ახლობლები. გამოძიებით დადგენილია, რომ გარდა ამ მამ---ცებისა, სხვა პიროვნება იქ არ იმყოფებოდა. მათ შორის მომხდარი შელაპარაკების დროს, ბ---- კ------ემ მათ გარეთ გასვლა შესთავაზა. საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ი-–-----------ემ პირველმა მიაყენა შეურაცხყოფა ბ---- კ--–------ეს, რასაც საპასუხო რეაქცია მოყვა. ორნი იყვნენ, რომლებმაც ,,დაჯაბნეს“ ბ---- კ--–------ე და მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. იქ მყოფი ქალბატონები მ--- კ------ე, ა-------–---–ი და ლ-------–-----–---–ი ჩაერივნენ ჩხუბში და დაუწყეს გაშველება, რა დროსაც მ--- კ------ის ჩვენებით, ხელზე იგრძნო ტკივილი და დატოვა შემთხვევის ადგილი, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნებულს, ადგილზე არავინ დახვდა, ხოლო გარეთ დაჭრილი დ--- ს-----–---–ი იმყოფებოდა სხვებთან ერთად. ლ-------–-----–---–ისგან მიღებული ინფორმაციით, რომელიც უშუალო, პირდაპირი მოწმეა, გამოთავისუფლებულ ბ---- კ--–------ეს ხელში ეჭირა დანა, რომელიც დ--- ს-----–---–ს მოხვდა მუცლის არეში და ჩაიკეცა. პროკურორის მითითებით, ტარი (როგორც ამას მოწმეები აღნიშნავდნენ) არ გამოიწვევდა იმ ჭრილობას რაც მიადგა დაზარალებულს. რაც შეეხება სასამართლოს პოზიციას, იმის თაობაზე, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა, ხოლო მოწმე მხოლოდ ერთზე მიუთითებდა, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოწმე არ არის ვალდებული ჭრილობები დაითვალოს. სახელმწიფო ბრალმდებელმა მიუთითა ასევე ა-------–---–-- ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ იგი აბსოლუტურად იდენტურ ჩვენებას იძლევა ტ------ესა და ბ---- კ--–------ის შორის განითარებულ ჩხუბთან დაკავშირებით. მისი ჩვენების თანახმად, მან დაინახა ბ---- კ--–------ის ხელში დანა, რომელიც მოუქნია მუცლის არეში დ--- ს-----–---–ს, რის შემდეგაც იგი ჩაიკეცა, დაინახა ასევე სისხლიც.
2.1.6. სახელმწიფო ბრალმდებელმა ხაზი გაუსვა დაზარალებულის ჩვენებას, რომლის თანახმად, იგი იმყოფებოდა მეგობართან, ნასვამ მდგომარეობაში დატოვა მეგობრის ბინა და მივიდა მითითებულ კლუბში, შესვლისთანავე სილუეტი დაინახა (მთვრალმა ვერ გაარჩია მისი სახე) რომელმაც სხეულის არეში მიაყენა დაზიანებები. პროკურორმა ასევე მიუთითა მოწმე ი-–-----------ეზე, რომელიც მომხდარი შემთხვევის დროს დ--- ს-----–---–ს ახლდა, მისი მითითებით იგი ადასტურებს ურთუერთდაპირისპირებას, თუმცა უარყოფს მისი მხრიდან ბ---- კ--–------ის ცემის ფაქტს, ასევე მიუთითებს რომ მას არც ჩაქუჩი და არც დანა ეჭირა. ნ---- მ------ი, რომელიც დაზარალებულის მეუღეა, კლუბში ჩხუბის დამთავრების შემდეგ მივიდა და დაჭრილი მეუღლე ნახა, რომელიც შველას თხოვდა. ასევე დაინახა თუ როგორ მისდევდა ი-–-----------ეს დანით მამ---ცი, მუქარით, „გაჩერდი თორემ მოგკლავო“. ნ---- მ------მა მიუთითა, რომ აღნიშული პირი არ იყო ბ---- კ--–------ე. კინოკლუბის დამფუძნებელი, გ------- კ--–------ე უშუალოდ არ შესწრებია ფაქტს, პროკურორის მითითებით იგი ირიბი მოწმეა, თუმცა თავლჩალურჯებული მ--- კ--–------ე მანამდე ჰყავდა ნანახი. გამომძიებლება მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მისცეს სასამართლოს. შემთხვევის ჩადენის შემდეგ ადგილიდან ბ---- კ--–------ე მიიმალა.
2.1.7. პროკურორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თავად ბ---- კ--–------ეს, რომელსაც თითქოს ჩაქუჩი და დანა ურტყეს, არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, რაც დასტურდება დაკავების ოქმით. შემთხვევის ადგილიდან არ არის ამოღებული ჩაქუჩი. დ--- ს-----–---–ისგან ამოღებულია შავტარიანი, დასაკეცი დანა, რომელზეც ჩატარდა სეროლოგიური, გენეტიკური კვლევები და დადგინდა, რომ დანაზე (რომელსაც აღწერს მ--- კ------ე) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ--- ს-----–---–ს. ამავე დანაზე ვლინდება მხოლოდ დ--- ს-----–---–ის გენეტიკური კვალი. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ არც ჩაქუჩი და არც დანა, რომელიც ჰქონდა დ--- ს-----–---–ს, არ გამოუყენებიათ ბ---- კ--–------ის მიმართ. ეს თავის მხრივ გამორიცხავს ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლისათვის საშიშ თავდასხმას და აქედან გამომდინარე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას.
2.1.8. პროკურორი არ ეთანხმება სასამართლოს იმ მოსაზრებებს, რომ ბრალდებამ შემთხვევის ადგილი ვერ დაადგინა და შემთხვევის დროს თითქოს ი-–-----------ეს კი არ მისდევდა ბ---- კ--–------ე, არამედ პირიქით, ი-–-----------ე და დაჭრილი დ--- ს-----–---–ის მისდევდნენ ბ---- კ--–------ეს. პროკურორის მითითებით, მოწმე ლ-------–-----–---–ი და ა-------–---–ი განმარტავენ, რომ დაჭრილ დ--- ს------–---–ს აკავებდნენ, რომელიც ცდილობდა დანით ხელში გაკიდებოდა კლუბიდან გაქცეულ ბ---- კ--–------ეს და რომელიც შემდგომ, ცენტრალურ შესასვლელში გასული ჩაიკეცა. ნ---- მ------ს და ა-----------ეს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ უთქვამთ, რომ იმ პირს, ვინც მისდევდა ი-–-----------ეს შავი ფერი თვალები ჰქონდა. თუნდაც ასეთი ჩვენება მიეცათ, გაუგებარია რამდენადაა სარწმუნო, იმ არეულ სიტუაციაში და სიბნელეში ხედავდე გაქცეული კაცის თვალის ფერს.
2.1.9. დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა 6 პირი, დ--- ს-----–---–ი, ი-–-----------ე, ბ---- კ--–------ე, ა-------–---–ი, ლ-------–-----–---–ი და მ--- კ------ე. დასახელებული პირებიდან დ--- ს-----–---–მა და ი-–-----------ემ, თავიანთი პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, გამოძიებასა და სასამართლოზე მისცეს არასწორი ჩვენებები, რაც შეეხება მ--- კ------ეს, იგი დ--- ს-----–---–ის დაჭრის ფაქტს არ შესწრებია. მოწმეების ა-------–---–-- და ლ-------–-----–---–ის ჩვენებებს კი, რომლებიც დაჭრის ფაქტის თვითმხილველები არიან, სასამართლო უსაფუძვლოდ არ იზიარებს.
2.2. დაცვის მხარე
2.2.1. შესაგებლითა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბ---- კ--–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილ მოწმეებს, გამომძიებლებსა და ექსპერტებს არ გააჩნიათ არანაირი ინფორმაცია დაზარალებულის დაჭრის გარემოებებთან დაკავშირები, მათი ჩვენებები არ გამოდგება იმ ფაქტის დასადგენად, ჩაიდინა თუ არა ბ---- კ--–------ემ დანაშაული. თავად დაზარალებულები მიუთითებენ, რომ ბევრი არაფერი ახსოვთ, თუმცა ბ---- კ--–------ეს კარგად იცნობენ და მას დ--- ს-----–---–ი არ დაუჭრია.
2.2.2. მოწმეების: მ--- კ------ის, ა-------–---–--ა და ლ-------–-----–---–ის ჩვენებების თანახამად, შეიარაღებული ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი თავს დაესხნენ შეუიარაღებელ ბ---- კ--–------ეს. თავდაცვის მდგომარეობაში მყოფმა გამართლებულმა კი მხოლოდ ერთხელ მოუქნია დანა მათ. თუ გაიზიარებთ, რომ დ--- ს-----–---–ს მხოლოდ კ--–------ემ მიაყენა დაზიანებები, ამ შემთხვევაშიც კი ბ---- კ--–------ის ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს, ვინაიდან იგი საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის თანახმად, იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. გარდა ამისა, დაცვის მხარის მითითებით, არ არის გამორიცხული დ--- ს-----–---–სა და ი-–-----------ეს, მათი მდგომარეობის არაადეკვატურობიდან გამომდინარე, ერთმანეთისთვის მიეყენებინათ დაზიანებები.
2.2.3. არათანმიმდევრულია ბრალდების მხარის პოზიცია. დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ე კ--–------ეს არ ამხელენ და კატეგორიულად აცხადებენ, რომ პირი ვინც დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს, კ--–------ე არ ყოფილა. ბრალდება თითქოს არ იზიარებს ამ ჩვენებებს და ამბობს, რომ ამ პირებმა გამოძიებასა და სასამართლოზე მისცეს არასწორი ჩვენებები. მაშინ რატომ არ ედავება მათ ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენას, რაც გამოიხატება შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემაში? და თუ არ ედავება, გამოდის ბრალდება აღიარებს ამ პირების ჩვენებების სისწორეს. თუ ასეა, მაშინ რა მტკიცებულებები არსებობს კ--–------ის დამნაშავედ ცნობისათვის? ესაა კითხვები, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით ბრალდებას სათუოს ხდის.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ დ--- ს-----–---–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის ახალი წლის შესახვედრად, მის სამეგობროს დაქირავებული ჰქონდათ თ---–--–---------–------------–ი მდებარე კინო-კლუბი, რომლის მენეჯერია მ--- კ------ე. მ---სთვის არასდროს, მათ შორის 2018 წლის 31 დეკემბრის ღამით, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 2019 წლის 2 იანვარს, სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან - კ----–-- შ-----–--სთან, საიდანაც გვიან ღამით მთვრალი წამოვიდა მარტო. გზად უნდა გაევლო კინო-კლუბი, სადაც უნდა ყოფილიყო ახალი წლის სუფრიდან მორჩენილი ღვინო და საჭმელი. გადაწყვიტა გზად აღნიშნულ კინო-კლუბში შესვლა და ქეიფის გაგრძელება. კინო-კლუბში შევიდა მარტო და როგორც კი კარი გააღო, სხეულზე იგრძნო დარტყმები, რის შედეგადაც მიიღო ოთხი ჭრილობა - მუცლისა და გულმკერდის არეში, ასევე, მარცხენა მკლავზე. მან დარტყმების დროს დაინახა პიროვნების სილუეტი, რომლის აღწერაც, მართალია, არ შეუძლია, მაგრამ, შეუძლია მისი ამოცნობა. შემდეგ, უჰაერობის გამო, უკან გარეთ ისევ გარეთ გავიდა, რა დროსაც დაინახა თავისი მეუღლე, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში. დ--- ს-----–---–ის ჩვენებით, კინო-კლუბში შესვლისას მას დანა არ ჰქონია. მანვე აჩვენა, რომ ბ---, იგივე ბ---- კ--–------ეს იცნობს, მასთან გაცნობის დღიდან აქვს მეგობრული ურთიერთობა. ამასთან, პირი, რომელმაც მას ჭრილობები მიაყენა, ბ---, იგივე ბ---- კ--–------ე არ ყოფილა.
3.3. მოწმე ი-–-----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, საღამოს, მთვრალი მივიდა ბიძაშვილთან - კ----–-- შ-----–--სთან სტუმრად, სადაც ასევე დალია ალკოჰოლი. შემდეგ მან და დ--- ს-----–---–მა გადაწყვიტეს კინო-კლუბ „კ-–-–-“ წასვლა და მ--- კ------ისთვის ბოდიშის მოხდა წინა დღით მომხდარი ინციდენტის გამო. კინო-კლუბში მივიდნენ, 2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 00:00 საათის შემდეგ, სადაც მ--- კ------ეს მოუხადა ბოდიში და წამოვიდნენ. შემდეგ რა მოხდა, არ ახსოვს, რადგან იყო ძალიან მთვრალი. მოწმის განმარტებით, გამოკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ ზუსტად არ ახსოვდა მომხდარის შესახებ. თვითონ გამომძიებელი, სხვა პირებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახსენებდა სხვადასხვა გარემოებებს და თვითონვე წერდა გამოკითხვის ოქმში, რასაც საბოლოოდ ხელი მოაწერა, რადგან ჩათვალა, რომ გამომძიებელს სწორი ინფორმაცია ექნებოდა. ამასთან, ზუსტად ახსოვს, რომ როდესაც ის და დ--- ს-----–---–ი გამოდიოდნენ, გამოსასვლელში მათ შეეჩეხათ მისთვის უცნობი პირი, რომელიც იყო ცისფერთვალება და ქერათმიანი. სწორედ ამ პირმა მიაყენა მათ ჭრილობები. აღნიშნული პირი მან კარგად დაინახა და შეუძლია მისი ამოცნობა. აღნიშნული დაპირისპირების დროს მან ხელზე მიიღო დაზიანება, რის გამოც გააჩერა ტაქსი და წავიდა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ ბ---- კ--–------ეს იცნობს, იგი მისი მეგობარია. პირი, რომელმაც მას ჭრილობა მიაყენა, ბ---- კ--–------ე არ ყოფილა.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ--- კ------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 3 იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა თ---–--–---------–------------–ი მდებარე კინო-კლუბ „კ-–-–-“, მენეჯერის პოზიციაზე. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ დაწესებულების ბარის ტერიტორია ნაქირავები ჰქონდათ ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებს - დ--- ს-----–---–ს და მის მეგობრებს, სადაც ისინი მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. სტუმრობის დროს, დ--- ს-----–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მას სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს. ამის შემდეგ, 2019 წლის 2 იანვარს, 21:00 საათზე, იგი სამსახურში მივიდა მეგობართან - ლ-------–-----–---–თან ერთად, რომელმაც იცოდა დ--- ს-----–---–თან მომხდარი ინციდენტის შესახებ. შემდეგ მათთან მივიდნენ ბ---, იგივე ბ---- კ--–------ე და ა-------–---–ი. ისინი დასხდნენ კინოდარბაზის ოთახში, მიირთმევდნენ ლუდს და საუბრობდნენ, რა დროსაც, დაახლოებით 2019 წლის 3 იანვრის 00:00 საათის შემდეგ, მათთან აგრესიულად (კარების ბრახუნითა და ხმაურით) შევიდნენ ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი. ამ უკანასკნელს შესვლისთანავე ხელში ეჭირა შავტარიანი გასაშლელი დანა, დაკეცილ მდგომარეობაში და ხელში ატრიალებდა. ბ---- კ--–------ემ, რომელიც იცნობდა დ--- ს-----–---–ს და ი-–-----------ეს, მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა მათ, თუმცა, ი-–-----------ემ ხელი აუკრა. დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ე იყვნენ აგრესიულები, ასევე, ი-–-----------ე ითხოვდა დასალაპარაკებლად მის (მ--- კ------ის) გარეთ გასვლას. ამაზე ბ---- კ--–------ემ უთხრა, რომ გოგონებთან უხერხული იყო, მამ---ცები გასულიყვნენ გარეთ და მათ ესაუბრათ, ი-–-----------ემ კი უარით უპასუხა. შემდეგ დ--- ს-----–---–მა ბ---- კ--–------ეს მხარზე ხელი წამოარტყა, რასაც მოჰყვა ი-–-----------ის მხრიდან ბ---- კ--–------ისთვის სახეში ხელის დარტყმა და ამ უკანასკნელის ზურგით დაბლა დაცემა. წაქცეულ ბ---- კ--–------ეს, რომელიც ხელებს სახეზე იფარებდა და ფეხებს იქნევდა, ორივე - ი-–-----------ე, რომელსაც ხელში ჩაქუჩი ეჭირა და დ--- ს-----–---–ი, რომელსაც ხელში დანა ჰქონდა - ზემოდან ურტყამდნენ. ამ დროს მოწმემ (მ--- კ------ემ) მარჯვენა ხელზე იგრძნო სითბო და დაინახა, რომ ორივე მხრიდან სისხლი მოსდიოდა. აღნიშნულის გამო გავიდა საპირფარეშოში, თუმცა, გასვლამდე დაინახა, რომ ი-–-----------ე ბ---- კ--–------ეს ჩაქუჩს ურტყამდა თავში. საპირფარეშოში, ხელის დაბანის პროცესში გახდა შეუძლოდ, კარგავდა გონებას, რის გამოც მიეყუდა კედელს და სწორედ ამ დროს დაინახა, რომ ბ---- კ--–------ემ გაირბინა საპირფარეშოს წინ და უკანა კარიდან გაიქცა. ამასთან, საპირფარეშოში ყოფნის დროს, მას ცენტრალური შემოსასვლელი კარების შიგნიდან - კიბეებიდან, ესმოდა ხმამაღალი ყვირილისა და ჩხუბის ხმა. მოწმის განმარტებით, როდესაც კინოდარბაზის ოთახში დაბრუნდა, იქ დახვდა მხოლოდ ლ-------–-----–---–ი და ა-------–---–ი, რომლებმაც უთხრეს, რომ მოხდა ჩხუბი და ყველანი, მათ შორის ბ---- კ--–------ე, ა-------–---–ი და დ--- ს-----–---–ი იყვნენ დაჭრილები. მოწმემ ლ-------–-----–---–ს უთხრა, რომ იყო დაჭრილი და სთხოვა დახმარება, შემდეგ კი დაკარგა გონება. გონზე რომ მოვიდა, ლ-------–-----–---–მა და ა-------–---–მა ის გარეთ, ჰაერზე გაიყვანეს. ამ დროს დაინახა, რომ დ--- ს-----–---–ი ტროტუარზე იყო ჩაკეცილი. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, გამვლელის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითონ მას და ა-------–---–ს კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის დროს ბ---- კ--–------ის ხელში დანა ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს. მისი თქმით, მთვრალ დ--- ს-----–---–ისა და ი-–-----------ის მხრიდან როგორც ბ---- კ--–------ეს, ასევე, მას, ა-------–---–ს და ლ-------–-----–---–ს რეალური საფრთხე ემუქრებოდათ, რადგან განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. იგი შექმნილი ქაოსიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ ი-–----------აძეს და დ--- ს-----–---–ს ერთმანეთი დაეჭრათ.
3.5. მოწმე ლ-------–-----–---–მა პირველი ინტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ--- კ------ესთან ერთად მივიდა ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილას, თ---–--–---------–------------–ი მდებარე კინო-კლუბ „კ-–-–-“. მან მ--- კ------ისგან იცოდა წინა დღით მომხდარი ინციდენტის შესახებ და არ უნდოდა მისი სამსახურში მარტო დატოვება. მოგვიანებით შეუერთდნენ ა-------–---–ი და ბ---- კ--–------ე. აღნიშნავდნენ ბედობა დღეს, მიირთმევდნენ ლუდს და საუბრობდნენ. ამ დროს მათთან შევიდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაიგო იყო ი-–-----------ე, მას შემოჰყვა ასევე დ--- ს-----–---–ი. აღნიშნული პიროვნებები შევიდნენ ხმაურით და აგრესიულად. დ--- ს-----–---–ს ხელში ეჭირა გასაშლელი დანა, დაკეცილ მდგომარეობაში, ხოლო ი-–-----------ეს ჩაქუჩი და შავტარიანი დანა. ი-–-----------ემ მ--- კ------ეს მოსთხოვა გვერდით გასვლა და დალაპარაკება. ამავდროულად, ბ---- კ--–------ე მივიდა მათთან, მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა, თუმცა, ი-–-----------ემ ხელი აუკრა. შემდეგ ბ---- კ--–------ემ უთხრა, რომ მამ---ცები გასულიყვნენ და მათ ცალკე ელაპარაკათ. აღნიშნულზე კი მიიღო უარი, რის შემდეგაც ი-–-----------ემ ბ---- კ--–------ეს ჩაარტყა ჩაქუჩი. შედეგად ეს უკანასკნელი წაიქცა და ზურგით დაეცა დაბლა. წაქცეულ ბ---- კ--–------ეს ორივე - დ--- ს-----–---–ი, რომელსაც ეჭირა დანა და ი-–-----------ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა ჩაქუჩი და დანა - ზემოდან ურტყამდნენ. ბ---- კ--–------ე კი სახეზე ხელებს იფარებდა და ფეხებს იქნევდა. ამის შემდეგ მ--- კ------ე გავიდა ოთახიდან, ხოლო ა-------–---–ი დ--- ს-----–---–ს გადაეფარა, რა დროსაც ბ---- კ--–------ემ მოახერხა წამოდგომა და დაინახა, რომ მას ხელში ეჭირა დანა, რომელიც მანამდე ი-–-----------ეს ჰქონდა. ბ---- კ--–------ემ, აღნიშნული დანიანი ხელი ერთხელ მოუქნია დ--- ს-----–---–ს, თუმცა, არ დაუნახავს დანა ტარით ეჭირა თუ პირით, რის შედეგადაც დ--- ს-----–---–ი ჩაიკეცა, ბ---- კ--–------ემ კი შეძლო გაქცევა. კ--–------ეს გაეკიდა ი-–-----------ე, ხოლო შემდეგ დ--- ს-----–---–იც, რომელსაც ხელში ეჭირა გაშლილი დანა, ბ---- კ--–------ეს აგინებდა და უყვიროდა „მოგკლავო“. მას შეეშინდა, რომ დ--- ს-----–---–ს ბ---- კ--–------ისთვის არაფერი დაეშავებინა, რის გამოც, შეეცადა არ გაეშვა, მხარზე ექაჩებოდა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. ვინაიდან მასაც გაშლილ დანას უქნევდა, საბოლოოდ ვეღარ შეძლო მისი შეკავება და გაუშვა. შემდეგ ოთახში დაბრუნდა მ--- კ------ე, რომელიც ყვიროდა, „დაჭრილი ვარ, მიშველეთო“ და გონება დაკარგა. ამის გამო გავიდა წყლის შემოსატანად, რა დროსაც გაიგო ცენტრალური შემოსასვლელიდან შიგნით, კიბეებზე, ხმამაღალი ყვირილისა და ჩხუბის ხმა. მ--- კ------ე მოასულიერეს და ის, მ--- კ------ე და ა-------–---–ი გავიდნენ გარეთ. აქ დაინახეს, რომ დ--- ს-----–---–ი ჩაკეცილი იყო შუა ქუჩაში და გარშემო ხალხი ეხვია. ის გამვლელის მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, როგორც მას, ასევე მ--- კ------ეს, ა-------–---–ს და ბ---- კ--–------ეს დ--- ს-----–---–ისგან და ი-–-----------ისგან სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე ემუქრებოდათ.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, მოწმე ა-------–---–მა აჩვენა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მეგობარ ბ---- კ--–------ესთან ერთად მივიდა თ---–--–---------–------------–ი მდებარე კინო-კლუბ „კ-–-–-“, სადაც მისი მეგობარი მ--- კ------ე მუშაობდა მენეჯერის პოზიციაზე. მ--- კ------ესთან ერთად იქ იმყოფებოდა აგრეთვე კ------ის მეგობარი ლ-------–-----–---–ი. დაახლოებით 00:00 საათის შემდეგ, როდესაც ისინი მიირთმევდნენ ლუდს და საუბრობდნენ, კინო-კლუბში შევიდა მისთვის უცნობი ორი მამ---ცი. როგორც მოგვიანებით გაარკვია ისინი იყვნენ დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ე. მამ---ცები შევიდნენ აგრესიულად, ხმამაღალი ყვირილით/გინებით და ითხოვდნენ მ--- კ------ის გაყვანას დასალაპარაკებლად. ბ---- კ--–------ე მივიდა მათთან, შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა, თუმცა, მათ ხელი არ ჩამოართვეს. ბ---- კ--–------ემ უთხრათ, რომ მ--- კ------ის გაყვანა საჭირო არ იყო და უშუალოდ მასთან ესაუბრათ, რაზეც აგრესიულად უთხრეს უარი. ამის შემდეგ ტ------ემ ჩაქუჩიანი ხელი ჩაარტყა თავში კ--–------ეს, რომელიც ზურგით დაეცა ძირს. წაქცეულ ბ---- კ--–------ეს ცემა დაუწყეს ი-–-----------ემ და დ--- ს-----–---–მა, რომელთაგან ი-–-----------ეს ხელში ეჭირა ჩაქუჩი, ხოლო დ--- ს-----–---–ს - დანა. ამ დროს ბ---- კ--–------ეს ხელში დანა ან მსგავსი საგანი არ სჭერია, იგი ხელებს სახეზე იფარებდა. აღნიშნულის დანახვისთანავე, მივიდა ბ---- კ--–------ის დასახმარებლად, დ--- ს-----–---–ს გადაუდგა წინ, რა დროსაც ბ---- კ--–------ემ ი-–-----------ესთან ჭიდილში მოახერხა წამოდგომა და გაემართა მათი - მისი და დ--- ს-----–---–ის მიმართულებით. ამ დროს ბ---- კ--–------ის ხელში დაინახა დანა. ასევე დაინახა, რომ ხელი, რომელშიც დანა ეჭირა მოუქნია დ--- ს-----–---–ს (თუმცა არ იცის დანა ტარით ეჭირა თუ პირით), რომელიც ჩაიკეცა. ამის შემდეგ ბ---- კ--–------ემ მოახერხა გაქცევა, რომელსაც გაეკიდა ი-–-----------ე. წამოდგომის შემდეგ, გაშლილი დანით ხელში, ყვირილით „მოგკლავ, მოგკლავო“ დ--- ს-----–---–იც გაეკიდა კ--–------ეს. ლ-------–-----–---–ი შეეცადა ს-----–---–ის შეჩერებას, თუმცა, ვერ შეძლო, რადგან გაშლილ დანას უქნევდა და გაუშვა. ამასთან, ბ---- კ--–------ე გაიქცა კინო-კლუბის უკანა გასასვლელიდან, ხოლო ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი გაეკიდნენ ცენტრალური გასასვლელისკენ, საიდანაც ისმოდა ხმამაღალი ყვირილისა და ჩხუბის ხმა. ამის შემდეგ მ--- კ------ე შემოვიდა ოთახში, რომელიც ბევრ სისხლს კარგავდა, ითხოვდა შველას და დაკარგა გონება. ლ-------–-----–---–ი შეეცადა მის დახმარებას, ხოლო მან კი გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იგი დარეკვის პროცესში გავიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ დ--- ს-----–---–ი შუა ქუჩაში იყო ძირს დაცემული და გარშემო მყოფი პირები ყვიროდნენ სასწრაფო ვერ მოუსწრებსო. ის გამვლელის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
3.7. მოწმე ნ---- მ------მა საქმის არსებითი განხილვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, მეუღლესთან - დ--- ს-----–---–თან ერთად იმყოფებოდა მის მეგობართან - კ----–-- შ-----–--სთან. აქ შეკრებილი იყვნენ და ქეიფობდნენ კ----–-- შ-----–--ს მეგობრები და მათი მეუღლეები. 2019 წლის 3 იანვრის, დაახლოებით 00:00 საათზე, დააპირეს სახლში წასვლა. დამშვიდობებისას ჯერ ჩავიდა დ--- ს-----–---–ი, რომელსაც გაჰყვა ი-–-----------ე, ხოლო თვითონ და ი-–-----------ის მეუღლე ა-----------ე ცოტახანს შეყოვნდნენ კარებში. როდესაც დაბლა ჩავიდნენ, მისი მეუღლე და ი-–-----------ე ქვემოთ არ დახვდათ და დაინახა, რომ ქ-----–------------–ი მდებარე კინო-კლუბში შევიდა ჯერ ი-–-----------ე, შემდეგ მისი მეუღლე. დაახლოებით სამ წუთში გაიგო ყვირილის ხმა და დაინახა, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან ყვირილით გამოვარდა ი-–-----------ე: -„მოგვკლესო“. მას მოსდევდა მისთვის უცნობი ბიჭი. შემდეგ გამოვიდა მისი დ--- ს-----–---–ი, რომელიც ხელებში ჩაეკეცა: „ნ----–-, მგონი მომკლესო“. ამის შემდეგ აღარავისთვის მიუქცევია ყურადღება, რადგან მისი მეუღლე იყო მძიმე მდგომარეობაში და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას. დ---ს არ უთქვამს ვინ დაჭრა. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ საუბარიც არ შეეძლო. მოწმემ აჩვენა, რომ შეძლებს იმ პირის ამოცნობას, ვინც ი-–-----------ეს მოსდევდა. წარმოდგენილ ბრალდებულს არ იცნობს, პირველად ხედავს. ეს ის პირი არ არის, ვინც ი-–-----------ეს მისდევდა.
3.8. მოწმე ა-----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, საღამოს, მეუღლესთან - ი-–-----------ესთან ერთად იმყოფებოდა მეუღლის მამიდაშვილთან კ----–-- შ-----–--სთან სტუმრად. აქ კ----–-- შ-----–--ს მეგობრები და მეუღლეებთან ერთად აღნიშნავდნენ ახალი წლის დღეებს. 2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 00:00 საათზე, მისი მეუღლე ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი, რომლებიც იყნენ ნასვამები, ჩავიდნენ დაბლა. დაახლოებით 5 წუთში ის და დ---ს მეუღლე ნ---- მ------იც ჩაყვნენ მათ, რადგან ეგონათ რომ ი-–-------------ი დაბლა ელოდებოდნენ. აღმოჩნდა რომ ისინი დაბლა არ იყვნენ და ჩასვლიდან დაახლოებით 5 წუთში, დაინახა, რომ მისი მეუღლე ი-–-----------ე გამორბოდა ქ-----–------------–ი მდებარე კინო-კლუბიდან. მას დანით ხელში, უკან მოსდევდა პიროვნება, რომელიც იყო დაახლოებით 180 სანტიმეტრის სიმაღლის, მუქი ფერის თვალებით და მუქი ფერის თმით. მან ამ პირს უყვირა, „გაჩერდი, პატრული მოდისო“, რაზეც ეს პირი შეტრიალდა და ნ-----–----------- მხარეს გაიქცა. პირი, რომელიც მის მეუღლეს მისდევდა, ახლო მანძილიდან დაინახა და მისი ამოცნობა შეუძლია. მოწმის განმარტებით, ბ---- კ--–------ეს არ იცნობს. წარმოდგენილი ბრალდებული არ არის ის პირი, რომელიც მის მეუღლეს მისდევდა დანით ხელში.
3.9. მოწმე კ----–-- შ-----–--მ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, მასთან სახლში იყვნენ მისი მეგობრები, მათ შორის ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი და აღნიშნავდნენ ახალი წლის დღეებს. დაახლოებით 00:00 საათზე გააცილა ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი, რომლებიც დილიდან სვამდნენ და იყვნენ ძალიან მთვრალები. დაახლოებით 10 წუთში დაურეკეს, რომ დ--- ს-----–---–ი იყო დაჭრილი. იგი მაშინვე ჩავიდა ადგილზე, თუმცა, არ იცის ვინ დაჭრა, რადგან ფაქტს არ შესწრებია. გადმოცემით მრავალი ვერსია აქვს მოსმენილი, კერძოდ, რომ თვითდაზიანება მიიყენა, ასევე, როგორც თავად დ--- ს-----–---–ი ამბობს, სილუეტმა დაჭრა. მოწმის განმარტებით, დ--- ს-----–---–ს აქვს ძალიან ცუდი სიმთვრალე. ი-–-----------ესაც აქვს ცუდი სიმთვრალე, თუმცა, ნაკლებად აგრესიულია.
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე გ------- კ--–------ის განმარტებით, იგი არის თბილისში, ლეო ქ-----–------------–ი მდებარე ობიექტის მფლობელი. აქ ფუნქციონირებს კინო-კლუბი „კ-–-“. 2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ამ დაწესებულებაში მოხდა ჩხუბი, იყვნენ დაჭრილები და სთხოვეს მისულიყო. ადგილზე მისვლისას შეიტყო, რომ კინო-კლუბში მოხდა შელაპარაკება, იყვნენ დაჭრილები, თუმცა, დეტალები არ იცის, რადგან უთხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა და თავადაც ვერ გაიგეს რა მოხდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2019 წლის 1 იანვარს, დილით, დ--- ს-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--- კ------ეს და რ-----------------. ამის შესახებ მას უთხრეს მ--- კ------ემ და დამლაგებელმა, ასევე, ცემის კვალი მათ ვიზუალურადაც ეტყობოდათ. მოწმის განმარტებით, ბ---- კ--–------ე ხშირად მიდიოდა კინო-კლუბ „კ-–-–-“, შესაბამისად, იცნობდა დ--- ს-----–---–ს და ი-–-----------ეს, რომლებიც აღნიშნული კინო-კლუბის ხშირი სტუმრები იყვნენ. მან (ბ---- კ--–------ემ) ასევე იცოდა, რომ კინო-კლუბს ჰქონდა სამი გასასვლელი - ერთი ცენტრალური კარიდან, მეორე სამზარეულოდან და მესამე - სარდაფიდან.
3.11. შინაგან საქმეთა სამინისტროს, თ---–---ს პ---–-–---------------------, ძ---–--------–-----------------–--- მეშვიდე განყოფილების გამომძიებელმა ჭ---–- ღ-–-----მა, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 3 იანვარს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყოგამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, თ---–--–---------–------------–ი მდებარე კინო-კლუბში მომხდარი დ--- ს-----–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. ამ საქმეზე მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ასევე, ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და გამოიკითხა მოწმეები, მათ შორის, ი-–-----------ე, მ--- კ------ე და ა-------–---–ი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ ი-–-----------ე მის მიერ გამოიკითხა შემთხვევიდან მესამე დღეს, ი-–-----------ის საცხოვრებელ ბინაში. გამოკითხვის ოქმი შედგენილი იქნა მის მიერ, თუმცა, ი-–-----------ის კარნახის საფუძველზე, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედების ოქმში დაფიქსირებული იქნა ის გარემოებები და ის სიტყვები, რაც ი-–-----------ემ უკარნახა, ასევე, გამოკითხვის ოქმს გაეცნო პირადად, რის შემდეგაც თავისივე ხელით გააკეთა ჩანაწერი, რომ გამოკითხვის ოქმი შედგენილი იყო მისი კარნახით, გაეცნო და ადასტურებდა მის სისწორეს, რის შემდეგაც მოაწერა ხელი.
3.12.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---ს პ---–-–--------------------- ძ---–- თ---–---ს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების გამომძიებელმა დ----- ტ------–--–მა, მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ ზემოაღნიშნულ პოლიციის განყოფილებაში, 2019 წლის 3 იანვარს, დაიწყო გამოძიება დ--- ს-----–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულ იქნა ბ---- კ--–------ე, რომლის მიმართაც, თ---–---ს საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 4 იანვარს, გასცა განჩინება დაკავების შესახებ. 2019 წლის 9 იანვარს, მისმა თანამშრომელმა ბ---- ა--------–--ემ მიიღო ინფორმაცია, რომ ბ---- კ--–------ე უნდა ყოფილიყო ლ----------------------------–------------–-, ბიძამისის საცხოვრებელ სახლში. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ჩავიდნენ ლ--------–- და სოფელ ო---------ში საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს ბ---- კ--–------. მანვე, ბრალდებულის დაკავების შესახებ შეატყობინა ბრალდებულის ახლობელს.
3.13. შინაგან საქმეთა სამინისტროს, თ---–---ს პ---–-–---------------------, ძ---–--------–-----------------–--- მეშვიდე განყოფილების გამომძიებელმა რ------ კ----------ემ, საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ჩატარებული აქვს მოწმეების მ--- კ------ის, ლ-------–-----–---–ის და ა-------–---–-- გამოკითხვები. ასევე, ა-------–---–თან ჩატარებული აქვს მისი კუთვნილი ტანსაცმლის ამოღება და მ--- კ------ისგან და ა-------–---–--გან აღებული აქვს სისხლის ნიმუშები შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.14. ბრალდებულმა ბ---- კ--–------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
3.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა დაზარალებული დ--- ს-----–---–ის, მოწმეების ი-–-----------ის, ა-------–---–--, ლ-------–-----–---–ის, მ--- კ------ის, ნ---- მ------ის, ა-----------ის, კ----–-- შ-----–--ს, გ------- კ--–------ის, ჭ---–- ღ-–-----ის, დ----- ტ------–---–ის და რ------ კ----------ის ჩვენებებისა, სხვა მტკიცებულებები - 2019 წლის 3 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების ო-------------------------------------–---–----------------------------- კ--–------ის, დ----- კ--–------ის, ან-----–-------------------–-------------------------–--------------–---–---–--------–--------------------------–-----–---–------------–---–---------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 3 იანვრის ა-------–---–-- ტანსაცმლის ამოღების ოქმი, 2019 წლის 3 იანვრის დ--- ს-----–---–ის და ი-–-----------ის ტანსაცმლის და პირადი ნივთების ამოღების ოქმი, 2019 წლის 3 იანვრის, ბინის ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 3 იანვრის მ--- კ------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, 2019 წლის 10 იანვრის, ბ---- კ--–------ის დაკავების ოქმი, მ--- კ------ის, ა-------–---–--, ი-–-----------ის და დ--- ს-----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მარტის №--------- და 2019 წლის 27 მარტის №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 მაისის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2019 წლის 18 აპრილის, ქიმიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა და ნივთიერი მტკიცებულებები - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
3.17. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.18. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
3.19. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.
3.20. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.
3.21. პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი განმარტებულია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.22. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმრტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.23. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.24. პალატა აღნიშნავს, რომ დავის წორად გადაწყვეტისათვის არსებითია იმ ქმედების რაობის სწორად გაგება, რომლის ჩადენაშიც პირს ბრალი ედება. განსახილველ შემთხევვაში ასეთს წარმოადგენს მკვლელობის მცდელობა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანაშაულს წარმოადგენს განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე და სხვა.
3.25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა, დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
3.26. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მართალია ყველაფერი გააკეთა მიზნის მისაღწევად, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო (მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა), ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა და მკვლელობის სახით შედეგი არ დადგა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას. ამდენად, ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვაკიფირებისათვის, აუცილებელია ბრალდებამ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტუროს, რომ კონკრეტულმა პირმა, განახორციელა ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანი მოეკლა.
3.27. სააპელაციო პალატა უთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებზე, რომლის თანახმადაც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
3.28. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა არაერთი მტკიცებულება და მათი დიდი ნაწილი დაცვის მხარეს სადავოდ არც გაუხდია. საქმე ისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის ეს მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ბრალდების დადგენილებაში მითითებულ დროს, კინოკლუბში დ--- ს-----–---–ისთვის მუცლისა და გულმკერდის არეში მრავლობითი შემავალი და ნაკვეთი ჭრილობის მიყენების ფაქტს. დაზიანებების ლოკაციის, რაოდენობის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ დიდი ალბათობით მართლაც სახეზეა დაზარალებულის მკვლელობის მცდელობა. ამ გარემოებას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. ამავე დროს, თავისი შინაარსით ეს მტკიცებულებები იმის დასადგენად, თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს ეს დაზიანებები, არაფრისმომცემია. ფაქტობრივად კი (დაზიანების ფაქტის უდავოდ გახდის პირობებში) პალატის შესაფასებელი და გადასაწყვეტია მხოლოდ ის (ისევე როგორც ეს მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემთხვევაში), ჩაიდინა თუ არა მკვლელობის მცდელობა კონკრეტულად ბ---- კ--–------ემ.
3.29. პალატა აღნიშნავს, რომ უშუალოდ ამ საკითხის გარკვევა შესაძლებელია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ მტკიცებულებათა იმ ნაწილით, რაც სადავო გახდა მხარეებისათვის და გამოკვლეულია სასამართლოში. ესენია: მ--- კ------ის, ლ-------–-----–---–ის, ა-------–---–--, ნ---- მ-------, ა-----------ის, დ--- ს-----–---–ისა და ი-–-----------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებები. თუმცა პალატა მიუთითებს, რომ ვერცერთი მათგანი ვერ ადასტურებს გამართლებულის მიერ დ--- ს-----–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას და პირიქით, მათი უმრავლესობა გამორიცხავს აღნიშნულ გარემოებას.
3.30. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების მ--- კ------ის, ლ-------–-----–---–ის და ა-------–---–-- ჩვენებებზე, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ კონფლიქტს კ--–------ესა და დაზარალებულს შორის. ისინი კონფლიქტის დაწყებიდან, მის დასრულებამდე (გარდა მოწმე მ--- კ------ისა, რომელმაც ცოტა ხნით დატოვა შემთხვევის ადგილი და შემდეგ ისევ დაბრუნდა) შეესწრნენ იქ განთვითარებულ მოვლენებს, თუმცა არცერთი მათგანი არ მიუთითებს ბ---- კ--–------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. მათი ჩვენებების თანახმად, პირიქით, ჩხუბი დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა წამოიწყო, ისინი ხმაურით (ყვირილით და გინებით) და აგრესიულად შევიდნენ კლუბში, დ--- ს-----–---–ს ხელში ეჭირა გასაშლელი დანა, ხოლო ი-–-----------ეს ჩაქუჩი და შავტარიანი დანა. ი-–-----------ემ ბ---- კ--–------ეს ჩაარტყა ჩაქუჩი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა, ზურგით დაეცა დაბლა, ხოლო წაქცეულ ბ---- კ--–------ეს ორივე - დ--- ს-----–---–ი, რომელსაც ეჭირა დანა და ი-–-----------ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა ჩაქუჩი და დანა - ზემოდან ურტყამდნენ. წაქცეული ბ---- კ--–------ე კი სახეზე ხელებს იფარებდა და ფეხებს იქნევდა. ამ ვითარებაში კ--–------ემ მოახერხა წამოდგომა და დანიანი ხელი ერთხელ მოუქნია დ--- ს-----–---–ს. ეს მოწმეები აჩვენებენ, რომ მათ არ დაუნახავთ იმ დარტყმის დროს, რის შედეგადაც ს-----–---–ი ჩაიკეცა, ხოლო ბ---- კ--–------ემ შეძლო გაქცევა, კ--–------ეს დანა ტარით ეჭირა თუ პირით. მათივე ჩვენებით, გაქცეულ ბ---- კ--–------ეს მუქარით გაეკიდა ი-–-----------ე, ხოლო წამოდგომის შემდეგ დ--- ს-----–---–იც გაშლილი დანით ხელში, ყვირილით „მოგკლავ, მოგკლავო“ გაეკიდა ბ---- კ--–------ეს. მ--- კ------ე, ლ-------–-----–---–ის და ა-------–---–-- ეს ჩვენებები საკმაოდ დეტალურად აღწერს მომხდარს და სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძ---–- არ არსებობს.
3.31. ბ---- კ--–------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დამატასტურებელ მტკიცებულებად პროკურორი უთითებს ასევე ნ---- მ-------ა და ა-----------ის ჩვენებეზე. მათგან ნ---- მ------ი აჩვენებს, რომ დაინახა და გაიგონა, როგორ მისდევდა უკან მისთვის უცნობი ბიჭი, დანით ხელში და მოკვლის მუქარით, კლუბიდან გამოსულ ი-–-----------ეს. თუმცა ამავდროულად მანვე ცალსახად დაადასტურა, რომ შეუძლია ამოიცნოს ეს უცნობი ბიჭი და ის არ ყოფილა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებული ბ---- კ--–------ე. ნ---- მ------მა, პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღწერა ,,უცხო ბიჭის“ გარეგნობა და მიუთითა, რომ ის იყო 180 სანტიმეტრი სიმაღლის იყო, მუქი ფერის თავლებით და მუქი ფერის თმებით. იმ პიროვნების ვინაობის დადგენის ნაწილში, ვინც ი-–-----------ეს დანით მისდევდა, ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ტ------ის მეუღლემ - მოწმე ა-----------ემ.
3.32. დაზარალებულ დ--- ს-----–---–ის ჩვენების თანახმად, ის კარგად იცნობს ბ---- კ--–------ეს. იმდენად კარგად, რომ თუ ეს უკანასკნელი მიაყენებდა დაზიანებებს, აუცილებლად იცნობდა მას. ამ პირობებში, გამორიცხავს ბ---- კ--–------ის მიერ მისი დაჭრის ფაქტს და მომხდარს ზემოაღნიშნულ მოწმეთაგან განსხვავებულად აღწერს. მისი ჩვენებით, დასახელებულ კინო-კლუბში შედიოდა მარტო. კარის გაღებისთანავე სხეულზე იგრძნო დარტყმები, რის შედეგადაც მიიღო ჭრილობები. ამ დროს დაინახა პირის სილუეტი, რომლის აღწერაც, მართალია, არ შეუძლია, თუმცა, შეუძლია მისი ამოცნობა. ბ---- კ--–------ეს იცნობს, მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა და პირი, რომელმაც მას ჭრილობები მიაყენა, კ--–------ე არ ყოფილა.
3.33. მოწმე ი-–-----------ემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ერთი მხრივ მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს ძლიერ მთვარილი იყო და საერთოდ არ ახსოვს განვითარებული მოვლენები. მეორე მხრივ აჩვენა, რომ ზუსტად ახსოვს შემდეგი: როდესაც ის და დ--- ს-----–---–ი გამოდიოდნენ, გამოსასვლელში მათ შეეჩეხათ მისთვის უცნობი პირი, რომელიც იყო ცისფერთვალება და ქერათმიანი. სწორედ ამ პირმა მიაყენა მათ ჭრილობები. ეს პირი მან კარგად დაინახა და შეუძლია ამოცნობა. ბ---- კ--–------ეს იცნობს, მისი მეგობარია და პირი, რომელმაც მას ჭრილობა მიაყენა, ბ---- კ--–------ე არ ყოფილა. შესაბამისად ი-–-----------ე გამორიცხავს ბ---- კ--–------ის მიერ, დ--- ს-----–---–ის განზრახ მკველელობის მცდელობის ფაქტს.
3.34. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასვნის თანახმად, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დ--- ს-----–---–ს მიღებული აქვს: მუცლის ღრუს მრავლობითი დაზიანებები. გულმკერდის და მუცლის ნაკვეთი ჭრილობები შემავალი მუცლისა და გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის, კუჭის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის, დიდი ბადექონის და მსხვილი ნაწლავის სერიოზული გარსის დაზიანებით. მე-10-11-12 ნეკნების დაზიანებით. ჰემოთორაქსი, ჰემოპერიტონეუმი, მარცხენა მხრის ნაკვეთი ჭრილობა სალმის კუნთის დაზიანებით, ელენთის სუბკაფსულარული ჰემატომა სეფსისი, სეპტიკური შოკი, რეტროპერიტონეალური ჰემატომა. ექსპერტის დასკვნის დასკვნით ნაწილში დაზუსტებული არაა, კონკრეტულად რამდენი ჭრილობაა მიყენებული, ამ კუთხით აღნიშნულია მხოლოდ, რომ დაზიანებები მრავლობითია. ამავე დასკვნით, გულმკერდის და მუცლის ნაკვეთი ჭრილობები როგორც ერთობლიობაში, ისე იზოლირებულად ცალკ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ამავე დროს, განსაზღვრული არაა თითოეული მათგანი, ცალკე აღებული, რა დაზიანებას წარმოადეგნს და რამდენად სახიფათოა სიცოცხლისათვის. ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ მ--- კ------ის, ლ-------–-----–---–ის და ა-------–---–-- ჩვენებებშია ინფორმაცია მასზედ, რომ ბ---- კ--–------ემ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს. სამივე ეს პირი ამბობს შემდეგს: ბ---- კ--–------ემ დ--- ს-----–---–ს დანა, ტარით ან პირით, ერთხელ დაარტყა მუცლის არეში. ამ შინაარსიდან გამომდინარე გონივრულ ეჭვს მიღმა იმისი დადგენაც შეუძლებელია, დანის ტარი დაარტყა კ--–------ემ დაზარალებულს თუ პირი. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებთ, რომ დანის პირი დაარტყა, დასახელებულ დაზიანებებს (მისი სიმრავლიდან გამომდინარე) ამ ერთი დარტყმით, მაინც ვერ მიაყენებდა. ამ ფონზე შეფასებას საერთოდ არ საჭიროებს ტარის მხრიდან დარტყმის შემთხვევა. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ გარდა დასახელებული სამი ჩვენების, ბრალდებას არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც არა თუ დაადასტურებდა, არამედ მიანიშნებდა კ--–------ის მიერ ს-----–---–ისათვის დაზიანებების მიყენებას.
3.35. ამავე საკითხის შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ აღინიშნა და მას სააპელაციო პალატაც ეთახმება, რომ განსახილველ საქმეში გაურკვეველია ასევე შემთხვევის ადგილის მდებარეობა. მართალია პროკურორი ამტკიცებს, რომ შემთხვევა მოხდა კინოდარბაზში, გამართლებულსა და დაზარალებულს შორის ხელჩართული ჩხუბის დროს, თუმცა მის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებები საეჭვოს ხდის ამ ვერსიას. მოწმეების: მ--- კ------ის, ლ--------–-----–---–ის და ა--------–---–ის ჩვენებებით, ბ---- კ--–------ემ თავდამსხმელებისაგან გაქცევა შეძლო კინო-კლუბის უკანა გასასვლელიდან. ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი კი მას შეცდომით გაეკიდნენ ცენტრალური შემოსასვლელის მიმართულებით. ამ დროს სწორედ ცენტრალური შემოსასვლელის კიბეებიდან ისმოდა ჩხუბისა და ხმამაღალი ყვირილის ხმა. ამავე ადგილას მათი დაჭრის ფაქტს ადასტურებენ თავად დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, რომ დაზარალებულ დ--- ს-----–---–ს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს კინოდარბაზში და არა ცენტრალური შესასვლელის კიბეებზე. პალატა ხაზს უსვამს ბრალდების მხარის არათანმიმდევრულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ პროკურორი ფაქტიურად ითხოვს სასამართლომ გაიზიაროს მ--- კ------ის, ლ--------–-----–---–ის და ა-------–---–-- ჩვენებები მხოლოდ იმ ნაწილში, რომ კ--–------ემ დანა პირით დაარტყა ს-----–---–ს. ამავე დროს ითხოვს არ გაიზიაროს იგივე ჩვენებები ყველა დანარჩენ ნაწილში და ჩათვალოს, რომ დანის დარტყმა იყო არაერთი, კ--–------ე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ ყოფილა, ცენტრალურ გასასვლელთან ხმაური არ ყოფილა და ასე შემდეგ, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა ბ---- კ--–------ის მხრიდან დ--- ს-----–---–ისათვის იმ დაზიანებების მიყენების ფატი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი და რაც მას მიაყენეს შემთხვევის დროს.
3.36. პალატა ასევე შეაფასებს ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში წამოჭრილ არსებით არგუმენტებს. მათ შორის პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ ბრალდებას დადგენილად მიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ი-–-----------ემ პირველმა მიაყენა შეურაცხყოფა ბ---- კ--–------ეს, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ორნი იყვნენ, რომლებმაც ,,დაჯაბნეს“ ბ---- კ--–------ე და მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. დადგენილად თვლის რა ამ ფაქტობრივ გარემოებებს, პროკურორი ყოველგვარი მტკიცებულების საფუძველზე აღნიშნავს, რომ კ--–------ემ ს-----–---–ს დაარტყა მაშინ, როდესაც უკვე თავი გაინთავისუფლა და არაფერი ემუქრებოდა. მტკიცებულებებით კი, იმავე მ--- კ------ის, ლ--------–-----–---–ის და ა--------–---–ის ჩვენებებით ასე არ ყოფილა. კ--–------ემ დანა იხმარა, ჯერ კიდევ ჩხუბის დროს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის დაჯაბნილი ჰყავდათ თავდამსხმელებს. მისი გათავისუფლება, როგორც ამას პროკურორი უწოდებს, გამოიწვია სწორედ დანის ხმარებამ. უფრო მეტიც, კ--–------ემ როგორც კი შეძლო, გაქცევით უშველა თავს. მას კი გამოედევნა ჯერ ტ------ე, შემდეგ კი ს-----–---–ი. ეს უკანასკნელი ამ დროისათვის კვლავ განაგრძობდა ძალადობას და როგორც ჩანს ჯერ დაჭრილიც არ იყო, ვინაიდან ის მოერია ლ-------–-----–---–ს, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადა მის შეჩერებას და გაეკიდა კ--–------ეს. კ------ე, ს---–-----–---–ი და ჭ---–---–ი აჩვენებენ, რომ კ--–------ეს თავს დაესხნენ ჩაქუჩით და დანით. ჩაარტყეს ჩაქუჩი, დააგდეს ძირს და განაგრძობდნენ მის ცემას. ამ თავდასხმიდან გამომდინარე, კ--–------ემ ერთხელ დაარტყა დანა ს-----–---–ს. პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას განმარტა, რომ არ დასტურდება კ--–------ეზე თავდასხმისას ჩაქუჩის და დანის გამოყენების ფაქტი და ეს სასამართლომ დადგენილად არ უნდა მიიჩნიოს. გამოდის, რომ ბრალდება ითხოვს ამ ჩვენებებიდან სასამართლომ გაიზიაროს მხოლოდ დანის დარტყმის ფაქტი, თანაც დაადგინოს, რომ დარტყმა განხორციელდა ერთხელ კი არა მრავალჯერ. სხვა ნაწილში კი, ჩვენებები არ გაიზიაროს. ბრალდების მხარის ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, არაა გამყარებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით და ალოგიკურია. შესაბამისად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის პოზიცია, თითქოს არანაირ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია. პალატა ეთანხმება დაცვის მხარეს ამ საკითხთან მიმართებაში და თვლის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა, რომ სწორედ ბრალდების ვერსიაში მითითებულ შემთხვევის ადგილზე მიაყენა დაზიანებები კ--–------ემ დაზარალებულს და სხვა არანაირი კონფლიქტი იმ საღამოს ს-----–---–ს არ მოსვლია, საქმე გვექნებოდა აუცილებელ მოგერიებასთან.
3.37. პალატა განმარტავს, რომ პირის სხეულზე დაზიანებების არსებობის დადგენა ითხოვს სპეციალურ ცოდნას. ასეთის არსებობა-არარსებობის დადგენა დაკავების ოქმის მიხედვით შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კ--–------ე დააკავეს იანვარში, ლანჩხუთის რაიონში და ადგილზე სათანადო პირობების არ არსებობის გამო, ოქმი შეადგინეს პოლიციის განყოფილებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ის ოქმის შედგენისას იქნებოდა იანვრის თვისათვის შესაბამისად ჩაცმული. გაურკვეველია ასეთ ვითარებაში, გამომძიებლის და არა სპეციალური ცოდნის მქონე პირის, მიერ შედგენილი დაკავების ოქმი უტყუარად როგორ ადასტურებს დაზიანებების არ არსებობის ფაქტს.
3.38. ბრალდების აზრით კ--–------ის მხრიდან ს----–---–ის მოკვლის განზრახვას ადასტურებს ნ---- მ-------ა და ა-----------ის ჩვენებები, რომლებმაც დაინახეს და გაიგონეს, როგორ მისდევდა ბ---- კ--–------ე, დანით ხელში, მოკვლის მუქარით, კლუბიდან გამოსულ ი-–-----------ეს. ბრალდება ამტკიცებს, რომ გამოძიებით მოპოვებული ინფორმაციით, იქ სხვა პირის არსებობა გამორიცხულია, ამიტომ გამოდევნებული პირი იყო კ--–------ე. ბრალდების მიერ ამ საკითხის ირგვლივ განვითარებული მსჯელობიდანაც კი ნათელია, რომ ესაა მოსაზრება რომლის საწინააღმდეგოდ და შესაბამისად დაცვის მხარის სასარგებლოდ არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორიცაა: ი-–-----------ის, ნ---- მ-------ა და ა-----------ის ჩვენებები. ეს პირები არც კი უშვებენ, რომ გამოდევნებული პირი კ--–------ე იყო და კატეგორიულად უარყოფენ ამ ფაქტს.
3.39. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო მოწმეები მხოლოდ ერთზე მიუთითებენ. აღნიშნულ შეფასებას პროკურორი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არ შეიძლება გახდეს პირის გამართლების საფუძ---–-, რადგან მოწმე არ არის ვალდებული ჭრილობები დაითვალოს. პალატა ეთანხმება ბრალდებას იმ ნაწილში, რომ მოწმეს არ აკისრია ასეთი ვალდებულება. ამავე დროს ეს ბრალდების ვალდებულებაა. სწორედ ბრალდების მხარეს უნდა დაეთვალა ისინი, ანუ დაედგინა რამდენი ჭრილობა მიადგა დაზარალებულს და გაერკვია ვინ და როგორ, მათ შორის რამდენი დარტყმით, მიაყენა ისინი.
3.40. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვერცერთი მოწმე ვერ უთითებს, თუ როდის და რა ვითარებაში მიიღო დ--- ს-----–---–მა მრავლობითი დაზიანებები. მართალია, მოწმეთა ნაწილის ჩვენებების თანახმად, ბ---- კ--–------ის მიერ დანიანი ხელის მოქნევის შემდგომ დაზარალებული ჩაიკეცა, თუმცა დაჭრილი იყო თუ არა ამ დროისთვი ეს მათ ვერ მიუთითეს. ასევე მოწმეებს არ დაუნახავთ ბ---- კ--–------ეს ხელის მოქნევის დროს დანა ტარით ეჭირა თუ პირით. ამავდროულად მათ მიუთითეს დაზარალებულზე და აჩვენეს, რომ დანის მოქნევისა და ჩაკეცვის შემდგომ ის წამოდგა, მუქარით გაეკიდა გამართლებულს, მანამდე კი მისი მოგერიება ვერ შეძლო ლ-------–-----–---–მა, რომელიც შეეცადა დ--- ს-----–---–ის შეჩერებას. ამრიგად, ლ--------–-----–---–ისა და ა--------–---–ის ჩვენებებით, დასტურდება მხოლოდ კ--–------ის ხელში დანის ჭერის და დანიანი ხელის დ--- ს-----–---–ისთვის ერთხელ მოქნევის ფაქტი. ამავდროულად, ვერცერთი მათგანი ვერ ადასტურებს, ამ ერთჯერადი დანიანი ხელის მოქნევის შედეგად, დ--- ს-----–---–ი დაიჭრა თუ არა. უფრო მეტიც, დ--- ს-----–---–ის შემდგომი ქმედებებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ დაჭრილი არ უნდა ყოფილიყო.
3.41. პალატა, ამ განაჩენის 3.16-3.23 პუნქტებში მითითებული სამართლის ნორმებისა და სტანდარტის შესაბამისად, აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. პალატა აღნიშნავს, რომ ამ შეფასებების შესახებ დეტალურადაა მოცემული ამავე განაჩენის 3.29-3.40. პუნქტებში. შედეგად გამოიკვეთა არაერთი კითხვა, არაერთი გონივრული ეჭვის იმის შესახებ, რომ მოვლენები შესაძლოა ისე არ განვითარებულიყო, როგორც ეს ბრალდების დადგენილებიაშია მოცემული. არსებობს მხოლოდ ვარაუდი, რომ ბ---- კ--–------ის მოქნეული დანიანი ხელით, ერთჯერადი დარტყმით დაიჭრა დ--- ს-----–---–ი, რაც ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით. ამავე დროს არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე ის ერჯერადი დარტყმით ვერ მიიღებდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.42. ამრიგად, სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შედეგად პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ---- კ--–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, რის გამოც თ---–---ს საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი ბ---- კ--–------ის მიმართ უნდა დარჩეს ძალაში და ბ---- კ--–------ე გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ძ---–- თ---–---ს რ--------–--------------------- პროკურორის ლ---–- ქ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის, განაჩენი ბ---- კ--–------ის მიმართ.
3. ბ---- კ--–------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4. ბ---- კ--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
5. განემარტოს ბ---- კ--–------ეს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩანთა, მასში არსებული ნივთებით; კომპიუტერის ქეისის ხუფი; მაგიდიდან ამოღებული ნივთები; პლასტმასის ჭურჭელი, აბებთან ერთად; ქუდი; პლასტმასის ქილა, ასევე, ამოღებული დ--- ს-----–---–ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები; ი-–-----------ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები; მ--- კ------ისა და ა-------–---–-- ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თ---–---ს პ---–-–--------------------- ძ---–- თ---–---ს სამმართველოს მ--------------–---–-), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ, შესაბამისად, მათ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები; ქვა, მოწითალო ფერის ანაწმენდებთან ერთად და სიგარეტის სამი ცალი ნამწვი, ასევე, ამოღებული დ--- ს-----–---–ის დანა; მ--- კ------ის, ი-–-----------ის, ა-------–---–-- და დ--- ს-----–---–ის სისხლის ნიმუშები და ბ---- კ--–------ის ნერწყვის ნიმუში (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თ---–---ს პ---–-–--------------------- ძ---–- თ---–---ს სამმართველოს მ--------------–---–-), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი