განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001915898
საქმე №1ბ/1039-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2020 წელი ქ-------–--ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–--ს
გამართლებულის: გ-------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ-------–--ის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ გ-------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-------–--–-----------------------------------------ში, გ-------------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან - მ------------სთან. გ-------------–---–მა მ------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე დაუზიანა მარცხენა ხელის თითები, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ-------–--–---------------–---–ის გამზირზე, მეტროსადგურ ღ--------–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას ცემა დ--------------, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, წააქცია მიწაზე და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენით:
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------–--ის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ-------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და გ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ-------–--ის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გამამართლებელი განაჩენი გ-------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-------------–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების - მ------------ს, დ--------------ს, ი-----–-----------ს, ლ--–--------–---–--ს, ა-----------–---–ის ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ-------------–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება გამართლებულს, გ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას წარდგენილ ბრალდებებში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს მ------------სთვის ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. კამათის შემდეგ სახლიდან გავიდა. შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ მ------------ იყო საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისვლისას დაზარალებულმა უთხრა, რომ დაზიანება მიიღო იმ დროს, როდესაც ფანჯარაზე ფარდას კიდებდა. გ-------------–---–მა ასევე უარყო 2017 წლის 1 მარტს, დ--------------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ იგი ნამდვილად შეხვდა დ--------------ს, თუმცა მისთვის ხელი არ დაურტყამს და მათ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. დ--------------მ მისკენ გაიწია, იქ მყოფი ადამიანები ჩადგნენ მათ შორის, რა დროსაც დ-------------- წაიქცა.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ------------მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ 2016 წლის 1 ოქტომბერს იქორწინა გ-------------–---–ზე და დაახლოებით სამი თვე იცხოვრა მეუღლესთან ერთად. 2016 წლის 6 დეკემბერს, გ-------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელითა და ფეხებით სცემა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. თავდაცვისას გ-------------–---–ის მოქნეული ფეხი მოხვდა ხელზე და სამი თითი დაუზიანდა. კონფლიქტის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს და დაზიანებული თითები თაბაშირში ჩაუსვეს. გ------- ჩადენილს არ ნანობდა, პირიქით, თვლიდა, რომ სწორად მოიქცა. 2017 წლის 21 იანვარს წამოვიდა გ-------------–---–ის სახლიდან. პოლიციას არ მიმართა, რადგან მეუღლის ეშინოდა. ა----–---–ის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ ჰქონია ადგილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მეუღლის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, გ------- მასთან შერიგებას ცდილობდა. სწორედ შერიგების მიზნით შეხვდა გ-------------–---–ი ბაბუამისს ს--------ში. დაურეკა ყოფილ მეუღლეს და მკაცრად მოსთხოვა - თავი დაენებებინა ბაბუამისისთვის. საპასუხოდ გ-------------–---–მა ბაბუას ყვირილის ხმა მოასმენინა ტელეფონში. გ-------------–---–ის მამის თხოვნით, ექიმებს დაზიანების მიღების რეალური მიზეზი არ გაუმხილა. 2016 წლის 6 დეკემბრის კონფლიქტის შემდეგ, გ-------ს დედის თხოვნით, 2017 წლის 21 იანვრამდე დარჩა გ-------------–---–ის სახლში. მოგვიანებით დაფიქრდა და მიხვდა, რომ გ-------------–---–თან ერთად ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და საკუთარ სახლში დაბრუნდა. გ-------------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციას მიმართა 2017 წლის მარტში, გ-------------–---–ის მიერ ბაბუამისზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა დ--------------მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აჩვენა, რომ მისმა შვილიშვილმა მ------------მ და გ-------------–---–მა 2016 წლის ოქტომბერში იქორწინეს. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ 2017 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მოგვიანებით, მ------------სგან გაიგო, რომ გ-------------–---–ი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. 2017 წლის 1 მარტს, გ-------------–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, რაზეც უარი უთხრა. მეგობარ ი-–------–-----–---–ის დახმარებით გ-------------–---–მა მაინც მოახერხა მასთან შეხვედრა ქ-------–--–---------------------------------–-სთან მდებარე ბაღში. გ-------მ იგი სასაუბროდ გვერდზე გაიყვანა, მობილური ტელეფონით დაურეკა მ------------ს და უთხრა: „ეხლა ბაბუაშენი აქ არის და აწი მე ვიციო“. აღნიშნული სიტყვების წარმოთქმისთანავე გ-------------–---–მა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში მარცხენა მხრიდან და წაიქცა. წაქცეულს გ-------------–---–მა წიხლი მიაყოლა. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ფეხზე წამოაყენეს. პოლიციაში წავიდა, სადაც განაცხადა მომხდარის შესახებ. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე დასჭირდა მკურნალობა. გ-------------–---–ისათვის თვითონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გ-------ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მისი (დაზარალებულის) მეგობარი ი-–------–-----–---–ი. გ-------ს მხრიდან მ------------ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს პირადად არ შესწრებია და მათ შორის განვითარებული კონფლიქტის შესახებ იცის მ------------სგან.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ დასკვნას, რომ ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ ერთი მტკიცებულება - შესაბამისად, დაზარალებულების - მ------------სა და დ--------------ს ჩვენებაა წარმოდგენილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აქვე, სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს ნეიტრალური მოწმის - ი-–------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმს (უდავო მტკიცებულება), რომლის თანახმად, მოწმე დაზარალებულ დ--------------ს მეგობარია. 2017 წლის 1 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, იგი (ი-–------–-----–---–ი) მივიდა ქ-------–--ში, ს--------ში, მეტროსადგურ „ღ--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ბ---–-ზე“, სადაც სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა დ-------------- და ნარდს თამაშობდა. გარკვეული დროის შემდეგ (ზუსტი დრო არ ახსოვს), „ბ---–-ზე“ მივიდა გ-------------–---–ი მეგობართან ერთად. გ------- მიუახლოვდა დ--------------ს და წყნარად უთხრა, რომ ნარდის თამაშის დასრულების შემდეგ მასთან გასაუბრება სურდა. ზუსტად როდის გავიდნენ გ-------------–---–ი და დ-------------- სასაუბროდ, არ დაუნახავს, რადგან ნარდს თამაშობდა. როდესაც შებრუნდა, დაინახა, რომ დაახლოებით 7-8 მეტრის მოშორებით, სკვერში იდგა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დ--------------, გ-------------–---–ი და მისი მეგობარი გ----------------ე. ყველანი ფეხზე იდგნენ და წაქცეული არავინ დაუნახავს, არც ჩხუბის ფაქტი დაუფიქსირებია. დ--------------ს მისთვის (მოწმისთვის) არ უთქვამს, რომ ვინმემ ხელი დაარტყა. სააპელაციო პალატისათვის გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულ დ--------------ს ჩვენების უტყუარობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს, გარდა ი-–------–-----–---–ისა, რომელმაც თავის გამოკითხვის ოქმში არ დაადასტურა გ-------------–---–ის მხრიდან დ--------------ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სხვა პირი არ დაუკითხავს მაშინ, როდესაც გ-------------–---–ის, დ--------------ს ჩვენებებით და ი-–------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, ს--------ში, მეტროსადგურ „ღ--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ბ---–-ზე“, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. აგრეთვე, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და სააპელაციო პალატისთვისაც გაუგებარია, რატომ არ განუცხადა დაზარალებულმა მ------------მ სამართალდამცავებს, ოჯახის წევრებს ან ნათესავებს გ-------------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული სისტემატური ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, თუ ასეთ ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ, პაციენტ მ------------ს სამედიცინო ბარათში, კონსულტანტის ჩანაწერის ფურცელში (ტომი 1, ს.ფ. 70) მითითებულ ჩანაწერს, რომ პაციენტს ტრავმა (მარცხენა მტევნის არეში) მიღებული აქვს სახლში, ფანჯრის რაფიდან ჩამოვარდნის შედეგად. დაზარალებულმა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ, გ-------------–---–ის მამის თხოვნით, ექიმებს დაზიანების მიღების რეალური მიზეზი არ გაუმხილა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, ასეთ თხოვნას ჰქონდა თუ არა ადგილი ვინმეს მხრიდან. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების შეფასებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის განმარტებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება მოწმეების - ი-----–-----------ს (მ------------ს დედა), ლ--–--------–---–--ს, ა-----------–---–ის (მ------------ს მეგობრები) ჩვენებებში გადმოცემულ ინფორმაციას, - სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ისინი ირიბი ხასიათისაა, რადგან ეყრდნობა დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ვერ დაედება საფუძვლად ბრალდების ამ ეპიზოდში გ-------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და როგორც უკვე აღინიშნა, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა მეუღლისა და მეუღლის ბაბუის მიმართ ფიზიკური ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ-------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი გამართლებულ გ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ-------–--ის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი გ-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ-------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
გამართლებულ გ-------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
მ------------ს გამოკვლევის რენტგენოფირი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ-------–--ში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე