განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119003286972
საქმე №1ბ/67-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის და მსჯავრდებულ ო-----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - ალ-----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-----------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--------------------------–--------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილებით მიიჩნია, რომ ო-----------------მა ჩაიდინა:
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგ:
2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ--------------------------–--------–ი, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ო------------------ი მიდიოდა სახლიდან, რა დროსაც მას მეუღლემ ე---------------–--–---–მა უთხრა, რომ არ დაეტოვებინა სახლში მარტო, რადგან
ეშინოდა და ისიც წაეყვანა. აღნიშნულის გამო ო-----------------ი გაღიზიანდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ვინაიდან ე---------------–--–---–ი იყო ქალი არ ჰქონდა არაფრის უფლება და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ო-----------------მა მეუღლეს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყელში მოუჭირა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით, შემდეგ ეზოში მიწაში ჩარჭობილი ხის ჯოხი ამოიღო და გაეკიდა ე---------------–--–---–ს, რომელსაც კვლავ ემუქრებოდა მოკვლით. ე---------------–--–---–ი ცდილობდა მობილური ტელეფონით 112-ის ცხელ ხაზზე დარეკვას, რა დროსაც ო-----------------მა ჯოხი დაარტყა მუცლის არეში და მარცხენა ხელში. აღნიშნული ძალადობის შედეგად ე---------------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე, 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ--------------------------–--------–ი, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ო-----------------ი მიდიოდა სახლიდან, რა დროსაც მას მეუღლემ ე---------------–--–---–მა უთხრა, რომ არ დაეტოვებინა სახლში მარტო, რადგან ეშინოდა და ისიც წაეყვანა. აღნიშნულის გამო, ო-----------------ი გაღიზიანდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ვინაიდან ე---------------–--–---–ი იყო ქალი არ ჰქონდა არაფრის უფლება და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ო-----------------მა მეუღლეს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყელში მოუჭირა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით, შემდეგ ეზოში მიწაში ჩარჭობილი ხის ჯოხი ამოიღო და გაეკიდა ე---------------–--–---–ს, რომელსაც კვლავ ემუქრებოდა მოკვლით. ე---------------–--–---–ი ცდილობდა მობილური ტელეფონით 112-ის ცხელ ხაზზე დარეკვას, რა დროსაც ო-----------------მა ჯოხი დაარტყა მუცლის არეში და მარცხენა ხელში. ე---------------–--–---–მა შეძლო შეტყობინების გაკეთება, რის გაგონების შემდეგ ო-----------------ი ისევ გამოეკიდა ე---------------–--–---–ს, რომელმაც შეძლო გაქცევა და დაიმალა ეზოში. ვინაიდან ო-----------------ი იყო აგრესიული და ახორციელებდა ძალადობას, ე---------------–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:
ო-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო-----------------ს სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვრა - 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 09 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 09 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ო-----------------ს სასჯელის მოსხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 02 ოქტომბრის 00:05 საათიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა და მსჯავრდებულ ო-----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, - ალ-----------------მა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ო-----------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ო-----------------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
მსჯავრდებულის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ო-----------------ს დანიშნული სასჯელი სრულად ჩაეთვალოს პირობით.
აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ ო-----------------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულების ჩადენას, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები. გარდა ამისა, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ დაზარალებულთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან იგი აღარ ცხოვრობს ო-----------------ის საცხოვრებელ სახლში და გაემგზავრა საზღვარგარეთ სამუშაოდ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ო-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ო-----------------ის მიერ დანაშაულების ჩადენის
ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ ე---------------–--–---–ის, მოწმე ზ-------------–-----ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით (ჯოხი), სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით და საქმის სხვა მასალებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ო-----------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მან სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სამართლიანად გამოიყენა მსჯავრდებულ ო-----------------ის მიმართ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, - დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლის თაობაზე, - ასეთს პალატა არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ო-----------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის
დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ. რაც შეეხება აპელირებას დაზარალებულის პოზიციასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ დაზარალებულს ო-----------------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ო-----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ო-----------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ო-----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - ალ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ო-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ო-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით -
01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით
- 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 09 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 09 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ო-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 02 ოქტომბრის 00:05 საათიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ო-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ო-----------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
სამედიცინო ბარათი (დედანი) და ერთი ცალი დისკი (შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები), რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის დიდი ზომის ჯოხი, რომელიც ინახება შსს თიანეთის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი