განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002381504
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1517-19 11 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ელენე ომანიძე
აპელანტი - ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე, მ---–---- ჯ------
წარმომადგენელი - კ---------------
მოწინააღმდეგე მხარე - ქ--–--------–----------–----–---------------
წარმომადგენელი - ბ------- ნ-------
თავდაპირველი მოპასუხეები - ჰ--------------------–-------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ--–--------–----------–----–---------------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხეების ბ---- ნ-------ის, თ---------- ფ----------ის, მ---–---- ჯ-----ის, ჰ------ ო------- და მ---–---- ჯ-----ის მიმართ სოლიდარულად, ზიანის სახით - 184 751.08 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ---- ნ-------ეს, ვ--–------ ე-----–--ეს, თ---------- ფ----------ეს, ჰ------ ო------- და მ---–---- ჯ------ს სოლიდარულად 184 751.08 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ---- ნ-------ემ, თ---------- ფ----------ემ და მ---–---- ჯ------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე და მ---–---- ჯ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დამნაშავედ იქნენ ცნობილნი. აღნიშნული გულისხმობს თაღლითობას - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებას და გამოყენებას, რომელიც ფასიანი ქაღალდი არ არის.
ამავე განაჩენით, ვ--–------ ე-----–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დამნაშავედ იქნა ცნობილი, რაც ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებას და გამოყენებას გულისხმობს, რომელიც ფასიანი ქაღალდი არ არის (ტომი I, ს.ფ. 20-77).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენით ჰ------ ორ---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი. დასახელებული ნორმა გულისხმობს თაღლითობას - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებას და გამოყენებას, რომელიც ფასიანი ქაღალდი არ არის (ტომი I, ს.ფ. 79-89).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე, ვ--–------ ე-----–--ე და მ---–---- ჯ------ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 660 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ტომი I, ს.ფ. 20-77).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე, ვ--–------ ე-----–--ე და მ---–---- ჯ------ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 43 250.3 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში, რამაც ქ-------–------------ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (ტომი I, ს.ფ. 20-77).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე, ვ--–------ ე-----–--ე და მ---–---- ჯ------ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 111 972.78 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ტომი I, ს.ფ. 20-77).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე, ვ--–------ ე-----–--ე და მ---–---- ჯ------ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ქ-------–------------ კუთვნილი 20 868 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში გამოიხატა, რამაც ქ-------–------------ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (ტომი I, ს.ფ. 20-77).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე, ვ--–------ ე-----–--ე და მ---–---- ჯ------ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ქ-------–------------ კუთვნილი 8000 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში გამოიხატა, რამაც ქ-------–------------ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (ტომი I, ს.ფ. 20-77).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენით ჰ------ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 660 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამავე განაჩენით ჰ------ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ქ-------–------------ კუთვნილი 43 250.3 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში გამოიხატა, რამაც ქ-------–------------ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ჰ------ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ქ-------–------------ კუთვნილი 111 972.78 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში გამოიხატა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჰ------ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ქ-------–------------ კუთვნილი 20 868 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში გამოიხატა, რამაც ქ-------–------------ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ჰ------ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ქ-------–------------ კუთვნილი 8000 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში გამოიხატა, რამაც ქ-------–------------ მნიშნველოვანი ზიანი მიაყენა (ტომი I, ს.ფ. 79-89).
13. 2009 წლის 30 ივლისს #0-------- სისხლის სამართლის საქმეზე ქ-------–----------- დაზარალებულად იქნა ცნობილი (ტომი I, ს.ფ. 92).
14. ქ-------–-----------მ წინამდებარე საქმეზე სარჩელი 2018 წლის 02 აპრილს აღძრა (ტომი I, ს.ფ.
2).
15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქ-------–----------–----–---------------- სარჩელი ხანდაზმულია.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე გამორიცხოს. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით სპობს. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში ხორციელდება.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა მოითხოვოს. აღნიშნული ვადის გაცდენა კი, დაინტერესებულ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას გულისხმობს. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას კარგავს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად კი, მოსარჩელემ სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილისა და 2016 წლის 19 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები წარუდგინა (ტომი I, ს.ფ. 20-77, 70-79).
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით იხელმძღვანელებს, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისთვის სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო.
16. განსახილველი დავის განხილვისა და მისი სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით, შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილი).
გამარტივებული წარმოების თავისებურება იმაშია, რომ საქმე განიხილება დაჩქარებულად და მარტივად, რაც უპირველესად საქმის განხილვის ვადებში აისახება. კონკრეტულად, სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში წყდება მისი წარმოებაში მიღების საკითხი, მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადა კი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. სასამართლო ვალდებულია, საქმე განიხილოს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30919-ე, 30920 -ე მუხლები). განსახილველი საქმის მასალების კვლევის შედეგად დგინდება, რომ სარჩელი გამარტივებული წესით განხილული არ არის. მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა წესით უნდა იქნეს განხილული დანაშაულით მიყენებული ზიანის თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი. აღსანიშნავია, რომ მითითებული საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით პირდაპირ მოწესრიგებული არ არის, თუმცა, საპროცესო ნორმათა ერთობლივი ანალიზი გარკვეული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ, აღნიშნული საკითხი სარჩელის შეტანის ეტაპზე წყდება. გარდა ამისა, ამავე ეტაპზე წყდება სახელმწიფო ბაჟის საკითხიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის (ზიანი) ანაზღაურების სარჩელებზე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე მხოლოდ მაშინ თავისუფლდება ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მას დანაშაულის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების პრეიუდიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს საქმის გამარტივებული წესით განხილვისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
საგულისხმოა, რომ სარჩელი მოსარჩელის მიერ ბაჟის გათავისუფლების საფუძვლად სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტია მითითებული, რომლის თანახმად, ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არ გამოუყენებია, რაც შემდგომში სასამართლოს მიერ სარჩელის სასარჩელო და არა გამარტივებული წესით განხილვის საფუძველი გახდა.
რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო, სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
მოსარჩელის (დაზარალებულის) მიერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების დაცვა სასარჩელო და არა გამარტივებული წარმოების წესით, შეიძლება განპირობებული იქნეს სხვადასხვა გარემოებით, კერძოდ, ჯერ ერთი, ყოველთვის ვერ ხერხდება სავარაუდო დამნაშავის დროული იდენტიფიცირება, რაც აბრკოლებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას. შესაძლოა, პირი კიდეც იქნეს ბრალდებულად ცნობილი ბრალდებულად, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შეწყდეს გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგალითად, პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე, ბრალდების მხარემ პირის მიმართ გამოიყენა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან განრიდების მექანიზმი და ა.შ..
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმემ არსებითი განხილვის ეტაპამდეც მიაღწიოს, მაგრამ ბრალდებამ ვერ შეძლოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტით ბრალდებულის დამნაშავეობის დამტკიცება და ამის გამო გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი. სწორედ ამიტომაც, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოთ განხილულ შემთხვევაში კონკრეტული დაზარალებულის ინტერესები დაუცველი არ დარჩეს და ის ზიანი ანაზღაურდეს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იქნა მიყენებული. ცხადია, თუკი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის არსებობისას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობად, ზიანის მიმყენებლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ჩავთვლიდით, ამით დაზარალებულის უფლებები უხეშად დაირღვეოდა. გამოვიდოდა, რომ უფრო უპირატეს მდგომარეობაში ის დაზარალებული იქნებოდა, რომელსაც ზიანი არა დანაშაულებრივი, არამედ სხვაგვარი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით/სამოქალაქო-სამართლებრივი დელიქტით მიადგა.
პალატა დასკვნის სახით მიუთითებს, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია შესაძლებლობა, დარღვეული უფლების დასაცავად (ზიანის ანაზღაურება) მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის განხილვა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით ან გამარტივებული წარმოების წესით. ამასთან, გამარტივებული წესით საქმის განსახილველად აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დართვა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოპასუხის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან მოპასუხის მიმართ სახეზე არაა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი შემაჯამებელი აქტი, აღნიშნული არ წარმოადგენს საერთო სასარჩელო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებას, თუკი მოსარჩელის (დაზარალებული) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკმარისია სამოქალაქო დავის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ნათლად ადასტურებს, რომ ცალკე აღებული, დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება იმ პირისათვის, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, არ წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს.
განსახილველ საქმეზე, მოპასუხეებმა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინეს და სარჩელი ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო არ ცნეს. მათ მიუთითეს, რომ განაჩენის არსებობა ცალსახად და უპირობოდ, მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტის არსებობის დადასტურებას არ ნიშნავს. საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი განაჩენი გამოტანილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ანუ საქმის არსებითი განხილვის გარეშე. მოპასუხეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა და ვერც განაჩენში მოხდებოდა კვლევა ზიანის მიყენების საფუძვლიანობაზე და მისი გაანგარიშების სისწორეზე. ასევე, მათი აზრით, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება არა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან, არამედ იმ მომენტიდან როდესაც დაზარალებულმა ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო. ამ შემთხვევაში, იგი 2009 წლიდან უნდა აითვალოს, როდესაც საგამოძიებო მოქმედება - დაზარალებულის დაკითხვა განხორციელდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის თანახმად, 2010 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე), სახელმწიფოსათვის ან სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სუბიექტისათვის დანაშაულით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყება, დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რა წესით ითხოვს დაზარალებული მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუ დაზარალებული ითხოვს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით, მაშინ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა ზიანის მიმყენებლის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული მოითხოვს დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას საერთო სასარჩელო წესით, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე (2010 წლის პირველი ოქტომბერი) მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებულად მიიჩნეოდა სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულად მიჩნეული შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფო, იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. საპროცესო კოდექსი მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს უკავშირებდა დაზარალებულის ნების გამოვლენას და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებდა დაზარალებულის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის შეტანის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კოდექსი დაზარალებულის სტატუს უკავშირებდა ზიანის არსებობას, საპროცესო სამართლებრივი მნიშვნელობით ასეთი პირი პროცესში დაზარალებულის სტატუსს იძენდა მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების (განჩინების) გამოტანის შემდეგ. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გამოსცემდა გამომძიებელი ან პროკურორი, ხოლო განჩინებას კი - სასამართლო. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება (განჩინება) გამოტანილი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ და მასში სავალდებულოდ უნდა ყოფილიყო აღნიშნული მიყენებული ზიანის სახე. პირი დაზარალებულად შეიძლება მიჩნეულიყო: წინასწარი გამოძიებისას; სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილის; ასევე სასამართლო გამოძიებისას. სასამართლოში საქმის წარმოებისას დაზარალებულად ცნობის უფლება გააჩნდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის განხილვისას და ისიც სასამართლო კამათის დაწყებამდე. პირის დაზარალებულად ცნობა არ იყო დამოკიდებული მის ნება-სურვილზე. შესაბამისი ზიანის სავარაუდო მიყენების ფაქტის დადგენისთანავე პროცესის მწარმოებელი ორგანო დაუყონებლივ ღებულობდა გადაწყვეტილებას პირის პროცესში დაზარალებულად მოწვევის შესახებ. პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა - ინფორმაცია სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის შესახებ; ამ ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი; მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
მოცემულ დავაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თანამოპასუხეებად დასახელებული პირების მიმართ 2009 წლის 15 მაისს დაიწყო და 2009 წლის 03 აგვისტოს დასრულდა. ასევე, დადგენილია, რომ 2009 წლის 30 ივლისს, საქმეზე ქ-------–----------- დაზარალებულად იქნა ცნობილი (ტომი I, ს.ფ. 92). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ზიანისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ 2009 წლის ივლისის თვეში უკვე ცნობილი იყო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელეს შეეძლო სამოქალაქო სარჩელის აღძვრით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რაც მან არ განხორციელა. ამასთან, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაკავშირებულია დაზარალებულის მიერ ზიანის, ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შეტყობასთან, რაც წინამდებარე სარჩელს - დაუსაბუთებელს, ხოლო, მოპასუხის მიერ განხორციელებულ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს - დასაბუთებულს ხდის.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ვადის ათვლა ზიანის შეტყობისა და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ფაქტობრივი იდენტიფიკაციის მომენტიდან დაიწყება, თუ ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობა საკმარისად განსაზღვრადია, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან აშკარად და არაორაზროვნად იკვეთება. ზიანის მიყენების ფაქტის (ანუ უფლების დარღვევის ფაქტის) და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის შეტყობა ვადის ათვლის დაწყების კუმულატიურ წინაპირობებად უნდა იქნეს განხილული. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 02 აპრილს მიმართა, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
17. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო, ამავე კოდექსის 30917-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
აღნიშნული ნორმები განხილულ უნდა იქნეს სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით.
როდესაც ზიანის ოდენობა განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ არის დადგენილი, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ამ ნაწილში მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე.
მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ სარჩელი ხანდაზმულად არ იქნებოდა მიჩნეული, მოთხოვნას წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს იმგვარი მტკიცებულება, რომელიც საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცების სტანდარტს დაძლევდა და ზიანის ოდენობის ფაქტს დაადასტურებდა. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელე) სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო, რადგან საქმეზე არა დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი სამწლიანი ხანდაზმულობის, არამედ საერთო, 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლიეს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი უნდა გახდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ქ-------–------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარი ქ-------–------------ აპელანტების სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბ---- ნ-------ის, თ---------- ფ----------ისა და მ---–---- ჯ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;
3. ქ-------–----------–----–---------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აპელანტების სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
თამარ ალანია