განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
010100119003135765
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003135765

საქმე №1/ბ-863-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------- მ-------ის ძე მ------ს მიმართ დაბადებული: 197- წლის 6 მ----, პირადი ნომერი: 7----------, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ქ--------- ქ. №3, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

თ--------- მ------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2019 წლის 06 მაისიდან - 2019 წლის 04 ივლისის ჩათვლით მ------ (M----) თ---------ი (T-----) ალკოჰოლური თრობის პერიოდში, თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ------ (N----) ბ------ B------) სცემდა სისტემატურად, კერძოდ:

 

2019 წლის 06 მ----, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.ბათუმში, ქ--------- ქუჩა №3-ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში მ------ თ---------მა სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ------ ბ------, ასევე 2019 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ბათუმში, ქ--------- ქუჩა №3-ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში მ------ თ---------მა სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ------ ბ------ და 2019 წლის 04 ივლისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ქ--------- ქუჩა №3-ში მდებარე მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის კართან მ------ თ---------მა თმის მოქაჩვითა და თავისა და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ------ ბ------.

 

2019 წლის 04 ივლისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ქ--------- ქ. №3-ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, მ------ თ---------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ------ ბ------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით თ--------- მ------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თ--------- მ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

თ--------- მ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

თ--------- მ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბ------–---–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ თ--------- მ------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ცალკეულ ეპიზოდში კვალიფიკაციის შეცვლის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თ--------- მ------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე არის დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ წარმოდგენილი კვალიფიკაციები იყო აბსოლუტურად სწორი და შეესაბამებოდა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. სასამართლო სხდომაზე უშუალოდ დაკითხულმა დაზარალებულმა - ნ------ ბ-----მა სასამართლოს დაუდასტურა, რომ თავისი მეუღლე- თ--------- მ------ როგორც ფიზიკურად ძალადობდა მასზე, ასევე ემუქრებოდა კიდეც. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ე---------- ბ------------მ კი დაადასტურა მ------ თ---------ის მიერ ნ------ ბ-----ისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კვალიფიკაცია, რომლითაც დადგა გასაჩივრებული განაჩენი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას.

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელის ზომა უსამართლოა, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 531 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძვლები, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშუალისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარეს საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და ორივე მხარე სრულად დაეთანხმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

თ--------- მ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - ნ------ ბ-----ის ჩვენებით, მოწმის - ე---------- ბ------------ს ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს თ--------- მ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) დამნაშავედ ცნობის ნაწილში, შემდეგ გარემეობათა გამო:

 

დაზარალებულ ნ------ ბ-----ის ჩვენების თანახმად, მას მისმა მეუღლემ თ--------- მ------მ 2019 წლის 04 ივლისს ბათუმში ქ--------- ქუჩა N 3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან ხელი დაარტყა სახის არეში ორჯერ, რა დროსაც დაზარალებულმა ნ------ ბ-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა აღნიშნა რომ იგი შერიგებულია მეუღლესთან, ყავს ქალიშვილი სიმსივნით დაავადებული, თვითონაც ავადმყოფია და სურს მალე დაუბრუნდეს მისი მიუღლე ოჯახს.

 

მოწმის სახით დაკითხული ე---------- ბ------------ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 04 ივლისს ბათუმში ქ--------- ქუჩა N3 - ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან მისი თანდასწრებით მისმა მეზობელმა თ--------- მ------მ სახის არეში დაარტყა მეუღლეს ნ------ ბ------, რის შესახებაც აცნობა პოლიციას.

 

უდაოდ ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თ--------- მ------ს ქმედებებიდან გამომდინარე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2--------- წელს დაბადებული ნ------ ბ-----ი არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს და დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა. ნ------ ბ-----მა მ------ თ---------ის ქმედებებიდან გამომდინარე მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.

 

პალატა განმარტავს, რომ მუქარის ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ოქბიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოსი ცხოვრების უფლება.

ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება : ა. მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ. შედეგში - შიში და გ. მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

სისტემატიურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ქმედება ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატიური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ--------- მ------ს მხრიდან ნ------ ბ-----ის სისტემატიური ცემა და მუქარა. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულმა ნ------ ბ-----მა სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის თ--------- მ------ს მხრიდან ცემის მხოლოდ ერთი 2019 წლის 04 ივლისის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დადასტურა, აღნიშნული ფაქტი დადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე---------- ბ------------მაც. ამდენად, წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, თ--------- მ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ თ--------- მ------ს ქმედება არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებულ ნიშნებს.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი თ--------- მ------ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ--------- მ------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თ--------- მ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

თ--------- მ------ ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

თ--------- მ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ თ--------- მ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო

დაკავების დღიდან _ 2019 წლის 04 ივლისიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე