განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100119002821722, №1/ბ-1748-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---- ც--–--ე;
სტაჟიორ-პროკურორი - ა----–-------ა;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა-–---------- ხ--------ი, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: მ–------------------------–-------;
ადვოკატი - მ--–---- ს--–-----.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--–---- ს--–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაეყრდნო მოწმე პოლიციელთა ცრუ და არათანმიმდევრულ ჩვენებებს;
▪ გამოძიებას და სასამართლოს არ გამოუკვლევია რა შემხებლობა ჰქონდა ა-–---------- ხ--------ს წარმოდგენილ ცეცხლსასროლ იარაღთან. იარაღი, რომლის შეძენა-შენახვაშიც ბრალი ედება ა-–---------- ხ--------ს, წარმოადგენს ე.წ. ,,სტარტოვკას“, რომელიც არ არის ცეცხლსასროლი. ექსპერიმენტული გასროლის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი გამართვის შემდეგ. ის გარემოება, რომ იარაღი სასროლად ვარგისი გახადა საექსპერტო დაწესებულებაში გამართვის შემდეგ, გამორიცხავს ა-–---------- ხ--------ის ბრალეულობას;
▪ ა-–---------- ხ--------ს სახლის ჩხრეკაზე თანხმობა არ განუცხადებია. ჩხრეკის ჩასატარებლად მისული იყო დაახლოებით 25 ადამიანი და არა 5, როგორც ამას მოწმე პოლიციის თანამშრომლები აღნიშნავენ. არც ექსპერტ-კრიმინალისტები მისულან პოლიიცის თანამშრომლებთან ერთად;
▪ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი 2019 წლის 13 ივლისის სატელეფონო გასაუბრების ოქმით, მოწმე გ---–- ო-------ი იყენებდა კანონით მინიჭებულ უფლებას და არ სურდა ჩვენების მიცემა ახლო ნათესავის - მეუღლის ა-–---------- ხ--------ის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული პოზიცია მოწმეს უნდა დაეფიქსირებინა სასამართლო სხდომაზე და არა სატელეფონო გასაუბრებისას;
▪ პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს ცრუ ჩვენებები, როდესაც განმარტეს, რომ ჩაატარეს სახლის ჩხრეკა. მათ გაჩხრიკეს სახლის მხოლოდ ერთი ნაწილი, შემდეგ კი ა-–---------- ხ--------ს აძალებდნენ დამდგარიყო სახლის სხვადასხვა ადგილას, ფოტოების გადასაღებად. სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს პოლიციის თანამშრომლებმა აღეწერათ რა ხდებოდა კარს იქით;
▪ საწოლზე, საიდანაც თითქოსდა ამოიღეს იარაღი, ლეიბი არ იდო, რასაც ასევე ადასტურებს ჩხრეკის ოქმზე დართული ფოტოსურათებიც, რაც ასევე მოწმობს მოწმეთა დაინტერესებას;
▪ ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები ა-–---------- ხ--------ს და მის მეუღლეს ემუქრებოდნენ დაჭერით, რამაც განაპირობა ა-–---------- ხ--------ის პოზიცია და იარაღზე მიუთითა, რომ იყო მისი;
▪ საქმეში არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ა-–---------- ხ--------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუმცა არასამართლიანი. ბრალდების მხარის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წარსულში ა-–---------- ხ--------ი გასამართლებულია არაერთი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისთვის და მის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთი შეღავათი პირობითი მსჯავრისა და ამნისტიის სახით. მიუხედავად აღნიშნულისა, ა-–---------- ხ--------ი არ დაადგა გამოსწორების გზას და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ა-–---------- ხ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
ა-–---------- ხ--------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული ,---------------------- მოდელის 9 მმ. ნომინალური კალიბრის რევოლვერი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს ა-–---------- ხ--------ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მ–------------------------–-----–ი მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2018 წლის 23 დეკემბერს ამოღებულ იქნა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით, ა-–---------- ხ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით ა-–---------- ხ--------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- ხ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–---------- ხ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 დეკემბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 21 დეკემბერს შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტან ა-–---- დ--–---–---–ის მიერ შედგენილი პატაკი, რომლის თანახმად, მის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს მიღებული ინფორმაციით, ა-–---------- ხ--------ი თავის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსო ნაგებობებში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ა-–---- დ--–---–---–მა დაადასტურა ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი. მოწმის ჩვენებით, მან აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 21 დეკემბერს პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. მოგვიანებით შეიტყო, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაცია დადასტურდა, თუმცა არ იცის რა იარაღი იქნა ამოღებული და იყო თუ არა იგი გამართული.
2018 წლის 23 დეკემბერს, 08:00 საათიდან 09:05 საათამდე პერიოდში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მ–------------------------–-----–ი მდებარე ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. მეორე სართულის აივანზე მდებარე საწოლის ლეიბის ქვედა მხრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი წარწერით №-----------, რომელიც შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით. ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რაიმე სახის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის ოქმის სისწორე დადასტურებულ იქნა მასში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის ა-–---------- ხ--------ის და გ---–- ო-------ის ხელმოწერებით. ოქმს ერთვის ჩხრეკის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები.
დაკავების ოქმით, 2018 წლის 23 დეკემბერს 09:46 საათზე, ა-–---------- ხ--------ი, მუხრანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე შ--–-- რ------–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 დეკემბერს, განყოფილებაში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ა-–---------- ხ--------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. 2018 წლის 23 დეკემბერს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანამშრომლებთან: ლ---- ლ-------–---–თან, ი----- მ--–-----–---–თან, გ------- ხ------ნთან, დ----- წ----–-----სთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მივიდა მ–------------------------–-----–ი მდებარე ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელ სახლში და ა-–---------- ხ--------ს წარუდგინა განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ასევე განუმარტა უფლებები და უთხრა, რომ არსებობდა ვარაუდი მის სახლში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის თაობაზე, რის გამოც უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, რაზეც ა-–---------- ხ--------მა განაცხადა თანხმობა. სახლში იმყოფებოდნენ ა-–---------- ხ--------ი და მისი მეუღლე - გ---–- ო-------ი, რის გამოც პოლიციელები გაიყვნენ ორ ჯგუფად და დაიწყეს სახლის ჩხრეკა. მათ ჯგუფს დაჰყვებოდა ა-–---------- ხ--------ი, მეორე ჯგუფს კი გ---–- ო-------ი. ჩხრეკისას გ------- ხ------ნის მიერ ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე განთავსებული რკინის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი პისტოლეტი, რომელიც ა-–---------- ხ--------ის განმარტებით, იყო გადაკეთებული ე.წ. ,,სტარტოვკა“ და ეკუთვნოდა მას. აღნიშნული ნივთი შემდეგ ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ. ამოღებული პისტოლეტი ჯერ მოთავსდა კარდონის სპეციალურ ყუთში, შემდეგ კი შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რასაც ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის ა-–---------- ხ--------მა და მისმა მეუღლემ გ---–- ო-------მა, მოაწერეს ხელი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა-–---------- ხ--------ი გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მან გამოკითხვაზე განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ მან ა-–---------- ხ--------ი დააკავა ბრალდებულის სახით. მოწმის განმარტებით, ასევე გამოიკითხნენ გ---–- ო-------ი და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები. ა-–---------- ხ--------ის სახლის ჩხრეკისას პატაკის ავტორი - ა-–---- დ--–---–---–ი მათთან ერთად არ იმყოფებოდა.
მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, მოწმე გ------- ხ------ნის ჩვენებით, 2018 წლის 23 დეკემბერს, დილით, თანამშრომლებთან: შ--–-- რ------–---–თან, ი----- მ--–-----–---–თან, ლ---- ლ-------–---–თან, დ----- წ----–-----სთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა მ–------------------------–-----–ი მდებარე ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელ სახლში. გამომძიებელმა შ--–-- რ------–---–მა ა-–---------- ხ--------ს წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, განუმარტა უფლებები და უთხრა, რომ შესაძლოა მის სახლში ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც უნდა ჩაეტარებინათ სახლის ჩხრეკა. ა-–---------- ხ--------მა ჩხრეკის ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა და განმარტა, რომ მის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი არ ინახებოდა. ამის შემდეგ მათ დაიწყეს სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მან ა-–---------- ხ--------ის სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე განთავსებული საწოლის „ლეიბის“ ქვეშ აღმოაჩინა შავი ფერის ბარაბნიანი რევოლვერი, რომელიც ა-–---------- ხ--------ის განმარტებით იყო გადაკეთებული ე.წ. ,,სტარტოვკა“ და ეკუთვნოდა მას. აღნიშნული ნივთი ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რაც მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში, შემდეგ შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა დადგენილი წესით. ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერეს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის ა-–---------- ხ--------მა და მისმა მეუღლემ - გ---–- ო-------მა.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, მოწმე ლ---- ლ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს, იმყოფებოდა სამსახურში. მუხრანის განყოფილებაში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაახლოებით 08:00 საათზე, თანამშრომლებთან: შ--–-- რ------–---–თან, ი----- მ--–-----–---–თან, გ------- ხ------ნთან, დ----- წ----–-----სთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა მ–------------------------–-----–ი მდებარე ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელ სახლში. გამომძიებელმა შ--–-- რ------–---–მა ა-–---------- ხ--------ს წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, განუმარტა უფლებები და უთხრა, რომ მის საცხოვრებელ სახლში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ა-–---------- ხ--------ის მიერ თანხმობის გაცხადების შემდეგ მათ დაიწყეს სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მეორე სართულის აივანზე განთავსებული რკინის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი რევოლვერი, თუმცა ვის მიერ იქნა აღნიშნული იარაღი აღმოჩენილი არ ახსოვს. ა-–---------- ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი იყო გადაკეთებული ე.წ. ,,სტარტოვკა“ და ეკუთვნოდა მას. ამის შემდეგ ეს ნივთი ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რაც ხელმოწერით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის ა-–---------- ხ--------მა და მისმა მეუღლემ.
მოწმე ი----- მ--–-----–---–ის ჩვენებით, მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში და იყო მორიგე. იმავე დღეს, დილის საათებში, თანამშრომლებთან: შ--–-- რ------–---–თან, ი----- მ--–-----–---–თან, გ------- ხ------ნთან, დ----- წ----–-----სთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მივიდა მ–------------------------–-----–ი მდებარე ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელ სახლში. გამომძიებელმა შ--–-- რ------–---–მა ა-–---------- ხ--------ს წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ და განუმარტა უფლებები, ასევე განუცხადა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩხრეკის ჩატარებაზე ა-–---------- ხ--------მა განაცხადა თანხმობა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაიწყეს მეორე სართულიდან. გ------- ხ------ნის მიერ ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე განთავსებული რკინის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი პისტოლეტი. ა-–---------- ხ--------ის განმარტებით, აღნიშნული იყო გადაკეთებული ე.წ. ,,სტარტოვკა“, რომელიც ისროდა 9 მმ-იან საბრძოლო ვაზნებს და ეკუთვნოდა მას. ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბრძოლო მასალა არ აღმოუჩენიათ. ამის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტებმა ხელთათმანების გამოყენებით ამოიღეს და დალუქეს აღნიშნული ნივთი, რაც ხელმოწერით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის ა-–---------- ხ--------მა და მისმა მეუღლემ. მოწმის განმარტებით, გ------- ხ------ნის მიერ იარაღის აღმოჩენის მომენტში თავადაც იმყოფებოდა იქ, თუმცა კონკრეტულად სად იდგა არ ახსოვს.
ჩვენების მიცემისას დ----- წ----–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, განყოფილებაში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თანამშრომლებთან: შ--–-- რ------–---–თან, ი----- მ--–-----–---–თან, გ------- ხ------ნთან, ლ---- ლ-------–---–თან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, მივიდა მ–------------------------–-----–ი მდებარე ა-–---------- ხ--------ის სახლში, რომელიც არის ორ სართულიანი. ჩხრეკის დაწყებამდე ა-–---------- ხ--------ს გამომძიებელმა შ--–-- რ------–---–მა წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ და განუმარტა უფლებები და ჩხრეკის ჩატარების საფუძველი, რაზეც ა-–---------- ხ--------მა განაცხადა თანხმობა. ვინაიდან ა-–---------- ხ--------ი იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, მათ დაიწყეს მეორე სართულის ჩხრეკა. მოწმის განმარტებით, ჩხრეკისას გ------- ხ------ნის მიერ, რომელსაც დაჰყვებოდა ა-–---------- ხ--------ის მეუღლე, სახლის მეორე სართულის აივანზე განთავსებული საწოლის თავთან, ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი რევოლვერი. მან აღმოჩენის შემდეგ დაინახა, რომ იარაღი მოთავსებული იყო საწოლის ლეიბის ქვეშ. ა-–---------- ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული იარაღი ეკუთვნოდა მას და იყო ე.წ. „სტარტოვკა“. ამის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტებმა ხელთათმანების გამოყენებით ამოიღეს იარაღი და დალუქეს, რაც დადასტურებულ იქნა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის ა-–---------- ხ--------ის და მისი მეუღლის მიერ, რომლებსაც ჩხრეკასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე გ--- ა--–------მა განმარტა, რომ ა-–---------- ხ--------ის სახლის ჩხრეკისას იღებდა ფოტოსურათებს. ჩხრეკას პოლიციის თანამშრომლების და მისი მეწყვილის, ექსპერტ-კრიმინალისტ მ------ ნ--------ის გარდა ესწრებოდნენ ა-–---------- ხ--------ი და ერთი ქალბატონი. ჩხრეკის შედეგად აივანზე განთავსებული რკინის საწოლიდან ამოღებული იქნა იარაღი. იგი თავად შეესწრო ფაქტს, რომ ლეიბის აწევისას საწოლზე იდო იარაღი. მას ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომლის ზუსტი ვინაობა არ ახსოვს, უთხრა რომ დაეფიქსირებინა საწოლზე არსებული ნივთი. მოწმის განმარტებით, აღმოჩენილი იარაღის ფოტოაპარატით დაფიქსირებისას, ა-–---------- ხ--------ი ამბობდა, რომ იარაღი არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში. მან და მ------ ნ--------ემ ხელთათმანების გამოყენებით ამოიღეს და მუყაოს სპეციალურ ყუთში მოათავსეს ა-–---------- ხ--------ის სახლის ჩხრეკისას ნანახი იარაღი, რის შემდეგაც მუყაოს ყუთი შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღნიშნულს ხელი მოაწერა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა. მოწმემ სასამართლო სხდომაზე მისთვის წარდგენილ ჩხრეკის ოქმზე და მასზე არსებულ საკუთარ ხელმოწერაზე მითითებით აღნიშნა, რომ იგი დოკუმენტებზე ყოველთვის ერთნაირად არ აწერს ხელს. მოწმემ დაადასტურა, რომ წარდგენილ ბინის ჩხრეკის ოქმზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნოდა მას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 23 დეკემბრის ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი N----------- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული ,------------------- მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის რევოლვერი, რომელსაც ლულაში არ გააჩნია სტაციონალური ტიხარი-მზღუდავი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის. დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ რევოლვერს ლულაში არ გააჩნია სტაციონალური ტიხარი-მზღუდავი, რომელიც ხელს შეუშლიდა წარმოდგენილი რევოლვერიდან 9 მმ ნომინალური კალიბრის საფანტით ან ჭურვით დამუხტული ვაზნების გასროლას. ასევე ლულაში არ აქვს ჭდეულები. გააჩნია 6 კამორიანი დოლურა. წარმოდგენილი რევოლვერის ვიზუალური დათვალიერებით და შემდეგ მისი არასრული დაშლით დადგინდა, რომ მისი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი გაუმართავია, კერძოდ: იგი ყოველი გასროლის წინ საჭიროებს სასხლეტი კაუჭის ხელით საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას, ასევე დოლურის ხელით გასწორებას ლულის გასწვრივ. ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენებით მოხდენილ იქნა ექსპერიმენტული გასროლები ლაბორატორიაში არსებული როგორც ხმოვანი, ასევე ფინდიხით დამუხტული ვაზნებით, გასროლები წარიმართა შეფერხებით. წარმოდგენილი რევოლვერიდან ჭურვით დამუხტული ვაზნის გასროლის შედეგად, ჭურვის (ტყვიის) მომაკვდინებელი ძალის განსაზღვრისათვის, ორი ვაზნით (ტყვიის დიამეტი 6მმ) განხორციელდა საცდელი გასროლა, ერთი მეტრის მანძილიდან სპეციალურ გამომშრალ ფიჭვის დაფაში. გასროლა წარიმართა შეფერხებით, ხოლო ჭურვი ფიჭვის დაფაში აღწევს 14 მმ სიღრმით. წარმოდგენილი რევოლვერიდან ჭურვი (ტყვია) ფიჭვის დაფაში უნდა აღწევდეს მინიმუმ 12 მმ სიღრმეს, რომ ჩაითვალოს ცეცხლსასროლ იარაღად.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ----- დ------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იარაღი არ არის საბრძოლო, იგი წარმოადგენს აირზე სამუშაო, ტრამვატული, საფანტის შესაბამისი ვაზნების გასროლის ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის მომართვა ხდება წამებში, კერძოდ, სასხლეტ-დამცემის საწყის მდგომარეობაში აყვანით და ცერა თითის მეშვეობით დოლურას ლულის გასწვრივ გასწორებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 2019 წლის 03 ივლისის ოქმი, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბრისას მოწმე გ---–- ო-------მა პროკურორს განუმარტა, რომ იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და არ სურს მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის ა-–---------- ხ--------ის წინააღმდეგ.
ბრალდებულმა ა-–---------- ხ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით, ა-–---------- ხ--------ი ცნობილ იქნა დამაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა-–---------- ხ--------ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ა-–---------- ხ--------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
ამავე კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს იარაღის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ.. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი N----------- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული ,------------------- მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის რევოლვერი, რომელსაც ლულაში არ გააჩნია სტაციონალური ტიხარი-მზღუდავი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–---------- ხ--------ს არ ჰქონდა მინიჭებული რაიმე იარაღის ფლობის, განკარგვის და სარგებლობის უფლება. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა-–---------- ხ--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი მოპოვებული იყო უკანონოდ. ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოების დადგენას თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა. ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა-–---------- ხ--------მა უკანონოდ შეიძინა იგი.
პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა. მათი ჩვენებები არსებით ნაწილში თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ მოწმე ლ---- ლ-------–---–ს არ ახსოვდა კონკრეტულად ვინ აღმოაჩინა და ამოიღო ა-–---------- ხ--------ის სახლის ჩხრეკისას იარაღი, არ წარმოადგენს აღნიშნული მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს, რადგან მოწმემ უტყუარად დაადასტურა იარაღის ადგილსამყოფელი და მისი ამოღების ფაქტი. დაცვის მხარის პოზიცია ჩხრეკის ოქმზე ექსპერტის ნაცვლად გამომძიებლის ხელმოწერის და ოქმის გაყალბების თაობაზე ასევე ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს, გარდა ამისა, თავად ექსპერტმა დაადასტურა, რომ ხელმოწერა ეკუთვნის მას. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ საწოლზე ლეიბი საერთოდ არ იდო და ოქმში და ჩვენებებში მითითებული გარემოება იარაღის ლეიბის ქვეშ მდებარეობის შესახებ მოწმობს ცრუ ჩვენებების მიცემას, ვერ იქნება დასაბუთებულად მიჩნეული. პალატა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ, როგორც ჩხრეკის ოქმში, ისე მოწმეთა ჩვენებებში ნამდვილად იქნა მითითებული ლეიბი. ჩხრეკის ოქმს ახლავს ფოტოცხრილი, სადაც მითითებულია ის ნივთი, რაც ჩხრეკის ოქმში მონაწილე პირებმა აღიქვეს ლეიბად. შესაბამისად, თუ რა საგნად მიიჩნევს დაცვის მხარე აღნიშნულ ნივთს და რატომ უწოდეს ჩხრეკის მონაწილე პირებმა ლეიბი, ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ა-–---------- ხ--------ის და მისი მეუღლის მიმართ გამოძიების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის განმარტებით, ის იძულებული გახდა ეთქვა, რომ იარაღი იყო მისი, ვინაიდან ემუქრებოდნენ სახლში მყოფი სამივე პირის დაჭერით და იარაღის კუთვნილების განყოფილებაში გარკვევით. პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა ეცნობებინა სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მას არ გაუკეთებია და მხოლოდ მისი სასამართლოში მიცემული განმარტება ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელ----ტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ა-–---------- ხ--------ის განმარტება, რომ ჩხრეკის პერიოდში იქ იმყოფებოდა მისი მეუღლის მამაც, გარდა მსჯავრდებულის განმარტებისა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. როგორც აღინიშნა, ჩხრეკის ოქმის სისწორე ხელმოწერით იქნა დადასტურებული როგორც ა-–---------- ხ--------ის, ისე გ---–- ო-------ის ხელმოწერებით. მსჯავრდებულის განმარტება, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა მისი თანხმობით, ასევე არ დასტურდება მტკიცებულებებით. ჩხრეკის ოქმშივეა მითითებული, რომ ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა ა-–---------- ხ--------მა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
მოწმის სახით გ---–- ო-------ის დაკითხვასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა გ---–- ო-------ი და იქ მოესმინა მოწმის პოზიცია დაკითხვის თაობაზე.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე. შესაბამისად, მტკიცებულებათა მოცულობის განსაზღვრა წარმოადგენს მხარის კომპეტენციას და ბრალდების მხარის მიერ გ---–- ო-------ის დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ვერ შეფასდება დარღვევად.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. დაცვის მხარეს შეეძლო გ---–- ო-------ი შეეყვანა დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში და მოეხდინა მისი დაკითხვა. ასევე გამოეკითხა ა-–---------- ხ--------ის სიმამრი, რომელზეც მიუთითა მსჯავრდებულმა, რომ იმყოფებოდა სახლში, რაც დაცვის მხარეს არ გაუკეთებია.
დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სხვა საექსპერტო კვლევები (ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა), რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება ა-–---------- ხ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა არ უარყოფს სხვა მტკიცებულებების მნიშვნელობას საქმისთვის და მიაჩნია, რომ გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებების მოპოვება. მიუხედავად ზემოაღნიშნული დასკვნების არარსებობისა, პალატა ვერ უარყოფს სხვა მტკიცებულებების მნიშვნელობას და მიაჩნია, რომ ისინი ადასტურებენ ა-–---------- ხ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს.
დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული იარაღი არის ე.წ. ,,სტარტოვკა“ და იგი მას შემდეგ გახდა ცეცხლსასროლი, რაც მომართა ექსპერტმა, ვერ იქნება გაზიარებული. დაცვის მხარის პოზიცია წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ის გარემოება, რომ ყოველი გასროლის წინ იარაღი საჭიროებდა სასხლეტი კაუჭის ხელით საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას, ასევე დოლურის ხელით გასწორებას ლულის გასწვრივ, არ ადასტურებს, რომ იარაღი არ იყო ცეცხლსასროლი. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის მომართვა მოხდა წამებში, კერძოდ, სასხლეტ-დამცემის საწყის მდგომარეობაში აყვანით და ცერა თითის მეშვეობით დოლურას ლულის გასწვრივ გასწორებით. მანვე განაცხადა, რომ იარაღის მოსამართად მათ სხვა დამატებითი საშუალებები არ გამოუყენებიათ - იარაღისთვის არაფერი დაუმატებიათ. პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტიზის კვლევით ნაწილზე, სადაც მითითებულია: იარაღი, რომ ჩაითვალოს ცეცხლსასროლად, რევოლვერიდან ჭურვი (ტყვია) ფიჭვის დაფაში უნდა აღწევდეს მინიმუმ 12 მმ სიღრმით, მოცემული რევოლვერიდან გასროლით კი ჭურვმა ფიჭვის დაფაში შეაღწია 14 მმ სიღრმით, მიუხედავად იმისა, რომ გასროლა წარიმართა შეფერხებით.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ა-–---------- ხ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დამამძიმებელი (ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ) გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
ა-–---------- ხ--------ს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არ მოხდა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის შთანთქმა და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---- ც--–--ის და მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–---- ს--–-----ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი.
ა-–---------- ხ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა-–---------- ხ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–---------- ხ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
§ ა-–---------- ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
§ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე წარდგენილი რევოლვერიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე