განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
330100119002939053
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002939053

საქმე №1ბ/974-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----–------–----–---;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ი------------–---–- (პ/ნ 0----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----------------------–--–-------------–---------------------–----------------–-----–-----------------------------ში);

 

ადვოკატი - ს--–------------–---–-;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: დანაშაულთ ერთობლიობით ჯარიმა 25000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102-ე და 2017 წლის 09 მარტის №121-ე დადგენილებებით დამტკიცებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის ერთ-ერთ მომწოდებელს წარმოადგენდა შპს ,,ქვემო ქართლის სარეაბილიტაციო ცენტრი“ (ს/ნ 4--------).

შპს ,,ქ-------------–------------–----–----–--------“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებებით დამტკიცებული სოციალურ-რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია მილიტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროგრამების ჩატარება, რაც გულისხმობდა სამიზნე ჯგუფის შშმ ბავშვთა სპეციპიკური რეაბილიტაციას, ამიტილიტაციას, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და სოციალური ინტეგრაციის ხელწყობას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა შემდეგი ღონისძიებები: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაციას, რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა, თერაპიული ინტერვენცია, ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი) და საჭიროების შემთხვევაში ბავშვის მშობლის კანონიერ წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურეობის (10 დღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენებოდა არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდებოდა ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტის 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102-ე და 2017 წლის 09 მარტის №121-ე დადგენილებებით დამტკიცებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების 10 დღიანი კურსი უნდა შემდგარიყო ჯამში არანაკლებ 22 სეანსისაგან, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარებულიყო ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა სეანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა, ხოლო დაფინანსების სავალდებულო პირობას წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მინდობით. სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ საანგარიშო ინფორმაციას არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის ხუთი რიცხვის ჩათვლით. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში“ წარდგენა ამავე სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

შპს ,,ქ-------------–------------–----–----–--------“ დირექტორმა ი------------–---–მა განიზრახა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებითა და გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა სსიპ ,,სოციალური მომსახურების საააგენტოს“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი------------–---–მა დაამზადა და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში“ წარადგინა, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ყალბი მონაცემების შემცველი ანგარიშები, სადაც ხელოვნურად გაზრდილ იქნა ბენეფიციართა რაოდენობა და გაყალბებულ იქნა ბენეფიციართა კანონიერ წარმომადგენელთა და მშობელთა ხელმოწერები, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა ,,ქვემო ქართლის სარეაბილიტაციო ცენტრმა“ ბენეფიციარებს გაუწია 75 768 ლარის ღირებულების მომსახურება. მაშინ როდესაც 2016 წლის თებერვლის თავიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს, საერთოდ არ მიუღია მომსახურება, ხოლო ნაწილმა მიიღო მომსახურება არასრულად. აღნიშნულის საფუძველზე, შპს ქ-------------–------------–----–----–-------- დირექტორი - ი------------–---–- 2016 წლის თებერვლის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, ქ.თბილისში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მტყუებით დაეუფლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილ 40 645 ლარს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენით:

 

ი------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი------------–---–ს განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ი-----–------–----–---მ და ითხოვა მისი შეცვლა.

 

პროკურორ ი-----–------–----–---ს სააპელაციო საჩივარზე შესაგაბელი შემოიტანა მსჯავრდებულ ი------------–---–-ს ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს და ი------------–---–ს საჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის ღონისძიების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიეღო ი------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიისა და მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა); ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ი------------–---–-ს მიერ მოტყუებით ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლება); ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ი------------–---–-ს მტკიცე და ურყევი სურვილი ჩაედინა დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი (სხვისი ფულადი თანხის ანგარებით დაუფლება) და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ (ი------------–---–ს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარის მტკიცებით, გასაჩივრებულ განაჩენში არ იკვეთება სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპების გამოყენება, რის გამოც ი------------–---–-სათვის დანიშნული სასჯელი არის უსამართლო.

 

დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელი - სამართლიანი, რისი გათვალისწინებით, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი------------–---–-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ ი------------–---–-ს აღიარება, მოწმეების: გ---------------–---–------------–---–---–-------------–-----------------------–----------------------------------------------------------–-------------------------------------–------------------–-–------------------------------–--------------------–--------------------------–-------------------------------------------------------------------–-------------–----- გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები და ამოღებულ დოკუმენტაცია, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, თემატური რევიზიის აქტი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული სასამართლოს მიერ და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ი------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი------------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მსჯავრდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნების ან/და მისი წარსულის უარყოფითად შფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ი------------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 25000 ლარის, ხოლოსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2000 ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას). სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი------------–---–-ს მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ სამართკლიანობის აღდგენა (დაზარალებულის სამართლიანის დაკმაყოფილება) მეტად შესაძლებელია მსჯავრდებულის თავისუფლებაში ყოფნის პირობებში, ვიდრე მისთვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში.

 

ამასთან, ვინაიდან ი------------–---–-ს მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----–------–----–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ი------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი------------–---–ს განესაზღვროს ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით.

ი------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება: ლაზერული დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი