განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
330100119003029351
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003029351

საქმე №1ბ/1933-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ---------------;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა-–------------–--–----–---–-, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–---------------------------–--------ში, (მონაწილეობის გარეშე);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით);

 

ადვოკატები - ვ-----–--------------, გ-------------------–---–-;

 

სასჯელი: 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ა-–------------–--–----–---–- იმყოფებოდა თ---–--–----–----–----–----------------ში, რა დროსაც ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამსხვრია შპს „ა----ის“ კუთვნილი ჯიხურის შესასვლელი კარის მინა, შეაღწია ჯიხურში და ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, მოლარე ი---------------–---–ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ა-–------------–--–----–---–მა მიისაკუთრა შპს „ა----ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 950 ლარის ოდენობით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ა-–------------–--–----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა-–------------–--–----–---–-ს ადვოკატებმა გიორგი როსტომაშვილმა და ვიტალი მირზოიანმა და ითხოვეს მისი შეცვლა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: პირველი ინსტანციის სასამართლომ მცდარი შეფასება მისცა სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და შესაბამისად მოხდა ა-–------------–--–----–---–-ს არასწორი კვალიფიკაციით გამტყუნება. ა-–------------–--–----–---–მა სასამართლოს მისცა გულწრფელი დამაჯერებელი და სანდო ჩვენება, რომელიც ბრალდების მხარემ დაუპირისპირა არაერთგვაროვანი და კვალიფიკაციასთან შეუსაბამო ჩვენებები. მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ის მივიდა ჯიხურთან გაქურდვის მიზნით და იმისათვის, რომ ყოფილიყო შეუმჩნეველი, კოსმეტიკური მიზნისთვის განკუთვნილი საკვნეტით გადაჭრა ჯიხურის სადენი. ამის შემდეგ იქვე მიიმალა და დაელოდა დაახლოებით 20 წუთი. რის შემდეგაც მივიდა ჯიხურთან და საკვნეტის ხელმოსაკიდით ორჯერ ჩაარტყა კარის მინას, რის შემდეგადაც ეს უკანასკნელი დაიმტვრა, შემდეგ შეყო ხელი და გააღო კარი. აღიშნულს ასევე ადასტურებს დაზარალებული ი---------------–---–ი. მოსამართლემ არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენებაში არსებული წინააღმდეგობები. ბრალდების მხარე უტრირებს იმაზე, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა ალექსანდრეს მიმართ რაიმე დაინტერესება. ამ შემთხვევაში ობიექტური გამოძიებიდან გამომდინარე რატომ არ ამოიღო ჯიხურში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და არსად არ არის ასახული. არც დაცვის მხარისთვის არ იყო გამოძიებაში ცნობილი, რომ ჯიხურში იყო კამერები რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო და ეს დაზარალებულმა დაადასტურა. ამდენად, არ არსებობს ყაჩაღობისთვის მაკვალიფიცირებელი ქმედების შემადგენლობა. ვინაიდან არ ყოფილა თავდასხმა. თავდასხმა იქნებოდა მაშინ, თუ იმ დროს როდესაც ბრალდებულმა დაამტვრია შუშა შიგნით მყოფი ქალბატონი დაიწყებდა როგორც მინიმუმ ყვირილს და მიანიშნებდა, რომ ჯიხურში ვიღაცა იყო ამ შემთხვევაში თუ შევიდოდა უკვე იქნებოდა განზრახვა იმისა, რომ იცი რომ ადამიანს თავს დაესხნენ. და არა გაოცებული პოსტფაქტუმ დადგომა. დაზარალებული არაერთგავროვნად იძლევა ჩვენებას მუქარასთან დაკავშირებით სადაც ის ამბობს, რომ არ ახსოვს თუ რა უთხრა მას ბრალდებულმა. დაზარალებული ვერ ასახელებს თუ რა საგანი ნახა ბრალდებულის ხელში. ამდენად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ა-–------------–--–----–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა-–------------–--–----–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი ყაჩაღობის მუხლში და სასამართლომ სწორი კვალიფიკაცია უნდა მისცეს მის ქმედებას.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

დაზარალებულ ი---------------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ-------–--–-----–----–----–-----------------ში მდებარე, შპს „ა----ის“ კუთვნილ ჯიხურში, ოპერატორის პოზიციაზე. 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ჯიხურში შუქი ჩქარა; დაახლოებით 10 წუთში ჯიხურის კარზე დარტყმის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც მისთვის უცნობმა პიროვნებამ ბლაგვი საგნის ორჯერ დარტყმით, ჯიხურის კარის მინა გატეხა, გარედან ხელის შეყოფით კარი გააღო და შიგნით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯიხურში შუქი არ ენთო, დაზარალებულის სამუშაო ადგილი გარედან შემომავალი ლამპიონის შუქით იყო განათებული და მან კარგად დაინახა ბასრი საგანი, რომელიც თავდამსხმელს ხელში ეჭირა. ბრალდებულმა დაზარალებულს ფულის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარტყმით დაემუქრა. ი---------------–---–მა თავდამსხმელს მიუთითა კარადაზე, სადაც თანხა იდო. ბრალდებულმა ფული აიღო და გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი დაზარალებულთან ახლოს არ მისულა, ამ უკანასკნელს ძალიან შეეშინდა, რადგან თავდასხმა რეალური იყო. ბრალდებულის სახე დაზარალებულმა კარგად დაინახა და გამოძიების მიმდინარეობისას მისი ამოცნობა არ გასჭირვებია. მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ჯიხურში მყოფი პიროვნება არის ბრალდებული. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, თავდამსხმელმა დაახლოებით 1000 ლარამდე თანხა წაიღო და გაიქცა. რამდენიმე წუთში, დაზარალებული გავიდა გარეთ და შველა ითხოვა; ასევე მაშინვე დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. დაზარალებულმა განაცხადა, რომ საგნის პირი, რომელიც ბრალდებულს ეჭირა, პრიალებდა.

 

2019 წლის 7 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ი---------------–---–ის მიერ, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოცნობილ იქნა მარჯვნიდან პირველი მამაკაცი, სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, ასაკით, ოდნავ მოგრძო პირისახით, ოდნავ სქელი წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, თხელი ტუჩებით.

 

დაზარალებული კომპანიის - შპს „ა----ის“ წარმომადგენელმა, თ----------–----–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, შემთხვევიდან დაახლოებით 10-15 წუთში, ჯიხურში ოპერატორად მომუშავე ი---------------–---–მა შეატყობინა მომხდარის შესახებ; შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი დახვდა, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებიც. ი---------------–---–ი განმარტავდა, რომ ჯიხურში თავს დაესხა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც გასტაცა დაახლოებით 950 ლარი და გაიქცა. გარდა აღნიშნულისა, კომპანიას ზიანი მიადგა ჯიხურის კარის ფანჯრების დაზიანების შედეგად. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის ოჯახმა სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

2019 წლის 7 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს მე-2 განყოფილების უფროს გამომძიებელ გ------------–--–---–ის მიერ, სავაჭრო ჯიხურის ოპერატორ ი---------------–---–ის, დირექტორ თ----------–----–---–ის, ექსპერტების - ა-----–-–----–-–---–------------------------------–--------–-----------------–------–---–--ის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ქ. თ---–--–-----–----–----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ჯიხურს; აღნიშნული ჯიხური განთავსებულია ბორდიურზე, ცენტრალური გზის პირას. ჯიხურის წინა ფასადი შუშაშია ჩასმული, ობიექტის შიგნით განთავსებულია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია და ნაყინის მაცივარი. ჯიხურს მარცხენა მხრიდან გააჩნია შუშაში ჩასმული, მეტალის კონსტრუქციის კარი, რომელზეც გაკრულია სარეკლამო სტიკერები. კარის შუშა ჩამტვრეულია ქვედა მარჯვენა ნაწილში. ჯიხურში განთავსებულია ოთხი მაცივარი, ასევე სათავსოები, რომლებზეც განლაგებულია სავაჭრო პროდუქცია. ჯიხურში ასევე განთავსებულია წითელი ფერის მაგიდა, ერთი ცალი უჯრით. მაგიდაზე დევს სხვადასხვა დასახელების ნივთები, ასევე ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და ხურდა ფული. ჯიხურის უკან განთავსებულია ელექტროსადენი, რომელიც ჩაჭრილია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტების მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუშები; ასევე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც წავიდა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით, დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ კი გაჩერდა ვაჟა ფშაველას გამზირის პირველ კორპუსთან. შემთხვევის ადგილიდან ასევე აღებულ იქნა ხელის კვალის სამი ნიმუში, ოთხი ანაწმენდი და მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი.

 

ექსპერტმა - გ---------------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 7 მაისს, მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ქ. თ---–--–-----–----–----–----------- #47-ში მდებარე სავაჭრო ჯიხურში, საიდანაც აიღო ერთი სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა დადგენილი წესის შესაბამისად და გადასცა გამომძიებელს. აღნიშნულზე შედგა შესაბამისი დათვალიერების ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე ასევე დაადასტურა ექსპერტ-კრიმინალისტმა - ნ-----–------–---–--ემ.

 

საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელმა - გ------------–--–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ ა-–------------–--–----–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 7 მაისს, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს, ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ-------–--–-----–----–----–----------------, შპს „ა----ის“ ჯიხურში, რა დროსაც აღებულ იქნა ანაწმენდები, ლაქები და ხელის კვალის ნიმუშები; მან ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რა დროსაც საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს შს სამინსიტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 10 მაისის #46/22-233 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია 1----–-–-----------------ს დაბადებული ა-–------------–--–----–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

ექსპერტმა - ბ----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ექპერტმა - ბ------------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ბრალდებულ ა-–------------–--–----–---–-სგან კანონმდებლობის სრული დაცვით აიღო ნერწყვის ნიმუში და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ამ უკანასკნელის მხრიდან დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2019 წლის 7 მაისის სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ-------------–---–----------------–--–--–----–---–------------------–---–-------------------------ის მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ბრალდებულ ა-–------------–--–----–---–-ს საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ-------–-----------------------------ში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ერთი ცალი კაპიშონიანი, გრძელსახელოიანი მაისური, რომელსაც აღენიშნება რამდენიმე ღია ფერის ლაქა, ერთი ცალი ჯინსის შარვალი, ერთი ცალი მუქი ფერის ქურთუკი, რომელსაც აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, მე-5 პუნქტში მითითებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული, დალუქული სუნის კვალის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, ანაწმენდები, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში პირველ და მე-6 პუნქტად მითითებული სუნის კვალის ნიმუშები. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლები - კა-----------–----–-–--------------------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ა-–------------–--–----–---–-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ექსპერტების - რ--------------–------–---–ის, დ-----------------ს და ს--------------–---–ის მიერ ჩატარებული მოქმედებები ჩვენებებთან ერთად, ასევე ა-----–--–--–----–---–ის გამოკითხვის ოქმი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ბრალდებულმა ა-–------------–--–----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და დაადასტურა ჯიხურში უკანონოდ შეღწევის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ მას ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონია. ბრალდებულმა განმარტა, რომ 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ქ. თ---–--–-----–----–----–-----------ზე მდებარე ჯიხურში, გადაჭრა ელექტროსადენი, რის შემდეგაც ჩაამტვრია მეტალის კარში ჩასმული შუშა, გააღო კარი და შევიდა ჯიხურში, სადაც დახვდა შეშინებული ქალბატონი. ჯიხური დაფარული იყო სარეკლამო ბანერებით და ვერ შეამჩნია ჯიხურში მყოფი გოგონა. კარის გატეხვის დროს, ჯიხურში მყოფ ქალბატონს ხმა არ ამოუღია. შუშის ნამსხვრევებმა ბრალდებულს მცირედით ხელი დაუზიანა. ჯიხურში მყოფ გოგონას იგი არ დამუქრებია, პირიქით - დაამშვიდა. ბრალდებულმა აიღო ფული, რომელიც ჯიხურში განთავსებულ მაგიდასთან იდო და წავიდა. ჯიხურში შესვლისას რაიმე ბასრი პირის მქონე საგანი მას არ ჰქონია; ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ჯიხურში ქურდობის მიზნით შევიდა; ფრჩხილის საჭრელი, ე.წ. „კუსოჩკა“, რომელითაც შუშა ჩაამტვრია, ჯიხურში შესვლამდე ჯიბეში ჩაიდო.

 

2019 წლის 7 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა ა-–------------–--–----–---–მა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიუთითა ქ. თ---–--–-----–----–----–-----------ზე 47 ნომერში მდებარე სავაჭრო ჯიხურზე, საიდანაც 900 ლარამდე ფულადი თანხა გაიტაცა.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა წარმოდგენილი მტკიცებულებები და რატომ არ იზიარებს აპელანტის არგუმენტებს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხედვას, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ა-–------------–--–----–---–ს ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონია და შპს „ა----ის“ კუთვნილ ჯიხურში ქურდობის მიზნით შეაღწია, სადაც შეამჩნია ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაამშვიდა, აიღო ფული და წავიდა; არც დაზარალებულს დამუქრებია, ხოლო ჯიხურში შესვლისას ბასრი საგანი არ ჰქონია, გამომდინარე იქედან, რომ საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევისას. დაზარალებულის ჩვენებით ცალსახად დგინდება, რომ 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში მის სამუშაო ჯიხურში ჩაქრა შუქი. რამდენიმე წუთში მისთვის უცნობმა ახალგაზრდამ შეამტვრია ჯიხურის კარის ჩარჩოში მოთავსებული მინა, გააღო კარი, შეაღწია ჯიხურში და მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა. ბრალდებულს ჯიხურში შევლისას ხელში ეჭირა ბასრი საგანი, რამაც ძალიან შეაშინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯიხურში სინათლე გაითიშა, სამუშაო ადგილი განათებული იყო ლამპიონების შუქით და კარგად დაიმახსოვრა როგორც ბრალდებული, ასევე მის ხელში მოელვარე ბასრი საგანი. ამასთან სააპელაციო პალატისტვის საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიგნება ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილში, სადაც მან, ერთი მხრივ, განმარტა, რომ დაზარალებულს არ დამუქრებია, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ ჯიხურიდან გასვლამდე დაამშვიდა ი---------------–---–ი, ფული აიღო და წავიდა. თუ მუქარას ან აგრესიას არ ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან ადგილი, რატომ დასჭირდა დაზარალებულს დამშვიდება - აღნიშნულის შესახებ ა-–------------–--–----–---–ს რაიმე გონივრული განმარტება არ გაუკეთებია. საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულმა შეაღწია ჯიხურში რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, მსჯავრდებულისთვის დიდი ალბათობით ცნობილი იყო, რომ ჯიხურში რომელიც დღე-ღამის განმავლობაში ფუნქციონირებს, აუცილებლად იქნებოდა ვინმე, მითუფრო, როდესაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, რომ ჯიხურში შუქი ენთო, რომელიც მსჯავრდებულმა გადაჭრა.

 

რაც შეეხება დაზარალებულის შესაძლო მიკერძოებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის საქმეში, სადაც დაზარალებულის ჩვენებას, როგორც დანაშაულის ფაქტის დადგენის, ასევე მისი სამართლებრივი შეფასებისას, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მეტად კრიტიკულად შეაფასა დაზარალებულის ჩვენება და მიაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ ი---------------–---–ის განმარტებები არის თანმიმდევრული და სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა სამხილებთან, ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რაიმე სახის გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის სანდოობას, არ დადგენილა.

 

სააპელაციო პალატას ასევე სურს მიმოიხილოს დაცვის მხარის არგუმენტები შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოჩანაწერების ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოუდგენლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით და იმ ვითარებაში, როდესაც მხარე სასამართლოში ირჩევს მტკიცების ასეტ ფორმას, სააპელაციო პალატას უჩნდება იმის გონივრული მოლოდინი, რომ მხარე, როგორც მინიმუმ თავად შეეცდებოდა მისივე განმარტებით ასეთი წონადი მტკიცებულების მოპოვებას და წარმოდგენას და არ დარცებოდა მხოლოდ საპროცესო მოწინააღმდეგის კეთილსინდისიერების იმედად, რაც არ იქნებოდა მტკიცების ტვირტის შეცვლა და რასაც, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასადასტურდა, რომ 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ა-–------------–--–----–---–მა ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია თ---–--–----–----–----–----------------ში მდებარე შპს „ა----ის“ კუთვნილ ჯიხურში და ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით ი---------------–---–ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ი---------------–---–ს, გასტაცა ფულადი თანხა 950 ლარის ოდენობით, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ა-–------------–--–----–---–-ს მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - სადგომში უკანონო შეღწევით.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ა-–------------–--–----–---–მა ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია თ---–--–----–----–----–----------------ში მდებარე შპს „ა----ის“ კუთვნილ ჯიხურში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ი---------------–---–ს გასტაცა ფულადი თანხა 950 ლარის ოდენობით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი რისთვისაც ა-–------------–--–----–---–- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული), მის პიროვნებას და წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ა-–------------–--–----–---–-ს პიროვნების ან/და მისი წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), განსაკუთრებით კი იმ გარემოებას, რომ მიყენებული ზარალი სრულად ანაზღაურებულია და დაზარალებული თანახმაა გამოყენებული იქნეს ლმობიერი სასჯელი და მიიჩნევს, რომ მინიმალური სასჯელის - 6 წლით თავისუფლების ღკვეთის გამოყენება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის (სასჯელის მიზნები) მიზნებს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი, 1 ქილად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები (4 ცალი, 8 ცალი სტერილურ ჩხირზე), ა-–------------–--–----–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ა-–------------–--–----–---–-სგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ----------–----–---–ისგან აღებული ხელის კვლები და ი---------------–---–ისგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც შეყვანილია დაქტილოსკოპიურ ბაზაში - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ა-–------------–--–----–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული: 1 ცალი მაისური, 1 ცალი ჯინსის შარვალი, 1 ცალი ქურთუკი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-–------------–--–----–---–-ს ადვოკატების გ-------------------–---–-ს და ვ-----–--------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი;

 

ა-–------------–--–----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

 

ა-–------------–--–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მაისის 20:51 საათიდან.

 

მსჯავრდებულ ა-–------------–--–----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი, 1 ქილად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები (4 ცალი, 8 ცალი სტერილურ ჩხირზე); ა-–------------–--–----–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ა-–------------–--–----–---–-სგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- თ----------–----–---–ისგან აღებული ხელის კვლები და ი---------------–---–ისგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც შეყვანილია დაქტილოსკოპიურ ბაზაში - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ა-–------------–--–----–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული: 1 ცალი მაისური, 1 ცალი ჯინსის შარვალი, 1 ცალი ქურთუკი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი