განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002607154
საქმე №1ბ/586-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის, ნადეჟდა მარანელის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ა-–--–--------ს
ადვოკატების - მ------------–---–ის, ნ--------–-–---–ის
მსჯავრდებულ - გ--------------ის
მონაწილეობით,თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), არასრული უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ს----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ-–----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით გ--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
გ--------------ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ------- ხაჭვანი და ჟ----–----–----ა 2006 წლიდან არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი, 2009 წელს დაბადებული ა---------ი.
2016 წლიდან 2018 წლის ივლისის თვემდე პერიოდში ქ. თბილისში, ვ-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, გ--------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს - ჟ----–----–----ას. კერძოდ, 2017 წლის 7 თებერვალს, 2017 წლის 13 მაისს, 2018 წლის თებერვლის თვეში ოჯახური კონფლიქტის დროს სხვადასხვა მიზეზით და ზოგჯერ ეჭვიანობის გამო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს მათი არასრულწლოვანი შვილის - ა---------ის თანდასწრებით. კერძოდ, გ--------------ს სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო მიაჩნდა, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი და როგორც მას სურდა ისე უნდა ჩაეცვა მეუღლეს. გ--------------ის მოსაზრებით, სახლში ყოფნის დროს ჟ----–----–----ას ქუჩიდან უთვალთვალებდნენ მამაკაცები, ამიტომ გ--------------მა სახლის ფანჯრებზე პირსახოცები ჩამოაფარა. ასევე, გ--------------ი მეუღლისა და შვილისგან ითხოვდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მას, ოჯახის უფროსს მოესურვებოდა, არ ეხმაურათ მისი თანდასწრებით და დამორჩილებოდნენ.
2017 წლის 30 მარტს, დაბადების დღის მისალოცად გ--------------მა მეუღლეს გაუგზავნა მიცვალებულთათვის განკუთვნილი თაიგული მასზე დატანილი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი წარწერით.
2018 წლის 10 ივლისს გ--------------მა არასრულწლოვანი შვილის, ა---------ის თანდასწრებით ჟ----–----–----ას 20 ლარის გადახდის სანაცვლოდ შესთავაზა მასთან სქესობრივი კავშირი.
გ--------------ის სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად დაზარალებულები ჟ----–----–----ა და არასრულწლოვანი ა---------ი განიცდიდნენ ტანჯვას.
2016 წლიდან 2018 წლის ივლისის თვემდე პერიოდში გ--------------ი მეუღლეს - ჟ----–----–----ას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალადობდა მასზე, რასაც არ ერიდებოდა არასრულწლოვანი შვილის - ა---------ის თანდასწრებით. კერძოდ, 2016 წლის 9 დეკემბერს ქ.თბილისში, ვ-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--------------მა ჟ----–----–----ას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის იანვრის თვეში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--------------მა ჟ----–----–----ას ესროლა პლასტმასის სკამი, რომელიც დაზარალებულს მოხვდა მარჯვენა მხარსა და ხელში, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და დაულურჯდა კანი.
2018 წლის თებერვლის თვეში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--------------მა ჟ----–----–----ას ესროლა მეტალის ყავის მადუღარა, რომელიც დაზარალებულს მოხვდა მარჯვენა მხარში და მასში არსებული ყავა შეესხა სახეზე.
2018 წლის 11 ივლისს, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--------------ი ჟ----–----–----ას ესროდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, შემდეგ დააგდო ძირს და ფეხებს ურტყამდა სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში. ხაჭვანის მიერ წურწუმიასთვის ფეხის შუბლზე მირტყმის დროს დაზარალებულმა რამდენიმე წამის განმავლობაში დაკარგა გონება. მშობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს ნერვიულობის გამო გონება დაკარგა ასევე ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანმა ა---------მა. გ--------------ის მხრიდან ჟ----–----–----ას მიმართ განხორციელებულ ყველა ძალადობრივ ქმედებას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ა---------ი.
გ--------------ის ძალადობრივი ქმედებები იწვევდა ჟ----–----–----ას არამარტო ფიზიკურ ტკივილს, არამედ ფსიქოლოგიურ სტრესს, შესაბამისად მას მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი, ხოლო არასრულწლოვან ა---------ს - მორალური სახის ზიანი.
აღნიშნული ქმედებებისათვის გ--------------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის განაჩენით გ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (2018 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
გ--------------მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრალდება გადაკვალიფიცირებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 11 ივლისის ეპიზოდი), ვინაიდან ბრალდების მხარის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--------------ის მხრიდან მეუღლეზე განხორციელებული სისტემატიური ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ბრალდების მხარის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა 2018 წლის 11 ივლისს გ--------------ის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის ფაქტს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე--------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ--------------ის მიერ განხორციელებულ იმ ქმედებებს, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მაგრამ მიაჩნია, რომ უკანონო და დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება გ--------------ის ქმედების 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში. აპელანტის მითითებით, მსჯავრდებულ გ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ ჟ--–-----–----–-----ს, არასრულწლოვანი მოწმის ა---------ის, ასევე, მოწმეების - ლ--–------–-----–---–ის, მ--------–-–--ას, ვ-–----------–---–----ის ჩვენებებით და 2018 წლის 11 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერით.
აპელანტის განმარტებით, ოჯახური დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანამიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ კონვენციათა და საერთაშორისო პრაქტიკაზე მითითებით, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას იმ ნაწილში, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--------------ის მხრიდან მეუღლეზე განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ასევე, იმ ნაწილში, რომ 2018 წლის 11 ივლისს გ--------------მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა გ--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ------------–---–მა და ნ--------–-–---–მა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა გ--------------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში. კერძოდ, აპელანტს მიაჩნია, რომ გ--------------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დასტურდება დაზარალებულ ჟ----–----–----ას, არასრულწლოვანი მოწმის ა---------ის, ასევე, მოწმეების - ლ--–------–-----–---–ის, მ--------–-–--ას, ვ-–----------–---–----ის ჩვენებებით და 2018 წლის 11 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას და სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, ვინაიდან დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება სისტემატიური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, ასევე 2018 წლის 11 ივლისს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობის ფაქტი, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:
დაზარალებულ ჟ----–----–----ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2006 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------თან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი ა---------ი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--------------ი იყო არაადეკვატური და მოძალადე, რის გამოც იძულებული გახდა დროებით საცხოვრებლად გადასულიყო დეიდასთან ლ---–---–----------სთან, ხოლო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვილთან ერთად ეცხოვრა თავშესაფარში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--------------ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა მასზე და როგორც ოჯახის უფროსი ითხოვდა მისგან მორჩილებას. იყო შემთხვევები, როდესაც ყელზე ხელის მოჭერით და სახლში გაზის გაშვებით ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა მასზე. მეუღლის მხრიდან ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, კერძოდ: 2017 წლის 30 მარტს, გ--------------მა ტაქსის მძღოლის ხელით გაუგზავნა ყვავილების თაიგული წარწერით „ჟ--- იყავი ნათელში“. 2016 წლის 9 დეკემბერს ნასვამ მდგომარეობაში სახლში დაბრუნებულმა გ--------------მა დაამტვრია საყოფაცხოვრებო ნივთები და ხელი გაარტყა სახის არეში, რაზეც მის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ხოლო თავად შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავშესაფარში. 2018 წლის იანვრის თვეში მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა პლასტმასის სკამის სროლის ფაქტს, ხოლო თებერვლის თვეში ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა ყავის მადუღარა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები გ--------------ის მხრიდან ხორციელდებოდა მათი არასრულწლოვანი შვილის ა---------ის თანდასწრებით. რაც შეეხება 2018 წლის 11 ივლისს მომხდარ ფაქტს, წინა ღამეს ნასვამ მდგომარეობაში სახლში დაბრუნებულმა გ--------------მა აჩუქა 20 ლარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა სქესობრივი კავშირის დამყარება. ვინაიდან იმავე ოთახში ეძინა მცირეწლოვან ბავშვს, მეუღლეს უარი უთხრა მოთხოვნის შესრულებაზე, რის შემდეგაც გ--------------მა უკან გამოართვა ნაჩუქარი 20 ლარი და ბავშვისთვის მიცემული 50 ლარი და წავიდა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. 11 ივლისს გ--------------ს უსაყვედურა სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნება, რაზეც გ--------------მა დაამტვრია ჭურჭელი, ესროლა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, რის შემდეგაც დააგდო ძირს და ფეხები ურტყა ზურგის და თავის არეში. საბოლოოდ, კ------–---------ამ შეძლო გ-------ს გარეთ გაყვანა და კარის შიგნიდან ჩაკეტვა. მოწმის განმარტებით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის პერიოდში ა---------ი იმყოფებოდა გარეთ და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია. ყოველი ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცდიდა ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
მოწმე ა---------ის ჩვენებით კი დასტურდება, რომ ცხოვრობს ვ-–-------------------ში დედასთან ჟ----–----–----ასთან ერთად. მასთან ერთად ცხოვრობდა მამა გ--------------ი, რომელიც ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ნასვამ მდგომარეობაში სახლში დაბრუნებული ეჩხუბებოდა დედას - ჟ----–----–----ას. გ--------------მა ეჭვიანობის ნიადაგზე ფანჯარაზე ჩამოაფარა პირსახოცები, ხოლო ერთ დღეს დაამტვრია ფენი, უთო და ბანკა, რაზეც ჟ----–----–----ამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. მსგავსი სახის შემაკავებელი ორდერი გ--------------ის მიმართ გამოცემული იქნა დაახლოებით სამჯერ, თუმცა გ-------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებს, რის შემდეგაც დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავშესაფარში, სადაც ცხოვრობდა სამი თვის განმავლობაში. 2018 წლის 11 ივლისს მშობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, თავად იმყოფებოდა მეზობელთან, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის ხმა და სახლში დაბრუნებულმა დაინახა, რომ მამა - გ--------------ი აგურის კარზე დარტყმით ცდილობდა მის გაღებას. დედა - ჟ----–----–----ა ტიროდა და ცდილობდა პოლიციის გამოძახებას. კ------–---------ა იდგა შიგნით და იმ მომენტში, როდესაც მამა აგურს ურტყამდა კარს ცდილობდა მის დაჭერას. პოლიციის ადგილზე მისვლისას გ------- წასული იყო სახლიდან. მოწმის განმარტებით, დედას დაბადების წინა დღეს, მამამ გაუგზავნა ყვავილების თაიგული შეურაცხმყოფელი წარწერით და ტექსტით: „ჟ---, ღმერთმა ნათელში გამყოფოს“. იყო შემთხვევები როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--------------ი ამტვრევდა სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის დამტვრეული აქვს მისი კუთვნილი სკოლის ლეპტოპი და ეჩხუბებოდა, რომ მისი სწავლის პროცესი ხელს უშლიდა ფეხბურთის ყურებაში.
აპელანტმა მიუთითა, რომ გ--------------ის ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია მოწმეების: ლელა პარწიკაშვილის და მ--------–-–--ანის ჩვენებები, შესაბამისად პალატა ვრცლად მოიყვანს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ:
მოწმე ლ--–------–----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს პროკურორის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა მცირეწლოვანი ა---------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და განსაზღვრა მისი ფსიქოლოგიური განვითარების ხარისხი. არასრულწლოვნის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ქცევაზე დაკვირვების და ინტერვიუს აღების მეთოდი, ასევე გამოყენებული იქნა ფსიქიკური განვითარების და ემოციური მდგომარეობის საკვლევი ტესტი. ერთი შეხედვით პაციენტი ჩანდა თავისუფალი, კონტაქტური და ხალისიანი, თუმცა ვიზიტის მსვლელობისას გამოვლენილი იქნა ის სირთულეები, რაც არ ჩანდა ერთი შეხედვით, თუმცა აღენიშნებოდა ა---------ს. კერძოდ, პაციენტს აღენიშნებოდა შფოთვითი მდგომარეობა, არ ჰქონდა შინაგანი სიმშვიდის განცდა, ვლინდებოდა წარსულში გადატანილი სტრესი, უმწეობის განცდა და განსაკუთრებული მოწყვლადობა გარემო ზემოქმედების მიმართ. საუბრის პერიოდში ა---------ი თავად ახსენებდა მშობლებს შორის დაპირისპირების კონკრეტულ ფაქტებს, რაც მიუთითებდა აღნიშნული საკითხის აქტუალურობაზე. ა---------ი აღნიშნავდა, რომ ხშირად ხედავდა კოშმარულ სიზმრებს, თითქოს აშორებდნენ დედას, მისდევდა ურჩხული და საფრთხეს ხედავდა დედასთან მიმართებით. მოწმის განმარტებით, ა---------ის გონებრივი და ინტელექტუალური მდგომარეობა არის სრულ შესაბამისობაში მის ასაკთან და მისი გონებრივი და ინტელექტუალური მდგომარეობა გარკვეულ საკითხებთან მიმართებით უსწრებს მის ასაკს. პაციენტს მისი გონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ფაქტების აღქმა, გააზრება, დამახსოვრება და შემდგომ მისი აღდგენა და მასზე საუბარი.
ხოლო, მოწმე მ--------–-–--ას ჩვენების თანახმად, ჟ----–----–----ასთან აკავშირებს ნათესაური ურთიერთობა და დროის უმეტეს ნაწილს დასთან ც------–-–--ასთან ერთად ატარებდა მის საცხოვრებელ სახლში. ჟ----–----–----ასთან ერთად ასევე ცხოვრობდნენ მისი შვილი ა---------ი და მეუღლე გ--------------ი. 2018 წლის 11 ივლისს, სტუმრად იმყოფებოდა ჟ----–----–----ასთან, რა დროსაც სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--------------ი და ჟ---ს სთხოვა ყავის მომზადება. გ--------ს ახლდა ჟ---ს ბიძაშვილი, კ------–---------ა. ჟ---მ უხეშად მიმართა მეუღლეს და უთხრა, რომ ის ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა შვილსაც კი ჩაუწვებოდა ლოგინში. მეუღლის ნათქვამზე გაბრაზებულმა გ--------მა დაამტვრია ჭურჭელი და სხვადასხვა საოჯახო ნივთი ესროლა ჟ----–----–----ას. კონფლიქტის დროს ა---------ი იმყოფებოდა გარეთ და მომხდარ დაპირისპირებას არ შესწრებია, თუმცა შემოესმა მშობლებს შორის ჩხუბის ხმა და გახდა ცუდად, წაუვიდა გული. ამ მომენტში ჟ---მ დარეკა პოლიციაში. კონფლიქტის დროს ჟ----–----–----ამ თავდაცვის მიზნით კარი ჩაკეტა შიგნიდან და გ------- აღმოჩნდა გარეთ და ცდილობდა კარებზე ქვის დარტყმით მის გატეხვას. ჟ----–----–----ას სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები, ჰქონდა ნაკაწრები და სდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით, დაპირისპირების დროს გ-------მ ჟ---ს მოქაჩა თმები, რა დროსაც იგი დავარდა ძირს და თავის დაღწევის მიზნით გ-------ს ჩაარტყა სილიკონის ჩასასხმელი ბოთლი.
2018 წლის 11 ივნისს გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ--------------ს მეუღლეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების გამო აეკრძალა მასთან სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო კავშირი.
მოწმე ვ-–----------–---–----ის ჩვენებით, 2018 წლის 11 ივნისს მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაზარალებული ჟ----–----–----ა უთითებდა, რომ მისი მეუღლე - გ--------------ი ახორციელებდა მასზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. გ--------------ის მიმართ შეადგინა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც მას აეკრძალა მსხვერპლის სამსახურთან და სახლთან მიახლოება და სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაცია. გ--------------ს ეცნობა შემაკავებელი ორდერის შედგენის შესახებ, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი მისთვის არ იყო პირველი შემთხვევა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე გ--------------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. აღნიშნული მუხლის დისპოზიცია ალტერნატიული ხასიათისაა და იგი შეიძლება ობიექტური მხრივ გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, გ--------------ის ბრალი გამოიხატებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სისტემატურობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე. ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ--------------ის მიერ ჟ--–-----–----–-----ს მიმართ სისტემატურად ფიზიკური ძალადობის მიყენებისა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის ფაქტები, ვინაიდან, პალატის აზრით, ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გ--------------მა განახორციელა ჟ----–----–----ას სისტემატური ფიზიკური ძალადობა და არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობა. 2018 წლის 11 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით ჟ----–----–----ამ განმარტა, რომ საღამოს საათებში ნასვამ მდგომარეობაში სახლში დაბრუნებულმა გ--------------მა, დაამტვრია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, რის შემდეგაც დააგდო ძირს და თავის და ზურგის არეში ფეხების დარტყმით მიაყენა სხვადასხვა სახის დაზიანებები. მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცდიდა ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ 11 ივლისს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის პერიოდში მათი არასრულწლოვანი შვილი ა---------ი იმყოფებოდა გარეთ და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია. 2018 წლის 11 ივლისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტის ა---------ის მეზობელთან ყოფნის ფაქტი დაადასტურა თავად არასრულწლოვანმა მოწმემაც. თვითმხილველმა მოწმემ მ--------–-–--ამ ასევე განმარტა, რომ კონფლიქტის დროს არასრულწლოვანი ა---------ი იმყოფებოდა გარეთ და მშობლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას არ შესწრებია.
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ--------------ის მიერ ჟ----–----–----ას მიმართ სისტემატური ფიზიკური ძალადობისა და 2018 წლის 11 ივლისს არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის ფაქტებს.
ამდენად, პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განაჩენი გ--------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-ჟ----–----–----ას სახლის დათვალიერებისას ამოღებული მინის დოქი და მინის ნამსხვრევები დალუქული ერთ ფუთად, რაც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-ჟ----–----–----ას სახლის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე და 112-ის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი დისკი და ჟ----–----–----ას ხმის ნიმუში დალუქული ერთ ფუთად, რაც ერთვის სისხლის სამაღთლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე