განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
140100119002981232
ინსტანცია
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119002981232

საქმე №1ბ/1514-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ო---------------–---–-------------------------–---–--

მსჯავრდებულის: კ----–----–----

ადვოკატის: მ--------------–---–--

მონაწილეობით

 

გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ კ----–----–---- მიმართ, დაბადებული 2----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ რეგისტრირებული: ქ----------–------–---–----------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-----–------------- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით, კ----–----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელი 3(სამი წელი და საბოლოოდ, კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამ)წელი.

კ----–----–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით;

მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.

კ----–----–---- ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 04:50 საათზე, გ----–--------–---–--------- ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ----–----–---, სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს ,------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოხსნისა და მისი კარის სახრახნისით დაზიანებით, ფარულად დაეუფლა 135 ლარს;

- ამავე წლის 23 თებერვალს, ღამით, გ----–-----------–---–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ----–----–---, სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ძალაყინისა და სახრახნისის გამოყენებით ცდილობდა ,,თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაღებასა იქ არსებული თანხის ფარულად დაუფლებას, რაც აღკვეთეს პოლიციელებმა;

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ----–----–---- მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: რ----------–-------------------–-–---–---------–-------–-------------------–---–-------------–-–-------------------------–-----–-------------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ კ----–----–---- მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულწილად შეეძლო ემსჯელა პირობითი სასჯელის გამოყენების თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დადგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად მსჯავრდებულის პიროვნებაზე, დამოკიდებულებაზე კანონთან მიმართებაში და დანაშაულის სიმრავლეზე.

უპირველესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კ----–----–---ს მსჯავრი ედება ჯგუფურ დანაშაულში, საცავში უკანონოო შეღწევით, რაც ზრდის მისი ქმედების სოციალურად საშიშ ხასიათს. ამასთან, მის მიერ ჩადენილი ქმედებები ატარებს აშკარად მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ხასიათს, იქიდან გამომდინარე, ერთი და იგივე სახის ქმედებები ჩაიდინა დროის მოკლე ინტერვალში, რაც თავის მხრივ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების აშკარა მაჩვენებელია.

გარდა ამისა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩადენილი ქმედებების დროს - 2019 წლის 10 და 23 თებერვალს - მართალია კ----–----–--- ნასამართლევი არ იყო, თუმცა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ანალოგიური დანაშაულისათვის აღკვეთის ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვალის, 2019 წლის 19 აპრილისა და 5 დეკემბრის განაჩენებით კ----–----–--- მსჯავრდებული იქნა ქურდობისა და ძარცვის ჩადენისათვის.

აღნიშნული აშკარად მიუთითებს, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ.

პალატის აზრით, როდესაც სახეზეა ასეთი გარემოებები, პირის ასაკი - არასრულწლოვნება - მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება იმის გარანტი, რომ დანაშაულის ხასიათისა და ჩადენის სიხშირის მიუხედავად, სასჯელის დადგენისას ყოველთვის მისი ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული.

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყველა ეს კრიტერიუმი უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებიდან და ინდივიდიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმალურად იმაზე მითითება, რომ პირმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ანდა ის წარსულში არ არის ნასამართლევი, ან არასრულწლოვანია, სასჯელს უკარგავს სამართლებრივ ეფექტს და მას ფორმალურ ხასიათს სძენს.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ კ----–----–---- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენში, ამ მიმართებით უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2. გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. კ----–----–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელი 3(სამი) წელი და საბოლოოდ, კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ კ----–----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2020 წლის 28 იანვრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის კ----–----–--- გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იმყოფება პატიმრობაში.

6. კ----–----–---- მიმართ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6. ნივთმტკიცებები:

- სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ტომარა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ნაჭრის ქუდი - განადგურდეს;

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი