განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002858479
საქმე №1ბ/1745-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ--–----------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ს------ მ--------, დაბადებული 0----------–--–------------------- საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ-----––----------------------------------------–------------------––--------------------;
ადვოკატი: ზ------------ე
თარჯიმანი: თ------------------ი
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 8 (რვა) დღის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა კ---------–---–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამამრთლებელი ნაწილში გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის დადაგენა და სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ ს------ მ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალთან მიმართებით ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ს------ მ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულ-ექიმ ს------ ს----------ის ჩვენება, მოწმე გ-----------–----ის ჩვენება, რაც აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძლოდ არ გაიზიარა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ს------ მ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ს------ მ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარდგენილი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა გ--–----------ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა, ს------ მ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ასევე სასჯელის დამძიმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ს------ მ--------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------------ემ, მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს------ მ--------ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მასვე, ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 დეკემბერს, ქ------––---–-----------––----–----------ში დროებით მცხოვრები ს------ მ--------ი მეუღლეს ი--- მ--------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იმავე დღეს მოძალადე ს------ მ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადეს ერთი თვის ვადით ეკრძალებოდა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი ი--- მ--------------ი, იმავე შემაკავებელი ორდერის თანახმად მოძალადეს ასევე ეკრძალებოდა ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება მსხვერპლთან, მიუხედავად აღნიშნულისა ს------ მ--------ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შემაკავებელი ორდერის პირობები და 2019 წლის 11 იანვარს, ქ------––---–----------––----–----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ს------ მ--------მა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო მეუღლეს ი--- მ--------------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ი--- მ--------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 დეკემბერს ქ------––---–-----------––----–----------ში დროებით მცხოვრები ს------ მ--------ი მეუღლეს ი--- მ--------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იმავე დღეს მოძალადე ს------ მ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, მოძალადეს ერთი თვის ვადით 2019 წლის 16 იანვრამდე ეკრძალებოდა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი ი--- მ--------------ი, იმავე შემაკავებელი ორდერის თანახმად მოძალადეს ასევე ეკრძალებოდა ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება მსხვერპლთან. მიუხედავად აღნიშნულისა ს------ მ--------ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, 2019 წლის 11 იანვარს, ქ------––---–-----------––----–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი--- მ--------------თან მისულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ს------ მ--------მა მსხვერპლს ი--- მ--------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლომ დაადგინა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ს------ მ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ს------ მ--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს------ მ--------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 დეკემბერს ქ------––---–-----------––----–----------ში დროებით მცხოვრები ს------ მ--------ი მეუღლეს ი--- მ--------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იმავე დღეს მოძალადე ს------ მ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, მოძალადეს ერთი თვის ვადით 2019 წლის 16 იანვრამდე ეკრძალებოდა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი ი--- მ--------------ი, იმავე შემაკავებელი ორდერის თანახმად მოძალადეს ასევე ეკრძალებოდა ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება მსხვერპლთან. მიუხედავად აღნიშნულისა ს------ მ--------ის მიერ დარღვეული იქნა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, 2019 წლის 11 იანვარს, ს------ მ--------ი მივიდა ქ------––---–-----------––----–---------ში მდებარე მისი მეუღლის ი--- მ--------------ის საცხოვრებელ სახლში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ს------ მ--------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3811-ემუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლის, ი--- მ--------------ისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 11 იანვარს იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ი--- და მეუღლის დედა. ი---ს და დედამის კამათი მოუვიდათ, რის გამოც ეს უკანასკნელი სახლიდან წავიდა. ი--- გარეთ გავიდა დედამისის მოსაბრუნებლად და როდესაც სახლში შემობრუნდა, ხელში ეკავა შუშის ნამტვრევი და უმიზეზოდ იძახდა, რომ თავს დაიზიანებდა. ს------ მ--------ი ცდილობდა მის გამორთმევას, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ხელში ეკავა ბავშვი. შუშა დავარდა ძირს და დაიმსხვა, ი--- კი გარეთ გავარდა და შველას ითხოვდა. მან ასევე განმარტა, რომ იმ საღამოს ი--- მ--------------ს მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი. ს------ მ--------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და იგი პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ 1 თვის მანძილზე არ მისულიყო მეუღლესთან ი--- მ--------------თან. ამის მიუხედავად ს------ მ--------ი 1 კვირაში მივიდა სახლში, ეგონა, რომ აკრძალვა ვრცელდებოდა მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მეუღლესთან მისვლაზე. იგი მეუღლის ი--- მ--------------ის სახლში მივიდა 2019 წლის 11 იანვარს, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ი--- მ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 იანვარს, იგი მეუღლესთან ს------ მ--------თან და დედასთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც დედასთან მოუვიდა კამათი და დედა წავიდა სახლიდან. ღამით, იგი გავიდა მეზობელთან შაქრის სათხოვნელად, რა დროსაც ეზოში არსებულ მავთულის ღობეს წამოედო და გაეჩხაპნა ხელი. მეზობელთან როდესაც მივიდა, ცუდად გახდა და სანამ მეზობელი შაქარს მოუტანდა, გონება დაკარგა. მისივე განმარტებით, ტკბილეულობას როდესაც არ ჭამს, ასე ემართება ხოლმე. გონს როდესაც მოვიდა, თავისი ფეხით წავიდა სახლში. პოლიციის მისვლისას იგი უკვე სახლში იყო, თუმცა ვინ გამოიძახა პოლიცია მისთვის უცნობია. რაც შეეხება ს------ მ--------ის მხრიდან ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს, ასეთს ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის დეკემბრის თვეში დარეკა პოლიციაში, რადგან ს------ მ--------ის გაფრთხილება უნდოდა, რომ აღარ დაელია და ბავშვთან სხვები არ მიეყვანა, რასთან დაკავშირებითაც მისი მეუღლის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ს------ მ--------ს აეკრძალა ი--- მ--------------თან მიახლოება გარკვეული ვადით. ამის შემდეგ ისინი შერიდგნენ და ს------ მ--------ი სახლში დაბრუნდა. ს------ მ--------ი 2019 წლის 11 იანვარს მივიდა მის სახლში, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი.
მოწმე გ-----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ-----––---–-------------––----–---------ში, ს------ მ--------ის მეზობელად. 2019 წლის იანვრის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მასთან მივიდა ი--- მ--------------ი, რომელმაც განუცხადა, რომ იყო ცუდად და გონება დაკარგა. გ-----------–----ემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარება როდესაც მივიდა, მაშინ მიხვდა რომ ი--- მ--------------ი იყო ნასვამი, რადგან მას ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა. სასწრაფოს ექიმებმა მოსვლისთანავე ი---ს გაუზომეს წნევა და შესთავაზეს სტაციონარში გადაყვანა, თუმცა მან უარი განაცხადა. გასინჯვის მიზნით ი--- მ--------------ი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, რა დროსაც მან ექთანს უთხრა თითქოს რაღაც ძალადობა იყო, თუმცა კონკრეტულად რა, მოწმეს არ გაუგია, რადგან მოშორებით იდგა. მას ასევე არ გაუგია ჩხუბის ხმა.
მოწმე ს------ ს----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშობს სასწრაფო დახმარების სამსახურში ექიმად. 2019 წლის 12 იანვარს იყო მორიგე, რა დროსაც 01:09 საათზე შევიდა შეტყობინება ქ------––---–-------------––----–-------------ში ოჯახური კონფლიქტის შესახებ. სასწრაფო სამსახურის ბრიგადა გავიდა ადგილზე გ-----------–----ის ოჯახში, სადაც დახვდათ ი--- მ--------------ი, რომელსაც შეუმოწმეს დაზიანებები, ყველაფერი იყო წესრიგში, გარეგნულად არაფერი არ აღენიშნებოდა, მხოლოდ მარცხენა ხელზე თხემის არეში ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც დაუმუშავეს. აღნიშნულ ნაკაწრს ეტყობოდა, რომ ძალიან ძველიც არ იყო. ი--- მ--------------ი იყო აღგზნებული იმის გამო, რომ მისი თქმით მეუღლემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ი--- მ--------------მა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
2018 წლის 16 დეკემბრის N------ შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ იგი გამოცემული იქნა ს------ მ--------ის მიმართ, მეუღლის, ი--- მ--------------ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რომლის საფუძველზეც მოძალადეს ს------ მ--------ს ერთი თვით აეკრძალა მსხვერპლთან ი--- მ--------------თან, მის სამსახურთან, იმ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ს------ მ--------ის საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს------ მ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც 2019 წლის 11 იანვრის სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - ს------ მ--------ის და ი--- მ--------------ის გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია. შესაბამისად, სავარაუდო კონფლიქტის ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და ს------ მ--------ს. განსახილველ შემთხვევაში, სასმართლო სხდომაზე დაზარალებულს ს------ მ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე არ განუცხადებია, არც თავად ს------ მ--------ს მიუწოდებია სასამართლოსთვის ამ სახის ინფორმაცია. ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შესახებ არ იძლევიან ინფორმაციას, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ს------ მ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია მოწმეების - ს------ ს----------ის და გ-----------–----ის ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ს------ მ--------ის მხრიდან დაზარალებულის ი--- მ--------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ს------ მ--------ის მიერ მისი მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები, რომლებიც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონით დადგენილ უტყუარობის კრიტერიუმს, რადგან არ არის გამყარებული სხვა, სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის პირდაპირი მტკიცებულებებით.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ს------ მ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ს------ მ--------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ს------ მ--------ის ქმედებას.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, ს------ მ--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ს------ მ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ესე იგი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს------ მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ს------ მ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ს------ მ--------ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანითავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულისასჯელის მინიმალურ ვადას.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ს------ მ--------ს სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. ამავე კოდექსის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ს------ მ--------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის, მეუღლის ი--- მ--------------ის, მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა და საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ს------ მ--------ს, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.
მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩათვლოს პირობით მსჯავრად, ითვალისწინებს რა ს------ მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ს------ მ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ს------ მ--------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ს------ მ--------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება დანაშაულებრივი საქმიანობის განმეორების რისკს, აღსანიშნავია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ს------ მ--------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა, რომ ის და დაზარალებული ცხოვრობენ ცალ-ცალკე, აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც მინიმუმამდე ამცირებს მათ შორის კონფლიქტისა და შესაბამისად, ძალადობრივი ქცევის განმეორების რისკს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს------ მ--------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს------ მ--------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ს------ მ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ს------ მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებს პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ს------ მ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში პერიოდი- 2019 წლის 12 იანვრიდან 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს------ მ--------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი