განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
040100119003280178
ინსტანცია
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003280178

საქმე №1/ბ-2-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს----- თ------ს ძე შ----------ს მიმართ, დაბადებული: 197- წლის 30 ნ--------ს, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ფ-----ს ქ. №13,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს----- შ---------მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ს----- შ---------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა მომწვანო ფერის მცენარეული მასა წონით-0,55 გრამი, რაც შეიცავს ნივთირებას ADB-FUBINAC და მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთებს, რაც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ 2019 წლის 13 სექტემბერს, ამბოლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------–------ში, ს----- შ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ს----- შ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე და მესამე მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ ს----- შ---------ს 5 წლით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ)საადვოკატო საქმიანობის უფლება, გ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ე) პასიური საარჩევნო უფლება, ვ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მსჯავრდებულ ს----- შ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----- ტ--–--–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ს----- შ----------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: ს----- შ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის მეტად ლმობიერი, ვინაიდან მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი დანაშაული - უკანონოდ შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მსჯავრდებულს ჩაუთვალა 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის, მიღწევას, ასევე, მსგავსი მსუბუქი სასჯელით ვერ იქნება უზრუნველყოფილი კერძო და ზოგადი პრევენცია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს----- შ----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს----- შ----------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: მ------------------------------------–----------------------ის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ს----- შ----------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ს----- შ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს----- შ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე და მესამე მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ ს----- შ---------ს 5 წლით ჩამოერთვას: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ)საადვოკატო საქმიანობის უფლება, გ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ე) პასიური საარჩევნო უფლება, ვ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მსჯავრდებული ს----- შ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

პირობითი მსჯავრის პერიოდში ს----- შ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ADB-FUBINACA წონით 0,52 გრამი, რაც ინახება ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე