განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
080100119003108949
ინსტანცია
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003108949

საქმე №1/ბ-880-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– ნ-------ის ძე კ-–--ს მიმართ დაბადებული: 198- წლის 31 ა--------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-ს ქ. №10/30, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ჯ----– კ-–--ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 ივლისს ღამის საათებში, ქუთაისში, ზ. ჭ-------ის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ჯ----– კ-–--მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ----------ა ბ-------ის დედას - ნ--- ბ-------ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. ჯ----– კ-–--ს ქმედებების შედეგად ნ--- ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ჯ----– კ-–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

ჯ----– კ-–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ჯ----– კ-–--ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას. განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასაა ერთობლიობაში - საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებული ნ--- ბ-------ის ჩვენება, გამომძიებელ ი-–-- კ--------ის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბ------- გ--------ის, პ----- გ-------–---–ის, გ--- ხ------ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენება, შ--–-- ფ---------ის და თ----- შ-----–--ს ჩვენებები) გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ჯ----– კ-–--ს ბრალეულობას, გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიუხედავად იმის, რომ ჯ----– კ-–--ს მეუღლემ არ მისცა ჩვენება, დაზარალებულმა ზედმიწევნით აღწერა ძალადობის მომენტი და მეტიც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მას აღენიშნა დაზიანებები. ასევე, ბრალდების მხარე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ გააკეთა საინტერესო ჩანაწერი: „ოჯახური დანაშაული მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებებისა დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.“

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება-ანალიზით და გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით (დაზარალებულის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) უტყუარად დადგენილია, რომ ნ--- ბ-------ის მიმართ მოცემულ დღეს ჯ----– კ-–--მ განახორციელა ძალადობა.

 

გამართლებულ ჯ----– კ-–--ს კანონიერი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ---- ს-----ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა, რომლითაც ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკუორის მოთხოვნა და უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ--- ბ-------ის ჩვენების თანახმად, ჯ----– კ-–-- არის მისი შვილის მ----------ა ბ-------ის მეუღლე, ისინი არიან არაოფიციალურ ქორწინებაში და იგი მათთან ერთად ცხოვრობდა სახლში. რაც შეეხება კონფლიქტს 2019 წლის 8 ივლისს მის შვილთან, შვილიშვილებთან, ჯ----– კ-–--სთან და ჯ----– კ-–--ს მეგობართან ო-–--ი ქ-----–---–თან ერთად წავიდნენ პარკში ბავშვების სასეირნოდ, შემდეგ ყველამ ერთად იქეიფა მათ საცხოვრებელ სახლში. განმარტავს, რომ აღნიშნული ქეიფის შემდეგ ჯ----– კ-–-- და მისი მეგობარი ო-–--ი ჩავიდნენ ბინის ეზოში, მან შვილთან ერთად დაუწყო ჯ----–ის ძებნა, რა დროსაც ჯ----–ი უეცრად გამოჩნდა და დაიწყო ჩხუბი რას დამყვებითო. განმარტავს, რომ ჯ----–მა დაარტყა გაშლილი ხელი თვალის არეში რის გამოც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე, ჯ----–მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში მ----------ა ბ-------ესაც. ამ პერიოდში ო-–--ი ქ-----–---–ი ცდილობდა ჯ----– კ-–--ს გაშველებას, რადგან მას ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინა მათთვის. აღნიშნულ კონფლიქტს არ შესწრებია მცირეწლოვანი შვილიშვილები. განმარტავს, რომ ადასტურებს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ო-–--ი ქ-----–---–ის ჩვენების თანახმად, ჯ----– კ-–-- არის მისი მეგობარი. შემთხვევის დღეს 2019 წლის 9 ივლისს საღამოს საათებში გაიცნო ჯ----–ის მომავალი მეუღლე მ----------ა ბ-------ე და სიდედრი ნ--- ბ-------ე. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მათმა მეზობელმა მოიტანა ღვინო და დაიწყეს დალევა. ამ დროს სახლში იმყოფებოდა ჯ----– კ-–--, მ----------ა და ნ--- ბ-------ეები და მეზობელი სახელად თამუნა. განმარტავს, რომ როდესაც დალევას მორჩნენ ჩავიდა საცხოვრებელი ბინის ქვემოთ ჯ----– კ-–--სთან ერთად, რომელმაც უთხრა აქ დამელოდეო და სად წავიდა არ იცის. ამის შემდეგ, კი მივიდა მასთან ნ--- ბ-------ე და მ----------ა ბ-------ე და ჰკითხეს თუ სად იყო ჯ----–ი, როდესაც ჯ----–ი მოვიდა უსაყვედურა მათ ,,რას დამყვებით კუდშიო“ და ამის გამო წაკამათდნენ. ნ--- ბ-------ემ უთხრა ,,ამოგიღებ თვალებსო“. განმარტავს, რომ არ ეთანხმება მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორეს, რადგან მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ჯ----– კ-–--მ ნ--- ბ-------ეს ხელი. მართალია ოქმზე ხელი მოაწერა, თუმცა მისივე განმარტებით სინამდვილეში მას ოქმი არ წაუკითხავს, რადგან სათვალე არ ჰქონდა თან, აღნიშნული ჩვენება წაუკითხა გამომძიებელმა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე მ----------ა ბ-------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებლის მ-----– კ-----ის მომართვის საფუძველზე დანიშნულ იქნა ექსპერტიზა მოქალაქე ნ--- ბ-------ის მიმართ. შესამოწმებლის განმარტებით, 2019 წლის 9 ივლისს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი შვილის მეგობარმა ჯ----– კ-–--მ, ტუჩებში და მარჯვენა მხარის მიდამოში ხელის დარტყმით. ასევე, აღნიშნულმა პირმა ფრჩხილით გაკაწრა ხელის მტევანზე. ,,09.07.2019 წ. 08:49-09:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ--- ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ალესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგნილებაში მითითებულ თარიღს“. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ნაკაწრის ზომაა 0.4X0.1 სმ, ხოლო სხეულზე სხვა რაიმე სახის დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თ----- შ-----–--ს ჩვენების თანხმად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მხოლოდ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი ჯ----– კ-–--ს მიმართ, რადგან ჯ----– კ-–--მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ----------ა ბ-------ეს და მ----------ას დედას ნ--- ბ-------ეს. განმარტავს, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღის ვადით. ორდერის გამოცემის საფუძველი ასევე დაზარალებულის ჩვენება იყო, რომელიც ადასტურებდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ჯ----– კ-–--ს მხრიდან. განმარტავს, რომ ვიზუალურად დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.

 

მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ბ------- გ--------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 9 ივლისს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ექსპერტები, გამომძიებელი ი-–-- კ--------ე და დაზარალებული ნ--- ბ-------ე. ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოხდა მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ასევე, ნ--- ბ-------ე ჰყვებოდა თუ როგორ დაარტყა მას სახის არეში ხელი ჯ----– კ-–--მ. აღნიშნული მოქმედებების დასურათება ხდებოდა ექსპერტების მიერ. აღნიშნულ ოქმზე ხელის მოწერა მოხდა მასში მონაწილე პირების მიერ.

 

მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის მესამე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელის შ--–-- ფ---------ის ჩვენების თანახმად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა ჯ----– კ-–--ს დაკავება. დაკავების საფუძველი იყო ოჯახური ძალადობის ფაქტი, რაზედაც დაზარალებულ ნ--- ბ-------ის განმარტებით, ჯ----– კ-–--მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რის გამოც სახის არეში მას აღენიშნებოდა სიწითლე. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, დაკავების ოქმი შეადგინა ადგილზე და მას ხელი მოაწერა.

 

მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელის ი-–-- კ--------ის ჩვენების თანახმად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაზარალებულს განუმარტა უფლებები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულს გააცნო ბრალდების შინაარსი და გამოკითხა მოწმეები. განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე ნ--- ბ-------ემ თავად განაცხადა თანხმობა, რა დროსაც მიუთითა ადგილზე, სადაც მისივე განმარტებით მისი ქალიშვილის მეგობარმა ჯ----– კ-–--მ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, მიუთითა სახის იმ ნაწილზე, სადაც დაარტყა ხელი ჯ----– კ-–--მ.

 

მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის მესამე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის ი----- ჯ-----ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 9 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ზ------ ჭ-------ის N6-ში, სადაც მოქალაქე ნ--- ბ-------ემ განმარტა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი შვილის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ჯ----– კ-–--მ, სახეზე მას აღენიშნებოდა სიწითლეები. შემდეგ მათ მიუთითეს თუ სად იმყოფებოდა ჯ----– კ-–-- და აღნიშნულის შემდეგ მოხდა ჯ----– კ-–--ს დაკავება. დაკავების დროს ჯ----– კ-–--ს მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის პ----- გ-------–---–ის ჩვენების თანახმად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულმა ნ--- ბ-------ემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ჯ----– კ-–--მ მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, მიუთითა სახის იმ ნაწილზე სადაც დაარტყა მას ხელი ჯ----– კ-–--მ. ექსპერტების მიერ მოხდა აღნიშნული მოქმედებების დასურათება. განმარტავს, რომ ვიზუალურად ნ--- ბ-------ეს ხელზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

მოწმის სახით დაკითუხლ პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელის მ-----– კ-----ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 9 ივლისს პოლიციის მესამე განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის გამო გამოკითხა დაზარალებული ნ--- ბ-------ე, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი სახის არეში და რის გამოც დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ამის შემდეგ, გამოკითხა ჯ----– კ-–--. განმარტავს, რომ განყოფილებაში შემოსული შეტყობინების შინაარსის თანახმად ჯ----– კ-–--მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მისი მეუღლის დედას ნ--- ბ-------ეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ იმერეთის კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტის გ--- ხ------ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 9 ივლისს მათთან შეტყობინება შევიდა პოლიციის მესამე განყოფილებიდან, იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში ექსპერტებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ. მოწმის განმარტებით, შეტყობინების თანახმად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი ი-–-- კ--------ე, ორ პოლიციის თანამშრომელთან ერთად. დაზარალებულის მიერ მოხდა მითითება იმ ადგილის, სადაც მოხდა ფაქტი, რისი დასურათებაც მოხდა და დამაგრება შესაბამის ოქმზე.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ჯ----– კ-–--ს დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში გარადა დაზარალებულ ნ--- ბ-------ის ჩვენებისა არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ჯ----– კ-–--ს დამნაშავედ ცნობისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ნ--- ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, რაც უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ალესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ნ--- ბ-------ეს.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ჯ----– კ-–--ს მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ჯ----– კ-–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ჯ----– კ-–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულ ჯ----– კ-–--ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 2 (ორი) ცალი დისკი, (რომლებიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე