განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
210100118002756263
ინსტანცია
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210100118002756263

საქმე №1ბ/1330-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: გ--------------–---–--

ადვოკატის: დ------------–-–---–--

მსჯავრდებულის: ე-–------------------

თარჯიმნის: ა---------–----------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–------------------ და ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლევი, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------- რაიონი, სოფელი ლ-----–-------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით, ე-–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა - ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით, ე-–------------------ მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ე-–----------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ე-–----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ნოემბრიდან.

ე-–----------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ე-–-----------------, რომელსაც ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა პირობითი მსჯავრი 4(ოთხი) წლის ვადით.

2018 წლის 8 ნოემბერს, შუადღის საათებში, ს----------- რაიონის სოფელ ს-------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, მ--------------------- მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ--------------------- კუთვნილ სამ სულ ცხენს, რითაც მ-------------------- მიაყენა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.

დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ე-–------------------ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ - ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------–---–-- მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ე-–------------------ მიმართ უფრო მკაცრი ზომის სასჯელის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის - მტკიცებით, ე-–------------------ მიერ დანაშაულის აღიარება მოხდა ბრალდების მხარისა და პოლიციელების მხრიდან დაპირებით, რომ თუ ბრალს აღიარებდა, თავისუფლებაში დატოვებდნენ, რეალურად ცხენები მას არ მოუპარავს, სამი ცხენი თავისით მივიდა ფერმაში, რომელთაგან ერთი დაიკარგა, ორი კი მან შეინახა. სასამართლო პოლიციის თანამშრომლების და სხვა მოწმეთა ცრუ ჩვენებების შეფასებისას უნდა ყოფილიყო კრიტიკული. საეჭვო გარემოებას წარმოადგენს, რომ დაზარალებულმა მ--------------------- ცხენების მოპარვიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ დარეკა პოლიციაში, თუმცა მან შემთხვევის დღესვე იცოდა „ქურდის“ ვინაობა და მასთან პირადად სცადა საკითხის გარკვევა.

მოწმე ს---------------- ჩვენების გაზიარება კი არ უნდა მომხდარიყო იმ საფუძვლით, რომ იგი ეწინააღმდეგება მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას. გარდა აღნიშნულისა, პოლიციის თანამშრომლებისა და სხვა მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მოწოდებულ ინფორმაციას შორის არის არაერთი წინააღმდეგობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მისი უდანაშაულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ე-–------------------ მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ--------------------- განაცხადა, რომ მას აქვს ფერმა და ჰყავს საქონელი, რომელსაც ფერმასთან ახლოს აძოვებენ და შორს არ მიჰყავთ. ბრალდებული ე-–----------------- ერთხელ არის ნამყოფი მის ფერმაზე, როდესაც სურდა ნაკელის ყიდვა და ამ დროს იგი შეხვდა დაზარალებულსაც და მის შვილსაც. 2018 წლის 8 ნოემბერს იგი იყო სოფელში, რა დროსაც დაურეკა მისმა შვილმა და უთხრა, რომ დაინახა ე-–-----------------, რომელმაც წაიყვანა მისი ცხენები. ერთ ცხენზე თვითონ დამჯდარა ე-–----------ა დანაჩენები ისე წაუყვანია. მან მეორე დღეს, დილის 10 საათზე დაურეკა ე-–------- და ჰკითხა მან წაიყვანა თუ არა ცხენები, რაზეც ე-–-------- უპასუხა, რომ მას ჰყავდა ცხენები და აუცილებლად დაუბრუნებდა. ვინაიდან ე-–-------- ცხენები არ დააბრუნა, 2018 წლის 10 ნოემბერს დარეკა 112-ზე და შეატყობინა ქურდობის ფაქტი. მასთან ფერმაში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წაიყვანეს იგი და წავიდნენ ე-–-------- ფერმის მიმართულებით. მათ გზაში შეხვდათ ე-–----------------- სამ ცხენთან ერთად. თუ სად მიდიოდა ეს უკანასკნელი, მისთვის უცნობია. ამ ცხენებიდან ორი თეთრი ფერის ცხენი მისი იყო. ე-–------------------ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას მიადგა დაახლოებით 3000 ლარის ქონებრივი ზიანი, რაც ანაზღაურებული აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---------------- განაცხადა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ა-----–- ფერმაზე. მათ ამჟამად ჰყავთ ძროხები და ასევე სამი ცალი ცხენი - მუქი შინდისფერი, შავი და წითელი. 2018 წლის ნოემბერში მას სხვა სამი ცხენი ჰყავდა, ორი თეთრი და მესამე შავი. 8 ნოემბერს მამამისი სოფელში იყო წასული, მას კი საქონელი ჰყავდა წაყვანილი მინდორში. ცხენებიდან ორი ფერმის გარეთ იყო დაბმული, ხოლო ერთი გაშვებული. ამ დროს მათთან წითელი ფერის ცხენით მივიდა ე-–----------------- და მათი სამივე ცხენი წაიყვანა. ს---------------- განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა 100 მეტრში და ყველაფერი კარგად დაინახა, დაუყვირა - „სად მიგყავთ ჩემი ცხენები, დატოვეთო“, თუმცა ე-–-------- ყურადღება არ მიაქცია, მან ცხენები წინ გაირეკა, შავი ცხენი კი თოკით წაიყვანა. ამის შემდგომ მოწმემ დაურეკა მამას - მ--------------------. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ტელეფონით ესაუბრა ე-–------- და უთხრა დაებრუნებინა ცხენები, ე-–------- შეპირდა, მაგრამ არ დაუბრუნებია. ს---------------- განმარტებით იგი იცნობდა ე-–-----------------, რომელიც ამ ფაქტამდე 5 დღით ადრე მათთან იყო მისული ფერმაზე ნაკელის წასაღებად. მან საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო ე-–-----------------. ქურდობიდან დაახლოებით 10-15 დღის შემდეგ თეთრი ცხენები მიიყვანეს მათ ფერმაში, თუმცა ვინ მიიყვანა, არ იცის. შავი ცხენი კი მოგვიანებით ე-–------------------ მამამ მიიყვანა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ------------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს შესული შეტყობინების საფუძველზე გ-------------–---–---- ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე - მ--------------------- ფერმაზე, ხოლო იქედან წავიდნენ ე-–------------------ ფერმაზე, რომელზეც მიუთითათ მ---------------------. გზად მ--------------------- დაინახა ე-–-----------------, იცნო როგორც ბრალდებული, ასევე მისი ცხენები, რომლებიც სხვა მიმართულებით მიჰყავდა ე-–-----------------. მათ მიერ მოხდა ცხენების ამოღება და მ---------------------თვის ჩაბარება. მოწმემ განმარტა, რომ საიდან მოდიოდა ე-–----------------- და საით მიდიოდა, არ იცის, თუმცა ცხენები მას მათი საპირისპირო მიმართულებით მიჰყავდა. ამ დროს დაზარალებულის შვილი იქ არ ყოფილა. ცხენები, როგორც ახსოვს, თეთრი ფერის იყვნენ.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-------------–---–-- და მანაც მეწყვილის იდენტურად განაცხადა, რომ ე-–----------------- მათ შენიშნეს ზურგის მხრიდან, სხვა მიმართულებით მიმავალი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამომძიებლებმა ს---–----------------–--------------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ--------------–-–---–-- განაცხადა, რომ ბრალდებული ე-–----------------- მწყემსად მუშაობდა მის ფერმაში, რომელიც მდებარეობს საგარეჯოდან 15 კილომეტრის მოშორებით უდაბნოს მიმართულებით. ე-–------- ასევე ჰყავდა თავისი საქონელი და ერთი წითელი ფერის ცხენი. იგი ხან ცხენით მოძრაობდა, ხან ფეხით, საქონელს ყოველდღე ნასიმინდვრებში მწყემსავდა. მოწმე ე-–----------------- ახასიათებს როგორც წესიერ, კარგ პიროვნებას; განმარტავს, რომ იგი გულმოდგინედ მუშაობდა და მადლობელია მისი. ე-–------------------ დაკავების შესახებ მან გაიგო პოლიციის თანამშრომლებისგან და ძალიან გაუკვირდა. როგორც იცის, ე-–----------აკავების მომენტში საქონელთან ერთად იყო, მისი ფერმიდან 1 კილომეტრის მოშორებით. ამ დროს იგი ფერმაში არ ყოფილა და არ იცის, როგორ მოხდა ბრალდებულის დაკავება.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------------- განაცხადა, რომ ე-–----------------- არის მისი შვილი. 2018 წლის 5 თუ 6 ნოემბერს ე-–------- მისული იყო მასთან სახლში და უთხრა, რომ ფერმაში იყო ორი ცხენი და ერთი კვიცი, რომლებიც მას აწუხებდნენ. შემდგომ ე-–-------- დარეკა პოლიციაში და შეატყობინა ამის შესახებ, ასევე ცხენებს სურათი გადაუღო და გადაუგზავნა პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, რომ დაება ცხენები. ამ საუბარს ესწრებოდა მისი მეუღლე და მეორე შვილი ე-–-----------------–. დაკავების შემდეგ, სასამართლოში, დარბაზიდან გამოსვლისას ე-–------------------ უთხრა, რომ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, ეუბნებოდნენ, რომ თუ აღიარებდა, მისთვისვე იქნებოდა კარგი. დ-------------------- დაადასტურა, რომ ერთი შავი ფერის კვიცი მისული იყო ა------------------ ფერმაში, მან დააბა კვიცი და კითხულობდა პატრონს, ასევე შეატყობინა პოლიციას ამის შესახებ. შემდგომ როცა გაიგეს ეს ფაქტი, მეპატრონე - მ---------- წაიყვანეს და მისცეს თავისი კვიცი. ე-–------------------ ტელეფონი, სადაც სურათები იყო გადაღებული და რომლითაც მან დაურეკა პოლიციის თანამშრომელს, გამომძიებლებს ჰქონდათ, 2 თვის შემდეგ დაუბრუნეს და მასში სურათები წაშლილი იყო.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------–----- დაადასტურა, რომ მან და ე-–------------------ მამამ - დ----------- მეპატრონეს - მ---------- აჩვენეს ა------------- ფერმაში მყოფი შავი ფერის ცხენი - პატარა კვიცი, რომელიც მ----------- ამოიცნო. ამის შემდეგ მათ ცხენი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს მ----------ს ფერმაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ე-–------------------ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს იყო ფერმაში, სადაც თავისით მივიდა 3 ცხენი. იმ დღეს თვითონ წავიდა სოფელ თ---–---–- და მეორე დღეს ფერმაში დაბრუნებულს მხოლოდ ორი თეთრი ფერის ცხენი დახვდა, ხოლო შავი ცხენი აღარ იყო იქ. მას ყველასთვის ჰქონდა ნათქვამი, რომ ფერმაზე მივიდნენ ცხენები. მოგვიანებით დაურეკა მ--------------------- და ჰკითხა, თუ რამდენი ცხენი იყო. ე-–-------- აუხსნა, რომ თავიდან სამი ცხენი მივიდა, მაგრამ მეორე დღეს ორი ცხენი იყო მხოლოდ მის ფერმაზე. მ----------- უთხრა, რომ მისთვის ცხენები შეენახა. მან ასევე დაურეკა პოლიციის თანამშრომელს - შ--–--- და უთხრა ცხენების თაობაზე. ამ უკანასკნელის თხოვნით სურათებიც გადაუღო ცხენებს და გადაუგზავნა. გარდა ამისა, იგი დაუკავშირდა ვინმე რ------ ს----------- განყოფილებაში და უთხრა, რომ პრობლემები არ უნდოდა შექმნოდა ამის გამო, რადგან პირობითი სასჯელი ჰქონდა. დაკავების შემდეგ პოლიციელებმა უთხრეს, რომ ეღიარებინა დანაშაული და მალე გაუშვებდნენ, რადგან არჩევნების პერიოდი იყო. სწორედ ამიტომ აღიარა ის, რაც რეალურად მას არ ჩაუდენია. აქამდე დუმდა, რადგან პროკურორმა უთხრა, რომ ჩვენება არ შეეცვალა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მისივე განმარტებით, იგი მ-------------------- და მის შვილს არ იცნობს და არც მათ ფერმაზე არ არის ნამყოფი. სადაც თვითონ მუშაობდა, იქიდან მ----------ს ფერმა 5-7 კილომეტრით არის დაშორებული.

2018 წლის 10 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ს----------- რაიონის სოფელ კ-------------- მინდორში ე-–------------------გან ამოღებული იქნა ორი სული ულაყი ცხენი, აღნიშნული ცხენები ხელწერილით ჩაბარდა მეპატრონეს მ--------------------.

2018 წლის 10 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------- რაიონული სამმართველოს შენობაში, ამოცნობაში მონაწილებას იღებდა ს---------------- რომლის წინაშე წარდგენილი იქნა სამი პიროვნება ე-–-----------------, გ--–--------------------------–---–---- ს---------------- მიერ ამოცნობილ იქნა ე-–-----------------, რომელმაც მისი განმარტებით მოიპარა მ----------ს ცხენები.

2018 წლის 11 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ს----------- რაიონის სოფელ ს-------–-–- მდებარე მ--------------------- ფერმის მიმდებარედ არსებული საძოვარი, რომელსაც ესაზღვრება მინდორი, საძოვარზე არის პატარა ხეობა, დაზარალებულ მ--------------------- მითითებით სწორედ ამ ადგილიდან მოიპარა ე-–------------------ მისი ცხენები. შემთხევის ადგილზე რაიმე ნივთი ან კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

2018 წლის 11 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ს----------- ტერიტორია, ე.წ. „----–----------- არსებული მელიორაციის ტერიტორია, აღნიშნული ტერიტორია შემოსაზღვრულია მავთულით და ესაზღვრება ს--------------------- დამაკავშირებელი გზა, ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ძველი შენობა, შემთხვევის ადგილს დასავლეთით ესაზღვრება მინდორი, შემთხვევის ადგილიდან რაიმე ნივთი ან კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ე-–------------------ მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ე-–------------------ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველი მოწმის ს---------------- ჩვენებას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ს---------------- მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. არც ერთ შემთხვევაში არ დგინდება, რომ მან გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა არსებითი ხასიათის უართიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. მხოლოდ ის გარემოება, რომ მასსა და დამნაშავეს შორის შემთხვევის ადგილზე არსებულ მანძილთან დაკავშირებით მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიუთითა დაახლოებით 200 მეტრი, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ე-–----------------- დაინახა 100 მეტრის მოშორებით მყოფმა, ვერ გახდება მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძელი. მან დაადასტურა, რომ კარგად შეძლო ე-–------------------ დანახვა, რომელმაც მოიპარა მათი კუთვნილი სამი სული ცხენი და ისე დატოვა ფერმის ტერიტორია, რომ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ასევე, ს---------------- განაცხადა, რომ არ გასჭირვებია ე-–------------------ ამოცნობა, ვინაიდან ეს უკანასკნელი მათ ფერმაში შემთხვევამდე დაახლოებით 5 დღით ადრე იყო მისული ნაკელის შესაძენად. აღნიშნულ ნაწილში მოწმის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მისი მამის - მ--------------------- ჩვენებასთან, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის ნოემბრის 3 რიცხვში მათთან ფერმაში ნაკელის შეძენის მიზნით მისული იყო ე-–-----------------.

მ--------------------- და ს---------------- იდენტურად განმარტეს იმ გარემოების შესახებაც, რომ შემთხვევის შემდეგ, პოლიციაში დარეკვამდე, მ---------- ესაუბრა ე-–-----------------, რომელიც დაპირდა ცხენების დაბრუნებას, თუმცა არ დაუბრუნებია. ვინაიდან დაზარალებულმა დაუყოვნებლივ არ მიმართა პოლიციას და ჯერ ე-–-------------------- სცადა პრობლემის მოგვარება, არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიერ მ--------------------- კუთვნილი ცხენების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს მ--------------------- გულწრფელობას და მისი ჩვენების სანდოობას, ვინაიდან დასტურდება, რომ მას არანირი ინტერესი არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენაში პოლიციის წინაშე ემხილა ე-–----------------- და სამართალდამცავებს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ვერ შეძლო კუთვნილი ქონების დაბრუნება.

ე-–------------------ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებით და მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, ის გარემოებები, რომ ს---------------- ამოიცნო ე-–-----------------, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი, დაზარალებულის კუთვნილი ორი თეთრი ფერის ცხენი ამოღებული იქნა ე-–------------------გან, ხოლო მესამე შავი ფერის ცხენის ადგილსამყოფელი იცოდა მსჯავრდებულის მამამ და სწორედ ამ უკანასკნელმა დაუბრუნა ის შვილის დაკავების შემდეგ მ--------------------, ქმნიან ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს მ--------------------- კუთვნილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიიდან მის სამ სულ ცხენს დაეუფლა ე-–-----------------.

სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების შეფასებაში და განმარტავს, რომ მათ სასამართლოს მიაწოდეს დამაჯერებელი და სარწმუნო ინფორმაცია. დეტალურად განმარტეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და დაადასტურეს შესაბამისი ოქმების სისწორე. ინსპექტორ-გამომძიებლებმა ლ------------------- და გ-------------–---–-- დაადასტურეს, რომ როდესაც მ----------------------- ერთად მიდიოდნენ ე-–------------------ ფერმის მიმართულებით, მათ ე-–------- გზაში შეხვდათ, მათგან ზურგით, სხვა მიმართულებით მიმავალი. ამ ნაწილში პოლიციის თანამშრომელთა და დაზარალებულის ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო, ვინაიდან მ--------------------- პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში მიცემული ინფორმაციიდან გამომდინარე გაურკვეველი დარჩა, თუ რა იგულისხმებოდა მის მითითებაში, რომ ე-–----------------- მიდიოდა საპირისპირო მხარეს. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა და დაადასტურებდა მათი მხრიდან რაიმე ინტერესის არსებობას მსჯავრდებულის მიმართ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულის კუთვნილი ცხენები თავისით მივიდნენ მის ფერმაზე, აპირებდა ცხენების დაბრუნებას და ასევე ამ ფაქტის შესახებ უთხრა არაერთ პირს, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებსაც, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან იგი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო სასამართლოს წინაშე წარმოედგინა ის მოწმეები და სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც მის პოზიციას დაადასტურებდნენ. სასამართლო, რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთს არ აკისრებს დაცვის მხარეს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით და ნივთიერი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ე-–------------------ მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, დაცვის მხარე კი ავითარებს საწინააღმდეგო ვერსიას, მიზანშეწონილია სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე დაასაბუთოს იგი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულის აპელირებაზე იმ გარემოებასთან დაკავშირებითაც, რომ იგი ნამდვილად აპირებდა მ---------------------ათვის დაებრუნებინა მასთან მისული ცხენები, სხვა შემთხვევაში მათ თავის ფერმაში არ გააჩერებდა მას შემდეგ, რაც მ----------- დაურეკა და მოიკითხა ცხენების ამბავი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება მიეკუთვნება მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს, რომელიც დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და მიეცა თავისი შეხედულებისამებრ მისი განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება ,თუ რა სახით განკარგავს ან საერთოდ მოახდენს თუ არა იგი დაუფლებული ქონების განკარგვას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ე-–------------------ მიერ დაზარალებულის კუთვნილი ფერმიდან ცხენების ფარულად დაუფლების ფაქტს, რომლის დაკავებაც მოხდა ქმედების ჩადენიდან მესამე დღეს და ამ პერიოდის განმავლობაში მას დაზარალებულისათვის არ ჰყავდა დაბრუნებული კუთვნილი ცხენები. აღნიშნული კი მიუთითებს მისი მხრიდან სხვისი ნივთის დაუფლებაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს.

ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ე-–------------------ ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე-–------------------ ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ე-–----------------- დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, მისთვის განსაზღვრული სასჯელი არის ლმობიერი და დაუსაბუთებელი; არ გამომდინარეობს მსჯავრდებულის პიროვნებიდან; სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ ე-–----------------- ნასამართლევი იყო ქურდობის ჩადენისათვის და განსახილველი ქმედების განხორციელების დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში და ე-–----------------- განუსაზღვრა მისი პიროვნების, ინდივიდუალური მახასიათებლების, წარსულის, ასევე ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის პროპორციული სასჯელი. მსჯავრდებულის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას - დამნაშავის რესოციალიზაციას, სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

ამდენად, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. ე-–------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით, ე-–------------------- მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–----------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. მსჯავრდებულ ე-–------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ნოემბრიდან.

7. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ე-–------------------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

8. ნივთიერი მტკიცებულებები: ორი სული ცხენი შესანახად ჩაბარებული დაზარალებულ მ---------------------თვის - დარჩეს მის მფლობელობაში;

9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი