განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1--100119003279534
საქმე №1ბ/59-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ-------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 21 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ადიგენის რაიონის ს------–--------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ნ-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ-------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული მოტივით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ნ--------------–--ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და შეასრულოს მისი სურვილები, თავისი შეხედულებით არ უნდა იმოქმედოს, ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს მშობლებთან, დედმამიშვილებთან და ნათესავებთან, უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ სახლში, 2014 წლიდან 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ს------–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცემდა მეუღლეს მ--–----------–--ეს, კერძოდ, თმიდან ითრევდა მას და ხელებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც მ--–----------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ-------------–--ისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში სწორად არის შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ნამდვილად იძლეოდნენ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს, რათა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი ნ-------------–--ის მიმართ, თუმცა აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რომელიც არ იქნება შემაკავებელი ხასიათის. აპელანტმა განმარტა, რომ ნ-------------–--ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გასათვალისწინებელია სახელმწიფოს მიდგომა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე, რაზედაც სახელმწიფომ დაისახა პრიორიტეტულად ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა. აპელანტის აზრით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ნ-------------–--ემ მომავალშიც შეიძლება ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაული. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ-------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, სამართლიანობის აღდგენის მიზნები, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ამასთან, აღნიშნული სასჯელის სიმსუბუქე მსჯავრდებულისათვის ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი იმისათვის, რომ მან კვლავ არ ჩაიდინოს სხვა განზრახი დანაშაული.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ნ-------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც----------–--------მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ნ-------------–--ის აღიარებით, დაზარალებულ მ--–----------–--ის, მოწმეების - ზ--------------------–--ის, ფ--------------------–--ის, ბ-–----------------–--ის, ნ-----------–--ის, ნ-------------ის, ნ-----–-------–--ის და მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ნ-------------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.
პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ნ-------------–--ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ ემყარება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძველს, საჩივარში მითითებული არ არის, თუ რის გამო უნდა მოხდეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ნ-------------–--ემ ჩაიდინა ძალადობრივი განზრახი დანაშაული, არ შეიძლება გახდეს მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გახდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და შემდგომში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სასჯელის მიზნებზე საუბრისას, აპელანტი არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება ვერ იქნეს მიღწეული სასჯელის მიზნები, მაშინ, როდესაც ნ-------------–--ეს შეფარდებული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული მუხლის სანქცია ალტერნატივის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობასაც. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
რაც შეეხება აპელანტის აქცენტირებას ნ-------------–--ის მიერ დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენაზე, რაც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, პალატა განმარტავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, ის ფაქტი, რომ ნ-------------–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, ასევე მხედველობაში მიიღო ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა და სწორედ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის გათვალისწინებით, ნ-------------–--ეს სასჯელი დაუნიშნა იმ სახით და ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ნ-------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ნ-------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ნ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ნ-------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ნ-------------–--ის (პ/ნ0----------), მ-----------–--ის (პ/ნ0----------), ნ-----–-------–--ის (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს--------------1-- (განჩინების №1------19).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე