განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2020
საქმის ნომერი
330100117002022951
ინსტანცია
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002022951

საქმე №1ბ/1589-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების - თ------------------–---–-ს, ლ-----–----–---–--ის

ადვოკატ - ლ-–--------ის

მსჯავრდებულ - რ-----------–---ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ-----------–---ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ-----------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 მარტს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ც---------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენით რ-----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

რ-----------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 14 ივნისს, დილის დაახლოებით 06:30 საათზე, მ----------------–---–--------–--ე ასუფთავებდა ქ. თბილისში, კ--------ისა და ჭ-----------–ის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიას, რა დროსაც ქუჩაში დაყრილი ნარჩენების გამო შელაპარაკება მოუხდა რ-----------–---თან, რომელმაც მ----------------–---–-------–--ეს სახეში გაარტყა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ-----------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ-–--------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ-----------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, დაზარალებულ მ----------–----------------–---–ის ჩვენება არის დეტალებში ურთიერთგამომრიცხავი. იგი ჩვენების დროს აღწერდა, რომ რ-----------–---ი მას იჭერდა მარჯვენა ხელით და გაშლილი ხელი გაარტყა მარცხენა ლოყის მიდამოში, ანუ, ბრალდებულს მისთვის დარტყმა უნდა მიეყენებინა ასევე მარჯვენა ხელით, რაც შეუძლებელია. აპელანტის მითითებით, იგივეს უთითებს მოწმე ჰ------------------ი, თითქოს რ-----------–---ს მ----------–----------------–---–ი ეჭირა მარჯვენა ხელით და გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის მიდამოში. დაცვის მხარის შეკითხვაზე კი მოწმემ თავი აარიდა პასუხის გაცემას შეკითხვაზე, თუ რომელი ხელით მიაყენა რ-----------–---მა დაზარალებულს დარტყმა და განმარტა, რომ მას არ ახსოვდა ზუსტად. დაზარალებულის მეუღლესთან მიმართებით, აპელანტმა აღნიშნა, რომ ის არის ირიბი მოწმე, რომელიც ადასტურებს მხოლოდ მ----------–----------------–---–ის მიერ ნაამბობს ფაქტის შესახებ. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარემ მოხსნა მოწმეების - ა-------------–---ის და მ-------------ის დაკითხვები იმ მოტივით, რომ ისინი იყვნენ რ-----------–---ის ოჯახის წევრები და შესაძლებელია ყოფილიყვნენ მიკერძოებულები. აპელანტის აზრით, ასევე მიკერძოებული შეიძლება ყოფილიყო დაზარალებულის მეუღლეც. აპელანტმა მიიჩნია, რომ მოწმეების - ა-------------–---ის და მ-------------ის დაკითხვის მოხსნით, ბრალდების მხარემ ხელოვნურად წაართვა უფლება სასამართლოში დაკითხულიყვნენ მოწმეები, რომლებიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ რ-----------–---ის უდანაშაულობაზე. ის არგუმენტი, რომ აღნიშნული მოწმეები რ-----------–---ის ოჯახის წევრები არიან და სასამართლოს ცრუ ჩვენებას მისცემდნენ, აზრს მოკლებულია, ვინაიდან ისინი სასამართლოს მიერ გაფრთხილებული იქნებოდნენ ცრუ ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად, პასუხს აგებდნენ კანონის წინაშე.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებას წარმოადგენს ამოცნობის ოქმი, ვინაიდან რ-----------–---ი არ უარყოფს ინციდენტის ფაქტს იმის თაობაზე, რომ მასსა და მაკა კებულაძე-გამეზარდაშვილს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რომლის პროვოცირებაც მოახდინა თავად დაზარალებულმა. დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი სრულიად ენდობიან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ აღმოაჩნდა. ეზოში დაყრილი ნაგვის გამო წამოწყებული დავა რ-----------–---სა და მ----------–----------------–---–ს შორის დასრულდა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო დაზარალებულმა სამართლადამცავ ორგანოებს მისცე ცრუ ჩვენება საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, რადგან ის იყო დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი და შესაძლოა, გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ-----------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–--------ემ მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივარს, ხოლო, სახელმწიფო ბრალმდებელმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ-----------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ რ-----------–---ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ რ-----------–---მა ნამდვილად ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მისცა საშუალება დაცვის მხარეს დაეკითხა მოწმეები - ა-------------–---ი და მ-------------ი, რომლებიც, აპელანტის აზრით, ადასტურებდნენ რ-----------–---ის უდანაშაულობას. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დასახელებული მოწმეები დასაკითხ პირდა ნუსხაში შეყვანილი ჰყავდა მხოლოდ ბრალდების მხარეს. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის კომპეტენციას წარმოადგენდა მათ დაკითხვაზე უარის თქმა. ბრალდების მხარის ასეთი ქმედება კი არ წარმოადგენს მათი დაკითხვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან ისინი არ მიუთითებია დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა შორის. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრება, რომ მათ ხელი შეეშალათ რ-----------–---ის გამამართლებელი მტკიცებულებების წარდგენაში, მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას.

აპელანტი მიუთითებს, რომ რ-----------–---სა და მ----------–----------------–---–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა თვითონ დაზარალებულმა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ არის თანხვედრაში აპელანტის მოსაზრებასთან, კერძოდ:

დაზარალებულ მ----------------–---–--------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს დასუფთავების სამსახურში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დამლაგებლად. 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 06:00-06:30 საათამდე პერიოდში, თანამშრომელთან, ი---------------თან ერთად იმყოფებოდა ჭ-----------–ისა და კ--------ის ქუჩების კვეთაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, იმავე დღეს, მან ხმამაღლა გამოთქვა პრეტენზია ერთ-ერთი სახლის წინ დაყრილ ნაგავთან დაკავშირებით, რამაც მასსა და რ-----------–---ს შორის წარმოშვა კონფლიქტი. რ-----------–---მა მ----------------–---–-------–--ეს ხელი მოჰკიდა მკლავში და მეორე ხელი გაარტყა სახეში. მომხდარი ფაქტის შემსწრე ი---------------მა რ-----------–---ს მისთვის მეორედ დარტყმის საშუალება არ მისცა და ხელი დაუკავა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მას შეეშინდა, არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან. ვინაიდან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება კონფლიქტის დროს რ-----------–---ის მხრიდან რაიმე სახის მუქარა, სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რაც შესაძლოა აღექვა დაზარალებულს საფრთხედ. ამასთან, დაზარალებულმა განმარტა, რომ მათ ევალებათ ქარის მიერ მოტანილი ნაგავის და ხეებიდან ჩამოყრილი ფოთლების დასუფთავება და არა ოჯახიდან გამოტანილი და დაყრილი ნარჩენების აღება.

 

თვითმხილველი მოწმის ი----------------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს დასუფთავების სამსახურში და არის მ----------------–---–ის თანამშრომელი. შემთხვევის დღეს შემოესმა მ---- ხმამაღალი საუბარი. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან დაყრილ ნაგავთან დაკავშირებით მაკა ამბობდა, რომ ყოველ დილით როგორ შიძლება ერთი და იგივე განმეორდეს, როდესაც ნაგვის ურნა ორ მეტრში დგას, წაიღეთ და იქ ჩაყარეთ ნაგავიო. მ---- ნათქვამზე სახლიდან დედის გინებით გამოვიდა მათთვის უცნობი კაცი, როგორც შემდეგ გაირკვა რ-----------–---ი და წავიდა მ---- მიმართულებით. როცა ამ კაცმა დაზარალებულს ხელი დაარტყა სახეში და მეორედაც დააპირა დარტყმა, მან ხელი დაუჭირა რ-----------–---ს და უთხრა, რას აკეთებს ფეხმძიმედ არისო. ის კაცი გაეცალათ, მერე მიბრუნდა და უთხრა, ხომ ხედავ არ დამირტყამსო, რაზეც უპასუხა, რომ დაინახა, როგორ დაარტყა, რაზეც მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაზარალებული და მოწმე არ არიან გულწრფელნი, რაც იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ ვერ ამბობენ, რომელი ხელით გაარტყა დაზარალებულს რ-----------–---მა.

დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან დაზარალებულმა განმარტა, რომ რ-----------–---ს მარცხენა ხელით ეჭირა, ხოლო მარჯვენა ხელი გაარტყა მარცხენა ლოყაში. იგივე დაადასტურა მოწმემ, კერძოდ, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვაზე ი---------------მა განმარტა, რომ მარცხენა ლოყაზე შემოარტყა, ოღონდ რომელი ხელით არ იცის.

პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისა და ფაქტის თვითმხილველი მოწმის ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია. ისინი გამყარებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით და ერთიანობაში ქმნიან მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისია რ-----------–---ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2017 წლის 20 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად: მ----------------–---–მა-კეპულაძემ განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 06:30 საათზე, ჭ-----------–ის და კ--------ის ქუჩების კვეთასთან იქვე მცხოვრებმა, დაახლოებით 55 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც იყო მელოტი, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მანვე განმარტა, რომ შეუძლია პიროვნების ამოცნობა. ამოცნობის დაწყებამდე, რ-----------–---ს მიეცა წინადადება დაეკავებინა ამოცნობაში მონაწილე პირებს შორის მისთვის სასურველი ადგილი, რის შემდეგ იგი დადგა მარჯვნიდან მესამე ანუ მარცხნიდან პირველ ადგილზე. ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი პირიდან სიმაღლით, შემელოტებული თმით, მრგვალი პირი-სახით, ჭაღარა შერეული თმით, სახის, მოყვანილობით ამოიცნო, რიგით მარჯვნიდან მესამე ანუ მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი მამაკაცი რეზო გერლიანი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 ივნისის პირის ამოცნობის ოქმით ჰერიკნაზ უსუბიანმა განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 06:30 საათზე, ჭ-----------–ის და კ--------ის ქუჩების კვეთასთან მის გვერდით მომუშავე მ----------------–---–ს იქვე მცხოვრებმა, დაახლოებით 55 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც იყო მელოტი, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამოცნობის დაწყებამდე, პირს, რ-----------–---ს მიეცა წინადადება დაეკავებინა ამოცნობაში მონაწილე პირებს შორის მისთვის სასურველი ადგილი, რის შემდეგ იგი დადგა მარჯვნიდან მეორე ანუ მარცხნიდან მეორე ადგილზე. ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი პირიდან შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, შემელოტებული თმით, სახის ფორმით, მრგვალი პირი-სახით ამოიცნო, რიგით მარჯვნიდან მეორე ანუ მარცხნიდან მეორე ადგილზე მდგომი რ-----------–---ი.

 

აპელანტი აქცენტს აკეთებს საქმეში წარმოდგენილ აღნიშნულ ამოცნობის ოქმებზე და მიუთითებს, რომ ისინი არის ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულება, რომლის საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან, თავად რ-----------–---ი სისხლის სამართლის საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აღიარებდა ინციდენტის ფაქტს. პალატა არ იზიარებს მსგავს მოსაზრებას და მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პიროვნული ამოცნობა ტარდება მაშინ, როდესაც გამოძიებისათვის უცნობია პირის ვინაობა (სახელი და გვარი) და პროცესის მონაწილეს შეუძლია ამ პირის იდენტიფიცირება ამოცნობის გზით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ რ-----------–---ი აღიარებდა მ----------–----------------–---–თან შელაპარაკების ფაქტს, არ გამორიცხავს ამოცნობის ჩატარების აუცილებლობას, მით უფრო, რომ დაზარალებული და თვითმხილველი მოწმე ადრე არ იცნობდნენ რ-----------–---ს და პირდაპირ მისი სახელის და გვარის დასახელება არ შეეძლოთ.

 

დაცვის მხარე ასევე მიუთითებს საქმეზე დაკითხულ ირიბ მოწმე კ-----–--------–--ეზე, რომელიც არის დაზარალებულის მეუღლე და რომელმაც სასამართლოს მიაწოდა მეუღლის მიერ ნაამბობი ინფორმაცია 2017 წლის 14 ივნისს მომხდარი ინციდენტის თაობაზე და განმარტა, რომ 14 ივნისს მაკა შინ დაბრუნდა აღელვებული და უამბო, რომ დილის საათებში კონფლიქტი მოუვიდა ჭ-----------–ისა და კ--------ის ქუჩების კვეთაზე მაცხოვრებ მამაკაცთან, რომელმაც ხელი გაარტყა სახის არეში. როგორც მისთვის არის ცნობილი, ინციდენტის დროს მ-------- ერთად იმყოფებოდა თანამშრომელი ერიკნაზ უსუბიანი. სასამართლოს მიერ ასევე დაკითხულ იქნა მოწმე ლ-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ არის გინეკოლოგი დიაგნოსტიკის ცენტრ ,,მკურნალი 2002’’-ში და მ----------------–---–ი ფეხმძიმობის პერიოდში იყო მისი პაციენტი. 2017 წლის ზაფხულში, შემოწმების მიზნით მაკა მივიდა მასთან, უთხრა, რომ უცნობმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აინტერესებდა ხომ არ შეექმნა ნაყოფს საფრთხე, რაც ჩატარებული ექოსკოპიით გამოირიცხა.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია მოწმეების - კ-----–--------–--ისა და ლ-------------–---–ის ჩვენებები თავისი შინაარსით ირიბი ხასიათისაა, თუმცა საქმეზე წარმოდგენილ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ისინი ქმნიან ერთიან სურათს და ამყარებენ რ-----------–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ადასტურებენ რა, რომ რ-----------–---სა და მ----------------–---–--------–--ეს შორის მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას არ ჰქონია ადგილი.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ-----------–---ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, იმავდროულად სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე რ-----------–---ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ-----------–---მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი რ-----------–---ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ რ-----------–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ-----------–---ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ-----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ რ-----------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე