განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002365182
საქმე №2ბ/8110-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი
აპელანტი - ნ--–- დ-------ა
წარმომადგენ--–- - ჟ--- ჩ-------ი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ---- მ----–-–---–ი, ფ----- მ----–-–---–ი
წარმომადგენ--–- - მ--- ყ-------–--ლი
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელესა და მოპასუხე ფ----- მ----–-–---–ს შორის 2015 წლის თებერვალში და 2016 წლის 11 იანვარს თვიური 5%-ის დარიცხვის პირობით დაიდო სესხის ორი ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, რომლის შედეგად მოპასუხემ მოსარჩელისგან სესხის სახით მიიღო პირველ შემთხვევაში - 3000 ლარი, მეორე შემთხვევაში - 4000 ლარი და 1000 აშშ დოლარი. ორივე ხელშეკრულების მსესხებელს წარმოადგენდა ფ----- მ----–-–---–ი.
2. მხარეთა (ნ.დ-------ა/ფ.მ----–-–---–ი) შორის 2015 წლის თებერვლის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე ფ----- მ----–-–---–მა, მოსარჩელეს გადაუხადა სარგებელი 1500 ლარი, რაც მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. ასევე, 2016 წლის ოქტომბერში მოპასუხე ფ----- მ----–-–---–მა მოსარჩელეს გადაუხადა ძირი თანხის ნაწილი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი გადაუხადა 2017 წლის დეკემბერში. ჯამში, მოსარჩელის მიერ, 2015 წლის თებერვლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა სრულად გადახდილია.
3. მხარეთა შორის 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე ფ----- მ----–-–---–მა, მოსარჩელეს გადაუხადა სარგებლის სახით 670 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ--–- დ-------მა გ---- მ----–-–---–ის და ფ----- მ----–-–---–ის მიმართ და მოითხოვა: გ---- მ----–-–---–ს და ფ----- მ----–-–---–ს, ნ--–- დ-------ას სასარგებლოდ მხარეთა შორის 2015 წლის თებერვალში დადებული სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის 1350 ლარისა და 1400 ლარის გადახდა; გ---- მ----–-–---–ს და ფ----- მ----–-–---–ს, ნ--–- დ-------ას სასარგებლოდ მხარეთა შორის 2015 წლის 11 იანვარს დადებული სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროთ ძირი თანხის 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის გადახდა; გ---- მ----–-–---–ს და ფ----- მ----–-–---–ს, ნ--–- დ-------ას სასარგებლოდ მხარეთა შორის 2015 წლის 11 იანვარს დადებული სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის 4800 ლარისა და 1200 აშშ დოლარის გადახდა; გ---- მ----–-–---–ს და ფ----- მ----–-–---–ს, ნ--–- დ-------ას სასარგებლოდ დაეკისროთ 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდით 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებელი თვეში 200 ლარისა და 50 აშშ დოლარის ოდენობით.
4.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის თებერვალში, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ---- მ----–-–---–ს და ფ----- მ----–-–---–ს, სესხის სახით გადასცა 3000 ლარი, თვიური საპროცენტო განაკვეთი 5%-ის პირობით. ხელშეკრულების დადებიდან მსესხებლისგან სარგებლის სახით მოსარჩელემ მიიღო 1500 ლარი, რაც მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე მსესხებელს სარგებელი არ გადაუხდია მოსარჩელისთვის, რამაც შეადგინა 1350 ლარი. 2016 წლის ოქტომბერში მსესხებლისგან მოსარჩელემ მიიღო ძირი თანხის ნაწილი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი მიიღო მსესხებლისგან 2017 წლის დეკემბერში. შესაბამისად, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მსესხებლისგან მოსარჩელეს არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, რაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შეადგენს 1400 ლარს. 2016 წლის 11 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით მოპასუხეებს გადაეცათ ფულადი თანხა 4000 ლარი და 1000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების დადებიდან დღემდე მოპასუხეებს სარგებლის სახით გადახდილი აქვთ 670 ლარი, რაც წარმოადგენს 2 თვის სარგებლის ოდენობას. შესაბამისად, სესხის სახით გაცემული 4000 ლარის სარგებელმა, თვიური 5%-ის გათვალისწინებით, 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის აპრილამდე შეადგინა 4800 ლარი, ხოლო 1000 აშშ დოლარის სარგებელმა ამავე პერიოდში შეადგინა 1200 აშშ დოლარი. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხების, კერძოდ ძირი თანხებისა და საპროცენტო სარგებლის მოპასუხეებზე დაკისრებას. ასევე მიუღებელ შემოსავალს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. მოპასუხის შესაგებელი:
5.1. ფ----- მ----–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას თანხა სრულად აქვს გადახდილი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.2. გ---- მ----–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არანაირი თანხა მოსარჩელისგან არ აუღია და შესაბამისად არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ არანაირი დავალიანება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ--–- დ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ფ----- მ----–-–---–ს ნ--–- დ-------ას სასარგებლოდ დაეკისა 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის გადახდა; ნ--–- დ-------ას სარჩელი გ---- მ----–-–---–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის, სარგებლის და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიება, რომლითაც გ---- მ----–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, თბილისი, გ----------- ქუჩა, კორპუსი 13, ბინა 31, ს/კ 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. (იხ.გადაწყვეტილება)
7. ნ--–- დ-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე სესხის ხელშეკრულების მსესხებელს წარმოადგენდა მხოლოდ ფ----- მ----–-–---–ი. მართალია მხარეთა სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ფ----- მ----–-–---–მა, მაგრამ სესხი აიღო არა მხოლოდ მან, არამედ მისმა მეუღლემაც, გ---- მ----–-–---–მა და ისიც წარმოადგენს აღნიშნულ ურთიერთობებში მსესხებელს. აღნიშნული ვალდებულება არა მხოლოდ ფ----- მრელაშვლს, არამედ გ---- მ----–-–---–საც არ შეუსრულებია, ვინაიდან ისინი ერთად წარმოადგენენ მსესხებლებს და მასაც გააჩნია აღნიშნული ვალდებულება.
7.2. აპელანტის განმარტებით, არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას,რომ მხარეთა შორის შეთანხმება სარგებლის, თვიური 5%-ის შესახებ ბათილია. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე არის ფიზიკური პირი და იგი არ წარმოადგენს ეკონომიკურად უფრო ძლიერ მხარეს. ასევე, მოსარჩელე და მოპასუხე, ფ----- მ----–-–---–ი არიან მეზობლები და მათ შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ზეპირსიტყვიერად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად მოსარჩელის მიერ ცალმხრივად არ იქნა განსაზღვრული სესხის ხელშეკრულების ყოველთვიური 5%-იანი სარგებელი. აღნიშნული გარიგება მხარეთა შორის დაიდო ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორისი პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულს გააზრებული და შეგნებული აქვს საკუთარი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალიწინებული - ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებას თუ მის შეუსრულებლობას ახლავდეს, შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება სარგებლის, თვიური 5%-ის ბათილად ცნობის შესახებ არ არის მართებული. სასამართლოს, შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის მოტივით, პროცენტის ოდენობის შესახებ დათქმის ბათილად ცნობა იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის წლიური პროცენტის ოდენობა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისაგან აშკარად განსხვავებული იქნებოდა. ზემოთმოყვანილი უზენაესი სასამართლოს #ას-663-629-2015 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2015 წლის 28 ივლისს. ნ--–- დ-------ასა და ფ----- მ----–-–---–ს შორის სესხის პირველი ხელშეკრულება 2015 წლის თებერვალში, ხოლო მეორე 2016 წლის 11 იანვარს გაფორმდა. შესაბამისად არ არსებობს აშკარა შეუსაბამობა იმ დროს ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისაგან.
7.3. აპელანტის განმარტებით, ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია. სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ გ---- მ----–-–---–ი არ არის სესხის ხელშეკრულებით სოლიდარულ მოვალე. სოლიდარული მოვალის დეფინიციას იძლევა სკ-ის 463-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა ნ--–- დ-------ასა და მოპასუხე, ფ----- მ----–-–---–ს შორის, ხოლო გ---- მ----–-–---–ი ამ უკანასკნ--–-ს მეუღლეა. სკ-ის 1152-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს, რომლის თანახმადაც საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. ასევე, სკ-ის 1155-ე მუხლის თანახმად მეუღლეები საოჯახო საკითხებს ერთობლივად წყვეტენ. მეუღლეები ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას და სესხის თანხაც სწორედ აღნიშნულისთვის ესაჭირებოდათ, და იგი მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. სკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მსგავსი ვალები მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადაიხდევინება, თუ იგი გამოყენებულ იქნა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისთვის.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ნ--–- დ-------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება ფ----- მ----–-–---–ის მიმართ საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ფ----- მ----–-–---–ს დაეკისროს 4000 ლარზე და 1000 აშშ დოლარზე წლიური 12%-ის გადახდა, 2016 წლის 11 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აპელანტის მოთხოვნა თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფლდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრება, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი /სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი /სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი/.
აპელანტი თანხის დაკისრებას ითხოვს მოპასუხეებზე როგორც სოლიდარულ მოვალეებზე და საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით კი - სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა ნ--–- დ-------ასა და მოპასუხე, ფ----- მ----–-–---–ს შორის. ის გარემოება, რომ გ---- მ----–-–---–ი ფ----- მ----–-–---–ის მეუღლეა, გ---- მ----–-–---–ს სოლიდარულად ვალდებულ პირად ვერ აქცევს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის პირობებიდან გამომდინარე, მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სესხის თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გ---- მ----–-–---–ი, ფ----- მ----–-–---–ის მიერ აღებული სესხის სოლიდარულ პასუხისმგებელ პირად მიჩნევის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
10. საპროცენტო სარგებლის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
10.1. მოპასუხე ფ----- მ----–-–---–ის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად (სესხის ძირი - 4000 ლარი და 1000 აშშ დოლარი; პროცენტი - 4800 ლარი და 1200 აშშ დოლარი) შესრულებულია მხოლოდ 670 ლარის (2 თვის სარგებელი) მოცულობით. დანარჩენ ნაწილში, მოპასუხე ფ----- მ----–-–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
10.2. ნ--–- დ-------ასა და ფ----- მ----–-–---–ს შორის 2015 წლის თებერვლის და 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებებში გათვალისწინებულია შეთანხმება სარგებლის, თვიური 5% შესახებ.
10.3. შეთანხმებული თვიური 5%-იანი სარგებელი ფ----- მ----–-–---–ის მიერ 2015 წლის თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია 1500 ლარის ოდენობით რაც მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, ხოლო 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია ორი თვის საპროცენტო სარგებელი 670 ლარის ოდენობით.
პალატა ნაწილობრივ ეთანხმება აპელანტის განმარტებას საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ: მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, (60 პროცენტი წლიური) არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინააღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნ--–- რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)
აღნიშნულის შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ფ----- მ----–-–---–ს უნდა დაეკისროს 4000 ლარზე და 1000 აშშ დოლარზე წლიური 12%-ის გადახდა, 2016 წლის 11 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
11. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ნ--–- დ-------ას სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ფ----- მ----–-–---–ს უნდა დაეკისროს 4000 ლარზე და 1000 აშშ დოლარზე წლიური 12%-ის გადახდა, 2016 წლის 11 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აპელანტის მოთხოვნა თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფლდეს.
12. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ფ----- მ----–-–---–ს ნ--–- დ-------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 101.06 (ას ერთი ლარი და 06 თეთრი) ლარის გადახდა, ნ--–- დ-------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ--–- დ-------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება ფ----- მ----–-–---–ის მიმართ საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ფ----- მ----–-–---–ს დაეკისროს 4000 ლარზე და 1000 აშშ დოლარზე წლიური 12%-ის გადახდა, 2016 წლის 11 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
4. ფ----- მ----–-–---–ს დაეკისროს ნ--–- დ-------ას სასარგებლოდ 101.06 (ას ერთი ლარი და 06 თეთრი) ლარის გადახდა, ნ--–- დ-------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი