განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
010100119003262072
ინსტანცია
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003262072

საქმე №1/ბ-80-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ბ------ს ძე ს--------ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ოზურგეთი, ა-–---------------ს ქ. №21;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ს--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათის შემდგომ პერიოდში, ქ. ბათუმში, მ-------ს ქ. N14-ის მიმდებარედ გ------- ს--------მ ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის - ნ---- ჩ----ის მიმართ განახორციელა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას გ------- ს--------მ ნ---- ჩ----ეს ხელი დაარტყა მარცხენა ყურთან, რის შედეგადაც ნ---- ჩ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ------- ს-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 25 (ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაურჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ გ------- ს--------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარე თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ უსამართლოა, ვინაიდან სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა გ------- ს--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლომ განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში განმარტა, რომ გ------- ს--------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რის გამოც იოლია მისი რესოციალიზაცია, თუმცა ბრალდების მხარე არ თვლის, რომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით დაკისრებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- ს--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ს--------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ჩ----ის შეტყობინებით (რეგისტრაციის №-------), ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძებელ რ-----------------ის მიერ შედგენილი №------ შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, დაზარალებულ ნ. ჩ----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ს--------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით გ------- ს--------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ------- ს--------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

სააპელაციო პალატას მსაჯავრდებულ გ------- ს--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გ------- ს--------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------- ს-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 25 (ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ რ--------- ს--------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - ქ. ოზურგეთი, გ------------ის ქ. N21 (ზ--------------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------) – 2. 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე