განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
170100119003251924
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 170100119003251924

საქმე N1b/131-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----------------------–------------- მიმართ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------------- პირადი N------------ დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: თ------–------------------------–--–--–------- დანაშაული, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თ------–------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, მ---------–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობი და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი.

მ-----------–------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.

მ---------–------------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 20 სექტემბერს, მ---------–------------ თ------–------- რაიონის სოფელ წ--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საძოვრიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ--–----------- კუთვნილ ერთ დეკეულს, რითაც დაზარალებულს მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მ---------–------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მის აღიარებისა უტყუარად დასტურდება დაზარალებულ მ--–-----------, მოწმეების: ი-------------------------------–----------–----------------- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებითა და ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მ---------–------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული სოციალურად დაუცველია, წარსულში ნასამართლევი არ არის, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მ---------–------------ განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თ------–------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თ------–------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მ---------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი)წელი.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ---------–------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

5. მ-----------–------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.

6.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

7.ნივთმტკიცებები:

- დეკეული და ტანისამოსი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი