განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
330100119002935562
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002935562

საქმე №1ბ/1969-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ--------------ის,ადვოკატ - მ------------ას,მსჯავრდებულ - ა------------------ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------–------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

ა------------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, იმის მიერ ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა------------------ე ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხვისი კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ი-----–----–--------მ და ა------------------ემ დაარწმუნეს მ------------–--ე, რომ თითქოს 5000 ლარის სანაცვლოდ, თბილისის მერიის თანამშრომლის დახმარებით, მიმდინარე წლის მარტი - აპრილის თვეებში საკუთრებაში გადასცემდნენ ქ. თბილისში, მ-----–---------–---–ის გამზირზე მდებარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინას.

 

2019 წლის 21 თებერვალს, ქ. თბილსში, მ-----–---------–---–ის გამზირი №-----“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–----–---------- და ა------------------ე შეეცადნენ ზემოაღნიშნული ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ------------–--ისგან მოტყუებით დაუფლებოდნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 1000 ლარს, თითქოსდა მისთვის ქ.თბილისში, მდებარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, რა დროსაც დაკავებულ იქნა ი-----–----–--------, ხოლო ა------------------ე დაკავებულ იქნა მოგვიანებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ა------------------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდა;

 

ა------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 21 თებერვლიდან, 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა------------------ეს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ ა------------------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ა------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ა------------------ის გამართლების ნაწილში და მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებული ჩანაწერი - „სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ“, არ ეხება მოცემულ შემთხვევას, ვინაიდან „სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებული“ (როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია მითითებული) და „სასჯელისაგან გათავისუფლებული“ განსხვავებული ტერმინებია და ა------------------ე არ უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ. ამასთან, აპელანტის განმარტებით, ა------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე - ჯარიმა არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან განაჩენში არ იკვეთება სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპის გამოყენება. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ის გარემოება, რომ იგი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ანალოგიური დანაშაულისათვის, რისთვის განსაზღვრულმა სასჯელებმაც ვერ მოახდინა მისი რესოციალიზაცია და მით უფრო, განსახილველ შემთხვევაში დანიშნული მსუბუქი სასჯელი ჯარიმის სახით, არის უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალიზებას.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ა------------------ის ქმედების მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭირო იყო დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად ა------------------ის როგორც მსჯავრდების, ასევე მისი გამართლების ნაწილში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ა------------------ის გამართლების ნაწილში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ა------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა ა------------------ის აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: თ---------------------------–---–-------------------ის და მ------------–--ის ჩვენებებით; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით; ი-----–----–-------ის და ა------------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ი-----–----–-------ისაგან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - ფულით; დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიჩნეული იქნა პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ა------------------ის მიზანი იყო მოტყუებით და დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის გზით, ი-----–----–--------სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დაუფლებოდა მ------------–--ის კუთვნილ ფულად თანხას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

რაც შეეხება ა------------------ის მიმართ წარდეგნილ ბრალდებას თაღლითობის მცდელობის ჩადენისათვის იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტაციას აღნიშნული კვალიფიკაციით პირის დამნაშავედ ცნობის ნაწილში.

 

საქმეზე წარმოდეგნილი მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, ა------------------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, მას კვლავ დაედო მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, ა------------------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა------------------ის მიმართ ფორმალურად ნამდვილად არსებობს ორზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებებისათვის, რომლებიც წინ უსწრებს ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 1 მარტის №0------- განკარგულების საფუძველზე, ა------------------ე შეწყალებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენებებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

პალატის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ, რაც მიუთითებს, რომ როდესაც პირი თავისუფლდება ერთი კონკრეტული სასჯელის მოხდისაგან, თუ მის მიმართ არ არის გამოყენებული სხვა დამატებითი სახის სასჯელი, იგი ითვლება სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებულ და ნასამართლობის არმქონე პირად. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც 2017 წლის 1 მარტის პრეზიდენტის განკარგულებით ა------------------ე გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და მას მოსახდელად არ დარჩა არც სხვა რაიმე სახის სასჯელი, მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი და პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე განკარგულების გამოცემიდან, ა------------------ე ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში, მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის №535აპ-17 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N1217აგ-13 განაჩენი.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა------------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვლისწინებული დანაშაულის ჩადენაში - თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. რაც შეეხება ქმედების ჩადენას იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ამ ნაწილში პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტისათვის ა------------------ე ითვლებოდა ნასამართლობის არმქონე პირად, არ არსებობს აღნიშნული კვალიფიკაციით პირის მსჯავრდების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ა------------------ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინი, რომლებზეც მიუთითებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. განსახილველ სს საქმეზე მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე.

 

რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ა------------------ის წარსული ნასამართლობები ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, პალატა მიუთითებს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, ა------------------ე განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტისათვის იყო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და ნასამართლობის არმქონე პირი, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, დაუშველებია სასჯელის, როგორც სისხლისსამართელბრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას რაიმე ფორმით მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ნასამართლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის #322აპ-14 გადაწყვეტილება).

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 8 000 ლარამდე, არის კანონიერი და სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავეთა რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი ა------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი;

 

ა------------------ეს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდეს.

 

ა------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 21 თებერვლიდან, 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა------------------ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- 3 (სამი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ფული 1000 (ათასი) ლარი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

 

- ი-----–----–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მისი პირადი ნივთები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

- ა------------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მისი პირადი ნივთები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე